Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

1497
ლგბტ დროშა

ევროპელობა გეობით განისაზღვრება?

ესტონეთში გეიაღლუმი გაიმართა. უკრაინაში კი, რომელიც ესესაა მიუჩოჩდა ევროპას, სოდომიტებმა მარში გამართეს: ევროპის ქვეყნებსა და მათ სატელიტებში ეს მოვლენა წესად არის დამკვიდრებული.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სექსუალური უმცირესობების აღლუმი _ Tallinn pride გაიმართა, _ იუწყება “ინტერფაქს-რელიგია”. მსვლელობაში რამდენიმე ასეული პედერასტი, ტრანსვესტიტი და ორიენტაციაარეული აქტივისტი მონაწილეობდა. მათ შეუერთდნენ ესტონეთში აკრედიტებული დასავლეთის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები და ესტონეთის პოლიტიკური პარტიების, ასევე, ლატვიიდან, ლიტვიდან, ფინეთსა და რუსეთიდან ჩამოსული ოპოზიციონერები.

მსვლელობამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. უფასო კონცერტიც გაიმართა ღია ცის ქვეშ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დასავლეთის რიგმა საელჩომ, ევროკომისიის წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტის ინფორმბიურომ და ჩრდილოეთის ქვეყნების მინისტრთა საბჭომ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ბალტიის ქვეყნებში ლგბტ-თა მხარდასაჭერად. ქვეყნის კონსერვატიულმა ძალებმა კი სექსუალურ უმცირესობათა მხარდაჭერისთვის სახელმწიფო მოხელეების თანამდებობებიდან დათხოვნა მოითხოვეს.

გეი წყვილი
გეი წყვილი

სოდომიტების ოჯახში გაზრდილ ბავშვებს ფსიქიკის კარდინალური დარღვევები აღენიშნებათ

ინტერნეტში გამოქვეყნდა ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის, სოციოლოგიის დოქტორის _ მარკ რეგნერუსის გამოკვლევის შედეგები თემაზერით განსხვავდებიან მოზრდილი შვილები, რომელთა მშობლები ერთნაირსქესიანები არიან”. გამოკვლევა 2010 წელს დაიწყო, პირველი შედეგები მეცნიერმა ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა, ანალიზს კი დღემდე განაგრძობს. გამოკვლევაში მონაწილეობდა სამი ათასი მოზრდილი რესპონდენტი. შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Social Science Researchში გამოქვეყნდა.

ვენერიული სნეულებით ინფიცირების მაღალი დონე

ჰომოსექსუალი მშობლების მიერ აღზრდილთა მეოთხედი იყო ან არის დაავადებული ვენერიული სნეულებით.

ოჯახური ერთგულების შენარჩუნების უუნარობა

გამოკვლევის შედეგებით, 40 პროცენტი ადამიანებისა, რომლებიც აღზარდეს ჰომოსექსუალმა მშობლებმა, ლოიალურად არის განწყობილი ცოლ-ქმრული ღალატისადმი. ნორმალურ ოჯახებში აღზრდილთა შორის ეს მაჩვენებელი 13 პროცენტია.

ფსიქოლოგიური პრობლემები

ერთნაირსქესიანთა ოჯახებში აღზრდილთა 24 პროცენტს დაგეგმილი ჰქონდა თავითმკვლელობა. ჩვეულებრივი ოჯახების შვილებს შორის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირეა და მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. ამასთანავე, ჰომოსექსუალების აღზრდილი ბავშვები ფსიქოლოგიური დახმარებისთვის ჩვეულებრივი ოჯახების თანატოლებისგან განსხვავებით, გაცილებით ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს.

ოჯახური ძალადობა

გარყვნილი დედის აღზრდილი ბავშვების 31 პროცენტი და გარყვნილი მამის მიერ აღზრდილი ბავშვების 25 პროცენტი იძულებით ჩაურთავთ სექსუალურ ურთიერთობაში (მათ შორის, მშობლებს). ჩვეულებრივ ოჯახებში ეს მაჩვენებელი 8 პროცენტს არ აჭარბებს.

სოციალურეკონომიკური გაჭირვება

გახრწნილი დედების მიერ აღზრდილთა შორის უმუშევრების რაოდენობა 28 პროცენტს აღწევს. ნორმალურ ოჯახებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8 პროცენტია.

თუ დედას ან მამას სოდომური კავშირები ჰქონდათ, მათი შვილების მხოლოდ 60-70 პროცენტი ემიჯნება მშობლების ცხოვრების წესს. ტრადიციულ ოჯახებში აღზრდილთა 90 პროცენტს თავი აბსოლუტურად ნორმალურ ადამიანად მიაჩნია.

გასაფერადებელი ალბომი gay love

უკრაინაში გამოსცეს გასაფერადებელი ალბომი Gay Love

უკრაინის დიზაინსტუდია Flame Head Desing-მა გამოსცა გასაფერადებელი ალბომი მოზრდილთათვის, რომელიც კაცების ურთიერთსიყვარულს ეძღვნება, მოკლედ პედერასტიას.

ალბომში შეტანილია 15 ისტორია, რომლებიც მხატვარმა ოქსანა ნალივაიკომ დახატა. მსურველებს შეუძლიათ “გააცოცხლონ” ამ ისტორიების გმირები ფერადი ფანქრებით ან მარკერებით ისე, როგორც მოესურვებათ.

ილუსტრაციების ავტორი აღნიშნავს, რომ დიდად არის დაინტერესებული სხეულის კულტურით, უყვარს შიშველი ნატურის ხატვა და მისთვის ახლობელია ეროტიკა და სექსი.

მისი თქმით, ალბომი “სავსეა იმ მომენტების სინაზითა და სილამაზით, როცა ადამიანებს ერთმანეთი მთელი გულით, სულითა და სხეულით უყვართ”.

“არ უნდა გრცხვენოდეს საკუთარი თავის ისეთად წარმოჩენის, როგორიც ხარ. გქონდეს ფანტაზიები ნორმალურია, ხოლო შენი ეროტიკული ფიქრების განხორციელება სასარგებლოცაა. სექსუალურად ადაპტირებული ადამიანები სოციალურად უფრო ადაპტირებულები და სტრესებისადმი უფრო მდგრადები არიან”, გვამუნათებს ქალბატონი ავტორი.

ოქსანა ნალივაიკო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი ადამიანებს სექსუალური ორიეტნაციის მიხედვით არ განასხვავებს, რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის შემოქმედებითია. იგი იმედოვნებს, რომ მისი ალბომი ხელს შეუწყობს მრავალფეროვნებისადმი ტოლერანტობისა და პატივისცემის იდეის პოპულარიზაციას და, ამასთანავე, დაგვეხმარება, უკეთ გავერკვეთ საკუთარ სურვილებში.

სოდომისტების აქცია ნორვეგიაში
სოდომისტების აქცია ნორვეგიაში

ევროპას უკვე ვეღარაფრით ვუმკურნალებთ

ნორვეგიაში გამართულ სოდომიტების აღლუმში 35 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის ბევრი ბავშვი იყო. ეს აღლუმი წლეულს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური აღლუმი სკანდინავიის ქვეყნების ისტორიაში. ყველაზე საშინელი კი არის ის, რომ ამ გარყვნილებაში ბავშვები მონაწილეობდნენ.

გეი წყვილი

შვედეთში მღვდლებს აიძულებენ, ჯვარი დასწერონ გეიწყვილებს

შვედეთის მთავრობამ შვედეთის ეკლესიას აცნობა, რომ მღვდლებს არ აქვთ უფლება, უარი უთხრან ერთნაირსქესიანთა წყვილებს დაქორწინებაზე, _ წერს Christian Headlines.com.

შვედეთის პრემიერმინისტრმა სტეფან ლევენმა განაცხადა, რომ მღვდლებმა უნდა დააქორწინონ ერთნაირსქესიანები, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ ისინი ჰომოსექსუალიზმზე. “თუ თქვენ მეან ქალად მუშაობთ, უნდა გააკეთოთ აბორტი. იგივე ითქმის მღვდლებზე, რომლებსაც არ სურთ ერთნაირსქესიანთა ჯვრისწერის ჩატარება”, დააზუსტა მან.

დღეს შვედეთის სახელმწიფო ეკლესიაში მოღვაწე მღვდლებს უფლება აქვთ უარი თქვან ჯვრისწერაზე, დაქორწინებაზე, ნათლობასა და დაკრძალვაში მონაწილეობაზე ნებისმიერი მიზეზით. ახალი რეგულაციის შემოღება პოლიტიკის სერიოზულ ცვლილებად მიიჩნევა.

შვედეთმა ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება 2009 წელს დააკანონა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here