Home რუბრიკები პოლიტიკა შეჯიბრება ყოვლისმკადრებლობაში

შეჯიბრება ყოვლისმკადრებლობაში

შარლ მიშელმა გასაუპატიურებლად განწირულისთვის ხელ-ფეხის გამკავებლის დანაშაულებრივი მისია იკისრა

422

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეშვიდე გამოშვება

ქვეყნად იმდენი ცუდი რამ ხდება, შეუძლებელია, კარგი რამეც არ მოხდეს!”

ვახტანგ გოგუაძე

“ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია “ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, ანუ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გამო”, _ ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მმართველი პარტიის რომელიღაც გადაწყვეტილების გამო აშშ რატომ უნდა შეწუხდეს ან, მით უმეტეს, რატომ უნდა გაბრაზდეს, თუკი ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ამ სახელმწიფოს არ ეხება? აშშის გაბრაზება იმ მეურვის გაბრაზებას ხომ არ ნიშნავს, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბავშვს რომ მეთვალყურედ და ზედამხედველად დაუნიშნეს? მეურვე პასუხისმგებელია ბავშვის ცხოვრებაზე, სანამ ის სრულწლოვანი არ გახდება. ამიტომ, რაკი პასუხისმგებლობა აკისრია, ბავშვის ამა თუ იმ საქციელის გამო გაბრაზების უფლებაც აქვს. გასარკვევი რჩება, რატომ ვართ ჩვენ ამ როლში ან აშშ ვინ დაგვინიშნა მეურვედ?

ამ საკითხში ასე იოლად ვერ გავერკვევით, ამიტომ ჯერ ის ვიკითხოთ, რა ხელშეკრულებაა ეს?

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციურმა სპექტრმა გაყალბებულად გამოაცხადა და ამით საქართველოში პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ, რის გამოც მმართველი პარტია “ქართული ოცნება” პარლამენტში მარტო რჩებოდა და ერთპარტიული პარლამენტის საშიშროება ჩნდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ამბავს დასავლეთი დემოკრატიის გზაზე დიდ ჩავარდნად ჩაგვითვლიდა. შექმნილი ვითარების გამო დასავლეთს საქართველოს პოლიტიკურ სამზარეულოში მოურიდებლად ხელის ფათურის შესაძლებლობა მიეცა. გახსოვთ, აშშისა და ევროპის განცხადებები, მათი მაღალჩინოსნების აქეთიქით გაუთავებელი სირბილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის რამდენიმე ვიზიტიც გახსოვთ, რომელმაც ისეთი დოკუმენტის შემუშავება მოახერხა, რომლის ძალითაც პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ, პარლამენტში შევიდნენ (გარდაპატრიოტთა ალიანსისა”). რა იყო ის მთავარი დებულება (დებულებები) ამ დოკუმენტში, რომელზე დაყრდნობითაც ქვეყნის ფეხებზე დამკიდებელსა და უაზროდ ამბიციურ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შარლ მიშელმა თავი ერთად მოუყარა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას გარკვეული ვადით მიაღწია?

დოკუმენტში ორი ასეთი საკითხია შეტანილი:

1. საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე ამნისტიის საშუალებით ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

შარლ მიშელს ქართული ენის ცოდნა რატომ უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ ამ ტექსტის შემდგენ ქართველებს, ქვეყნის მართვა კი არა, ორი ბატიც რომ არ უნდა ვანდოთ მოსამწყემსად, ამას წყალი არ გაუვა. თუმცა, დავანებოთ ამას თავი. ეს ის ჩანაწერი იყო, რომლის საფუძველზეც .. პოლიტიკური პატიმრები გარეთ გამოყარეს, ანუ ეს იყო სერიოზული დათმობა, რომელზეც ხელისუფლებას დათანხმება მოუწია. ოპოზიციის მანტიას ამოფარებულმა დასავლეთის “მეხუთე კოლონამ” ეს გამარჯვება არ იკმარა და შარლ მიშელმა მისი ხელით შედგენილი “შეთანხმების” ტექსტში პოლიტიკის ისტორიაში გაუგონარი მეორე ჩანაწერი შეიტანა:

2. “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიაქართული ოცნებამიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს”.

არავის (მათ შორის, არც შარლ მიშელს) არ უკითხავს, რა კავშირში შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული პროპორციული ხმების რაოდენობა (თანაც, 43%) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან. “ქართული ოცნებისთვის” ეს ისეთი დისკრიმინაციული “შეთანხმება” იყო, რომ უარესის წარმოდგენა ძნელია. ქართველებს ამ მდგომარეობის შესატყვისი ანდაზა გვაქვს, რომელიც სრულ ეფექტს, სამწუხაროდ, მხოლოდ სკაბრეზული ლექსიკის გამოყენების შემთხვევაში ქმნის, რასაც აქ ვერ გავაკეთებ, მაგრამ თავს მისი პერიფრაზის უფლებას მივცემ: “ავადმყოფი ლოგინში უნდა გააუპატიურო!” ანდაზა გვასწავლის, რომ დასუსტებულ მტერს პასუხს ადგილზევე თუ არ გასცემ და წამოდგომის საშუალებას მისცემ, საქმე შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდესო. პოლიტიკურ კრიზისში გაჭედილ და ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების საშიშროების წინაშე დარჩენილ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლოგინშივე, ანუ იქამდე დაუპირა გაუპატიურება, სანამ იგი წამოდგომას მოახერხებდა და თავის დაცვის საშუალებას გამოძებნიდა (ეს ანდაზა “ნაციონალური მოძრაობისთვის” ნიშანდობლივია, რადგან მათ საბრძოლო არსენალში გაუპატიურება უმთავრესი იარაღია). შარლ მიშელმა გასაუპატიურებლად განწირულისთვის ხელ-ფეხის გამკავებლის დანაშაულებრივი მისია იკისრა. ასე იყო თუ ისე, “ქართულ ოცნებას” დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს (შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ ლოგინშივე გააუპატიურეს). ესეც არ აკმარეს. გაუპატიურების ეშხში შესულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ქართულ ოცნებას” დოკუმენტზე ხელი მოაწერინა, თვითონ კი დოკუმენტით გათვალისწინებული პირობა შეასრულა და პარლამენტში შევიდა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ამ მართლაც ყოვლად უვარგის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა (როგორც ჩანს, დოკუმენტი ისე სამარცხვინოდ მიაჩნდა, რომ მასზე კვალის დატოვება არ ისურვა). ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთეს, რომ უკმაყოფილო იყვნენ დოკუმენტის იმ ნაწილით, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების ამნისტიას ეხებოდა: “ამ დოკუმენტში არის ერთი ძალიან მიუღებელი საკითხი, ეს არის ამნისტია, ამიტომ ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე,” _ განაცხადეს მათ.

ერთი სიტყვით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. სამაგიეროდ, დოკუმენტზე ხელი მოაწერეს ნაყარნუყარმა პარტიებმა, რომლებსაც სირცხვილისა და თავმოყვარეობის განცდა ატროფირებული აქვთ. დღეს კი ნაციონალური მოძრაობისწევრები დოკუმენტს, რომელზეც ხელი არ აქვთ მოწერილი, “შეთანხმებასუწოდებენ და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან, _ “ქართული ოცნებაშეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდაო. როგორ მოგწონთ? ისინი შეთანხმებას უწოდებენდოკუმენტს”, რომლისთვისაც ხელი არ მოუწერიათ. ასეთი მიდგომა თვით ყოვლისმკადრებლობის ისტორიაშიც კი სრულიად ახალი მოვლენაა, თუმცა მათგან ეს არავის არ უკვირს. აქ გასაკვვირი სხვა რამაა _ დასავლეთის საქციელი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია საღ აზრს, ყოველგვარ ლოგიკას და თვითონაცნაციონალური მოძრაობისმიერ ახალ თვისებრივ სიმაღლეზე აყვანილ ყოვლისმკადრებლობაშია გადავარდნილი

სანამ ამაზე საუბარს განვაგრძობდე, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოინბაზობაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება. _ ავადმყოფი ლოგინშიო? _ გულში წყენა ჩაუხვევიათ “ქართულ ოცნებაში”. თავის დროზე იმიტომ იყვნენ გასუსული, რომ ეს ყოვლისმკადრებლობით განთქმული პარტიები პარლამენტში შეეთრიათ და ერთპარტიული პარლამენტის ჩიხიდან გამოსულიყვნენ. ამიტომ გადაყლაპესლოგინშივე გაუპატიურებისწყენაც და სხვა ბევრი რამეც, მაგრამ ახლა, როდესაცნაციონალურ მოძრაობასადა მას მიტმასნილ ჟურნალისტებს სააკაშვილის რევოლუციური სცენარი სამარცხვინოდ ჩაუფლავდათ, “ქართულმა ოცნებამოპოზიციასთან შეთანხმების შარლ მიშელისეული დოკუმენტიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, რომელშიც დაახლოებით იგივე სულისკვეთება ჩადო, ავადმყოფობის თემაზე შექმნილი ქართული ანდაზა რომ ითვალისწინებს: “19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს”, _ ასე ახსნეს მათ ყველასთვის მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება. ამ განცხადების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” იმედები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტზე დაბლა დარჩენის შემთხვევაში “ქართული ოცნება”, “შეთანხმებაში” ჩაწერილი აბსურდის შესაბამისად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, გაქარწყლდა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა 3 პროცენტს აიღებენ, 43-ს თუ 83 პროცენტს, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან კავშირი არ აქვს. ამ მოულოდნელი განცხადების შემდეგ ქართულ ოცნებასადანაციონალურ მოძრაობასშორის, გნებავთ, ყოვლისმკადრებლობასა და, გნებავთ, ავადმყოფის ლოგინშივე გაუპატიურებაში, ანგარიში ერთით ერთი გახდა.

ამ ამბების შემხედვარე დასავლეთმა (როგორც ევროპამ, ისე ამერიკამ) ქოში უკუღმა ყარა, _ ჩვენ სხვა გეგმები გვქონდაო. ამას მოჰყვა ამერიკელთა და ევროპელთა გაბრაზება. შარლ მიშელი ჯერჯერობით თავშეკავებულ განცხადებას სჯერდება, მაგრამ დოკუმენტის ანულირებით უკმაყოფილებას არ მალავს; აცხადებს, რომ მისი მედიაციით მიღებული დოკუმენტის ალტერნატივას ვერ ხედავს და ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

“ოცნების” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. მან გადადგმული ნაბიჯის ფონზე “აბსურდული” უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინტერვიუს, რომელიც Euractiv-ში გამოქვეყნდა სათაურით: “ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა”. საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს”, _ წერს ევროპარლამენტარი.

რაც შეეხება ამერიკელებს, მათ არც დაუმალავთ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით უკიდურესი გაღიზიანება და გაბრაზება. გაბრაზება ასე ახსნეს: ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო”.

მძიმე შეფასებაა. ასეთი შეფასებები რომელიმე ერთი წერტილიდან კი არ ისმის, არამედ ყველა მხრიდან, ყველა ინსტანციიდან და უწყებიდან ფორსირებულად მოდის. სენატორი ჯიმ რიში აცხადებს: ქართული ოცნებისგადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან მოშორებაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს, პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს”.

გაცილებით შორს წავიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი, რომელმაც საქართველოს თავხედური საქციელით დაამახსოვრა თავი: პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ, ამის ნაცვლად, იგი რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. “ქართული ოცნებასიტუაციას დასცინის”, _ აცხადებს კრამერი. შექმნილი ვითარების ამ მძიმე შეფასებას კრამერმა “განაჩენიც” მოაყოლა: ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომქართულ ოცნებასთანმოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა”.

ქართული ოცნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯზე დასავლეთის მწვავე რეაქციამ წააქეზა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოქმედიმეხუთე კოლონა”. ისინი ერთხმად აყაყანდნენ, რომქართული ოცნებისეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროატლანტიკურ კურსზე უარის თქმას. პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი კი, რომელიც სწორედ ამ დოკუმენტის წყალობით აღმოჩნდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოდან გასვლის შესახებ განცხადებას აკეთებს. ისინი სააკაშვილის ხელის აქნევას ელოდნენ და მანაც არ დააყოვნა: დღეს საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა. მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩარევას უახლოეს საათებში”.

აი, დაახლოებით ყველაფერი ის, რაც ამ საკითხთან ფაქტობრივად არის დაკავშირებული და რაც ზედაპირზე ძევს, მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, რომლებსაც მეტი დაკვირვება და ანალიზი სჭირდება, ვინაიდან მოვლენებს მიღმა ისეა მიჩქმალული, რომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. არადა, იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, რაც ადვილად დასანახია და, რის შესახებაც უკვე ვიმსჯელეთ. დავსვათ შეკითხვა, რომელიც, სადაც მოძრაობა და ქმედებაა, სადაც მიზნები და დაინტერესებაა, ყველგან და ყოველთვის უნდა დაისვას: რა ამოძრავებს დასავლეთს? რა მიზანს ისახავს იგი? რაში მდგომარეობს მისი ქცევის მოტივი?

თუკი ამოსავალ წერტილად ავიღებთ იმას, რომ აშშ ყველგან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს იმ ხელისუფლებას, რომელიც თუნდაც მცირე წინააღმდეგობას გაუწევს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. “ქართული ოცნება”, მიუხედავად მისი აბსოლუტურად მორჩილი დასავლური კურსისა, დასავლეთისთვის მაინც ნაკლებად მისაღებია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა”. “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც ყველა დასავლურ დირექტივას მიიღებენ, მაგრამ საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველა დასავლურ მეთოდს ხელს არ მოაწერენ. “ქართული ოცნების” უმრავლესობა არ მოაწერს ხელს პენიტენციურ სისტემაში სასურველი ეფექტის მისაღებად ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების დანერგვას, მაშინ, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთი ადამიანიც კი არ იქნება ისეთი, ვინც ამ მეთოდზე უარს იტყვის. კატეგორიული მსჯელობის უფლებას მაძლევს ის, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიის სადისტური მეთოდები გამოაშკარავდა, მას შემდეგ, რაც გამომზეურდა შემზარავი ვიდეოკადრები, ამ პარტიაში დარჩენილი ადამიანებისგან ყველანაირ საშინელებას უნდა ველოდოთ. ეს პარტია, თავის მომხრეებიანად, სადისტთა ის დაჯგუფებაა, რომელიც უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ეს ყველას ეხება ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა, კაცია თუ ქალი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, განათლებული თუ გაუნათლებელი, იმ საშინელი კადრების გამომზეურების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილი ყოველი ადამიანი ორჯერ საშიშია, ვიდრე იქამდე იყო, რადგან ეს ფაშისტობაა. ერთია ადამიანი, რომელიც შიშველი დარჩა, მაგრამ რცხვენია საკუთარი სიშიშვლისა, მეორეა ადამიანი, რომელიც შიშველია, მაგრამ არ რცხვენია სიშიშვლისა. ეს ე.წ. ნაცები დრომ გააშიშვლა, მაგრამ სიშიშვლეს არ დაემალნენ, სოროებში არ შეძვრნენ, პირიქით ჯიქურ შემოგვიტიეს. _ დიახ, ჩვენ შიშვლები ვართ, მაგრამ სწორედ ასეთები უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში! _ აცხადებენ ისინი, ისევე, როგორც უკრაინაში მოხდა. უკრაინაში ე.წ. მაიდანის გზით, ანუ სახელმწიფო გადატრიალებით მოსული ხელისუფლება უკრაინელ ფაშისტებს, რომლებიც ჰიტლერის მხურვალე და სისხლიანი მხარდამჭერები იყვნენ, ეროვნულ გმირებად ნათლავენ და კიევის ქუჩებში ფაშისტურ სვასტიკებს დააპროწიალებენ. როგორც აქ, ასევე უკრაინაში, ფაშისტური ძალების სულისჩამდგმელები და მხარდამჭერები აშშ-ისა და ევროპის უმაღლეს ორგანოებში მოკალათებული მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც პოლიტიკურ პარტნიორებთან ორი მოთხოვნა აქვთ:

1. რუსეთისა და მართლმადიდებელი კულტურის უკიდეგანო სიძულვილი;

2. თანამედროვე, დასავლური (ლგბტქ) იდეოლოგიისადმი ბრმა მორჩილება და თაყვანისცემა.

ისინი ატყობენ, რომ “ქართული ოცნება” ორივე მიმართულებით კოჭლობს. როგორც არ უნდა გვძულდეს “ქართული ოცნება”, მათ ვერც უკიდეგანო რუსოფობიას დავწამებთ და, მით უმეტეს, ვერც ლგბტქ იდეოლოგიის მიმართ თაყვანისცემას. კი ბატონო, ფაქტია, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსეთისკენ რეალური ნაბიჯი ვერ (არ) გადადგა, მაგრამ არც მტრობის მიმართულებით გაუტარებია ისეთი ქმედითი ღონისძიებები, როგორსაც სააკაშვილის ხელისუფლება ატარებდა. რაც შეეხება დასავლეთის ახალი, ვერაგული (ლგბტქ) იდეოლოგიის დანერგვას, ამ საქმეში “ქართულმა ოცნებამ” ისეთი წინააღმდეგობა გასწია, რომ დასავლეთი გაოგნებას ვერ მალავს. აქედან მოდის ის აგრესია, რომელსაცქართული ოცნებისმიმართ აშშსა და ევროპაში ანთხევენ. ისინი ამ ორ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთს ადარებენ და ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებენ: საქართველოში დასავლური კურსის გამტარებელი საუკეთესო ძალანაციონალური მოძრაობაა”. ამ პარტიას ისინი აქამდეც მოაბრუნებდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ამაში ხელს უშლით ამ პოლიტიკური ძალის მიმართ ხალხის უმრავლესობის უკიდეგანო სიძულვილი. ისინი ხედავენ, რომ ვერც რუსოფობია, ვერც ფაშიზმი და ვერც ლგბტქ იდეოლოგია, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში ფეხს ვერ იკიდებს. მეტიც, საქართველოში წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო პროდასავლური განწყობილებებისა და .. დასავლური ღირებულებების დევალვაცია. ნატო და ევროკავშირი ანეკდოტებისა და სახალხო ხუმრობების თემად იქცა. დასავლეთს საქართველოში ამ მოვლენასთან გამკლავების არც პოლიტიკური და არც იდეოლოგიური რესურსი არ გააჩნია. სხვათა შორის, დასავლეთს თავისი იდეების გამტარებელი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაც აღარ შეუძლია, რის გამოც იძულებულია, კვლავაც იმ პოლიტიკურ ნაგავს ჩამოეკიდოს, რომელსაც სააკაშვილი დანაციონალური მოძრაობაჰქვია; იგი იძულებულია, კვლავაც იმ ჟურნალისტთა კორპუსს დაეყრდნოს, რომელიც გამაოგნებლად ბრიყვია; იგი იძულებულია .. მეხუთე კოლონად კვლავაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და გაცვეთილი პერსონები იყოლიოს, რომელთა დანახვაზეც ხალხის უმრავლესობას ალერგია ემართება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, დასავლეთი პირწმინდად გაკოტრდა. საქართველოში დასავლეთი ყარს, აქოთდა ყველაფერი. ერთადერთი, რისი იმედიც დასავლეთს აქ შეიძლება ჰქონდეს, სამხედრო ძალაა, ამიტომაცაა, რომ ნატოსა და ამერიკული წვრთნებით ტვინი წაიღო, მაგრამ იმასაც უთუოდ ხვდებიან, რომ არც ამ საქმეს აქვს დიდი პერსპექტივა. დღეს იქნება თუ ხვალ, ამერიკას მოუწევს რეგიონის დატოვება. როდესაც საყრდენ პერსონებად უკრაინაში ზელენსკი, ბელარუსში _ ტიხანოვსკაია, ხოლო საქართველოში სააკაშვილი გეყოლება, უნდა მიხვდე, რომ ომი წაგებულია, თამაში კი _ დამთავრებული. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), დასავლეთს დღეს იმის პრობლემაც აქვს, რომ არც ამერიკასა და არც ევროპაში კაცი არ ჩანს, რომელიც თუნდაც ამ მარცხს მიხვდება და გააცნობიერებს. დასავლეთში დღეს საღი აზრი აღარ ჭაჭანებს, იგი მხოლოდ ინერციით მოძრაობს და ხელის ცეცებით აკეთებს იმ სისულელეებს, რომლებსაც ის საბჭოთა კავშირის გზით, უფსკრულის მიმართულებით მიჰყავს.

ამ გზით სიარულის კონკრეტული გამოხატულებაა ყველაფერი ის, რაც საქართველოში ტრიალებს, ტრიალებს და ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ უკიდეგანო სიგიჟის დასასრულიც გამოჩნდება. იგი არც ისე შორსაა. ვახტანგ გოგუაძის ნათქვამი, რომელიც ალბათობის თეორიის მხატვრული პერიფრაზირებაა, აუცილებლად იმუშავებს: “ქვეყნად იმდენი ცუდი რამ ხდება, შეუძლებელია, კარგი რამეც არ მოხდეს!”

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here