Home რუბრიკები პოლიტიკა უსიტყვო რეფერენდუმი

უსიტყვო რეფერენდუმი

არც ევროპელებმა და არც ამერიკელებმა არ იციან, რომ ქართველ ერს შეიძლება უკვე ყველაფერი წაართვეს, მაგრამ ღირსებას ვერ წაართმევენ!

475

სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ ვხვდებოდით, რატომ არ იღებდა ხმას საპატრიარქო მიმდინარე მოვლენებზე. როგორი საქმეა, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა კვირეული დააანონსეს, საპატრიარქო კი ჩუმად იყო და ჩუმად იყო იმ პირობებში, როცა მოსახლეობის 99,9% მიმდინარე პროცესების წინააღმდეგია. ერთეული სასულიერო პირები კი გმობდნენ ყველაფერს, მაგრამ ერთია ერთეული შემთხვევა და მეორე, როცა საპატრიარქო ოფიციალურად გამოხატავს პოზიციას. საბედნიეროდ, საპატრიარქომ ბოლოს და ბოლოს ერსა და ბერს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, თუმცა მანამდე იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც რატომღაც ყურადღება თითქმის არავინ არ მიაქცია.

ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ფილმის ჩვენება მოაწყვეს, რომელშიც დეტალურად უნდა მოეყოლათ, როგორ ავიწროვებენ მათ საქართველოში. რაღა თქმა უნდა, ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგე ბევრი იყო და შეიკრიბნენ კიდეც. ისე ჩანდა, სამართალდამცველები ლგბტ თემს დიდად არ დაიცავდნენ… და აქ ამუშავდა დასავლური მანქანა _ ფილმის სანახავად ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ელჩები მივიდნენ. შედეგად, შს სამინისტრო იძულებული შეიქნა, ელჩები კბილებით დაეცვა და ფილმის ჩვენების მოწინააღდეგეები იმ ადგილს ახლოს არ გააკარა. მეტიც, 20 ადამიანი დააკავეს კიდეც. ჩვენი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი მუხტი იმისა, რომ საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, რადგან გაჩნდა საფრთხე _ 5 ივლისს ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, .. ღირსების მარშში მონაწილეობას ელჩებიც მიიღებდნენ. ახლა კი ელჩები კარგად უნდა დაფიქრდნენ, უღირთ თუ არა ქუჩაში გასვლა, რადგან, ხალხმა თუ იხუვლა, დასავლელ ელჩებს კი არა, ყველას და ყველაფერს გადათელავს. სავარაუდოდ, არც ევროპელებმა და არც ამერიკელებმა არ იციან, რომ ქართველ ერს შეიძლება უკვე ყველაფერი წაართვეს, მაგრამ ღირსება _ ვერა! არ ვამბობთ პოლიტიკოსებზე, ერზე მოგახსენებთ, თორემ ქართველი პოლიტიკოსების ღირსებას კელი დეგნანი დიდოელი ლეკის ნაბადივით ყოველდღიურად თელავს, ხოლო ევროპელი ელჩები _ მთიულური ხინკალივით ანაოჭებენ. საკვებზე აქცენტს ტყუილად არ ვაკეთებთ _ სამშობლოში დაბრუნებულები მხოლოდ იმაზე საუბრობენ, როგორი გემრიელი კერძებია საქართველოში და არ ამბობენ იმას, რომ აქ ხალხიც გემრიელი ცხოვრობს. ლგბტქ+ “პრაიდისორგანიზატორების .. ღირსების მარშს ღირსებასთან კავშირი არ აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვების უფლებებს. მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში ამ ჯგუფისადმი აგრესიის გაჩენას. ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულვებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონთბილისი პრაიდისმხარდაჭერისა და წახალისებისგან! მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასოს არსებული ვითარება, იმოქმედოს სახელმწიფოს სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია”, _ ეს არის ამონარიდი საპატრიარქოს განცხადებიდან და ისიც ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა სასულიერო პირმა მრევლს 4 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას, მოუწოდა, რომ 5 ივლისს დედაქალაქში წასულიყვნენ.

ხელისუფლებამ ეკლესიის ძალა მშვენივრად იცის, მაგრამ მთავარია, ეს ძალა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ. ისინი, 30 წელზე მეტია, სწორედ ეკლესიას ებრძვიან, ვერ იტანენ, რომ პატრიარქს კვლავ ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ნდობა აქვს ქვეყანაში და ჩვენს უწმინდესს ვერც ნაციონალების პერიოდში ვერ მოერივნენ. მცდელობა კი ბევრი იყო _ ეკლესიებში შევარდნა, სასულიერო პირებისა ჩაწერა, მოსმენა, შანტაჟი… დასავლელმა ელჩებმა იციან, რომ ლგბტ თემი თავის წევრებითა და მხარდამჭერებით, მოსახლეობის 0,2%- არ აღემატება, დანარჩენები კი მათი საჯარო გამოჩენისა და საჯარო აქტიურობის მიმართ მკვეთრად ნეგატიურად არიან განწყობილნი. ამის მიუხედავად, ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ 0,2%-ის მიბაძვა უნდა მოგვახვიონ თავს. ჰო, ეს მიბაძვის თავს მოხვევაა და არა უფლებების დაცვა, რადგან ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ (ზუსტად ისე, როგორც ამას სხვა დროს აკეთებენ), შეიკრიბონ დახურულ სივრცეში, სარები თალონ და მერე დანიშნულებისამებრ გამოიყენონ, მაგრამ წინასწარ რომ აანონსებენ, ცხვირში რომ გვტენიან, გინდა თუ არა, ეს ყველაფერი მიიღეთ და ტაში დაუკარითო, ეს არის თავსმოხვევა. რა გამოდის? დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს ხალხის აზრი, იმ ხალხის, რომელსაც, 30 წელია, მამალი ტყუილებით ასაზრდოებენ და ამას საზღვარი არ უჩანს. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ეს ქართველი პოლიტიკოსების ბრალია, რადგან სწორედ მათ მიაჩვიეს დასავლეთი უსიტყვო მორჩილებას, ყველა ახირების ასრულებას და ახლა ელჩებს უკმაყოფილო სახეები სწორედ იმიტომ აქვთ, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მათ ნებასურვილს რიგითი ადამიანები ეწინააღმდეგებიან. ხშირად მოისმენთ, ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები რატომ ტრიალებენო, და სწორედ ამიტომ ბატონებო _ ერთხელ დამონებულს მხოლოდ როზგი სჭირდება პერიოდულად, ახალ დასამონებელს კი პროცედურები. ის, რაც ახლა ხდება, ტესტია მთელი ერისთვის. დასავლეთს აინტერესებს, სადამდე შეუძლია მოთმენა ხალხს, რაზე შეუძლია პროტესტი და რაზე _ გაჩუმება. პარალელურად, მათ ისიც აინტერესებთ, მოახერხებს თუ არა სახელმწიფო ხალხის მართვას და დაშოშმინებას. ვერ მოახერხებს, ბატონებო, ვერა! იმიტომ, რომ თქვენ მთავარი სიტყვა “ღირსება” აღარ გახსოვთ, დაგავიწყდათ მისი არსებობა, რადგან ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაქვთ და “წყაროზე” არ დადიხართ, ერის ხმა რომ გაიგოთ.

ახლა ყველაზე საინტერესო: პოლიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილმა მიმდინარე მოვლენები რუსეთს დააბრალა, აქაოდა, ლგბტ თემის გააქტიურებაც და მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლებიც რუსეთის მიერ არის მართული და ჩრდილოელი მეზობლის წისქვილზე ასხამს წყალსო. დაინახეს, რომ სრულიად საქართველო რაღაცის წინააღმდეგია და იმრაღაცასრუსეთი მიაბეს. რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ ისე გამოვიდეს, საქართველო, ლგბტ თემის კი არა, რუსეთის წინააღმდეგია. არადა, უკვე წლებია, სწორედ რუსეთში კანონის ძალით აიკრძალა ლგბტ თემის შეკრება და აქციები. იქაური სამართალდამცველები უმკაცრესად აღკვეთენ და სჯიან ნებისმიერს, ვინც ცისარტყელას დროშის ფერებში შეღებილ ალამს ააფრიალებს და ხმამაღლა იტყვის, რომ ეს ყველაფერი კარგია. გამოდის, რუსეთი საკუთარ ქვეყანაში ამ ყველაფერს კრძალავს და ჩვენთან ხელს უწყობს? აბსურდის უმაღლესი მწვერვალია ეს ბრალდებები და, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმაც კარგად იციან, მაგრამ იმას ხომ არ იტყვიან: დასავლეთია ცუდი და ყველაფერი მათი დამსახურებააო?!

პოლიტიკოსებისგან მიტოვებული მოსახლეობა ღვთისა და ეკლესიის იმედად არის დარჩენილი. იქ იპოვა უმრავლესობამ თავშესაფარი და სწორედ ეს არის ის, რაც დასავლეთს მოსვენებას უკარგავს. მათ ვერ მოახერხეს მთავარი _ ერი ვერ გარყვნეს, ერს ვერ ათქმევინეს იმ ღირებულებებზე უარი, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა, საუკუნეებია, დგას. ეს დასავლელი ელჩები, ჩვენთან ხმალამოღებული რომ იცავენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რატომ არ გამოვიდნენ თურქეთის წინააღმდეგ? თურქმა სამართალდამცველებმა, თურქეთის სახელმწიფომ ხომ საჯაროდ გამოხატა საკუთარი აზრი და პოზიცია, როცა ამ ათიოდე დღის წინ ლგბტაქცია ცრემლმდენი აირითა და ხელკეტების ბრაგუნით აღკვეთა (სხვათა შორის, ეს ამბავი ჩვენთან მიაჩუმათეს და არცერთ მედიასაშუალებას ამაზე ხმა არ ამოუღია)? ჩვენთან კი პოლიცია აიძულეს, ისინი დაეცვა და ამით ხალხის რისხვა დაემსახურებინა. არ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ეს არის დასავლეთის ის პოზიცია, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებს, და ერთი სული აქვს, ბოლოში გავიდეს. თურქეთი მძლავრი სახელმწიფოა, დამოუკიდებელი ეკონომიკით, ქართული ეკონომიკა კი… აქაც პარადოქსია, ქართული ეკონომიკა 80%-ზე მეტით რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, მაგრამ პოლიტიკოსების კეთილდღეობაა ასი პროცენტით დამოკიდებული დასავლურ გრანტებზე და ამ დღეშიც იმიტომ ვართ.

ბესო ბარბაქაძე

P.S. 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, პირველ რიგში, იყო ის, რაზეც ამდენ ხანს ვწერდით _ რეფერენდუმი! ერმა და ბერმა უსიტყვო არჩევანი გააკეთეს, როცა ჯერ ლგბტ დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშა ჩამოაგდეს და ფეხქვეშ გათელეს. ეს იყო პასუხი იმ ევროპელი ელჩებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, პროპაგანდისტული ფილმი ენახათ და ამით დაენახვებინათ, რომ ქართველთა უმრავლესობის აზრი არ აინტერესებთ. მათ ვერ გაბედეს 5 ივლისს ქუჩაში გასვლა, ვერ გაბედეს იმიტომ, რომ მიხვდნენ, ქვეყანა არ არის ბოლომდედაჩმორებული”, არ არის ბოლომდე გათელილი და პოლიტიკოსებსა და რიგით ადამიანებს შორის მორჩილების მხრივ უზარმაზარი განსხვავებაა. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ხომ არ იყო ეს ხალხის პასუხი იმ მენტორულ აგრესიაზე, რომელიც ყოველდღიურად იღვრება ტელევიზიებიდან? ხომ არ იყო ეს პასუხი იმაზე, გაჭირვებულ, ოჯახისწევრდაკარგულ ადამიანებს თავხედურად პირში რომ თხრიან მიკროფონს, შინ უცვივდებიან?.. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მაგრამ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი და რატომ ჰქონდა მიკროფონისა და კამერის დანახვას ხალხზე ისეთი რეაქცია, როგორც ხარს წითელი ნაჭრის დანახვაზე

თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულღირებულებებს”, დავიღუპებით

საქართველოში ამ დღეებში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით ელჩებისა და დიპლომატიური კორპუსის მოქმედებების გამო გვინდა, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ რაზე გვაფრთხილებდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 2013 წელს ჩვენივე გაზეთის ფურცლებიდან:

“…თუ ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება ჯიუტად გააგრძელებენ ე.წ. ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების დეკლარირებას, მაშინ უნდა გაითვალისწინონ, რომ პედერასტია თანამედროვე “ევროპული ღირებულებების” განუყოფელი ნაწილია, ეს ამა თუ იმ სახელმწიფოს “ევროპულობის” მთავარი მაჩვენებელია… აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერია მსოფლიოში. ყველა ქვეყანა, რომლებიც აშშის გავლენის ქვეშაა, იძულებულია, ჰომოსექსუალური კავშირების ლეგალიზება მოახდინოს და წააქეზოს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შევეჯახეთ არა ერთ მუჭა გეებსა და მათ თანამგრძნობ ქართველ “ევროპელებს”, არამედ მძლავრ საერთაშორისო ძალას, რომლის უკანაც შეერთებული შტატები _ საქართველოს ფაქტობრივი პატრონი, და მთელი ევროპა დგანან. ძალიან არათანაბარი ძალებია… ამიტომაც ვამბობ, რომ პედერასტიის გავრცელების საწინააღმდეგოდ მოქმედება არაა მარტივი საქმე, მით უფრო, როდესაც ეს ამერიკაზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს შეეხება…

დასავლური დემოკრატია და მათი ეკონომიკური მოდელი ჩიხში შევიდა, მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება აღარაა. უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს აღარ წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშ-ისა და საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ “უმცირესობათა” მოთხოვნებმა… თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულღირებულებებს”, დავიღუპებით”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here