მთავარი ისტორია სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

63
გააზიარეთ

1905 წელს რევოლუციის დამარცხებამ თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაუჭრა სასიცოცხლო ძარღვი. ცარიზმის დამხობის ძლიერი წყურვილი დიდი ხნით ჩაბარდა ისტორიას. სწორედ სტალინმა დაინახა რევოლუციის დამარცხებაში ის რაციონალური მარცვალი, რომლის გათვალისწინებითაც ბოლშევიკებს თავიანთ შეცდომებზე უნდა ესწავლათ და რევოლუციის გზა მტკიცედ განეგრძოთ. ამისთვის, სტალინის აზრით, საჭირო იყო სამი რამ _ იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი. იარაღის შესაძენად კი საჭირო იყო სამი რამ _ ფული, ფული და კიდევ ფული.

არა მგონია, ეს სიბრძნე სტალინს ედუარდ კარისა და ჰანს მორგენტაუსგან ჰქონოდა ნასწავლი, რომ ხელისუფლების ხელში ასაღებად და მის განსამტკიცებლად იარაღი და ფულია საჭირო. სტალინი თავისი ცხოვრებით არასოდეს ცხოვრობდა და არც ვინმეს დიქტატს ემორჩილებოდა. ემიგრაციაში მყოფი ლენინისთვის ძნელი იყო იმ წინააღმდეგობათა აღქმა, რომლებიც ყოველთვის წინ ხვდებოდა რევოლუციის რაინდებს.

შიმშილი, შიში, ბრძოლა, ციმბირი _ აი რა იყო რევოლუციონერის ყოველდღიური ყოფა. ყველაფერში გამორჩეულმა ძლიერმა და გამბედავმა ახალგაზრდა სტალინმა ასპარეზად ბაქო აირჩია. თითქმის დაუჯერებელია ის გაბედულება და თავგანწირვა, რომელსაც საქვეყნოდ აღიარებული ინტელექტუალი, იდეოლოგი, პროგრამისტი და რევოლუციის ოსტატი, ახალგაზრდა სტალინი იჩენდა საზოგადოების ყველა ფენაში.

რევოლუციის შტაბს უჭირს. პარტიის სალაროში 1907 წლისთვის სიმბოლური თანხა _ 100 რუბლიღა დევს. ამ პერიოდში მსოფლიოს მაგნატები ოქროთი და ბრილიანტებით დატვირთულ ხომალდებს რუსეთიდან თავიანთ სამშობლოში გზავნიდნენ ზღვებისა და ოკეანეების გავლით. მაგნატებთან, როგორც წესი, ახლოს ტრიალებენ შავი სამყაროს წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთი წილი ეკუთვნით მუშათა კლასის ექსპლუატაციით მიღებული მილიარდებიდან.

როგორც ჩანს და როგორც შევიტყვეთ (ჩემი წიგნები ხომ წაკითხულზე, გაგონილსა და განცდილზეა აგებული), სტალინი ბაქოს მრეწველთა და შავი სამყაროს წარმომადგენელთა ჩაკეტილ წრეში ქარიშხალივით შეიჭრა, წააქცია, მიმოფანტა ძირმომპალი ხეები და პირისპირ აღმოჩნდა ოქროთი და ბრილიანტებით დატვირთული გემის წინ, მისმა მდევნელმა მეკობრეებმა კი ზღვის ფსკერზე ჰპოვეს თავშესაფარი. გემიდან გატაცებულმა უზარმაზარმა თანხამ, რომელიც 30 მილიონი დოლარი იყო (დღეს გაცილებით მეტი იქნერბოდა), ცოტა ხნით შვება მოჰგვარა პარტიასაც და ლენინსაც. კასპიის ზღვაზე, ბაქოს სანაპიროზე 1907 წლის ძარცვამ და ნაძარცვის მასშტაბმა გააკვირვა იმჟამინდელი მსოფლიო და დიდხანს დარჩებოდა კვლევის საგნად, 1908 წელს თბილისის ცენტრალურ მოედანზე რომ არ მომხდარიყო ძარცვა, რომლის მასშტაბსაც საზღვარი არ ჰქონდა.

შემსრულებლის სწორმა და გააზრებულმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ არათუ იმხანად, დღესაც თითქმის ფანტასტიკურ მოვლენად აქცია ეს თავდასხმა. ფარული ხელის მიერ დაწერილმა გეგმამ და უნაკლო შესრულებამ თბილისის 1908 წლის ძარცვას მსოფლიოს სენსაციურ მოვლენათა კვალიფიკაცია მიანიჭა. ეს პარტიული სალაროს შევსების მეორე გიგანტური წყარო იყო. სტალინი კავკასიაში თავზარდაცემის, გაუჩინარების, ყოვლისმოქმედი “დიავოლის” სინონიმად იქცა.

ერთხელ ბაქოს ერთერთი დიდი მაგნატი, ფულის გამოძალვის მიზნით, თვით ბაქოს გუბერნატორმა გაიტაცა და გათავისუფლებისთვის დიდძალ ფულს სთხოვდა, მაგრამ მოტაცებული და მომტაცებელი თანხაზე ვერ თანხმდებოდნენ. ერთ ღამეს გატაცებულს ღრმა სარდაფში სტალინი ესტუმრა ისე, რომ ეს არც გატაცებულისათვის და არც გამტაცებლისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო. სტალინი გატაცებულს ექვსი საათის განმავლობაში ესაუბრა. შემდგომში სტალინისა და მაგნატის ურთიერთდამოკიდებულებაზე ისიც მიგვანიშნებს, რომ მაგნატის შთამომავლის სახლში დღესაც ყველაზე ძვირად ღირებულ საგნად მიჩნეულია მისი პაპისთვის სტალინის მიერ ნაჩუქარი შავი პიანინო, რომელიც ამჟამადაც შესანიშნავ ჰანგებს გამოსცემს.

სულ სხვაა სტალინისა და ძმები ნობელების დამოკიდებულება. მათი უზარმაზარი ფინანსური იმპერია სტალინის გავლენის გამო ხელშეუხებელი იყო “შავი სამყაროს” მხრიდან. შემდგომში ნობელებმა რამდენიმეჯერ სცადეს, მსოფლიოს რომელიმე გამორჩეული პიროვნების პირით გაებედათ სტალინისთვის ნობელის პრემიის მინიჭება, მაგრამ მსოფლიოში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც პირდაპირ შეჰბედავდა სტალინს ამ პრემიის შეთავაზებას, თუმცა იგი ორჯერ იყო წარდგენილი ამ პრემიაზე და ორივეჯერ უარი განაცხადა.

სტალინის მემორიალური დაფა ვენაში

მე ნაწილობრივ შევეხე იმ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ ფაქტებს, რომელთა შემდეგაც ივსებოდა პარტიის სალარო და ამ საქმეში, გვინდა თუ არა, ლომის წილი სტალინს ედო. ინგლისელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი საიმონ მონტეფიორე თავის სიცრუით სავსე წიგნში “წითელი მონარქის კარი” საკმაოდ ვრცლად აღწერს სტალინის საქმიანობას კრიმინალურ სამყაროში, მაგრამ ერთს კი სწორად შენიშნავს:

მიუხედავად ამ უზარმაზარი თანხების სალაროში აკუმულირებისა, სტალინს ერთი რუბლითაც არასოდეს უსარგებლია და ის ყოველთვის ჯიბეგამოფხეკილი დადიოდა”. ლენინი ხვდებოდა, ვინ იყო პარტიის სიძლიერის საძირკვლის ჩამყრელი და ვის ჰქონდა უბადლო გონებრივი თუ ფიზიკური სიძლიერე პარტიაში. მას შემდეგ, რაც ათასმა წყალმა ჩაიარა, სტალინმა შექმნა უკვდავი ნაშრომები, მათ შორის, “მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი” (ვენა. 1913 წელი). სახლს, რომელშიც სტალინი სამი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა 1913 წლის იანვარში და ვენის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, დღესაც მიკრული აქვს უზარმაზარი მემორიალური დაფა სტალინის ბარელიეფით, რომელზეც წერია: “აქ, ამ სახლში, 1913 წელს ცხოვრობდა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომელმაც აქ დაწერა გენიალური ნაშრომიმარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”. თბილისის სასულიერო სემინარიაში კი, სადაც 4 წლის განმავლობაში სწავლობდა იოსებ სტალინი, არათუ მუზეუმია გახსნილი, ტურისტებისთვის ერთი პატარა აბრაც კი არ არის, რომელსაც ეწერებოდა: “აქ, ამ სახლში, სწავლობდა და ცხოვრობდა . სტალინი”.

ასეთი აზროვნებით ევროპაში ვერ შევალთ.

1913 წლის მარტში სტალინი დააპატიმრეს და ტურუხანსკში გადაასახლეს. როგორც ჩანს, ამჯერად გაქცევაზე არც უფიქრია და დროებით შეურიგდა ბედს. ტურუხანსკში, სტალინის გარდა, მისი ნაცნობი სხვა პოლიტპატიმრებიც იყვნენ გადასახლებულნი. საშინელმა პირობებმა და მკაცრმა ზამთარმა სტალინის ყოფა გაუსაძლისი გახადა. ამას ემატებოდა ის ფინანსური კრიზისი, რომელიც მას ქრონიკულად სდევდა. თუ სხვა პირობებში ეს, ასე თუ ისე, ასატანი იყო, ყინვასა და მუდმივ თოვლში მისი ყოფა გაუსაძლისი ხდებოდა. აი რას წერს პეტროგრადში თავის მეგობარს, რუსეთის დუმის დეპუტატ მალინოვსკის სტალინი, რომელიც წლების განმავლობაში პარტიის სალაროს შემვსები და ყველა პოლიტპატიმრის პატრონი და მეთვალყურე იყო:

“გამარჯობა, მეგობარო. იძულებული ვარ, მოგწერო, რომ არასოდეს ვყოფილვარ ასეთ მძიმე ვითარებაში. გროშები, რაც გამაჩნდა, დავხარჯე. მეუფლება საშინელი განცდა ზამთრისა და ყინვის მოახლოების გამო. ამჟამად ყინვა მინუს 37 გრადუსს აღწევს, საერთო განწყობა ცუდია. არ მაქვს არც პურის, არც შაქრის, არც ხორცისა და არც ნავთის მარაგი. მთელი ფული თბილი ფეხსაცმლის ყიდვაში დამეხარჯა. მარაგის გარეშე აქ ცხოვრება შეუძლებელია, ვარ ავადმყოფი, მჭირდება რძე, შეშა. ფული არ მაქვს, არ ვიცი, ასეთ პირობებში როგორ გადავიტან ზამთარს. მე არ მყავს მდიდარი ნათესავები და მეგობრები, ვერავის მივმართავ თხოვნით, ამიტომ მოგმართავთ მხოლოდ თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, აგრეთვე, მივმართავ პეტროვსკისა და ჩადაევს. ჩემი თხოვნა მდგომარეობს შემდეგში: თუ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ან ბიუროს განკარგულებაში გაქვთ ფული რეპრესირებულთათვის, გამიწიეთ დახმარება 60 მანეთით მაინც. გადაეცით ჩემი თხოვნა ჩხეიძეს და სთხოვეთ, გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი სათხოვარი. ვთხოვ მას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მიწა-წყლის შვილია, არამედ როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს. თუ ფრაქციას ამისი ფონდი არ აქვს, მაშინ უნდა მოიფიქროთ თვითონ. სხვას მე წერილს არ მივწერ. უნდა მოიფიქროთ და გააკეთოთ რამე. დღესვე უნდა გამომიგზავნოთ ფული დეპეშით, ლოდინი შეუძლებელია. ვარ ავად”.

პასუხის მოილოდინში სტალინმა დაზღვევვის მიზნით მეორე წერილი გაუგზავნა პეტროგრადში მცხოვრებ მეგობარ ქალს:

“ტატიანა ალექსეევა, მორიდებით გწერთ, მაგრამ რა ვქნა, უნდა დავძლიო უხერხულობა. კაპიკი ფული არ მაქვს, მარაგი გამითავდა, რაც კაპიკები მქონდა, თბილი ტანსაცმლის ყიდვაში დავხარჯე. საკვები პროდუქტები აქ ძალიან ძვირია. ჯერჯერობით მენდობიან და “ნისიად” მაძლევენ, მერე რა იქნება, არ ვიცი. ღმერთმანი, არ ვიცი. შეგიძლია, მეგობრებში მოიძიო და გამომიგზავნო თუნდაც 20-30 მანეთი? ეს იქნება ჩემი ხსნა და, რაც ჩქარა იქნება, მით უკეთესი. ზამთარი ჩვენთან უკვე ძალაშია, ყინვა მინუს 33 გრადუსია, შეშა კი საკმარისი რაოდენობით არ მაქვს”.

მალე პეტროგრადიდან ფრაქციამ 100 მანეთი გაგზავნა გაქცევის მოსამზადებლად, მაგრამ ფული გაგზავნილი იყო სვერდლოვის სახელზე და სტალინს ამ ფულთან თითქოს არაფერი ესაქმებოდა. სტალინმა სასწრაფოდ გაუგზავნა დეპეშა მალინოვსკის:

“ფული მივიღეთ, მაგრამ ეს ფული ეკუთვნის მას და მხოლოდ მას (სვერდლოვს _ გრ. ონიანი). სტალინი ფიქრობდა, რომ ფული ორივესია _ სვერდლოვისა და სტალინის, მაგრამ ლენინს სტალინის გვარი დაავიწყდა, როგორც ადრე, როდესაც ზინოვიევს მისწერა: “გთხოვთ, დამიდგინოთ კობას გვარი _ იოსებ დჟ…?”

სტალინმა თანხა _ 135 მანეთი _ 1916 წლის იანვარში მიიღო. როგორც კი შეიტყო ტურუხანსკის მმართველმა კიბიროვმა, რომ სტალინმა ფული მიიღო, სასწრაფოდ მოუხსნა მას უფასო კვება, რადგან თავის რჩენის სხვა საშუალება გამოუჩნდა. სტალინს კიბიროვი იცნობდა ბაქოდან, სადაც ის ჟანდარმერიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ იქ ჩადენილი დანაშაულისათვის დააქვეითეს და ტურუხანსკის მმართველად გადაიყვანეს. სტალინისადმი მოკრძალება კიბიროვს ბაქოდან ჰქონდა გამოყოლილი. ცოტა ხანში სტალინმა ტატიანა ალექსეევასგანაც მიიღო ამანათი. მცირეოდენ თანხაზე მადლობა გადაუხადა სტალინმა მეგობარს, მაგრამ ახალი საცვლების შეძენის გამო უსაყვედურა: “მე თქვენთვის არ მითხოვია ახალი საცვლების ყიდვა, მე გთხოვეთ ჩემი ძველი საცვლების გამოგზავნა”.სტალინს ბოლო გადასახლება 1917 წლის 7 ივნისს უთავდებოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ იგი 20 თებერვალს გაათავისუფლა და 1917 წლის 8 მარტს კრასნოიარსკის გავლით პეტროგრადში დაბრუნდა.

არ მინდა, მკითხველი დავაბნიო დიდი შესავლით, სანამ მივალ სტალინის მოწაფეობის საკითხზე, მაგრამ უნდა ვკითხო მკითხველს: 1917 წლამდე სტალინისა და ლენინის ურთიერთობას ეტყობა, რომ პირველი მეორის მოწაფე იყო? ახლა კი ვნახოთ, როგორ მიმდინარეობდა ლენინ-სტალინის მასწავლებლობა-მოწაფეობა რევოლუციისა და მის შემდგომ პერიოდებში და როდის გამოიკვეთა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა.

გადასახლების გაუსაძლის პირობებში 4 წლის განმავლობაში ნატანჯი და თანაპარტიელებისაგან არცთუ განებივრებული სტალინი, საეჭვოა, აღტკინებული და დიდი სიხარულით შეხვედროდა თანამებრძოლებს პეტროგრადში. შვიდჯერ გადასახლებულ და ექვსჯერ გადასახლებიდან ურთულეს პირობებში გამოქცეულ სტალინს სულ სხვა გზა ჰქონდა გამოვლილი და ღმერთისაგან სხვა მისიის აღსრულება დაკისრებული.

გადასახლებიდან პეტერბურგში დაბრუნების პირველი დღიდანვე სტალინი “პრავდის” ფურცლებზე გამოჩნდა და რევოლუციური მოძრაობის გრანდებთან გამართულ თეორიულ თუ პრაქტიკულ ბრძოლებში ჩაება. სტალინმა ჯოჯოხეთური სამუშაო გასწია და 1917 წლის 14 მარტიდან 1917 წლის 24 ოქტომბრამდე მეცნიერული ხასიათის 80-მდე პროგრამული ტრაქტატი გამოაქვეყნა.

1917 წლის 3 აპრილს პეტერბურგში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ლენინმაპრავდაშიგამოაქვეყნა იმხანად ძალიან პოპულარული ნაშრომიაპრილის თეზისები”. თემის საკვანძო საკითხების დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მეცნიერებიათვის ნათელი შეიქნა, რომ ლენინისაპრილის თეზისებიაღებულია იმავე წლის მარტშიპრავდაშიგამოქვეყნებული წერილებიდან: “მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოების შესახებ”, “ომის შესახებ”, “რუსეთის რევოლუციის გამარჯვების პირობების შესახებ”, “ნაციონალური შეზღუდვების გაუქმების შესახებ”.

პროფესორ ვახტანგ გურულის ნაშრომში “სტალინის დიდი ექსპერიმენტი” შავით თეთრზე წერია:

“1917 წლის 14 მარტიდან იოსებ სტალინმა გამოაქვეყნა ნაშრომები: “მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების შესახებ” (14 მარტი), “ომის შესახებ” (16 მარტი), “რუსეთის რევოლუციის გამარჯვების პირობების შესახებ” (18 მარტი), “ნაციონალური შეზღუდვების გაუქმების შესახებ” (25 მარტი), “ან _ ან” (26 მარტი), “ფედერალიზმის წინააღმდეგ” (28 მარტი). ეს ის ნაშრომებია, რომელთა საფუძველზე ლენინმა შეადგინა თავისი ცნობილიაპრილის თეზისები” (1917 წლის აპრილის დამდეგი). ლენინის პლაგიატს _ “აპრილის თეზისებს”, რუსეთში სოციალისტური რევოლუციის განხორციელების გეგმა ეწოდა. სტალინმა ამჯერად ჩრდილში დარჩენა არჩია”.

იოსებ სტალინი ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმას ხვეწდა, პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებებს ითვალისწინებდა. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა 1917 წლის მარტიდან ოქტომბრამდე გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული მისი უამრავი ნაშრომი. ლენინმა აშკარად იგრძნო სტალინის უპირატესობა და, რადგან სტალინი ჯერჯერობით არ ებრძოდა, მის ლიდერობას საფრთხეს არ უქმნიდა, ლენინი სტალინის ნააზრევს აედევნა. მდევრის როლში იყო ლენინი 1917 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

როდესაც გენიალური აინშტაინის ფარდობითობის თეორიის გრანდიოზული მასშტაბი გასცდა ადამიანის გონიერებას და სხვა გალაქტიკაში, სხვა ცივილიზაციაში გადავიდა, უბრალო მოკვდავთ არ შეეძლოთ ამ ნაშრომის გააზრება და შეცნობა. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ ჩემი ბავშვობის წლებში გამოვიდა აკადემიკოს ლევ ლანდაუს ბროშურა ფარდობითობის თეორიის მარტივად ახსნის მეთოდების შესახებ.

მახსოვს, ამ ბროშურაში ეწერა და ეხატა კიდეც, რომ, თუ ადამიანის უკან, სადღაც შორს, სპილოს დავინახავთ, ის ადამიანთან შედარებით ბუზად მოგვეჩვენება, ხოლო, თუ სპილოს ადგილიდან შევხედავთ, ადამიანი საერთოდ არ გამოჩნდება. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ, თუ ლენინის მხრიდან შორს მდგარ სტალინს დავინახავთ, ის ბუზის ტოლად მოგვეჩვენება, მაგრამ, თუ არ დავბრმავდებით და სტალინის ადგილიდან ლენინს შევხედავთ, ლენინი შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს.

“1917 წლის მარტიდან ოქტომბრამდე სტალინის მიერ შექმნილი რევოლუციის მომზადებისა და სოციალიზმის განვითარების პროგრამა, რომელიც ზედიზედ ქვეყნდებოდა გაზეთ “პრავდაში”, ძირითადი სახელმძღვანელო იყო ლენინისთვის რევოლუციის წინა პერიოდში. ლენინი დარწმუნდა, რომ სტალინი რევოლუციის ბაირახტარი იყო და გადაწყვიტა, მას ადევნებოდა. სტალინის კვალში ჩამდგარი ლენინი რევოლუციური საქმიანობის პრაქტიკულ გზას დაადგა, უკან დარჩა ყალბი რევოლუციური ლოზუნგები და მოწოდებები, რომლებმაც უკვე რამდენიმეჯერ აგემა მწარე მარცხი ლენინსა და მის პარტიას. ლენინის ილუზია იმპერიის დაპყრობაზე 1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ გაცამტვერდა. რუსეთის იმპერიის ტახტზე ასვლა ბევრისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ რუსეთის იმპერიის ჯეროვან მართვას განგების ნებაც სჭირდებოდა. 1905 წლის რევოლუციამ ლენინი, როგორც პოლიტიკოსი და ლიდერი, გააკოტრა. მისთვის იმპერიის ტახტზე აღზევება მიუღწეველი ჩანდა _ ახალს ვერაფერს ქმნიდა და ერთ ადგილს ტკეპნიდა. ლენინისთვის სიახლე იყო ის, რომ სტალინის აზრს, ნათლად ჩამოყალიბებულს, უსახურ ციტატებად აქცევდა და “პრავდაში” აქვეყნებდა. სწორედ ამ დროს, ასეთ ვითარებაში განგებისგან განსაზღვრული მისიის აღსრულებას იწყებს იოსებ ჯუღაშვილი _ სტალინი” (ვ. გურული, “მეფე-მამა”).

ერთ-ერთი საუბრისას აკადემიკოს როინ მეტრეველის წინაშე უახლესი ისტორიის მკვლევარ-მეცნიერს ბრალი დავდე ისტორიული ფაქტების გაყალბებაში. აკადემიკოსმა იცოდა, რომ მე მართალი ვიყავი, მაგრამ ჩემთან სერიოზულ საუბარს თავი აარიდა და ირონიული ღიმილით მითხრა:

_ გალილეო გალილეის ძმამაც იცოდა, რომ დედამიწა ბრუნავდა, და იქვე დაიმოწმა დიდი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო: “Его брат тоже знал, что вертится земля, но у него была семия”. უფრო კარგად ჩემს დილეტანტურ დავაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს, უბრწყინვალეს მკვლევარს, მეცნიერსა და მოქართულეს, პროფესორ ვახტანგ გურულს ხელისუფლებისთვის გადახდილი აქვს ხარკი, როგორც ჟამთა აღმწერელსა და მემატიანეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი ღვაწლი სტალინის დიდი ექსპერიმენტის შესწავლასა და გამომზეურებაში ფასდაუდებელი და განუზომელია.

ვახტანგ გურულის შეფასებით, “ვ. ლენინი მარქსისტი არასდროს ყოფილა, არც XIX საუკუნის 90-იან წლებში და არც 1917 წელს. ლენინმა თავისი მოძღვრება ლენინიზმი ბლანკიზმზე დააფუძნა, თუმცა უფრო სამართლიანი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ლენინმა ბლანკიზმიდან აიღო მხოლოდ ცუდი, ისევე, როგორც მხოლოდ ცუდი აიღო ანარქიზმიდან, რუსული ნაროდნიკული სოციალიზმიდან, მარქსიზმიდან. მიუხედვად ამისა, ლენინმა თავის მოძღვრებას სისტემის სახე მისცა. ვლადიმერ ლენინი ბლანკისტი არ იყო, იმიტომ, რომ მან ბლანკიზმში უარყო მთავარი _ გადატრიალების განხორციელება დიდი სისხლისღვრის გარეშე; ლენინი ანარქისტი არ იყო იმიტომ, რომ მას არ ჰქონია მასების რწმენა; ლენინი ნაროდნიკი არ იყო იმიტომ, რომ სოციალურად თანასწორთა საზოგადოების შექმნა აზრადაც არ გაუვლია; ლენინი მარქსისტი არ იყო იმიტომ, რომ მან მარქსიზმში უარყო მთავარი _ საზოგადოების განვითარების კანონზომიერების შეუვალობა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების ფორსირების შეუძლებლობა. მაინც რა იყო ყველაზე მეტად მიუღებელი ლენინიზმში? _ ისტორიული კანონზომიერების უარყოფა, საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კანონების უგულებელყოფა. სწორედ ამით იყო განპირობებული ყველა სხვა უარყოფითი მოვლენა ლენინიზმში (სექტანტიზმი, ექსტრემიზმი, დიქტატურა და ა. შ.)”.

სტალინის კოზირი, რომელსაც იგი ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ დიდი წარმატებით ათამაშებდა, იყო რუსეთის ისტორიის ღრმა ცოდნა, ჭკუა, მოხერხებულობა, რაც მთავარია, რუსი ხალხის ნდობა და რუსი ადამიანების მიერ სტალინში დანახული უბრალოება და სიცხადე. სწორედ ამით მოხიბლა იმხანად მან დედამიწის ერთი მეექვსედი.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here