Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

ფაქტები და მოვლენები

415

მიხეილ ჯავახიშვილი არ არის ორდინარული პიროვნება _ ის ხან კომუნისტური პარტიისა და ამხანაგ სტალინის თავგამოდებული მხარდამჭერია და მოითხოვსმოღალატეთამიწისაგან პირისა აღგვას, ხან, აშკარად თუ ფარულად, ძირს უთხრის ხელისუფლებასსაზოგადოების გარკვეული ნაწილი იმხანადაც და ახლაც დიდ მწერალს, ძირითადად, სამ საკითხში ედავება:

1. “სექსუალური რევოლუციისმხარდაჭერა და წახალისება მის ბევრ ნაწარმოებში;

2. 1921-1924 წლების აჯანყების ხელმძღვანელთა მიერ შედგენილი გეგმის გაცემა;

3. 1937 წელს ქართული ინტელიგენციისა და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ პირთა გაცემა.

პირველ ბრალდებაზე უკვე გავეცი პასუხი წინა წერილებში მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა “ცოფიანის” მეორე ნაწილის გამოქვეყნებით და გაკეთებული შენიშვნებით, რამაც საზოგადოების უმრავლესობაში დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. რაც შეეხება მეორე საკითხს, 1921-1924 წლების აჯანყება, ყველა მკვლევარისა და ისტორიკოსის აზრის გათვალისწინებით, ზერელედ არის შესწავლილი. 1917-1921 წლები _ ეს ხომ სამარცხვინო პერიოდია ქართველი ერის ისტორიაში, როგორც ყველაზე უნაყოფო და უპერსპექტივო. 1921 წელს საქართველოში რუსეთის არმიის შემოსვლისთვის მენშევიკურ მთავრობას ხელი დიდად არ შეუშლია, მენშევიკებს მათ მიერვე შექმნილი ჯარის ეშინოდათ და იმედს ეროვნულ გვარდიებზე ამყარებდნენ. რამდენიმე ასეული პირტიტველა კურსანტის საჩვენებლად გამოყვანა ტაბახმელაზე, მწერალი ქალბატონის, ეკატერინე გაბაშვილის, შვილის _ რეზო გაბაშვილის მოგონებებს თუ მოვიშველიებთ, ისეთივე სასაცილო იყო, როგორიც შედეგი. ტრაგიკომიკურია პანიკაში ჩავარდნილი მენშევიკური ხელისუფლების მიერ ეკლესიამონასტრებისა და მუზეუმსაცავების განუკითხავი ძარცვა: ეკლესიამონასტრებიდან ამოღებულ ძვირფასეულობასა და ჯვარხატებს უმოწყალოდ ყრიდნენ ტომრებში, ხურჯინებში, კუბოსმაგვარ ხის ყუთებში, კალათებსა და ფუთებში ყოველგვარი აღწერის გარეშე. ამას ადასტურებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდესა (ლონგინოზ ოქროპირიძე) და სინოდის მიერ ქვეყნის მეთაურ ნოე ჟორდანიასა და მისი უახლოესი გარემოცვის ანათემაზე გადაცემა. კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია ვალიკო ჯუღელისა და ალექსანდრე ზაქარიაძის მიერ შედგენილი საქართველოს გათავისუფლების გეგმა, რომელსაც შემდეგ მუსხელიშვილის გეგმაც დაემატა. ამ მეტად საჭირო ისტორიული დოკუმენტის ტექსტი საბეჭდ მანქანაზეა დაბეჭდილი, 42-გვერდიანია და აქვს გრიფი “სრულიად საიდუმლოდ”. “აღნიშნული დოკუმენტი სპეციფიკურობის თვალსაზრისით შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: ა) პოლიტიკურ და ბ) სამხედრო ნაწილებად.

აჯანყების სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული იყო:

1. საქართველოს გათავისუფლების პირველი შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკური და მატერიალური დახმარება. შეიარაღებული ძალის დახმარება შეუძლებელია, თუ რუსეთი ევროპის რომელიმე ქვეყანასთან არ იქნება ჩართული ომში.

2. საქართველოს გათავისუფლების მეორე შესაძლებლობა: მუშათა საერთაშორისო ინტერნაციონალი. საქართველოს განთავისუფლების საქმეში ამ ორგანიზაციის ჩარევა მხოლოდ იდეოლოგიური და პროპაგანდისტული თვალსაზრისით იქნებოდა ეფექტის მომტანი.

3. საქართველოს გათავისუფლების მესამე შესაძლებლობა: კრემლის დაცემა. შიდასახელმწიფოებრივი გადატრიალება. ეს პროცესი ქართველი ერისთვის ყველაზე მეტად მისაღებია, რადგან მას ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვებოდა (როგორ ჰგავს 1920-იანი წლების მენშევიკთა აზროვნება თანამედროვე საქართველოს ხელისუფალთა აზროვნებას _ გრ. ონიანი).

4. საქართველოს გათავისუფლების მეოთხე შესაძლებლობა: შეიარაღებული აჯანყება. მიზანი: საქართველოში, მეზობელ რესპუბლიკებთან ერთად (სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი) საყოველთაო აჯანყება. ეროვნული ძალების სრული დარაზმვა. “ოპერატიული” ცნობით, საქართველოში დისლოცირებული იყო 40 ათასი რუსი მებრძოლი. მას უნდა დაპირისპირებოდა ძირითადი დამრტყმელი ძალა _ საქართველოდან 22 ათასი აჯანყებული, ხოლო დანარჩენი სამი რესპუბლიკიდან _ 32 ათასი. არადა, მენშევიკების ხელისუფლებაში ყოფნის მომენტში “რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა 200-მდე იუნკერი და 4 ზარბაზანი, ერთი ზარბაზანი კი გამოსული იყო წყობილებიდან” (რ. გაბაშვილი, “დაბრუნება”). რაც მენშევიკების მიერ შედგენილ ამ 42-გვერდიანსრულიად საიდუმლოდოკუმენტში წერია, მართლა საიდუმლოდ უნდა შეენახა ქართველ ხალხს, რათა შთამომავლობას არ წაეკითხა. მოკლედ, ამუაღრესად საიდუმლოსამხედრო დოკუმენტის შინაარსის, ანუ აჯანყების საიდუმლოების გაცემა (ბოლშევიკებთან კავშირი _ გრ. ონიანი) ედება ბრალად მიხეილ ჯავახიშვილს, რაც მტკიცდება 1923 წლის 16 მარტს მისივე ხელით დაწერილი ბარათით, რომელსაც აქვს მინაწერი: “ამის მეტი მე არაფერი ვიცი”.

ზედმეტი “გასაიდუმლოების” მიზნით განმარტებით ბარათზე ხელმოწერა არ არის. აი, რას წერს ამ ახსნა-განმარტებაში მიხეილ ჯავახიშვილი:

“ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიის თავმჯდომარეს

მშვიდობიანი საშუალებებით “ჩოლოკაეველობის” ლიკვიდაციის თაობაზე ჩემი ბარათის განმარტებისა და შევსების მიზნით მოგახსენებთ შემდეგს: შარშან, მგონი, მაისში, “ჩოლოკაეველობის” მშვიდობიანად ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს რევკომმა და საქართველოს საგანგებო კომისიამ მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შესთავაზეს, დაეწყო მოლაპარაკება ჩოლოკაევთან. ჩემთვის უცნობ სხვა პიროვნებათა შორის ასახელებდნენ: ოფიცერ ხიმშიევს, ჩოლოკაევის ყოფილ თანამოსამსახურეს. გამიგონია, აგრეთვე, რომ ეს ერთობ ჯანსაღი იდეა შემდგომ რატომღაც მიივიწყეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნაბიჯი ყოვლად სასიკეთო შედეგებს გამოიღებდა და თავიდან ავიცილებდით დუშეთის სამწუხარო და ბევრ სხვა ამბებს, დაკავშირებულს ჩოლოკაევის სახელსა და “ჩოლოკაევობის” იდეასთან. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საბჭოთა ხელისუფლება ერთობ ბრძნულ ნაბიჯს გადადგამს, თუ მოსინჯავს გზას, რომელსაც შარშან უნდა შედგომოდა. “ჩოლოკაევობის” ლიკვიდაცია კონკრეტულად ასე წარმომიდგენია: მე ვკისრულობ გაბედულ და მძიმე ამოცანას, შემოვიკრიბო ის ძალები და ის პიროვნებები, რომელთაც ჩოლოკაევზე გავლენა აქვთ და რომელნიც ან იმთავითვე უარყოფითად ეკიდებოდნენ “ჩოლოკაეველობას” და რომელთაც შემდეგ გაუტყდათ გული. ასეთი ძალებია სამხედრო წრეები, უფრო სწორად, იმ სამხედროთა ჯგუფი, რომელსაც ჩოლოკაევთან ნათესაობა და მეგობრობა აკავშირებთ და ეროვნულ დემოკრატთა ის ჯგუფი, რომელსაც “ჩოლოკაეველობა” მავნე და სახიფათო მოვლენად მიაჩნია. უეჭველია, ამ იდეას წინააღმდეგობას გაუწევენ საერთო მოსახლეობის სხვადასხვა ფენის ფიცხი ხალხი, და, კერძოდ, საქართველოში მოქმედ პარტიათა საომრად განწყობილი ნაწილები. მაგრამ პირველნი უთუოდ ჩვენ მხარეს იქნებიან. მე მგონია, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მომცემენ, დავიწყო მოლაპარაკება ეროვნულ-დემოკრატთა ცენტრალური კომიტეტის წევრებთან ცალ-ცალკე, სასურველ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით მივიღებ. გარდა ამისა, საჭიროა, წინასწარ გვქონდეს გავლენიან ოფიცერთა კოლექტიური წერილი ჩოლოკაევის სახელზე სათანადო შინაარსისა. ეს საბუთები რომ გვექნება, ანუ ეროვნულ დემოკრატთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება, სამხედრო კოლექტიური წერილი და უპარტიო პირთა კერძო წერილები (უკანასკნელი სავალდებულო არც არის), ჩვენ, 3-4 კაცი, წავალთ კახეთში, ვიპოვით ჩოლოკაევის გზას და მტკიცედ მწამს, რომ დავარწმუნებთ მას, დაყაროს იარაღი. თავისთავად ცხადია, რომ ლიკვიდაცია მოხდება გარკვეული პირობებით, რომლებზეც მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ლაპარაკი, რაც მიღწეული იქნება ორივე მხარის პრინციპული თანხმობა საქმის მშვიდობიანად დამთავრებაზე. თუ ხელისუფალთა მხრივ თანხმობა იქნა _ პირადად მოგახსენებთ ჩემგან შემოთავაზებული გეგმის ყველა წვრილმანს. ახლა კი თავს უფლებას მივცემ, თქვენი ყურადღება მივაპყრო ორ ფრიად მნიშვნელოვან გარემოებას.

1. საჭიროა, ვიჩქაროთ ამ საკითხის გადაწყვეტა, თორემ გაზაფხული მოდის _ ის დრო, როცა ყველა მოუსვენარი ელემენტი ტყეს მისცემს თავს ან მთებს მიაშურებს. ზომები ახლავე უნდა მივიღოთ, რათა თავიდან ავიცილოთ გაზაფხულისთვის მოსალოდნელი “ჩოლოკაეველობის” გაფართოება.

2. ჩემი შემოთავაზებული იდეა და გეგმა უაღრესად საიდუმლოდ უნდა დავიცვათ, რათა მოწინააღმდეგის ბანაკს დრო და საშუალება არ მივცეთ, მიიღოს კონტრზომები და ჩოლოკაევსა და სხვებზე უკუმიმართულებით მოახდინონ გავლენა. ვთხოვ კოლეგიის თავმჯდომარეს, გამომიძახოს ამ საკითხზე, რათა პირადად მივცე განმარტება და შევიმუშავოთ გეგმის წვრილმანები, თუ, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა პრინციპულად მიღებული იქნება.

გაძლევთ დამატებით ჩვენებებს და განვმარტავ:

1. იასონ ჯავახოვმა, როცა უკანასკნელად და შემთხვევით შემხვდა ქუჩაში, გაკვრით მითხრა “პარიტეტულ კომიტეტში ავიღე 300 (თუ 400) ლირა და მინდა ჩოლოკაევს გავუგზავნოო: შესაძლო შეცდომის თავიდან ასაცილებლად განვმარტავ: 1. ეს თანხა პარიტეტულ კომიტეტს შეეძლო გაეღო ჩოლოკაევისათვის. 2. იასონ ჯავახოვს ეს თანხა შეეძლო მიეღო სესხად, ოღონდ პარიტეტულ კომიტეტს აცნობა ვისთვის და რისთვის არის განკუთვნილი; 3. შეასრულა თუ არა ჯავახოვმა თავისი განაზრახი, არ ვიცი, რადგან ამის შემდეგ არ შევხვედრივარ.

2. ეროვნულ-დემოკრატთა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ჩოლოკაევის ურთიერთდამოკიდებულება, ჩემი შთაბეჭდილებით, ერთობ გაურკვეველი იყო. ერთი მხრივ, ნათლად შეიმჩნეოდა, ამ მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და ამ საკითხისათვის ბოლოს მოღების სურვილი. მეორე მხრივ კი ვგრძნობდი ცალკეულ პირთა და ჯგუფთა ფარულ მუშაობას საპირისპირო მიმართულებით. ჩოლოკაევთან ამირეჯიბისა და ყიფიანის გაგზავნა პოსტ-ფაქტუმ შევიტყვე, ამასთანავე, ამიხსნეს, ამათ იმ მიზნით ვგზავნით, რომ ჩოლოკაევი შეაკავონ საერთო აქტიური მოქმედებისაგან და კერძოდ “ექსცესებისაგანო”. პარტიის ლიდერების, კედიასა და ასათიანის, როლი და გავლენა “ჩოლოკაეველობის” საქმეში თითქმის გადამწყვეტი იყო. ციხიდან ისინი თითქმის ყოველდღიურად უკავშირდებოდნენ და დირექტივებს აძლევდნენ იასონ ჯავახოვს. მაგონდება, რომ კახეთში გაგზავნილ ამირეჯიბს დაავალეს, დაიყოლიე ჩოლოკაევი, თვითლიკვიდაციის სანაცვლოდ მთავრობას მოსთხოვოს (თუ მასთან ჩავიდოდნენ ხიმშიევი და სხვები) პოლიტპატიმართა გათავისუფლებაო. მე მგონია, ცალკეული პირები და ჯგუფები მხარს უჭერდნენ “ჩოლოკაეველობას”, როგორც იარაღს, შესაძლო მოდუსზე მთავრობასთან მოლაპარაკებაში…

რაც ვიცოდი ყველაფერი ვთქვი (იხ. არქ. 23, ფ.ფ. 58.59).

აქვე გაახლებთ 1925 წლის 16 ივლისს მოწმის სახით დაკითხულ მიხეილ ჯავახიშვილის დაკითხვის ოქმის ბოლო ნაწილს, სადაც “სულო ცოდვილო”, ნათლად ჩანს ყოველი სიტყვის არამდგრადობა, რაც ჩეკაში გაგზავნილი ახსნა-განმარტებით უნდა იყოს გაფერმკრთალებული”:

“ი. ჯავახიშვილი (ბრალდებული): თქვენ დეკლარაციას მოაწერეთ ხელი?

მ. ჯავახიშვილი (მოწმე): რომელს? აგვისტოსას?

ი. ჯავახიშვილი: დიახ.

მ. ჯავახიშვილი: მოვაწერე.

ი. ჯავახიშვილი: მარტო თქვენ?

მ. ჯავახიშვილი: არა, ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრმა.

ი. ჯავახიშვილი: ამის გამო ხომ ტერორი უნდა მოგვეწყო, მოვაწყვეთ?

მ. ჯავახიშვილი: ფურცელი გამოუშვით მხოლოდ.

ი. ჯავახიშვილი: არ შეგვეძლო, რომ მოგვეწყო?

მ. ჯავახიშვილი: რატომ არა, ოცი კაცი ვიყავით ცეკას წევრი ან ერთს მოვასწრებდით, ან მეორეს”.

აქ სასამართლოს თავმჯდომარემ გამოაცხადა კრების შეწყვეტა.

დოკუმენტი 34

1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმეზე საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს განაჩენი

1925 წლის 5 აგვისტო

ს[აქართველოს] ს[აბჭოთა] ს[ოციალისტური] რ[ესპუბლიკის] სახელით უზენაესმა სასამართლომ თავის სამსჯავრო სხდომაზე განიხილა 1925 წლის 15 ივლისიდან 2/3 მარიამობის თვემდე, შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ამხ. გ.ს. ვაშაძე და სახალხო მსაჯულნი: ამხ. ი.თ. სტურუა, ი.ა. ცინცაძე

უზენაესი სასამართლო გამომდინარეობს რა ზემოაღნიშნული ჩამოყალიბებული ბრალდებისაგან და იხელმძღვანელა რა მე-317, 318, 319, 320, 326 და ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 26 მ[უხლით], ადგენს:

1. ბრალდება მიმართული: ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, ა. კალანდარიშვილის, ე. ლატარიას, აკ. ფიჩხაიას, პ. ხურციძის, ლ. ესვანჯიას, შ. კალანდარიშვილის, ი. ავალიშვილის, ვ. ბერიძის და შ. თვალთვაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით], 59 მ[უხლით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;

2. ბრალდება მიმართული ი. ფანოზიშვილისა და ა. ძაძამიას მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;

3. ბრალდება მიმართული დ. ონიაშვილის, გ. ანჯაფარიძის, გ. გიორგაძის, კ. ნინიძის, ნ. იმნაიშვილის, გ. რცხილაძის, ს. დადიანის, ა. კალანდარაშვილის, შ. კალანდარაშვილის, ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, ლატარიას, ფიჩხაიას, ხურციძის, ესვანჯიას, ავალიშვილის, ბერაძის, თვალთვაძის, ფანცულაიას, მამალაძის, ძაძამიას, ხოფერიას, გაბლიანის, კვირიკაძის, ჭანიშვილის, ივ. ლორთქიფანიძის, ნ. ქარცივაძის და ნ. კახიანის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 60-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;

4. ბრალდება მიმართული დ. ონიაშვილის ნ. ქარცივაძის, ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, გ. ანჯაფარიძის, ა. კალანდარიშვილის, ე. ლატარიას, ა. ფიჩხაიას, პ. ხურციძის, ლ. ესვანჯიას, შ. კალანდარაშვილის, ი. ავალიშვილის, ვ. ბერიძის, შ. თვალთვაძის, გ. გიორგაძის, ნ. იმნაიშვილის, კ. ნინიძის, გ. რცხილაძის, ს. დადიანის, ვ. ცინცაბაძის, გ. ბალტაძის, ნ. კახიანის, ვ. მამალაძის, თ. შენგელიას, შ. იოსელიანის, ხ. ლაშხიას, ბ. პირველის, ვ. ნაცვლიშვილის და გეგეჭკორის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-16, 64 მ[უხლებით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;

5. ბრალდება მიმართული დ. ონიაშვილის ნ. ქარცივაძის, ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, გ. ანჯაფარიძის, ა. კალანდარიშვილის, ე. ლატარიას, ა. ფიჩხაიას, პ. ხურციძის, ლ. ესვანჯიას, შ. კალანდარაშვილის, ვ. ბერიძის, შ. თვალთვაძის, გ. გიორგაძის, ნ. იმნაიშვილის, კ. ნინიძის, გ. რცხილაძის, ს. დადიანის და ფანცულაიას, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 66-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;

6. ვახტანგ დიმიტრის ძე ნაცვლიშვილი, მის მიმართ წაყენებული ბრალდების დაუმტკიცებლობის გამო, გამართლებული იქნას;

7. ბრალდება მიმართული ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძის, ვალერიან მიხეილის ძე ბილანიშვილის, ესტატე ბესარიონის ძე ლატარიას, აკაკი ალექსის ძე ფიჩხაიას, ლავრენტი ვასილის ძე ესვანჯიას, შალვა კონსტანტინეს ძე თვალთვაძის, ვლასი ლუკას ძე მამალაძის, შალვა დიმიტრის ძე იოსელიანის, ხარიტონ პეტრეს ძე ლაშხიას, ვლადიმერ ალექსის ძე გეგეჭკორის, თეოფილე სიმონიეს ძე შენგელაიას, ეგნატე გიორგის ძე გაბლიანის, ამბროსი საბას ძე კვირიკაძის, მიხეილ თომას ძე ჭანიშვილის, გაბრიელ კონსტანტინეს ძე გოგოლიშვილის, კონსტანტინე დარისპანის ძე ლორთქიფანიძის, ალექსანდრე სამსონის ძე ბოკერიას, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩხაიძის, აკაკი მათეს ძე კალანდარაშვილის, შალვა მათეს ძე კალანდარაშვილის და არტემ ფილიპეს ძე ფანცულაიას მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად…

8. ბრალდება მიმართული დავით ეფრემის ძე ონიაშვილის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის 58-ე, I ნაწ[ილით 59 მ[უხლებისა], ჩაითვალოს დამტკიცებულად… უზენაესი სასამრთლო ითვალისწინებს რა დ. ონიაშვილის ავადმყოფობას, დარჩენილი სასჯელის ვადას, თანახმად ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 46-ე მ[უხლისა], სთვლის პირობით სასჯელად სამი წლით გამასწორებელი ვადით;

9. ბრალდება მიმართული: გრიგოლ სამსონის ძე რცხილაძის, სამსონ პლატონის ძე დადიანის, კირილე იასეს ძე ნინიძის, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილისა და გრიგოლ კიმოთეს ძე გიორგაძის მიმართ, გათვალისწინებული სისხლის] ს[ამართლის კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით] 59-ე მ[უხლებისა], ჩაითვალოს დამტკიცებულად. უზენაესი სასამართლო იღებს რა მხედველობაში, რომ ხსენებული პირები წინააღმდეგი იყვენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის და სასამართლოს სამსჯავრო სხდომაზე აღიარეს საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აუცილებლობა, თანახმად ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის) 28-ე მ[უხლისა], მიესაჯოს თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, სასტიკი იზოლაციით. უზენაესი სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ გ. რცხილაძე, ს. დადიანი, ნ. იმნაიშვილი, კ. ნინიძე, გ. გიორგაძე არ წარმოადგენენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის საშიშროებას, თანახმად საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 7 მარტის დადგენილებისა, გათავისუფლებული იქნან სასჯელისაგან;

10. ბრალდება ალექსანდრე ბეგლარის ძე ძაძამიას მიმართ, გათვალისწინებული სიხლის ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-16, 64 მ[უხლებით], ჩაითვალოს დამტკიცებულად… მიესაჯოს მას სამი წ[ლით] თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით. ხოლო ამ სასჯელის მოხდიდან საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 7 მარტის დადგენილების თანახმად, განთავისუფლებულ იქნას;

11. ბრალდება ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწილით] 59-ე მ[უხ ლებით], რომელზედაც ის ერთხელ უკვე იყო გასამართლებული საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ, უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს რა ს[ისხლის ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-3 მ[უხლით], ნ. ქარცივაძეს ამ საქმეზე სასამართლო პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს;

12. ბრალდება იაკობ საბას ძე ფანოზიშვილის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის) ს[ამართლის] კოდექსის] მე-16, 64 მ[უხლებით], რომელზედაც ის ერთხელ უკვე იყო გასამართლებული საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ, უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლით, ი. ფანოზიშვილს ამ საქმეზე სასამართლო პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს;

13. ბრალდება მიმართული: აპოლონ კიმოთეს ძე ბახტაძის, ნიკოლო ნიკოლოზის ძე ნაკაშიძის, ვლადიმერ ალექსის ძე ბერიძის, პართენ ივ ნეს ძე ხურციძის და გენადი მოსეს ძე ბელთაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დამტკიცებულად და თანახმად ს[ისხლის] ს[ამართლის კოდექსის 7 მ[უხლისა], მიესაჯოს თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, სასტიკი იზოლაციით, წინასწარი დაპატიმრების დროის ჩათვლით;

14. ბრალდება სიმონ გიორგის ძე ხოფერიას მიმართ, [სისხლის სამართლის კოდექსის] 61-ე, 16-ე, 64 ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით, წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;

15. ბრალდება გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძის მიმართ, გათვალისწინებული ს(ისხლის ს[ამართლის კოდვექსის 58-ე, 1 ნაწ(ილით) ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით, სასტიკი იზოლაციითა და წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;

16. ბრალდება მიმართული ივანე დავითის ძე ავალიშვილისა და ბიძინა გიორგის ძე კირველის მიმართ, გათვალისწინებული სისხლის ს[ამართლის] კოდ[ექსის 161-ე მ[უხლით), ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს თითეულ მათგანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით, წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;

17. ბრალდება ნაპოლეონ ილიას ძე კახიანის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს მას თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, სასტიკი იზოლაციით და წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;

18. ბრალდება გრიგოლ დიმიტრის ძე ცინცაბაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-60, 61-ე მ[უხლებით], ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს მას რვა წლით თავისუფლების ათკვეთა, სასტიკი იზოლაციით და წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;

19. ბრალდება მიმართული კონსტანტინე ემანუილის ძე ანდრონიკაშვილის, იასონ ვლადიმერის ძე ჯავახიშვილის, გრიგოლ ევგენის ძე ჯინორიას, მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის და მიხეილ ნიკოლოზის ძე იშხნელის მიმართ ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოთ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. უზენაესი სასამართლო იღებს რა მხედველობაში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებას და, აგრეთვე, ზემოაღნიშნული ბრალდებულების სამსჯავრო სხდომაზე განცხადებას, რითაც ისინი მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, დაადგნენ მშვიდობიან გზას და საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ აღმშენებლობაში, სასჯელის უმაღლეს ზომას _ დახვრეტას ცვლის ათი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასტიკი იზოლაციითა და წინასწარი პატიმრობის ჩათვლით. განაჩენი საბოლოოა და არ შეიძლება გასაჩივრდეს.

თავმჯდომარე _ გალაკტიონ ვაშაძე

წევრები: ვანო სტურუა, ი. ცინცაძე “

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (II), ფონდი 14, აღ წერა 2, საქმე 40, ფურცელი 766-779.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მოთხოვნით მსჯავრდებულთა უმრავლესობის მიმართ მოთხოვნილი იყო სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა, ჰუმანურმა საბჭოთა სამართალმა არ დაღვარა სისხლი ადამიანებისა და აჯანყებულთა არც ერთი მეთაურის მიმართ არ გამოუყენებია სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here