მთავარი ისტორია ქუდმოხდილი საქართველო

ქუდმოხდილი საქართველო

183
გააზიარეთ

გაზეთისაქართველო და მსოფლიოსაზაფხულო არდადეგებზე გადის. ჩემი დღევანდელი წერილიც, ასე ვთქვათ, გასული სეზონის ბოლო სტატია იქნება, ამიტომ სტალინის მოღვაწეობის ტრადიციული თემიდან უნდა გადავუხვიო და საქართველოს პოლიტიკურეკონომიკური, სოციალური და მორალური საკითხით უნდა წარვდგე მკითხელის წინაშე. შეიძლება ვინმემ კითხვა დამისვას _ რატომ სტალინზე არ აკეთებ შემაჯამებელ სტატიას? მე ამ კეთილ და გულუბრყვილო მკითველს უნდა განვუცხადო, რომ სტალინზე შემაჯამებელი სტატიის დაწერა თვით შემოქმედსაც გაუჭირდება, მე კი კვლავ ვაპირებ სტალინზე სტატიების გამოქვეყნებას, მაგრამ სექტემბრიდან მასალები სულ სხვასკივრიდანიქნება ამოღებული

1953 წლის სექტებრის შუა რიცხვებში სტუდენტები ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გვიხმეს (ყოფილი მე-9 საავადმყოფო, ყოფილი სასულიერო სემინარია). იქ იმხანად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო განთავსებული. სტუდენტებით სავსე დარბაზში პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ახოვანი, დინჯი და მელოტი კაცი გამოჩნდა დირექციის წარმომადგენლებთან ერთად. ის საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ახალდანიშნული პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე გახლდათ, კაცი, რომელსაც მხოლოდ სამხედროები თუ იცნობდნენ, ოდნავ მოგვიანებით კი მისი სახელი და გვარი ყველასთვის ცნობილი შეიქნა. ინსტიტუტის იმჟამინდელმა რექტორმა, ბატონმა კოტე თარგამაძემ, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელი და მისი მოსვლის მიზეზი გაგვაცნო. ის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პირადად ეცნობოდა. ბატონი ვასილ მჟავანაძე ქართულად მთლად გამართულად ვერ საუბრობდა, მაგრამ მისი აქცენტიანი და მოზომილი საუბარი უფრო მიმზიდველი იყო აუდიტორიისათვის (თუ მეჩვენებოდა, არ ვიცი _ გრ. ონიანი). მე კი არასოდეს დამავიწყდება მისი მამაშვილური ტონი და მოკრძალებული თხოვნა პროფესორ-მასწავლებლებისადმი. მას მეორედ ოდნავ მოგვიანებით შევხვდი მუხრანის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში, როდესაც მეწველი საქონლის თავისუფალი ბაგური კვების პრაქტიკულ მაგალითებს გაეცნო და ძალიან მოეწონა. იმხანად უკვე მესამე კურსის სტუდენტი გახლდით. ბოლოს, როდესაც, უმაღლესდამთავრებული, მთავარ ეკონომისტად ვმუშაობდი მარტყოფის მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობაში, სოფელში, სამთავრობო სანომრე ნიშნებით მსუბუქმა მანქანამ აიარა, რომელსაც ჩვენი მეურნეობის მცირეკორტეჟიცგაჰყვა. არიხევში _ ასე ეწოდება მარტყოფში ერთერთ უბანს, სადაც ყველაზე დიდიბირჟაიკრიბებოდა, ბატონი ვასილ მჟავანაძე მოხუცებს შუა ჩამჯდარა და მუსაიფობდა. მე იმ მომენტს მივუსწარი, როდესაც მარტყოფელი გლეხი მჟავანაძეს ერეკლეს ამბავს უყვებოდა.

იქნებ, ჩემო მკითხველო, თქვენთვისაც საინტრესო იყოს ეს ამბავი, რადგან მჟავანაძემ ბევრი იცინა მარტყოფელი გლეხის მონაყოლზე:

“გადახდილი ბრძოლის შემდეგ, _ ჰყვებოდა მარტყოფელი გლეხი, _ ერეკლეს მარტყოფზე ამოვლა უყვარდა, რადგან ლაშქარში ბევრი მარტყოფელი ვაჟკაცი იბრძოდა. ერეკლე კი სოფლის თავისკენ იმიტომ იწევდა, რომ დიდ მეფეს იქ დიდი კაკლის ხე ეგულებოდა, რომელსაც მარტყოფელები ერეკლეს კაკლის ხეს, ხშირად კი სააკაძის კაკაკლის ხეს ეძახდნენ, რადგან მარტყოფის ომის შემდეგ გიორგი სააკაძემ თავისი ლაშქარი თურმე ამ კაკლის გარშემო დაასვენა. ერეკლე, როდესაც კაკლის ქვეშ კარავში დაბინავდა, მეფის მცველებს, თურმე, მარტყოფელი გლეხი მიადგა, ერეკლესთან უნდა შემიშვათო.

თამარ მეფის ძეგლი მესტიაში

_ ერეკლე მეფე ძალიან დაღლილია და მოსვენებას აპირებს, _ უპასუხეს სტუმარს.

_ მაშინ ამბავს გაგატანთ და სიტყვასიტყვით გადაეცით, თორემ ერეკლე მეფეს მაინც ვნახავ და მაშინ ვეტყვი ჩემს სათქმელს, თქვენ თუ არ ეტყვითო.

_ ვეტყვითო, _ დააიმედეს მცველებმა.

_ ერეკლეს გადაეცით, ცხენი მაჩუქოს, ასე შემოგითვალა მარტყოფელმა-თქო. თუ მამცემს, მამცემს, თუ არადა, ამ ჩემ “შაბან-ყუბანასაო,” _ ასე უთხარით ერეკლესაო. ერეკლესაც ისე მოახსენეს, როგორც მარტყოფელმა დააბარა. ერეკლემ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უთხრა მცველებს:

_ მე ვიცი მარტყოფელების უხიაგი ხასიათი. წუხელ თეთრ ცხენს ფეხი რომ მოტყდა, ის მიეცით და წაიყვანოსო. თუ წაიყანს, ხომ კარგი, თუ არადა, ამ ჩემ “შაბან-ყუბანასაო”. ასე შემოგითვალა მეფე ერეკლემ-თქო, _ ესეც უთხარითო. შაირში მოგებული მეფის მცველები სიხარულით ერთმანეთს ასწრებდნენ მარტყოფელი გლეხისთვის პასუხის გაცემას.

_ წუხელ ლაშქრობაში თეთრ ცხენს ფეხი მოტყდა. მიეცით და წაიყვანოსო. თუ წაიყვანს, ხომ კარგი და თუ არა, ამ ჩემ “შაბან-ყუბანასაო,”_ ასე უთხარით მარტყოფელსა, _ ბრძანა მეფემაო. მარტყოფელმა იცოდა, რომ ფეხმოტეხილი ცხენი არაფერში გამოადგებოდა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა:

_ წავიყვან რა. თუ გამომადგება, გამომადგება, თუ არადა, ამ ჩემს “შაბან-ყუბანასაო” ასე გადაეცით მეფე ერეკლესაო”.

იცინოდა ბატონი ვასილი და მასთან ერთად იცინოდა მის გარშემო შემოკრებილი მთელი სოფელი. მჟავანაძე ძალიან თბილად და ჭკუისდამრიგებლურად საუბრობდა:

_ მეორედ როცა ამოვალ, ამბავს მეც მოგიყვებით ერთ ჩვენებურზეო, _ უთხრა მოხუც სოფლელებს. სტუმარს, როდესაც მანქანისაკენ გაიწია და ჩაჯდომას აპირებდა, წინ მარტყოფელი გადაუდგა მორიდებით, ხელში ნაბდის ქუდის წვალებით და დიდი ბოდიშით სთხოვა:

_ ბატონო ვასილ, დღეს ჩვენი მეფე ხარ. საქართველოს მეფეები უქუდოდ არასდროს არც ომში და არც მშვიდობიანობის დროს არ დადიოდნენ. თუ ჩვენგან საწყენი არ იქნება, თქვენც ნუ ივლით უქუდოდ მომავალში. მჟავანაძემ მარტყოფელს ხელში დაჭმუჭნილი ნაბდის ქუდი გამოართვა და თვალცრემლიანი ჩაჯდა მანქანაში.

ეს გრძელი და, იქნებ, მოსაწყენი ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ დღეს არათუ ხელისუფალი, საქართველოა უქუდოდ დარჩენილი.

რამდენიმე დღის წინათ სვანეთში ვიყავი, ზემო სვანეთში. იქ ვნახე ნადირობის ქალაღმერთი დალი, რომელსაც არც ოქროს ნაწნავები ჰქონდა და არც ნიფხავი ეცვა. ოო, რა მართალი ყოფილა კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ამბობდა, რომ “გზა და ელექტროენერგია გარყვნის ამ გაურყვნელ ქვეყანას და საქართველოს ბრილიანტის ნაცვლად ხელში ფლეთილი ქვის ნატეხიღა შეგვრჩებაო”. ორი წლის წინათ ცრემლს ვერ ვიკავებდი, როდესაც ენგურს ბორკილები გაეგლიჯა და თავის ოქროს რქებით “დევის ნაშენებ” კლდეს დასჯახებოდა, გაუნგრევია და წყლისთვის გზა მიუცია, რათა ხატები და ჯვრები უფსკრულში არ ჩაძირულიყო. მესტიის ჭალაში, სადაც ენგური ქუხდა და წყლის შხეფებით ადგილობრივი თუ მოსული სტუმარი ნებივრობდა, ახლა, რომ იტყვიან, ენგური რკინის სალტეშია მოქცეული, მაგრამმრისხანე ენგურს რა დააოკებს”?! ეგვიპტის უდაბნოში ხეობსის პირამიდა რომ არ იყოს, ვის რა ჯანდაბად უნდა იმ უსახურ და გადამწვარ ადგილებში ხეტიალი?! სად გაქრა საოცრებათა სიაშია მოხვედრილი სემირამიდას ბაღები? სულ სხვაა, მოუარაო საოცრებას სუბტროპოკულ ზონაში და სულ სხვანაირი მოსავლელია იგი ალპურ ზონაში. ჩვენ მწარედ დავიტირეთ უშგულში ერთ ოჯახში დაღუპული შვიდი ადამიანი, რომლებიც ზვავმა ჩაიტანა, მაგრამ არავინ დასტირის იმ უკვდავ არსებათა ნელ სიკვდილს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობდნენ და დღეს გამოცხადებულია მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობად. ვფიქრობ, იმიტომ გამოაცხადეს მსოფლიო მემკვიდრეობად, რომ ისიც ისევე გაქრეს მსოფლიო ცივილიზაციიდან, როგორც ბევრი რამ გაქრა ამ ქვეყნიდან. კულტურის მესვეურნი ძეგლების მეპატრონეებს უკრძალავენ ძეგლებზე ზრუნვას, თვითონ კი შორიდან უყურებენ მისუსიხარულო სიკვდილს”. სვანეთის 400-ზე მეტი კოშკი თითქმის თავმოხდილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოა სახურავგადახდილი. ძველო და ახალო ხელისუფლებავ, თქვენ ქვეყანა ჩალით დახურული ხომ არ გგონიათ?!

ბატონო ბიძინა! საქართველოს არ სჭირდებოდა მეორე საკათედრო ტაძარი. სჯობდა, აღგვედგინა მცხეთის მოგვთა ქალაქი, ვიდრე გადამთიელთა ნასახლარებზე აგვეშენებინა სამების ტაძარი; სჯობდა, გადაგვეხურა, ფლეთილი ქვით სვანეთის კოშკები, ვიდრე ბაყაყებისთვის აგეშენებინათ უნიკალური მუსიკალური კომპლექსი; სჯობდა, საქართველოს ყველა რეგიონს მოკლებოდა ბიუჯეტიდან თანხა და შეგვენახა ღმერთების საუფლო სვანეთი. და, თუ საქართველოს სიძლიერის გამოხატულება გსურდათ ნაგებობების შეკეთებით, სჯობდა, აღგვედგინა თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია, რომლის კოშკისა და გალავნის ნარჩენებია შემორჩენილი; სჯობდა, აღგვედგინა სოფელი ხალდე, რომელიც იქნებოდა რუსეთის თვითმპყრობელობის სარკე და უკან ჩამოიტოვებდა თვით ტოლსტოის, მისი უნიკალური რომანებითურთ.

სეტში თამარ მეფის ძეგლის ავტორს უნდა შევნიშნო: დავით აღმაშენებელი უძლეველ ლაშქრობაში განა იმიტომ იჯდა ფაშატზე, რომ თამარ დედოფალი ნეზვზე დაგვესვა მეფური სიდარბაისლით. მეისტორიე წერს: “ვინ იყვნენ ის ბარბაროსები, რომლებმაც რომის იმპერია დაანგრიეს?” ამ სიტყვებსვე იტყვიან ჩვენი შთამომავლები ჩვენზე: ვინ იყვნენ ის ბარბაროსები, რომლებმაც მესტია დაანგრიეს (ისტორიული მნიშვნელობით)? როდესაც სტალინს გენერალისიმუსის ფორმას უკერავდნენ, დიზაინერებმა პოლიტბიუროს დასამტკიცებლად სამი ვარიანტი შესთავაზეს. როდესაც სამი ჯარისკაცი გენერალისიმუსის ფორმით დაინახეს, პოლიტბიუროს ყველა წევრმა შეშინებულმა შეხედა სტალინს იმის მოლოდინით, რა სისასტიკეს გამოიჩენდა. სტალინი მიხვდა, რას ელოდა მისგან ახლო გარემოცვა, მაგრამ სტალინი ხომ ყველგან სტალინი იყო _ ასწია თავი და მშვიდად წარმოთქვა: “გარეკეთ ეს ფარშევანგები გარეთ!”.

სვანური კოშკები ნიკო მარის მოგზაურობისას

დღეს საუკუნეებგამოვლილი ჟანგმოდებული მესტიის ნაცვლად გვაქვსგაკრასკულისინდიოფალა, რომელიც მიკიტნების ქალაქად არის გადაქცეული. აკადემიკოს ტომსკის მიერ შექმნილ სტალინის ბიუსტს, რომელიც ჩემს პირად კოლექციაშია, ცხვირი აქვს მოტეხილი. რამდენიმე ცოცხლადდარჩენილ დიდ მოქანდაკეს ვთხოვე ცხვირის აღდგენა. ყველამ ერთი პასუხი გამცა: ტომსკის გამოქანდაკებული სტალინის ბიუსტის ცხვირს ვერავინ აღადგენსო. ვერც ძველ მესტიას ვერ აღადგენს ვერავინ, რომელიც ზღაპრულ მარგალიტად ჰქონდა შემოკრული ყელზე თეთრ კავკასიონს.

გამაოცა იმ ზრუნვამ და პატრიოტიზმმა, რომელიც ათონის მთაზე ვნახე ხუთიოდე წლის წინათ. ათასგზის თხოვნის მიუხედავად, ევროკავშირს მტკიცე უარით უპასუხეს ათონელმა ბერებმა გზის მშენებლობაზე. გზას ბევრი სხვა უბედურებაც მოჰყვებაო, _ ირწმუნებიან ათონელი ბერები. დღეს წმინდა მთაზე მხოლოდ მიწაყრილი და ქვაფენილი გზებია ბერების ხელით გაკეთებული და არ დაუშვეს ელექტროენერგიის შეყვანა კუნძულზე, რათა წმინდანთა სავანე არ შეირყვნეს. როგორ შეიძლება წმინდა მიწაზე მდედრის გამოჩენა (ესეც ევროპული ცივილიზაციაა _ გრ. ონიანი)?! რამდენი სულიერი სიწმინდე და ადამიანური მორალია აყვანილი ზენიტში ამ პატარა, მაგრამ დიდ მიწაზე. როგორ არის მახსრად აგდებული ფული და ფუფუნება და რა მაღლაა აყვანილი ყველაფერი ადამიანური. აი, თურმე, როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი. და ასე ცხოვრობდა სვანეთში საუკუნეების განმავლობაში ადამიანი. დღეს ჩვენ იმით ვამაყობთ, რომ ბეტონის გზით ავდივართ სულიერების სამყაროში და, თუ სურვილი გაქვს, ვერცხლისფერი ლაინერით 50 წუთში ვეწვევით სულიერების საუფლოს.

ნახეთ 1919 წელს ნიკო მარის მოგზაურობის მარშრუტი სვანეთში: “ცაგერიდან და ლენტეხის გავლით მდ. ცხენისწყლის გავლით ავედი ჩოლურში, სადაც მდებარეობს სამუშაო სადგომი. ჩოლურიდან ლანტარის უღელტეხილით და კალას გავლით _ უშგულში, სადაც 16 დღის სამუშაო მელოდებოდა. უშგულიდან კალას გავლით მდ. ენგურით იფარამდე, საიდანაც უღვირის უღელტეხილით გადავედი მუჟალში, სადაც რამდენიმე დღის სამუშაო მქონდა. მუჟალიდან, მულახისა და მესტიის გვერდის ავლით, ლენჟერის, ლატალისა და ბეჩოს გავლით ეწერაში, სადაც სულ ცოტაოდენი საათის სამუშაო მეგულებოდა. ეწერიდან გავეშურე თავრარში, სადაც რამდენიმე დღის სამუშაო იყო. თავრარიდან ლახამულში, სადაც სამუშაოდ რამდენიმე დღე დავყავი. ლახამულიდან კვლავ ეწერაში _ ერთი დღით. ეწერიდან გავემგზავრე უკან ბეჩოს, ლატალის, ლენჟერის, უღვირის უღელტეხილით იფარში _ რამდენიმე საათით. იფარიდან კალაში და ლანტარის უღელტეხილით ლაშხეთში, კერძოდ, სასაში, სადაც სამი დღის სამუშაო მქონდა. სასაში სამუშაოები შეჩერებული დამხვდა და ამიტომ პირდაპირ ცაგერს მივაშურე და იქიდან სახლში დავბრუნდი”.

დააკვირდით სურათებს _ ნიკოს მარის მოგზაურობის პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე არც ერთი კოშკი გადაუხურავი არ არის. ახლა კი დააკვირდით კოშკებს _ არც ერთი(!) გადახურული არ არის. მას შემდეგ, რაც სვანეთი მსოფლიოს საგანძურად გამოცხადდა, მასობრივად ინგრევა ციხე-კოშკები. არ იყო არც გზა, არც აეროპლანი, მაგრამ სვანეთს არც მკვლევარი აკლდა და არც დამფასებელი. ამერიკის პრეზიდენტი ნიქსონი წერდა: “ქვეყნის კულტურა და სიმდიდრე არ განისაზღვრება მისი მაღალსართულიანობით, არამედ მისი მაღალი კულტურით”. სვანეთი არასოდეს გამოირჩეოდა კეთილმოწყობილი გზებით, ინფრასტრუქტურით და უსახური მაღლივი შენობებით. სვანეთს არც სიმაღლე აკლდა, მაგრამ ჰქონდა არა ყალბი და მექანიკური, არამედ საუკუნეებგამოვლილი დიდი კულტურა, რომელიც მის არქიტექტურაში, ხატწერაში, ოქრომჭედლობაში, ლითონის დამუშავებაში, მყინვართა უმარტივესი ხერხებით დაპყრობის ოსტატობასა და სიბრძნეში გამოიხატებოდა. როგორც აკადემიკოსი ნიკო მარი შენიშნავს, “სვანეთში, ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობდა განათლებული, ქრისტიანული თემები, ვიწრო წრეები. საქმე აქ სხვა რამეშია: მცირერიცხოვანი სვანი წარჩინებულები, შესაბამისად, რომლებიც ალაგ-ალაგ ცხოვრობდნენ, ეს თემები ისეთივე მინიატურული იყო, როგორც სვანური სამრეკლოები”.

სვანური კოშკები დღეს

სვანური კულტურის უმაღლეს დონეზე, რომელიც ყოველმხრივ მტკიცდება, რომ ადგილობრივია და არა შეტანილი, მოწმობს მრავალი დოკუმენტი და ხელნაწერი, რომლებითაც დასტურდება, რომ სვანეთში გამქრალი ე.წ. მინიატურული საზოგადოებები სწორედ მოგვთა საზოგადოებები გახლდათ და მათ შექმნეს მსოფლიო მნიშვნელობის ხატწერისა და მჭედლობის ნიმუშები. შაინტერესოა, რა დასკვნას აკეთებს აკადემიკოსი ნიკო მარი თავის “მოგზაურობა სვანეთში”, რომელიც ქუთაისელთა თხოვნით ქუთაისის თეატრში იქნა წაკითხული 1911 წელს. იმისდა მიხედვით, როგორ აღვიქვამდი სვანებს, ვუსმენდი და ვგებულობდი მათ მეტყველებას, ვეცნობოდი მათ ტრადიციულ ინტიმურ ინტერესებს, მე თანდათან შევიგრძნობდი, რომ სვანეთში ყოფნისას დანარჩენი სამყაროდან მაშორებდა არა მხოლოდ კავკასიონის მაღალი ქედები, ძნელად გადასალახი უღელტეხილები და ღრმა ხეობები, არამედ კულტურის ათასწლეულები. როგორც ათონზე ყოფნისას მეჩვენებოდა, რომ აღმოვჩნდი ბიზანტიურქრისტიანული სულიერი ინტერესების ეპოქაში, ასევე სვანეთში თავს ვგრძნობდიურარტელთაეპოქის წარმართული კულტურის ატმოსფეროში; მეტიც _ ვეშაპების (“Вйшапи”) თაყვანისმცემელთა გარემოცვაშიდა, თუ ფრესკა და მისი წარწერა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, სარწმუნო გახდა, რომ სვანურია, რასაც მისი ყოველმხრივი შესწვლა ადასტურებს, მაშინ ცხადზე ცხადია, რომ სვანური კულტურა ადგილობრივია და უპირველესი”. მაშ, ვის აქვს უფლება, ხელი ახლოს უკვდავებას. და, თუ საერთაშორისო ძეგლთა დაცვა უსწრაფესად არ დაიწყებს მყინვართა ყინვისგან გაჩენილი ნაპრალების ამოვსებას, რათა ძეგლი შენარჩუნდეს, მსგავსად ხალდესი, მთელი სვანეთი უნდა აღდგეს თავისი ისტორიის დასასაკუთრებლად და დაიცვას ათეულობით საუკუნეგამოვლილი კულტურის ძეგლები, რომლებიც მამაპაპისეულ ნაფუძარზეა აღმართული.

წერილი ქალბატონ თეა წულუკიანს!

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თქვენ იუსტიციის მინისტრობიდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად გადაგიყვანეს, მაგრამ, თურმე, დიდად ვცდებოდი. ჩვენს სამართალმემკვიდრეობას მაინც არაფერი ეშველება ერთი ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომის გადახდის გარეშე. იმ მომაკვდავ კულტურულ მემკვიდრეობას კი, რომელიც სულს ღაფავს, იქნებ უშველოთ. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც არ გიცნობდით, დიდად პატივცემულმა მინდია უგრეხელიძემ მითხრა _ ჩვენთან ერთი სვანი გოგონა მუშაობს ევროპის სასამართლოში, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ინდოეთის იმპერატორიბაო. ამას ბატონი მინდია თქვენზე ამბობდა. იქნებ კვლავ მოევლინოთ სვანეთს თამარ დედოფლის მსგავსად და შექმნათ წინაპირობა მაინც, რომ სვანეთმა თავისი პრესტიჟი, სახე და სახელი დაიბრუნოს. სვანეთში საგანგებოდ და ქვეყნის დასანახად უნდა დაინგრეს ზოგიერთი შენობა და სამარცხვინოდ უნდა იქნას გამოთრეული მაკე ღორზე შესმული ოქროს ხანის დედოფალი. მე მწამს, თქვენ თუ კვლავ სადმე არ გადაგისროლეს, სვანეთის ეს ოცნება შესრულდება, თუნდაც შენაწირების ხარჯზე.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here