Home ახალი ამბები მსოფლიო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი: ბრიტანეთი უკრაინას სთხოვს, არ იჩქაროს რუსეთთან შეთანხმებაზე ხელმოწერა

ცეცხლზე ნავთის დამსხმელი: ბრიტანეთი უკრაინას სთხოვს, არ იჩქაროს რუსეთთან შეთანხმებაზე ხელმოწერა

445

ბრიტანეთი არ ჩქარობს ინტერესის გამოხატვას რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების სწრაფად დასრულების მიმართ, მეტიც, შეშფოთებულია საფრანგეთისა და გერმანიის მზადყოფნით, ზელენსკის მოსკოვის მოთხოვნების შესრულებისკენ უბიძგონ.

ბრიტანეთის რჩევები შორს არის მოკავშირე ქვეყნების ლიდერების პოზიციისგან და აქტიურად განაწყობს უკრაინას, მხოლოდ მაშინ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, როცა მისი პოზიციები იქნება “მაქსიმალურად ძლიერი”, _ წერს The Time.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი დაჟინებით ურჩევს ქვეყნებს, გააძლიერონ წნეხი რუსეთის ფედერაციაზე, დაუწესონ მეტი სანქცია და დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეგახსენებთ: მოლაპარაკების გზით უკრაინაში ვითარების რეგულირების მორიგი მცდელობა იყო 29 მარტს სტამბოლში და ეს შეხვედრა შედარებით კონსტრუქციული მიდგომით ხასიათდებოდა.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

2 COMMENTS

  1. ეს ხომ დიდი ხნის ცნობილი ამბავია. ესენი და რუსული მასონურ-სოროსული მრავალსურნელება სისხლხორცეულად იყვნენ დაინტერესებული აფხაზეთისა და 2008 წლის ომების რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებით!
    უკრაინის დღევანდელი ომი ამ მხრივ იმით განსხვავდება აფხაზეთისა და 2008 წლის ომებისაგან, რომ ამჟამად უკრაინის მმართველი წრეებიც არიან დაინტერესებული ამ ომის გახანგრძლივებით!

  2. ზღარბი მაყურებელი არ აწყობს ომის შეწყვეტა რუსეთ უკრაინას შორის მაგრამ ზელენსკის ტვინი არა აქვს დროზე რომ ეფიქრა მოლაპარაკებაზე ამდენი მსხვერპლი არ მოჰყვებოდპ და არც ესლამაზი ქვეყანა განადგკრდებოდა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თენგიზი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here