Home რუბრიკები პოლიტიკა “უარყოფითი აღმშენებლობის” საბჭოთა და ეროვნული თავისებურებები

“უარყოფითი აღმშენებლობის” საბჭოთა და ეროვნული თავისებურებები

1121
კალაძეს კლიპი

რა აკავშირებს დიად საბჭოეთს თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებთან? _ თითქოს არაფერი, მაგრამ ამ სტატიის დაწერა სწორედ თბილისის მერობის ერთერთი კანდიდატის საარჩევნო ვიდეოკლიპმა გადამაწყვეტინა. ეს კლიპი ისე ხშირად გადის სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში, რომ გამორიცხულია, მაყურებელს ყურადღებიდან გამორჩენოდა.

საუბარია მმართველი პარტიის მერობის კანდიდატ კახა კალაძეზე. ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში მასზე ასეთ რამეს ამბობენ: კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დაიწყო ისეთი აღმშენებლობა, როგორიც საქართველოში 70-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა!”

რა დაიწყო და რა დასრულდა ფეხბურთელის ენერგეტიკოსობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში, ეს სპეციალისტებმა შეაფასონ. ჩვენ სულ სხვა რამეზე ვამახვილებთ ყურადღებას _ აი იმ 70-იან წლებზე, რომელზე უფრო დიდი “აღმშენებლობითაც” ტრაბახობს თბილისის მომავალი მერი. კი მაგრამ, რატომ არ უნდა იტრაბახოს, თუ ეს მართლაც ასეა?! კი, ბატონო, იტრაბახოს, მაგრამ იმაზეც გვიპასუხოს ვინმემ, რომელ 70-იან წლებზეა საუბარი? ეს ის 70-იანი წლები ხომ არ არის, როდესაცრუსები ენას გვართმევდნენ”, “დამონებულები ვიყავითდასასტიკი წამებით გვხდიდნენ სულს”? ნუთუ იმ 70-იანი წლების აღმშენებლობა ისე მაღალი სტანდარტია, რომ, მას თუ აჯობე, უკვეძალიან მაგრობასნიშნავს?

თუ ასეა, მაშინ რატომ ცდილობენ გამუდმებით, საბჭოთა პერიოდი ბნელ და საშინელ წლებად დაგვიხატონ? ხომ არ არის დრო, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ და ისე მივაწოდოთ მომავალ თაობებს _ რა იყო ეს საბჭოთა წლები: საშინელება და ქართველი ერის სასტიკი ჩაგვრა თუ პირიქით _ ქართველი ერის პრივილეგიურ მდგომარეობაში ყოფნა და მშვენიერი პერიოდი მათთვის, ვინც იმ წლებში ცხოვრობდა?

ფაქტია, რომ დღეს საქართველოში მოდურია საბჭოეთის აუგად მოხსენიება. თუმცა, რაც წლები გადის, მით უფრო აშკარად იკვეთება ერთი კომიკური ტენდენცია: თითქმის ყველა შედარებით ასაკიანი ცნობილი პიროვნება ტელეეთერში საუბრისას, რა თემაზეც უნდა მიდიოდეს საუბარი, აუცილებლად ახსენებს ხოლმე საბჭოთა პერიოდს, რადგან დღეს არსებული უმახინჯესი რეალობის შესახებ საუბრისას, ამ სიმახინჯეების ნათლად წარმოსაჩენად ყველაზე ეფექტიანი ხერხი მათი საბჭოთა პერიოდთან შედარებაა. ამ ყველაფერში კი კომიკური არის ის, რომ, ვიდრე მავანი საბჭოეთზე საუბარს დაიწყებდეს, ერთგვარ აუცილებლობად იქცა, შელოცვასავით თქვას ფრაზა: არავის ეგონოს, რომ მე ახლა საბჭოთა კავშირს მივტირი ან კომუნისტების მმართველობა მენატრება, ღმერთმა დამიფაროს, რომ ის საშინელება მენატრებოდეს, მაგრამ…”

აი ამ მაგიური “მაგრამ”-ის შემდეგ იწყება უკვე, როგორი მოწესრიგებული იყო იმ “შავბნელ” პერიოდში ესა თუ ის სფერო. სწორედ ეს არის საინტერესო: თუკი საბჭოთა კავშირში ყველა სფერო მოწესრიგებული იყო, თუკი ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ, ყველაფერი გადასარევი და მისაბაძი იყო, მაშინ რატომ არ მისტირი და რატომ არ გენატრება?!

ააა, უბრალოდ, ამის აღიარება “ცუდ ტონად” არის მიჩნეული და იმიტომ?

საქმეც ეგაა, სანამ ამ თავსმოხვეული სტიგმიდან არ გამოვა, არაფერი ეშველება. “დიქტატურიდან” “დემოკრატიაში” კი გადაგვიყვანეს, მაგრამ ადამიანებს იმის აღიარების ეშინიათ, რომ “იმ დროს” ნატრობენ და “ის დრო” თავიანთ ცხოვრებაში საუკეთესო დროდ მიაჩნიათ. კი, ბატონო, მეც გეთანხმებით, რომ საბჭოთა პერიოდში “სიტყვის თავისუფლება” დიდი დოზით იყო შეზღუდული, მაგრამ, ახლა რომ ლაპარაკობთავისუფლადდა არავინ გისმენს, ეგ ვითომ უკეთესია?

სიტუაციის კომიკურობა აშკარაა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ, ანუ იმ მიზნით, რომ სიტუაციას კომიკური ელფერი ჩამოაშორონ და გაასერიოზულონ, ბოლო პერიოდში ინტერნეტში ინტენსიურად ჩნდებასაბჭოთა მითებისსაწინააღმდეგო, “მიწასთან გამასწორებელისტატიები.

“აი, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა დროს!”, “საბჭოთა დროინდელი, ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელი პროდუქტები” და სხვა ასეთი პათოსით ნაწერი სისულელეების ავტორები, ალბათ, ვერც ხვდებიან, რომ მათი მიზანი _ “საბჭოთა მითების გაქარწყლება” და საბჭოთა რეალობისგან “ტრაგიკული” სურათის დახატვის მცდელობა, კომიკურია.

ისინი “საბჭოთა კეთილდღეობის მითის” დანგრევას მათ თვალში ცდილობენ, ვინც თვითონ მოესწრო ამ ყოველივეს. ისტორიისა და სინამდვილის გაყალბებას ცდილობენ მაშინ, როცა იმ დროების უშუალოდ მომსწრე თაობები ცოცხალთა შორის აღარ არიან და ასეთ შემთხვევაშიც კი ძალიან ჭირს ისტორიის ბოლომდე გაყალბება, რადგან რაღაც დროის შემდეგ ვიღაც მაინც გამოგიჭერს სიყალბეში. დღევანდელი გამყალბებლები კი ისეთი თავხედები არიან, ისტორიის გაყალბებას ცდილობენ იმ პირობებში, როცა არათუ ჩვენი მამებისა და ბაბუების, არამედ ჯერ კიდევ ცოცხალი და საღ აზრზე მყოფი ჩემი, ამ სტრიქონების ავტორის, თაობაც კი არის უშუალო მომსწრეიმ შავბნელი საბჭოეთისა”.

არგუმენტები კი მართლაც კომიკურია. მაგალითად, ერთერთი ავტორი წერს, თქვენ რომ გგონიათ, საბჭოთა კავშირის დროს კარგ და ხარისხიან ძეხვს მიირთმევდით, მისი 80 პროცენტი მუყაოთი იყო გაჯერებულიო. არადა, მუყაო უწყინარი რამაა და, იმ მომწამვლელ ნივთერებებთან შედარებით, რომლითაც დღეს არის სავსე არა მხოლოდ ძეხვი, არამედ ყველა საკვები პროდუქტი, მუყაოს ჭამა, მგონი, მართლა ფუფუნებაა.

სერიოზულად კი, არავინ ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა ძეხვში მუყაოს შერევა და უარესი მაიმუნობა, ამისგან არც ერთი წყობა არ არის დაზღვეული. სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში მსგავსი რაღაცები უმკაცრესად ისჯებოდა.

კიდევ ერთიარგუმენტი”, რომლითაც სურთსაბჭოთა კეთილდღეობის მითისდანგრევა, არის ის, რომ თურმე საბჭოთა მოქალაქეს სულაც არ ჰქონია მაღალი ხელფასი. “მინიმალური ანაზღაურება 98 მანეთი იყო და, აბა, წარმოიდგინეთ, 98 მანეთი თვეში როგორ უნდა ჰყოფნოდა ოჯახს, რაც არ უნდა მაღალი თვითღირებულება ჰქონოდა საბჭოთა მანეთს?” _ სვამს კითხვას ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი და ჰგონია, “საბჭოთა აპოლოგეტები” საბოლოოდ ჩაჭრა და ჩააჩუმა.

საბჭოთა კავშირში ადამიანის ხელფასი შეიძლება არ იყო რაღაც სასწაული, მაგრამ, როდესაც გადასახადები არ გახრჩობს, განათლება და ჯანდაცვა უფასოა, პროდუქტები _ უიაფესი, “დაბალიხელფასიც ჰყოფნის ადამიანს. თუმცა ასეთი “ანტისაბჭოთა ბრძენები” ან არ ფიქრობენ, ან შეგნებულად ტოვებენ ყურადღების მიღმა ფაქტს, რომ იმხანად ოჯახის ყველა წევრი მუშაობდა. და, თუ მინიმალური ანაძღაურება 98 მანეთი იყო, ეს გახლდათ ხელფასი გლეხისა, რომელიც სოფლად ცხოვრობდა და მუშაობდა კოლექტივში, საიდანაც უამრავ რამეს ნატურით, პროდუქტის სახით იღებდა. ქალაქად კი ხელფასი 150-დან 300 მანეთამდე მერყეობდა. ოჯახში რომ 4 წევრია და 4-ვეს 150 მანეთი აქვს ანაზღაურება, ეს 600 მანეთია. იმჟამინდელი 600 მანეთი კი თავისუფლად უტოლდება დღევანდელ 3 ათასს! აბა, მითხარით, თვეში 3 ათასი ლარი რომელ ოჯახს არ ეყოფა ნორმალური ცხოვრებისთვის?

და კიდევ _ ყბადაღებული ტალონები. საბჭოთა საუკეთესო ცხოვრების მოტრფიალეებო, ტალონებს რატომ არ იხსენებთ? კარაქსა და შაქარს ტალონებით რომ ყიდულობდით, ეგ როგორ იყო?” _ სვამს კითხვას ვიღაც და ჰგონია, გამანადგურებელ ირონიას მიაგნო

ვუპასუხებთ: ტალონები სსრკ-ში 1980-იანი წლების ბოლოს შემოვიდა და საკითხავია, რატომ. ცოტა აბსურდად ხომ არ გეჩვენებათ, რომ ქვეყანაში, სადაც დახლები გადავსებული იყო ნაირ-ნაირი პროდუქტით და ვიტრინებში “სგუშონკებით”, “ტუშონკებითა” და სხვა კონსერვებით ერთგვარი პირამიდები იყო აშენებული, რომელიც სიმაღლეში 2-3 მეტრს, ხოლო სიგრძეში ათობით მეტრს აღწევდა, უცებ, ერთ კვირაში, ყველანაირი პროდუქტი გაწყდა?

სხვათა შორის, ეს იყო ქვეყანა, სადაც მხოლოდ ოფიციალურიენზე”, (“ნეპრიკასნავენნი ზაპასი”) ანუ პროდუქტების ხელშეუხებელი მარაგი იმდენი იყო, რომ ამერიკის მხრიდან ატომური დაბომბვის შემთხვევაში თავშესაფრებში ჩასულ მოსახლეობას 25 წელი უნდა ჰყოფნოდა.

მაშ, რა მოხდა? არასოდეს გიფიქრიათ, რომ ეს გორბაჩოვშევრადნაძის დაჯგუფების მიერ კარგად ორგანიზებული საბოტაჟი იყო? მიზანი “საბჭოთა ეკონომიკური კოლაფსის” ხელოვნური დახატვა და მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილების გამოწვევა იყო და მიაღწიეს კიდეც მიზანს.

ინტერნეტში ახლაც მოიპოვება რამდენიმე ვიდეო, რომელთა მიხედვით, 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის საწყობები სავსე იყო პროდუქტით, უბრალოდ, განგებ არ მიჰქონდათ მაღაზიებამდე.

აი ეს არის “სატალონო სისტემის” ახსნა. რაც შეეხება საბჭოთა წყობის ყველაზე დიდ ნაკლს, ეს სწორედ მისი მართვის სისტემა იყო. კერძოდ, ამ ქვეყნის მართვის სისტემა იძლეოდა იმის საშულებას, რომ მის სათავეში თუნდაც 10-15 ამისთვის მოწადინებული ადამიანის მოყვანის გზით, თავისუფლად შეიძლებოდა ქვეყნის დანგრევა. სწორედ ეს გამოიყენა აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და, სსრკ-ის სათავეში გორბაჩოვ-შევარდნაძის დაჯგუფების მოყვანით, ხელოვნურად დაანგრია იგი. “ეროვნული მოძრაობები” კი, უბრალოდ, დამატებითი ანტურაჟი იყო, სსრკ-ის ნგრევის წინასწარ შემუშავებული გეგმისა.

რეპრესიები? _ კი, ბატონო! მაგრამ ეს ხომ 20-იანი და 30-იანი წლები იყო! აბა, კარგად გადახედეთ, მაგ წლებში რა ხდებოდა მსოფლიოში. ეგ ის წლები ხომ არ არის, როდესაცმსოფლიო დემოკრატიის აკვანამერიკაში ჩინელისა და ზანგის მკვლელობა ადამიანის მკვლელობად ოფიციალურად რომ არ ითვლებოდა და არც კი ისჯებოდა? მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ ევროპის მოწინავე დემოკრატიის ქვეყანა საფრანგეთში გილიოტინა მხოლოდ გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს გაუქმდა. მანამდე არასასურველ პერსონებს თავის მოკვეთით სჯიდნენ.

ასე რომ, არც ადამიანების დახვრეტები და რეპრესიებია “ბოლშევიკურ-კომუნისტური” ნოუ-ჰაუ, როგორც ეს ბევრს სურს, დახატოს.

და, თუ დღესნაციონალური მოძრაობისთვისნამუსის მოსაწმენდად ანქართული ოცნებისუნიათობის გასამართლებლად ხშირად მოისმენთ ფრაზას: “შეცდომები გამორიცხული არ არის, შეცდომა იმას მოსდის, ვინც რამეს აკეთებს!”, მაშინ რა, მხოლოდ კომუნისტებსა და ბოლშევიკებს არ ჰქონდათ შეცდომის უფლება?!

ამ სტატიის დაწერის მიზეზი არ არის საბჭოეთის მონატრება ან რამე მსგავსი. არა იმიტომ, რომ გაკიცხვისა გვეშინია, არა, უბრალოდ, თუ თაობებმა წარსული მართებულად არ შეაფასეს, მომავალსაც არასწორად ააშენებენ.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here