Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

პლანეტა სოდომი

1692
უზნეობა

ავსტრალიაში დეპუტატმა თავის კოლეგას ცოლობა სთხოვა პარლამენტის სხდომაზე, როცა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.

არაფერი განსაკუთრებული თითქოს არ მომხდარა, თუმცა ერთგვარად უხერხული უნდა იყოს სიყვარულის გასაჯაროება მაინცდამაინც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამუშაო პროცესის დროს: რა საქვეყნო საქმე ეგ არის, რომ პარლამენტის ტრიბუნა შენი სასიყვარულო გრძნობების აფიშირებისთვის გამოიყენო(?!).

და მაინც, არაფერია განსაკუთრებული, მით უფრო მსოფლიო პრესისთვის საინტერესო და ასატაცებელი, ერთი უხერხულობა რომ არა: დეპუტატმა ტიმ უოლსონმა შეუღლების წინადადებით მიმართა პედერასტ პარტნიორს, რომელთანაც, უკვე ცხრა წელიწადია, “სიამტკბილობს”.

იმ მომენტისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინება ავსტრალიაში ოფიციალურად არ ხდებოდა. მაშასადამე, უვაჟკაცია მამათმავალს, ასე გაბედულად რომ გამოსულა საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ და “სატრფოსთვის” უჩვენებია “საქმენი საგმირონი”.

არაფერი შეგეშალოთ _ არავითარი გამბედაობა და თავგანწირვა, არავითარი დაპირისპირება საზოგადოებრივ აზრთან: ცოტა ხნით ადრე ავსტრალიაში ჩატარდა რეფერენდუმი და მისი მონაწილეების 62-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა პედერასტების შეუღლების დაკანონებას, ერთნაირსქესიანთა კანონიერად დაქორწინებას.

ცოტაც და, ავსტრალია 26-ე ქვეყანა გახდება, რომელშიც წყვილების არაბუნებრივი კავშირი ლეგალიზებული იქნება.

სანამ ავსტრალია ნეოლიბერასტული ამ უმაღლესი მწვერვალის დაძლევისკენ ისწრაფვოდა, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყანაში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება კანონი “დაქორწინება ყველასთვის”.

გაიხარეს ავსტრიელმა მამათმავლებმა, ლესბოსელებმა, გეებმა და ასე შემდეგ _ ლეგიონია მათი სახელი.

“იესომ ჰკითხა მას (კაცს, რომელსაც ეშმაკები დაუფლებოდნენ): “რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: “ლეგიონია”, _ ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული” (ლუკ. 8,30).

ლგბტ თანამეგობრობას ერთი რუსული ანეკდოტი ზუსტად ახასიათებს:

“ზევიდან შეხედავ _ რა დედამ გშობა!

ქვევიდან შეხედავ _ ფუი ეშმაკს!”

თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამ ქვეყანაში არავის უცდია “ავსტრიელთა მარშის” მოწყობა, საპროტესტო დემონსტრაციით არავის ჩაუვლია ვენის “პლეხანოვის პროსპექტზე”.

პირიქით: აქამდე მათ ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი ავხორცობის პრინციპებით ცხოვრებისთვის. ერთი უხერხულობა იყო ის, რომ მათ “შეუღლებას” ოფიციალურად ერქვა “ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა”.

მაგრამ მიიჩნიეს, რომ ეს იყო დისკრიმინაცია, მათი “წმინდა” უფლებების დარღვევა, არასრულფასოვნების დაღდასმულობა. მიაწვნენ და თავისი გაიტანეს, დაიცვეს ავსტრიის კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპი.

წლეულს ასეთი კანონი მიიღეს გერმანიაში. დააკანონეს პედერასტების დაქორწინება, გააოფიციალურეს. ახლა ზეიმის კულმინაციის მომენტში ჯანიანი მამაკაცი, რომელიც უკვე ცოლად შერაცხეს, ზურგით შეტრიალდება ასეთივე “შეუღლების” მომლოდინე პატარძლებისკენ და ისვრის “სიძის” მიერ მირთმეულ თაიგულს მოჟღურტულე, წარბებგამოქნილი და წამწამებდამუქებული მასისკენ.

ხელუკუღმა ისვრის და დაიჭერს ამერიკაში ქართულ ჩოხაში გამოწყობილი წყვილიდან ერთ-ერთი, რომელიც ისეთივე ქართველია, როგორი იაპონიის იმპერატორის უკანონო შვილიც იყო ცნობილი ვერელი პედერასტი, აკორდეონზე კაი დამკვრელი და კაი მომლხენი ქიშვარდი.

კანადაში კი, იქ, ოკეანის გაღმა მხარეს, უფრო შორს არიან წასულები და “კანონის მთელი სიმკაცრით” სჯიან ყველას, ვისაც არ სჯერა მესამე სქესის არსებობა. 2017 წლის 20 ნოემბერს ამერიკულმა გაზეთმა “ლაიფსაიტნიუსმა” გვაუწყა, რომ კანადის უნივერსიტეტებში სასტიკად სჯიან “ტრანსგენდერიზმის უმნიშვნელო კრიტიკისთვის” სტუდენტებსაც და ლექტორებსაც და მათ “სიძულვილის პროპაგანდაში” ბრალს სდებენ, აჯარიმებენ და… იძულებით “გეისწავლებასაც” უფარდებენ.

ციხეში მოხვედრის პერსპექტივაც გარანტირებული აქვთ.

აქაური მორიგი სკანდალის შესახებ ტრადიციული სტუდენტები ყვებიან: ჩვენთან ისეთი ვითარებაა, რომ თავისუფლად ლაპარაკი მხოლოდ გარყვნილებაზე შეიძლება, ტრადიციული ურთიერთობები ტაბუდადებულია, ხსენებაც კი აკრძალულია. ნებისმიერი არაპედერასტული მოსაზრება “ტერორისტულად” ითვლება, რომელიც ხელყოფს “გეიდიქტატურას”.

საქმე ისაა, რომ 2017 წლის ივნისში მიღებულ იქნა საგანგებო კანონი “ბილი ჩ-16”, რომლითაც დადგენილი იქნა “გენდერული თვითინდიფიკაცია” და “გენდერული იდენტურობა”, რაც ჩაიწერა კანადის ადამიანის უფლებათა კოდექსში და კანადის სისხლის სამართლის კოდექსის განყოფილებაში. ამ კანონის მიხედვით, რომელიც კანადაში უკვე ძალაში შევიდა, ამიერიდან “გენდერული თეორიის უმცირესი კრიტიკაც კი” სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას. კანადის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იტყვის, მაგალითად, რომ “გენდერები არ არსებობენ”, “გენდერი სიცრუეა”, “გენდერიზმი ცრუთეორიაა”, სასტიკად დაისჯება “ბილი ჩ-16” კანონით.

2017 წლის 20 ნოემბერს ამერიკულმა და კანადურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კანადის უნივერსიტეტში მომხდარი სკანდალის შესახებ, როცა სტუდენტმა გოგონამ გაბედა და გამოთქვა თავისი ალტერნატიული (არაგეური) მოსაზრება ქორწინებასა და მესამე სქესის თაობაზე.

პრესა წერს, რომ დღეს ნებისმიერ სტუდენტსა თუ მასწავლებელს ჯვარზე გააკრავენ, რადგან ჰომოსექსუალიზმის კრიტიკა კანადაში ახალი კანონის ძალით ისჯება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

იგებ ამ ყველაფერს, კითხულობ და გიჩნდება სავსებით ლოგიკური დასკვნა გახრწნილ-გაუკუღმართებული ასეთი წეს-ჩვეულებების დამწესებელი კანონების მიმღებთა მიმართ:

_ უკაცრავად, მაგრამ თავში ფალოსი ხომ არ გაქვთ?

ჩვენ ასეთ ნატურალიზმს ვერიდებით, იქ კი, მაგალითად, კორეაში სამას ფალოსს თავი მოუყარეს და ერთ პარკში გამოიტანეს სახილველად და გასაცნობად.

“დისნეისლენდის” მსგავს პარკში.

კორეული ლეგენდის მიხედვით, ახალგაზრდა მეთევზემ დანიშნული საცოლე კლდეზე დატოვა და ნაოსნობაში გაეშურა. ელოდა ქალწული საქმროს ერთგულად იმ კლდის კალთაზე. ამასობაში აღელდა ზღვა და დიდმა ტალღამ უმწეო არსება აფოფრილ სტიქიონში ჩაითრია. დაიხრჩო საწყალი. მას შემდეგ სოფელში ნაპირთან თევზი აღარ მოდიოდა. გლეხები ეჭვობდნენ, რომ ამის მიზეზი ზღვაში დამხრჩვალი ქალის აფორიაქებული სული იყო, მაგრამ არ იცოდნენ, რით დაემშვიდებინათ იგი. ყველაფერი სცადეს და ბოლოს მიართვეს ხისგან გამოთლილი ფალოსები. ამან გაჭრა. მკვდარი ქალიშვილი დამშვიდდა და ზღვას თევზი დაუბრუნდა.

მას შემდეგ ამ ცერემონიას ყოველწლიურად აწყობენ. მეთევზეთა სოფელში იმდენი სხვადასხვა ზომის ფალოსი დაგროვდა, რომ მათზე მთელმა მსოფლიომ შეიტყო. 2007 წლიდან ხესინდანგის პარკში, რომელიც საკურორტო ქალაქ სამჩხოკის გარეუბანში მდებარეობს, ათიათასობით დამთვალიერებელი ჩადის, რომელთაგან ორი მესამედი ქალია, რათა დაათვალიეროს პარკში გამოფენილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამასამდე ფალოსის ძეგლი: ზოგი ნატურალური ფორმისაა, ზოგს თვალები და სახე აქვს დამატებული. ვის როგორ წარმოუდგენია!

ფალოსომანია აქ ისეა ფეხმოკიდებული, რომ ადგილობრივი შუქურას და სანაპიროს გასწვრივ დადგმულ სკამებსაც პენისის ფორმა აქვს და ტურისტები მათზე დიდი სიამოვნებით სხდებიან.

P.S. სამხრეთ კორეასთან მეგობრული ურთიერთობის გასაღრმავებლად, ეგებ, ღირდეს იმ პარკში გამოსაფენად თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ჩარჭობილი თუჯის ფიგურების საჩუქრად გადაცემა? ფუი ეშმაკს, მაგრამ ეს თავმომრგვალებულიხელოვნების ნიმუშებივინძლო იქაურობას უფრო მოუხდეს?

თანაც ექსპორტში ჩაგვეთვლება.

P.P.S. და აქვე ერთი ფაქტიც, რომელსაცუზნეობისრუბრიკასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ უნდა მოერგოს, მგონი:

რიცხვი სამასი კორეაში საკრალურ მნიშვნელობას იძენს, ასე ჩანს. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციის მიზნით 300 ათასი დოლარი გამოყო. ეს თანხა დაიხარჯება სპეციალური რაზმის წვრთნის მიზნით, რომელსაც დაევალება კიმ ჩენ ინის მოკვლა. ამას იუწყება United Press International-.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here