Home რუბრიკები პოლიტიკა შეწყვეტილი სადღეგრძელო იდუმალი პუტინი და წინააღმდეგობრივი ჯო

შეწყვეტილი სადღეგრძელო იდუმალი პუტინი და წინააღმდეგობრივი ჯო

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

391
შეწყვეტილი სადღეგრძელო იდუმალი პუტინი და წინააღმდეგობრივი ჯო

მეცამეტე გამოშვება

ღმერთმა რუსეთი განუმეორებელი თვისებებით დააჯილდოვა. მწამს, ამობრწყინდება აღმოსავლეთის ვარსკვლავი, ვინაიდან რუსეთში ფერფლის ქვეშ ღვივის სული და ძალა”.

ეკატერინე მეორე

მე, ჯოზეფ ბაიდენი, აშშის პრეზიდენტი, ვთვლი, რომ რუსეთის მავნებლური საგარეო პოლიტიკა უჩვეულოდ და ექსტრაორდინარულად აზიანებს აშშის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას. ამ რუსული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას”, _ ეს არის მთავარი ამონარიდი წერილიდან, რომლითაც აშშის პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს მიმართა.

პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთს ადანაშაულებს “კიბერშეტევის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩაშლაში”; “ტრანსნაციონალური კორუფციის წახალისებასა და გამოყენებაში სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე გავლენის მოსახდენად”; “დისიდენტებისა და ჟურნალისტების მიმართ “ექსტერიტორიულ ქმედებებში”; “აშშ-ისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოებისა და რეგიონების უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში”; საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, მათ შორის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის პრინციპის დარღვევაში” (საინტერესოა: აშშ გამოდის სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპის დამცველად, არადა, სწორედ მისი ფლაგმანობით დაბომბეს და პირისაგან მიწისა აღგავეს ევროპის ერთერთი ულამაზესი სახელმწიფო _ იუგოსლავია, შემდეგ კი სერბეთს მოჰგლიჯეს კოსოვო და მისი დამოუკიდებლობა ერთერთმა პირველმა სწორედ აშშმა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი კოსოვოს აღიარების გამო მსოფლიოს გასაგონად აცხადებდა, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და მათი ფეხქვეშ გათელვა).

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დაძაბულობის ცენტრმა დღეს უკრაინაში გადაინაცვლა.

რამდენიმე დღის წინათ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა განაცხადა: ომის საბაბად შეიძლება იქცეს აშშის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან და სამხედრო ტექნიკის დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. აშშის ახალი ადმინისტრაციის წინაშე თავის მოსაწონებლად კიევი მზადაა, ქვეყანა სამხედრო ავანტიურაში გახვიოს ისე, რომ მოსალოდნელ უმძიმეს შედეგებს ყურადღება არც მიაქციოს”.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბატონმა ბერნსმა განაცხადა: “რუსეთში აშშ-ის ელჩად მუშაობისას მივხვდი, რომ ჯეროვანი შეუფასებლობა მეთოდებისა, რომლებითაც პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთის ხელმძღვანელობამ შეიძლება იმოქმედონ, დაუშვებელია”. ბერნსმა მთავარი სათქმელი ასე ჩამოაყალიბა: რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრა ყირიმსა და დონბასის საზღვრის გასწვრივ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეს, შესაძლებელია, უკრაინის ხელმძღვანელობის შესაშინებელი ქმედება იყოს; შესაძლებელია, იყოს სიგნალი აშშისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ სამხედრო ძალების თავმოყრამ იმ დონეს მიაღწია, რომ ეს, შესაძლოა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის მაუწყებელიც იყოს”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი რუსეთის მიმართ მუქარით შემოიფარგლა: “უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი გადაიხდის!” ამერიკელებმა მუქარას საქმე მოაყოლეს და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს, ათი რუსი დიპლომატი კი ქვეყნიდან გამოაძევეს.

საერთოდ, რა არის ეს?

აშშის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს მკვლელად მოიხსენიებს, მეორე დღეს მას შეხვედრას სთავაზობს, მესამე დღეს კი სანქციებს უწესებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს, .., რუსეთთან ურთიერთობაში აშკარად არათანმიმდევრულ პოლიტიკას ეწევა, ამიტომაც შეარქვეს წინააღმდეგობრივი ჯო. რბილი თიკუნია, უფრო მკაცრადაც შეიძლებოდა.

აშშ-ის ისტერიული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ რაზე მიანიშნებს _ აშშ-ის ძლიერებაზე თუ მის უძლურებაზე? ეს სერიოზული შეკითხვაა, მაგრამ შევეცადოთ, ფაქტებით გავცეთ პასუხი.

ბევრს მსჯელობენ იმაზე, ვინ არის იდუმლებით მოცული ვლადიმერ პუტინი, რომელიც, უკვე ოცდამეერთე წელიწადია, რუსეთის ხელისუფლების სათავეშია. იგი ხან ტოვებს პრეზიდენტის პოსტს, მაგრამ მერე ისევ ბრუნდება, ბრუნდება ძლევამოსილად და შარავანდედით. მას ხანდახან ძალიან უჭირს, მის თავზე შავი ღრუბელი აიშლება, ირგვლივ მხოლოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, უმრავლესობა მის წინააღმდეგ კრავს პირს. მხარში მდგომი, მოკავშირე და პარტნიორი კი თითქმის არ ჩანს. ეს საკითხი ისე მძიმეა, რომ რიტორიკულ შეკითხვებში გადადის _ რის იმედი აქვს პუტინს, როდესაც ერთი ბოლომდე საიმედო მოკავშირეც კი არ ჰყავს? თითქოს არიან მოკავშირეები _ სნგ, შოსი, ბრიჩსი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, საბაჟო კავშირი და სხვ., მაგრამ, რეალურად, რუსეთი მაინც მარტოა. მტრები კი მტრები ყოველთვის ერთად არიან და რუსეთზე დაგეშილებიც არიან _ აშშ, ევროკავშირი, ნატო, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები. ამ ვითარებაში როგორ მოხდა ის, რომ რუსეთმა გაძლო, ფეხზე დადგა და ყველა ვითარებიდან, სადაც მას მძიმე გამოწვევებს უმზადებდნენ და გამოუვალ მდგომარეობას უქმნიდნენ, გამარჯვებული გამოვიდა…

გაიხსენეთ, რა ვითარება იყო თვით რუსეთში: საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩეჩნეთი ტერორისტების ბუდედ იქცა. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გამოწვევათა შორის, რომელთა წინაშეც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი დღემდე მდგარა. რუსეთის რღვევა დაწყებული იყო შიგნიდან და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი ჩანდა, რადგან ჩეჩნეთში მოკალათებული ტერორისტები მხოლოდ ის სისხლიანი ბოროტი ძალა არ იყო, რომელიც თავისი თავის ამარა არსებობს და ზურგს უკან საყრდენი არ აქვს. ეს იყო დასავლეთის მიერ გულუხვად ნაკვები ძალა, რომელსაც იდეოლოგიურინფორმაციული მხარდამჭერიც ჰყავდა და მებრძოლებით, ფულით თუ იარაღით შევსების ამოუწურავი წყაროც გააჩნდა.

ეს მხარდამჭერი, პირველ რიგში, აშშ იყო. გზა, არხი, საიდანაც ფული, შეიარაღება, ტექნიკა ჩეჩნეთში ხვდებოდა, ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოზე გადიოდა. ჩეჩნეთში დაჭრილიბოევიკებირეაბილიტაციის კურსს, ძირითადად, საქართველოში გადიოდნენ. აი, რა ღრმად შეტოპა შევარდნაძემ დასავლეთის სამსახურში დგომასა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი ქართველი იმ ტერორისტებში, რომლებიც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთს ებრძოდნენ, დღემდე “გმირ ჩეჩენ ხალხს” ხედავს და აინუნშიაც არ აგდებს იმ ამბავს, რომ ის ტერორისტები ჩეჩენ ხალხსაც ისევე ებრძოდნენ, როგორც რუს ხალხს. მათთვის ერთნაირად მიუღებელი იყო ყველა, ვინც მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილს ავლენდა. ისინი მხოლოდ ტერორისტებთან თანამშრომლობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გულმხურვალე მხარდამჭერი აღმოჩნდა, რაც რუსეთის დაშლისთვის მხარდაჭერას ნიშნავდა. საქართველოდან გაქცევის შემდეგ მან თავი სწორედ ჩეჩნეთს შეაფარა, იჩქერიის დამოუკიდებლობაც აღიარა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტეს ჯვარზე მლოცველმა კაცმა საფლავი მუსლიმანურ მიწაზე პოვა.

შეწყვეტილი სადღეგრძელო იდუმალი პუტინი და წინააღმდეგობრივი ჯო

1999 წლის აგვისტოში რუსეთის პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინი დაღესტნის სოფელ ბოტლიხში ჩავიდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ცნობილმა ტერორისტმა შამილ ბასაევმა, არაბ ტერორისტ და საველე მეთაურ ხატაბთან ერთად, მრავალრიცხოვანი რაზმით დაღესტანში შეიჭრა, რამაც ჩეჩნეთში მოკალათებული საერთაშორისო ტერორიზმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელების საშიშროება შექმნა (ცნობისთვის: ეს ის შამილ ბასაევია, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ომში განსაკუთრებული დამსახურებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ გმირის წოდება მიანიჭა). ალბათ, ყველას ახსოვს კადრი, რომელმაც მსოფლიოს ყველა ტელეეკრანი მოიარა. ერთ-ერთ კარავში, სადაც ოპერაციის მეთაურებს ხვდებოდა, პუტინმა ჭიქა ასწია და იმ გმირების სადღეგრძელო წარმოთქვა, რომლებიც სამშობლოს ერთიანობის უმაღლეს იდეას შეეწირნენ, შემდეგ კი ფეზე წამომდგარ თანამებრძოლებს სთხოვა, ჭიქები დაედგათ: “Мы свами не имеем права позволить ни секунды слабости себе. Ни секунды! Потому что, если мы это сделаем, то тогда те, кто погиб, получается, погибли напрасно. Поэтому я предлагаю сегодня эту рюмку поставить. Мы обязательно выпьем за них, обязательно, но пить будем потом”.ასე გადადო პრეზიდენტმა გმირთა ხსოვნის სადღეგრძელოს შესმა საბოლოო გამარჯვებამდე. 2019 წლის 12 სექტემბერს იმავე სოფელ ბოტლიხში დაღესტნის მოვლენების მონაწილეებთან შეხვედრაზე ჩასულ პრეზიდენტ პუტინს ოცი წლის წინათ შეწყვეტილი სადღეგრძელო შეახსენეს: “При таких людях, при таких замечательных, красивых и добрых женщинах, при таких мужественных и строгих мужчинах в России не может быть какой-то слюнтяй во главе государства — это само собой разумеется, это по-другому невозможно. Силы и мужество главе государства дают люди. Спасибо, что не забываете. Есть вещи, которые нельзя забывать и нельзя переврать. Это касается и Великой Отечественной войны, и таких событий. Если мы забываем что-то, то это что-то забытое к нам может потом вернуться. А если помним, знаем, что нас где-то ждет какая-то опасность, то у нас есть все шансы это предотвратить”. ამ სიტყვებით, პრეზიდენტმა პუტინმა დაღესტნის პატარა სოფელ ბოტლიხში ოცი წლის წინათ წარმოთქმული, მაგრამ გამარჯვებამდე შეჩერებული სადღეგრძელო რუსეთის ერთიანობის იდეას შეწირული ჯარისკაცების ხსოვნისა შესვა. უდავოდ, ისტორიული ფაქტია _ ისტორიულიც და ღრმად სიმბოლურიც. 1999 წელს მან სადღეგრძელო შეაჩერა საბოლოო გამარჯვებამდე. 2019 წელს კი იმავე სოფელში ჩასულმა ოცი წლის წინ განუსაზღვრელი ვადით (გამარჯვებამდე) გადადებული სადღეგრძელო წარმოთქვა და სასმისიც დაცალა. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? მხოლოდ ერთ რამეს: ოცწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ რუსეთმა საბოლოო გამარჯვებას მიაღწია. პუტინმა შეძლო მოღალატეების ხელით დაშლილი არმიის, მიწასთან გასწორებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, განადგურებული ეკონომიკის, მორყეული სულიერებისა და ბეწვზე ჩამოკიდებული ერთიანობის აღდგენა. რუსეთმა დასავლეთთან ხანგრძლივ, მომქანცველ, სამკვდრო-სასიცოცხლო ომში პუტინის ხელმძღვანელობით ისევე გაიმარჯვა, როგორც საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა სისხლისმღვრელ, უსასტიკეს და უბოროტეს ფაშისტურ გერმანიასთან ომში სტალინის მეთაურობით. შედარება, შესაძლებელია, ვინმეს არაზუსტი, ან სულაც მიუღებელი ეჩვენოს, მაგრამ მე თავს ამგვარი შედარების უფლებას ვაძლევ და აქვე რამდენიმე მომენტის შეხსენების ნებართვასაც ვითხოვ, რომლებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინმა, სადაც კი პროვოკაცია მოუწყვეს, ამერიკელები ყველგან დაამარცხა:

*ვლადიმერ პუტინმა ჩაიბარა გაპარტახებული რუსეთი, რომელსაც ყველა მხრიდან ძიძგნიდნენ ძველი მტრებიც, დასავლეთის სახით და ახალი მტრებიც, აღმოსავლეთ ევროპის (ვარშავის ხელშეკრულების) სახელმწიფოებისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების სახით. როგორც უკვე ვთქვით, მტერი რუსეთშიც იყო შესული. ჩეჩნეთში ამერიკელების მიერ წაქეზებული, შეიარაღებული და დაფინანსებული ტერორიზმი მძვინვარებდა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა _ რუსეთის დაშლა. პუტინმა ჩეჩნეთში პირწმინდად გაანადგურა დასავლეთის მიერ შესეული ტერორისტების მთელი არმია და რუსეთთან ერთად ჩეჩენი ხალხიც იხსნა იმ საშინელი ბოროტებისგან, რომლის მასშტაბების წარმოდგენა ახლაც ჭირს. ჩეჩნეთი დღეს აყვავებული, მაღალეკონომიკური და ყოველმხრივ განვითარების გზაზე დამდგარი რესპუბლიკაა რუსეთის შემადგენლობაში.

ეს იყო აშშ-ის პირველი მარცხი რუსეთთან.

აშშ-ში, ცხადია, ვერ მოისვენებდნენ და არც მოისვენეს მსოფლიოზე გაბატონების იდეით შეპყრობილმა იმ ძალებმა, რომლებსაც აშშ-ის მართვის ყველა ბერკეტი ხელთ უპყრიათ. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ისინი სადაც უნდა იყვნენ და სადაც უნდა მოქმედებდნენ, ყველგან რუსეთს ებრძვიან. მათი მიზანია, რუსეთის ფეხი ამოკვეთონ ყველგან, სადაც მისი ინტერესები არსებობს. მათ მიზანს მიაღწიეს კიდეც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში; ამასვე ცდილობდნენ სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში. შორს წაგვიყვანს საუბარი, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის ან ერთ ან მეორე რეგიონს. ეს არც შეადგენს ამ სტატიის მიზანს. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რა შედეგებით დასრულდა აშშ-ის ოცწლიანი დაპირისპირება პუტინის რუსეთთან.

* აშშმა, რომელიც არ ისვენებდა და რუსეთის ირგვლივ გაუთავებლად აწყობდა სხვადასხვა სახის ნაღმებს, 2008 წელს წააქეზა .. ფერადი რევოლუციით ანუ სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს პრეზიდენტად მათ მიერვე მოყვანილი სააკაშვილი, რომელმაც ბრიყვული მონდომებით დახოცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეუთოს ეგიდით განთავსებული რუსი სამშვიდობოები და ცხინვალი დაბომბა.

ამერიკელების გათვლა იყო ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ კავკასიურ ომში რუსეთის ჩათრევა, რომელსაც რუსეთის დასუსტება, მისი საერთაშორისო მასშტაბით დისკრედიტაცია და, საბოლოო ჯამში, დაშლა უნდა მოჰყოლოდა. რა გამოვიდა აშშ-ის ამ ჩანაფიქრიდან? რუსეთმა საქართველოსთან ომი სამ დღეში დაამთავრა, სააკაშვილი კი ცხინვალიდან გამოაგდო. შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მათთან ხელშეკრულება გააფორმა და, როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში საკუთარი სამხედრო ბაზები განათავსა. საქართველოსთვის ეს საშინელი ფაქტია, მაგრამ აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირებაში რუსეთის ერთმნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

* 2013 წელს ამერიკელებმა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე შექმნეს ისტორიაში უპრეცედენტო რამ _ ტერორისტული სახელმწიფო, რომლის უმთავრეს მიზანს სირიის კანონიერი პრეზიდენტის, ბაშარ ალასადის, დამარცხება და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ინტერესების განულება შეადგენდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ენერგომატარებლების ევროპისთვის ახალი სქემით მიწოდებისა და ევროპის ბაზრიდან რუსული ნავთობისა და გაზის გამოდევნის პირობებს შექმნიდა (“ისლამური სახელმწიფო” ამერიკელების შექმნილი რომ არის, პრეზიდენტი ტრამპიც აღიარებდა, რომელიც ამ ბოროტ საქმეში ხელს პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ადებდა). რა გამოვიდა ამ საქმიდან? პუტინმა ამერიკის სამსახურში ჩამდგარ ტერორისტებს ისევე მიუნგრია ცხვირ-პირი, როგორც ოცი წლის წინათ ჩეჩნეთში გააკეთა და იქ მოთამაშე ყველა სახელმწიფოს _ აშშ-ს, ევროკავშირსა თუ თურქეთს, თავიანთი ადგილი მიუჩინა. ე.წ. ისლამური სახელმწიფო განადგურებულია, ბაშარ ალ ასადი კი დღესაც სირიის პრეზიდენტია. სხვათა შორის, სირიის პროცესებში მონაწილე სახელმწიფოთა შორის რუსეთი ერთადერთი იყო, რომელიც სირიაში ლეგიტიმურად (სირიის კანონიერი ხელისუფლების მიწვევით) იმყოფებოდა. ასე რომ, ახლო აღმოსავლეთის ბატალიებშიც აშშ დამარცხდა, რუსეთმა კი დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

* 1994 წელს უკრაინაში აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყნის სათავეში ფაშისტური ხუნტა მოვიდა, რომლის ერთადერთ დანიშნულებას რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაციების განხორციელება წარმოადგენს. ისინი თავს ესხმიან უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას, ბომბავენ და ხოცავენ მათ, რათა რუსეთი ფართომასშტაბიან ომში ჩაითრიონ ისე, როგორც ცხინვალში ჰქონდათ ჩაფიქრებული. ამ საქმიდანაც დაახლოებით ის გამოვიდა, რასაც ცხინვალში მიაღწიეს _ მარცხი. ყირიმი, რომელიც, თავის დროზე, სრულიად უკანონოდ იყო გადაცემული უკრაინისთვის, დღეს სავსებით სამართლიანად, კანონიერად, სახალხო რეფერენდუმის გზით და, რაც მთავარია, წვეთი სისხლის დაღვრის გარეშე კვლავ მშობლიური რუსეთის შემადგენლობაშია. იგივე ბედი ელის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებსაც, სადაც რუსული მოსახლეობაა.

აი, შედეგი აშშ-ის მიერ უკრაინიდან რუსეთის ინტერესების განდევნის მცდელობისა. აი, სრული გამარჯვება პუტინის პოლიტიკისა აშშ-ის ვერაგულსა და კაცთმოძულე, ძალმომრეობრივ პოლიტიკაზე.

* ვენესუელაში მიმდინარე პროცესები გავიხსენოთ: კრიზისი, რომელიც ამ ქვეყანაში ამერიკელებმა ორი წლის წინათ შექნეს, კვლავ ნავთობსა და რუსეთთან იყო დაკავშირებული. პრეზიდენტი ტრამპი იქამდეც კი მივიდა, რომ მოქმედი და კანონიერი პრეზიდენტი მადურო არალეგიტიმურად გამოაცხადა და ვიღაც თვითმარქვია გუაიდო, რომელსაც ხელისუფლებასთან არც იურიდიული და არც ფაქტობრივი შეხება არ ჰქონდა, პრეზიდენტად აღიარა. მართლაც, წარმოუდგენელია თავხედობის მასშტაბები, რომელსაც აშშ მსოფლიოში ავლენს. გაიხსენეთ რუსი სამხედროების გამოჩენა ვენესუელაში და მიხვდებით, როგორია ძალთა თანაფარდობა რუსეთსა და აშშ შორის. მხოლოდ უხეშ სამხედრო ძალას არ ვგულისხმობ, პირველ რიგში, რუსეთის სწორ, სამართლიან პოლიტიკას ვგულისხმობ, რომელიც აშშის მსგავსად ფეხქვეშ არ თელავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და, მისგან განსხვავებით, ყოველთვის ცდილობს, დღეს არსებული მსოფლიო წესრიგის შესაბამისად და მისთვის მინიჭებული ლეგიტიმაციის ფარგლებში იმოქმედოს.

* ამიერკავკასიაში საინტერესო პროცესები განვითარდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკელებმა რუსეთი რეგიონიდან გააძევეს, მაგრამ დღეს რა რეალობა გვაქვს? რუსეთის სამხედროები სამივე სახელმწიფოში იმყოფებიან _ საქართველოშიც, სომხეთშიც აზერბაიჯანშიც.

* ბოლო დღეების ამბები ვნახოთ. პრეზიდენტ ზელენსკის გააქტიურება აშშ-ისა და ევროპის მიმართულებით, აშშ-ის სამხედრო გემების მობილიზაცია შავ ზღვაზე, უკრაინის სამხედრო ძალების კონცენტრაცია დონბასის მისადგომებთან და საომარი რიტორიკის კორიანტელი, როგორც უკრაინიდან, ასევე აშშ-იდან და ევროპიდან, რომელსაც რუსეთის სამხედრო ნაწილების გარკვეული გადაადგილება მოჰყვა, არა სადმე სხვაგან, არამედ შიგნით, რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის სამხედრო შენაერთების გარკვეულმა გადაადგილებამ თვით რუსეთის ტერიტორიაზე ისე დააფრთხო ამერიკელები, რომ მათი გემები, თითქოს ფეხის წვერებზე შემდგარი, გაიკრიფნენ შავი ზღვიდან. ალბათ, გაახსენდათ პუტინის მიერ ადრე ნათქვამი ერთი წინადადება: «Я надеюсь, что до таких провокаций дело не дойдет, а если это случится, мне думается, что это будет иметь очень тяжелые последствия для украинской государственности вцелом».

არ არის გასაკვირი ის ამბავი, რომ სისტემურ კრიზისში ჩაძირულ ამერიკელებს ეშინიათ, სამი რამის ეშინიათ: რუსეთის საგრძნობლად წინ წასული ბირთვული შეიარაღების, რუსეთის სიმართლის, რუსული სულის უძლეველობის. ეშინიათ, ვინაიდან არც ერთის, არც მეორისა და არც მესამის საპირწონე არაფერი აქვთ. ზოგიერთ რამეში კი გააჩნიათ უპირატესობა, მაგალითად, ლგბტ პროპაგანდაში ან რასისტული განწყობილებების მოძალებაში, მაგრამ გრძნობენ, ვერც სქესობრივი უმცირესობების სიყვარულისა და ვერც ფერადკანიანთა ან თეთრკანიანთა სიძულვილის ენერგია იმის საპირწონედ ვერასოდეს იქცევა, რისიც ისე ეშინიათ, რომ თავგზა საბოლოოდ აებნათ

პუტინმა, მართალია, ალეგორიულად, მაგრამ გასაგებ ენაზე აუხსნა ამერიკელებს, რომ ისინი რუსეთს ვერასოდეს დაეპატრონებიან: “российский медведь ни у кого разрешения спрашивать небудет и своей тайги не отдаст!”

სამწუხაროდ, აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არაფრის გაგება არ სურს და, როგორც ჩანს, აღარც შეუძლია. ერთხელ, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, ამერიკელთა თავხედურ განცხადებებს პუტინმა საოცარი პასუხი გასცა: “Вы совсем там спятили, что ли? Это просто истерия какая-то, и никак не можете прекратить. Таблетку, что ли, надо дать вам какую-нибудь. Есть таблетка у кого-нибудь? Дайте таблетку какую-нибудь…”

ამერიკელთა საქციელს, რომელიც მორალურ საწყისებს მოწყვეტილია და ლოგიკისგან დაცლილია, უკეთეს შეფასებას, ალბათ, ვერავინ მოუძებნის. ეს ის შეფასებაა, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ისტორიას შემორჩება.

აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თავში დღეს სრული ქაოსია. ახლა ამოცანა ის კი არ არის, რომ მათ გამარჯვებას არ მიაღწიონ, რაც გამორიცხულია, ახლა ამოცანა ისაა, რომ მსოფლიოც არ ჩაიყოლონ იმ უფსკრულში, რომლის მიმართულებითაც თავბრუდამხვევი სისწრაფით მიექანებიან.

ვალერი კვარაცხელია

P.S. ამერიკელებმა ბელარუსის პრეზიდენტი ვერც არჩევნების გზით რომ ვერ დაამარცხეს და ვერცფერადი რევოლუციამოუწყვეს, მრავალგზის ნაცად მეთოდს მიმართეს და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმეს, მაგრამ სამარცხვინოდ ჩაფლავდნენ. ახლა ისღა დარჩენიათ, იმკითხაონ, ვინ იცავს ლუკაშენკოს _ ღმერთი, პუტინი თუ საკუთარი ძალა და გამჭრიახობა?!

..

1 COMMENT

  1. სამწუხაროა მაგრამ ფაქტი, საქართველო ყოველთვის იყო ვასალი ქვეყანა, მან საუკუნეში ორჯერ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც სისულელეა, – ამაზე მეტი სისულელე რა შეიძლება იყოს? ახლა ევროკავშირი უნდათ ე.ი. სახელმწიფო მართვის სადავეები სხვისთვის გადაცემა; – ანუ ევროპულ ,,კოლხოზში,, შედიან კიდევ ერთი დამოუკიდებლობის აქტი, კიდევ ერთი სისულელე?კიდევ ერთი გუბაზისნაირების ხელმოწერები? ბარემ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთი საგიჟეთი აიშენონ და იქ იყვნენ, თუმცა პარლამენტი 150 კაციანი საგიჟეთია სხვა რა არის? შენობას მარტო აბრა უნდა შეუცვალონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here