Home რუბრიკები საზოგადოება ქართველებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას უსპობენ

ქართველებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას უსპობენ

საწვავი 25 თეთრით გაძვირდება. რას გამოიწვევს ეს?

218

საქართველოს მოქალაქემ, ვინმე მამუკა გვაძაბიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე უნდა აეკრძალოთ. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა, გადაწყვეტილების შესახებ კი ბიუროს უნდა აცნობოს. აქვე გეტყვით, რომ უცნობია ბოლო წლების ზუსტი მონაცემები, რა უძრავი ქონებაა რეგისტრირებული რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში, თუმცა მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის მიგრაციის პროფილში აღნიშნულია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, 2015-2018 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობა 15 133- შეადგენდა. ჰოდა, ახლა ამის აკრძალვა იგეგმება.

დავიწყოთ იმით, რომ მიგრაციის სამთავრობო კომისიას არ გამოუქვეყნებია მონაცემი იმ 40%-დან, რომლებმაც საქართველოში უძრავი ქონება შეიძინეს, რამდენს ჰქონდა ქართული გვარი?! ხომ ძალიან მარტივია იმის მიხვედრა და გაგება, რომ რუსეთში ლუკმაპურის საშოვნელად წასული საქართველოს მილიონი მოქალაქიდან ნახევარს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს, რათა ამ ქვეყანაში ოფიციალურად ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ნახევარზე მეტმა იქ რომ საქმე დაეწყო და აეწყო, საქართველოში ყველაფერი გაყიდა და ახლა ცდილობს, ისტორიულ სამშობლოში კვლავ ჰქონდეს სახლკარი თუ ბიზნესი. .., ეს ადამიანები რეალურად საქართველოს მოქალაქეები არიან, აქ დაბადებულგაზრდილები, რომლებმაც თავისა და ოჯახის გადასარჩენად რუსეთს მიაშურეს, იქაური მოქალაქეობა მიიღეს და იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში ცდილობენ ბუდის მოწყობას. ჰოდა, ამის აკრძალვას აპირებენ, ამის გაუქმება უნდათ, ქართველებს უკან დაბრუნების შესაძლებლობას უკლავენ და ეს სწორედ ისაა, რაც წლების წინათ ითქვა: მავანს ძლიერი საქართველო ქართველებითურთ კი არ აინტერესებს, არამედ მხოლოდ ტერიტორია უნდა და, რაც ნაკლები იქნება ამ ტერიტორიაზე ქართველი, მით უკეთესიო. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ამის დაკანონება საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოს წართმევის ტოლფასია. ხომ არაფერს ვამბობთ, როცა საუბარია უცხოტომელებზე მიწების მიყიდვასა და დაკანონებაზე, მაგრამ როცა საქმე ქართველს ეხება

საფრანგეთშია დაბადებულ-გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტად ავირჩიეთ. მაშინ წავართვათ ყველაფერი და გავუშვათ უკან, უცხო გამოდის ისიც. ვინ იცის, იქნებ მომავალი პრეზიდენტი სწორედ რუსეთში იზრდება ახლა, ან პრეზიდენტი თუ არა, რიგითი ქართველი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაადგება, თავის წილ აგურს დადებს სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ამას ვუკრძალავათ…

პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით ნავთობის მოპოვება შემცირდა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად საწვავის ფასი ისედაც მატულობდა ხოლმე და ახლა, როცა ამ ყველაფერს პანდემიაც დაერთო, ადვილი მისახვედრია, რატომ გაიქცა კატასტროფულად ფასები. როგორც გვეუბნებიან, ერთ კვირაში საწვავი 25 თეთრით გაძვირდება. რას ნიშნავს ეს? უწინარესად იმას, რომ გაძვირდება ტრანსპორტით გადაადგილება. ავტომატურად გაძვირდება საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე პროდუქტის მიტანა, რაც თავისთავად გამოიწვევს ფასების მატებას და ყველა პროდუქტზე 25-თეთრიანი მატება თუ არ იქნება, ქართველი ბიზნესმენების მადა რომ ვიცით, 20 თეთრს მაინც მოუმატებენ. ჯამში კი, ეს თვის ბოლოს დიდ რიცხვს “აარტყამს”. დიდს რიგითი ადამიანებისთვის, თორემ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ნაკლებად აინტერესებთ, ზეთი 3-დან 7 ლარამდე რომ გაძვირდა, მაინც არ ითვლიან ფულს და არც იმას ფიქრობენ, თვიდან თვემდე საკვების თანხა როგორ გადაანაწილონ.

როგორც ექსპერტები ამბობენ, საწვავის გაიაფების ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა აქციზზე გადის. თუ ხელისუფლება მოინდომებს და საწვავზე აქციზს გააუქმებს, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი ერთბაშად 70 თეთრით გაიაფდება. ჰო, სწორედ ამდენს ვიხდით აქციზში და ეს თანხა ჩვენი ჯიბიდან მიდის. აბა, როგორ არ გავიხსენოთ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, საწვავსა და სიგარეტზე აქციზს რომ გავზრდით, ამით ბიუჯეეტი დამატებით მილიარდს მიიღებს და ეს მილიარდი მოსახლეობას მოხმარდებაო. მაშინ ბატონ დიმიტრის პირადად ვკითხე, ეს ფული ხომ ისევ მოსახლეობის ჯიბიდან უნდა ამოიღოთ-მეთქი და შეიცხადა: რას ამბობ, ბიზნესს დავავალდებულებთ, მოგების მარჟა დააკლონო. ვერ დაავალდებულეს, არც მოგების მარჟას დააკლო ვინმემ და აქციზის მომატებული გადასახადი მოსახლეობას დააწვა მძიმე ტვირთად. ახლა კი ამ აქციზის გაუქმება შეუძლებელია, რადგან ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარამდე იზარალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელფასებსა და პენსიებს, უბრალოდ, ვერ დაარიგებს.

პენსიების ზრდა დაანონსებულია _ 1 იანვრიდან პენსიონერები 20 ლარით მეტს მიიღებენ, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ შვებას ვერ იგრძნობენ, რადგან მომატებული ფასების გამო, ეს 20-ლარიანი ნამატი საკმარისი აშკარად არ იქნება. ამასთანავე, პრემიერმა ისიც გვითხრა: დიდი ხანია, საჯარო მოხელეების ჯამაგირი არ გაზრდილა და იანვრიდან ხელფასები მათაც გაეზრდებათო. ეს ყველაფერი კარგი ერთი შეხედვით არის, რადგან საჯარო მოხელეების რაოდენობა არც ისე დიდია, პენსიონერები კიდევმართლა თუ არ მიკვირდეს, თვიდან თვემდე როგორ გააქვთ ამ ადამიანებს თავი

ექიმებმა მეხუთე ტალღის დაწყება ისე დაგვიანონსეს, ჯერ მეოთხე არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მას გარდაცვლილთა რაოდენობაც ფეხდაფეხ მიჰყვება, ხელისუფლება ვერ ბედავს, რთული გადაწყვეტილება მიიღოს და ყველაფერი ჩაკეტოს. ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ამიტომ ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე ვრისკავთ და შესაძლოა, ხვალ ჩვენ აღმოვჩნდეთ საწოლს მიჯაჭვულნი. ანტივაქსერებსაც ვერაფერი მოუხერხა მთავრობამ, ვერ გახადა სავალდებულო აცრა და 4 ოქტომბერს ზარზეიმით გახსნილი სკოლები და ბაღები ერთიმეორის მიყოლებით იხურება. ხმამაღლა არავინ ამბობს, რომ ანტივაქსერები პედაგოგებშიც არიან და სწორედ მათი წყალობით არის, ვირუსი მომავალ თაობას რომ არ ინდობს.

უფრო ცუდი კი ის არის, რომ რუსეთში აქამდე უცნობი შტამი გამოჩნდა. რუსეთის ფედერაციაში ბოლო 10 დღის განმავლობაში, ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული რაოდენობის შემთხვევებია. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი ახარებს, აქაოდა, ჩვენი მტერი ნადგურდებაო, მაგრამ იმას კი არ ფიქრობენ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებიც კვდებიან და, თუ ჩრდილოელ მეზობელს მართლაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება, ეს ავტომატურად იმოქმედებს ჩვენზე და ვირუსი ჩვენც წაგვლეკს. რაც შეეხება რუსეთში გამოვლენილ ახალ შტამს, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ აქვს. არსებობს ვარაუდი, რომ მიმდინარე მოვლენებით კარგად ისარგებლა დასავლეთმა და ახალი ვირუსი კორონას საფარქვეშ შეგნებულად გაავრცელა და რუსეთს ბიოლოგიური ომი გამოუცხადა.

“შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, პრინციპულად ახალი შტამი არ არის, ქვეშტამია, ქვესახეობა. რამდენად მეტად აგრესიულია, ჯერ დადგენილი არ არის. რუსეთში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენზე გაცილებით ცუდი, არა რაოდენობის, არამედ გარდაცვალების შემთხვევების მხრივ. სიკვდილიანობა ჩვენზე გაცილებით მეტია. პუტინი დიქტატორია თუ დემოკრატი, არც იმას უნდა, თავისი ხალხი გააღიზიანოს და “ლოკდაუნი” გამოაცხადოს, მაგრამ იძულებული შეიქნა, გამოეცხადებინა. ვაქცინა ჯერჯერობით ყველა შტამზე მოქმედებს. შეიძლება, ადამიანი ვერ დაიცვას დაინფიცირებისგან, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილისგან იცავს. ვაქცინა სიკვდილს ამცირებს 80-90%-ით”, _ განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რუსეთში გამოცხადებულილოკდაუნი”, რომელიც ძალაში 28 ოქტომბრიდან შევიდა, ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება, მაგრამ ზამთარი ის პერიოდია, როცა რუსეთს ეკონომიკის აღმავლობა ეწყება, რადგან იზრდება ნავთობპროდუქტების მოხმარება და ფასები, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოელი მეზობელი ამასაც გაუძლებს, ამასაც გადაიტანს, ჩვენ კი

“ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია, საგანგაშოა. მიმაჩნია, რომ მთავრობა არ უნდა წავიდეს შეზღუდვებზე, ძლივს გაიხსნა ეკონომიკა და ძლივს მოსახლეობამ ამოისუნთქა და უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. არამედ უნდა წავიდეს არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე”, _ ესეც თენგიზ ცერცვაძის განცხადებაა. ბატონმა თენგიზმა კარგად იცის, რომ სიტუაცია უმძიმესია, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ, თუ “ლოკდაუნი” გამოცხადდება, შიმშილით სიკვდილი დაგვემუქრება, ამიტომ განცხადებებში ფრთხილობს. დაკეტვას გამორიცხავს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც და ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რეგულაციებს დავიცავთ, ავიცრებით თუ ყველაფერს ცალ ფეხზე დავიკიდებთ და ქვეყანას განადგურებისთვის გავწირავთ. საქართველოს ახლა ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here