მთავარი ისტორია სირცხვილია!

სირცხვილია!

263
გააზიარეთ

ძვირფასო მკითხველო, ამ მძიმე, ტრაგიკულ და ტკივილით სავსე წერილს ვწერ არამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე”, არამედ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვინაიდან შეძრწუნებული ვარ.

გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისში ერთი გამორჩეული ბიჭი დადიოდა, სახელად გიორგი (ნამდვილ სახელს შეგნებულად არ ვწერ). მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მაშინ იტყოდნენ, გიორგი მოჩხუბარი იყო, მისგან დაზარალებული ადამიანი არავის უნახავს. დანა ყოველ ახალგაზრდას ჰქონდა ჩვენს ახალგაზრდობაში, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება ფატალური შედეგით იშვიათობა გახლდათ. გიორგის დანა ყოველთვის ჯიბეში ედო, ჩხუბისას დანის პირს ხელს დაადებდა და მოწინააღმდეგეს ისე უჩხველტდა დანის წვერს დუნდულზე, რომ მას მხოლოდ ტკივილი ეგრძნო და ცოტა სისხლი გამოსვლოდა. ეს იყო გიორგის “შეცოდების თავი და ბოლო”…

1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველოს “კაენის სულის აღზევებამ გადაუარა”, ქალაქში ხმა დაირხა, გიორგის შვილი მოუკვდაო. ნაცნობ-მეგობრებმა მასთან მოვიყარეთ თავი. დამწუხრებული მამა ცალკე ოთახში იჯდა და სამძიმარს იღებდა. ერთ დროს გამორჩეულად მოსაუბრე გიორგი კრინტს არ ძრავდა, მხოლოდ მისამძიმრების შემდეგ სერიოზული სახით იხდიდა მადლობას.

17 საათზე ქალაქის ცენტრალურ უბანში, იქ, სადაც გიორგი ცხოვრობდა, უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი (გიორგი კარგი სპეციალისტი და, ამასთანავე, კარგი ადამიანი იყო). სადარბაზოსთან უზარმაზარი რიგი დადგა. პირველ საღამოს გიორგი ჩვეულებრივ იღებდა სამძიმარს, ოღონდ ჭირისუფალად არ იდგა. მეორე დღეს საერთოდ არ გამოჩნდა სამძიმრის სათქმელად მისულ ადამიანებთან. ვთხოვდით, შემოსასვლელ დერეფანში მაინც დამდგარიყო და სამძიმარი ისე მიეღო, მაგრამ უარზე იდგა. საღამოს, როდესაც გაბედულად შევუტიეთ, ტრადიცია არ დაერღვია და სამძიმარი მიეღო, ვეღარ გაუძლო, მგლის თვალებით შემოგვხედა და კბილებიდან გამოსცრა: მე ნარკომანი შვილის კუბოს თავთან ვერ დავდგები და სამძიმარს ცრემლიანი თვალებით ვერ მივიღებ, სირცხვილია!” მაშინ შევიტყვე, რომ გიორგის შვილი ნარკომანი ყოფილა, მაგრამ ქალაქში საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის იყო ცნობილი, რომ გიორგის შვილი ნარკომანი იყო და ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღების გამო ძილში “გაიპარა”. ამის შემდეგ გიორგი ხშირად იმეორებდა: “სირცხვილია! სირცხვილია!” ოთახში მდუმარედ ვისხედით. გიორგი ცოტა ხნით ოთახიდან გავიდა. ჭირისუფლიდანაც აღარავინ მოსთქვამდა, რომ უცბად გასროლის ხმა გაისმა. ყველანი წამოვიშალეთ, ზოგი სხვა ოთახში გავიდა, ზოგი _ სადარბაზოში, ზოგმა აბაზანაში შეიხედა… როცა ყვირილი შემოგვესმა, აბაზანასთან მივცვივდით და… დავინახეთ იატაკზე გართხმული გიორგი როგორ იწვა სისხლის ტბაში. როდესაც სახეზე შევხედე, ტუჩები თითქოს იმეორებდა; სირცხვილია, სირცხვილია! მე როგორ დავდგე ნარკომანი შვილის კუბოსთან. ამ შემზარავი ამბავის მომსწრე ჩვენს ქალაქში ბევრია და ყველას ბოდიშს ვუხდი მძიმე წუთების მოგონებისთვის. აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო, კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც იმ პერიოდში მხოლოდ ჩვენი სამეგობროსა და ქალაქის უბედურება მეგონა, მაგრამ გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნის სირცხვილი ყოფილა.

რამდენიმე წლის წინათ გერმანიიდან საზაფხულო არდადეგებზე საქართველოში ბრუნდებოდა ქართველი სტუდენტი ბიჭი (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვწერ) გერმანიაშივე შეძენილი ავტომობილით. ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტში ეს ბიჭი მშობლებს უკავშირდებოდა, საზღვარი გადავკეთეო. ასეთივე შეტყობინება მიიღეს მშობლებმა თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მომენტშიც. გერმანიიდან მომავალი სტუდენტი თურქეთის ტერიტორიაზე მოძრაობდა და, როცა საქართველოს საზღვარს მოუახლოვდა, მისი კავშირი მშობლებთან გაწყდა… შეშფოთებული მამა, პოლიციის პოლკოვნიკი, ერთი დღის შემდეგ გაემგზავრა თურქეთში შვილის მოსაძებნად. მან ყველა უბანი გაიარა, სადაც მისი შვილის ავტომობილი იყო რეგისტრირებული. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ უბანში ავტომობილი უგზო-უკვლოდ გაქრა. მამამ ბევრი ეძება შვილი, როგორც ნაცნობ-მეგობრების, ისე ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობით, მაგრამ კვალს ვერ მიაგნო. მშობლები შვილს სამი წლის განმავლობაში ეძებდნენ. მამამ სამსახურიც კი მიატოვა, ეძებდა შვილს _ ცოცხალსა თუ მკვდარს, ეძებდა წლების განმავლობაში და, როდესაც ვერ იპოვა, თავი მტკვარში დაიხრჩო… შვილის ძებნა დედამ განაგრძო. მოგვიანებით გაირკვა, რომ შვილი ავარიის თუ უბედური შემთხვევის გამო, თურქეთის საავტომობილო ტრასაზე დაღუპულა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილში ყველანაირი საბუთი იყო მანქანის მფლობელის საიდენტიფიკაციოდ, თურქეთის პოლიციამ ტრაგედიის შესახებ არც საქართველოს საელჩოს შეატყობინა, არც მშობლებს და ქართველი ბიჭის ცხედარი 2 საათში შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, გზის პირას დამარხა

რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტი მოხდა ახლახან მთაწმინდაზე, მაგრამ უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული არც საქართველოში და არც ეკონომიკურად გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში ტრაგედიებისადმი მიდგომაა პარადოქსული _ რატომ არის ავსტრალიის მოქალაქის სიკვდილი ისეთი ტრაგიკული, რომ მთელი საქართველო დავტირით, ხოლო თურქეთში დაღუპვა ქართველი სტუდენტი ბიჭისა, რომელიც გარდაცვალებიდან 2 საათის შემდეგ ისე დამარხეს უცხო ქვეყანაში, სადღაც გზისპირას, რომ არავის შეატყობინეს, გულთან არავინ მიიტანა?!

ნუთუ საზოგადოებამ ინფორმაცია ავსტრალიელი ქალის დაღუპვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისეთი ოდიოზური პირისგან უნდა შეიტყოს, როგორიც არის ნოდარ მელაძე, ნუთუ მის პრანჭვაგრეხვას უნდა ვუყურო დღეებისა თუ თვეების განმავლობაში?! ნუთუ არ უნდა დასრულდეს ეს ბაკქანალია და ეს საქმე, ვისაც ევალება, იმან გამოიძიოს და შეატყობინოს საზოგადოებას მომხდარის შესახებ? მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვითომ მედიის წარმომადგენლები იოზეფ გებელსის შთამომავლები არიან.

სირცხვილი სირცხვილს ემატება და ეს არის სწორედ ეროვნული უბედურება, ერის თავის მოჭრა. თუ სიკვდილი ადამიანთა მოდგმის ყველაზე მძაფრ და დამთრგუნველ განცდად ითვლებოდა, დღეს ის მასობრივი ზომბირებისა და პოლიტიკური თაღლითობის იარაღად იქცა.

თმაგაშლილ ინგა გრიგოლიას მოთქმა და ხალხისადმი მოწოდება იყო არა სინამდვილესთან მიახლოებული, არამედ ყოველგვარ ზღვარს გადასული და კარიკატურული მიბაძვა ირაკლი თოიძის მიერ 1941 წელს შესრულებული ცნობილი პლაკატისა “დედასამშობლო გეძახის”. გრიგოლიას ზეაღმართული მარცხენა ხელი და გადმოკარკლული თვალები იყო სიყალბის, სირცხვილის სცენა, რომელსაც ვერ აღწერს ვერც ერთი იუმორისტი მწერალი.

იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაცრუსპერსონაჟის შეძახილიმიშველეთ, მგელი!” უფრო სარწმუნოა დღეს ჩემთვის, ვიდრე ინგა გრიგოლიას სილიკონიანი ტუჩებიდან გამოტყორცნილი სიტყვები. რით ვერ დაოკდა, რით ვერ დაწყნარდა, რით ვერ დაიკმაყოფილა სულიერი და ქვენაგრძნობები, რომ ვერაფრით დაიხშო ბოროტების მქადაგებელი საინფორმაციო ღრუ?! ინგა გრიგოლიას ტელეეკრანზე გამოჩენა, მერწმუნეთ, ტელემაყურებლებო და ტელემფლობელებო, საზოგადოების სირცხვილია და, თუ მფლობელი იმ არხისა, რომელშიც გრიგოლია მუშაობს, ამას ვერ ამჩნევს, თქვენ ხომ გაქვთ თავმოყვარეობა, ტელემაყურებლებო, ამ გაუნათლებელ ქალს რომ არ უყუროთ დღედაღამ: ხან _ ქუჩაში, ხან _ კაფერესტორნებში და ხანაც _ ტელეეკრანზე?!

რამდენიმე დღის წინათ ინგას კივილი შემომესმა ტელეეკრანიდან, “როგორც ლექსო მოგვიკლეს!” მხოლოდ სახელით საქართველოში ორ თუ სამ დიდ ადამიანს მოვიხსენიებთ და ვიფიქრე, ვინ არის ლექსო-მეთქი? ალექსანდრე ყაზბეგს ლექსოთი არ მოიხსენიებენ, ლექსო თორაძე, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, უვნებელია. ბოლოს მივხვდი, რომ ილიას, ვაჟას, აკაკისა და გალაკტიონის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი გვყოლია სახელით ცნობილი _ ლექსო.

შხამის მფრქვეველო ე.წ. ჟურნალისტებო, გონს მოდით, გონს მოდით თქვენც, მფლობელებო იმ ტელეარხისა, რომელშიც გრიგოლია და მელაძე მუშაობენ, თორემ ეს აქლემი ერთ დღეს თქვენს კართანაც დაიჩოქებს. ნოდარ მელაძევ, უამრავი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელო, ძალიან ცუდად ჩანხართ საზოგადოებაში, ეს სირცხვილია! სირცხვილია არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი ოჯახის, მეგობრებისა და, რაც მთავარია, საზოგადოების. დიდი რიხით რომ ამბობთ, ბავშვები ტელეეკრანს მოარიდეთო, ბავშვები კი არ უნდა მოარიდონ მშობლებმა ეკრანს, არამედ საზოგადოებამ თქვენ უნდა ჩამოგაშოროთ ტელეეთერს, ბოროტების მქადაგებელო და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელო პროპაგანდისტო!

ჟურნალისტებისა და ე.წ. მედიასაშუალებების გაკრიტიკებას, ალბათ, ძალადობაში ჩაგვითვლიან, მაგრამ მოზარდები, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ტელევიზიების გავლენით, ტაკიმასხარა შოუმენების მიერ ტელეეთერებიდან გადმოღვრილი ლექსიკით (სულ რამდენიმე ათეული სიტყვის მარაგით) რომ ლაპარაკობენ, ეს მათ ფსიქიკაზე ძალადობა არ არის? თუ ეს ამერიკული პროექტია და ამიტომ მისაღებია? ტელეეთერიდან უხამსი სიტყვების კორიანტელი რომ ისმის, უცხოელი თუ ადგილობრივი “ექსპერტები” _ ყველა, ვისაც არ ეზარება, ქართველ ხალხს ჭკუას რომ გვარიგებს, ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშულებები ქუჩის აქციებისაკენ რომ მოგვიწოდებენ ხელისუფლების დასამხობად, ეს არც ძალადობაა და არც სირცხვილი, ხოლო მე საყვედურს რომ ვეუბნები მათ ამ ყველაფრის გამო, ეს თურმე სირცხვილია?!

* “პოლონელებიუჩიტელებივითრომ გვექცევიან და თითქოს ორი თავით ჩვენზე მაღლა დგანან, ეს ცოტა მაინც არ გეუხერხულებათ?”

* “ტრუმენი, კურილიის კუნძულებზე ორი კუნძულის დათმობას რომ გვთხოვს სამხედრო ბაზებისათვის, ეს თქვენ არაფერს გეუბნებათ? ასე დაპყრობილ ქვეყნებს ელაპარაკებიან, ჩვენ კი, მგონი, ჯერ არავის დავუპყრივართ”.

* “პირველად მაშინ გამოიჩინეთ სახელმწიფო ინტერესების პატივისცემის უმაღლესი ნიშანთვისება, როდესაც პრეზიდიუმის მეორე რიგში მიგიჩინეს ადგილი და პროტესტის ნიშნად დატოვეთ პარიზის სამხედრო აღლუმის ტრიბუნა.

* “მიჩვეულები ხართ უცხოელებისადმი პიეტეტს, ფეხის წვერებზე დგებით მათ მოთხოვნაზე. ეს ყოვლად მახინჯი ჩვევა რუსებში პეტრე პირველმა დანერგა, რაც ძირფესვიანად უნდა აღმოვფხვრათ”, _ ასე საყვედურობდა სხვადასხვა პერიოდში თავის ახლო გარემოცვას სტალინი.

ხელისუფალნო, სირცხვილია თამარის სადედოფლოში ვიღაც ამერიკელი კელი დედოფლობდეს. ისე, თუ ამერიკელებს სურთ, პრეზიდენტის პოსტზე “დემოკრატიის შუქურა” იხილონ, უკრაინაშია მათი საყვარელი მიხეილ სააკაშვილი და აირჩიონ არცთუ ჯანმრთელი ჯო ბაიდენის ნაცვლად. და ეყოლებათ რეიგანის, ბუშისა და ობამას იდეების განმახორციელებელი პრეზიდენტი. ჩვენ კი ნამდვილად არაფერში გვჭირდება ტელეკამერებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, ბერნარ კუშნერის, თვალწინ მიწაზე მფორთხავი არსება და გადაჭრით უნდა ვუთხრათ უარი სააკაშვილსაც, კელი დეგნანსაც და ჯო ბაიდენსაც.

ბატონო ხელისუფალნო! ქართველ ხალხს არ მოსწონხართ იმიტომ, რომ გსურთ, სხვისი ტვინით, სხვისი ხასიათით, სხვისი ტრადიციებითა და ფასეულობებით აცხოვროთ საქართველოს მოსახლეობა. საკითხავია, თქვენ თუ გინდათ, ხალხმა ისე იცხოვროს, როგორც ეუბნებით. არა, არ გინდათ! იმიტომ, რომ თვითონ თქვენს ოჯახს და თქვენი ერის ტრადიციებს არ მიესადაგება ცხოვრების ის წესი, რომელსაც სთავაზობთ ხალხს. თქვენი გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც უცხო ძალები გაიძულებენ, ქვეყნის სასარგებლოდ კი არ არის მიმართული, არამედ თქვენი თანამდებობებისა და მდგომარეობის შესანარჩუნებლად. მაშ, ვის აძლევს ხელს შემოთავაზებული კანონებით ცხოვრება? _ ბოკერიას, უგულავას, ვაშაძეს, ბარამიძესა და ქართველთა სხვა მოწინააღმდეგეებს

ალბათ, გახსოვთ ბოკერიას მეუღლის სიტყვები: “როცა წყალი გწყურია, რატომ უნდა ელოდო, როდის მოგაწვდიან, როცა ადვილი ხელმისაწვდომია ჭიქაც და წყალიც?!” ეს ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის აღმოჩენა არ არის, მან მხოლოდ გაიმეორა ე.წ. ჭიქა წყლის თეორია. ეს არის ერთ-ერთი თეორია ევგენიკისა, რომელსაც ტროცკისა და ლენინის აქტიური მხარდაჭერით დიდი გასაქანი მიეცა 1917 წლის რევოლუციიდან პირველ ხუთწლედში. სხვათა შორის, დემოგრაფიული დოკუმენტებიდან სქესის აღმნიშვნელი გრაფის ამოღების დეკრეტს სწორედ ლენინმა მოაწერა ხელი. “რომ არა ველური კავკასიელი, ამყრალებული ოჯახის საკითხი უკვე მოთავებული გვექნებოდა”, _ წუხდა გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ლეიბ ბრონშტეინი (ლევ ტროცკი).

ვინ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი მოაწეროს დოკუმეტს, რომელიც მისი ხალხისათვის, ქვეყნისათვის მიუღებელი და დამღუპველია? გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ის “ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა”. ვის ეთამაშებით კუკუმალულობას, რად გინდათ სინდისის გაყიდვით აღებული ფული? ხელისუფალი იმიტომ არ არის ხელისუფალი, რომ დემოკრატიის მანტიით წაახალისოს ადამიანები, რომლებიც ყოველგვარ არაადამიანურს თესავენ საზოგადოებაში _ დაწყებული სარიტუალო მკვლელობებით, დამთავრებული გაუკუღმართებული სექსით.

და, თუ თქვენ, ხელისუფალნო, ვერ აცნობიერებთ, რომ ხელიდან გაგექცათ ქვეყნის მართვის ბერკეტები, ვერ ებრძვით კორუფციას, უზნეობას, არ გაქვთ შემუშავებული იდეოლოგია და არ გაგაჩნიათ მოსახლეობის უმრავლესობათან შეთანხმებული სახელმწიფოს განვითარების ორიენტირი, მაშინ თქვენი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. თუ თქვენ მოქცეული ხართ გებელსის აგიტაციის მარწუხებში და არ გსურთ, ალაგმოთ ფაშიზმის საფუძველთა საფუძველი, თქვენი ადგილი ხელისუფლებაში არ არის.

დასკვნა ასეთია:

1. გარეშე ძალას სურს, საქართველოში დაამკვიდროს ხალხისათვის მავნე და დამღუპველი ცხოვრების წესი, რომელიც არც ბიბლიური მცნებებით და არც მორალური კოდექსით არ არის მიღებული და საუკუნეების წინათ არის უარყოფილი;

2. უცხო ძალამ აღზარდა საქართველოში ქვეყნის ჯოჯოხეთად ქცევისთვის მებრძოლი უზარმაზარი არმია, როგორც მთავრობისა და ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში გააფრთებით იბრძოლეს საქართველოს 3000-წლიანი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოსათხრელად. თუმცა უმძიმეს პირობებში, მაგრამ საქართველო მაინც დგას “ვით გოდოლი შეურყეველი”;

3. ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ფაშიზმს და ხელისუფლებიდან გააგდო ისინი, მაგრამ როგორც სახალხო მთქმელი ივანე წიკლაური იტყოდა თავის ლექსშირამ დამაბერა?” _ “ცუდი ცხოვრების წასვლამ და არმოსვლამ უკეთესისმან”;

4. ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებებმა და ოკეანისგაღმიდან მიღებულმა მუქარით სავსე გზავნილმა სიგნალი მისცა მრავალტანჯულ საქართველოს, რომ ბოლოს და ბოლოს, ქართველ ხალხს გამოეღვიძა. და, როგორც პატრიარქი ამბობს, “საქართველო გაბრწყინდება”;

5. ქართველმა ხალხმა _ ქუდზე კაცმა და ლეჩაქზე დედაკაცმა _ ახალგაზრდობასთან ერთად მხარი უნდა დავუჭიროთ ხელისუფლებას, რათა შეცვალოს ქვეყნის განვითარების ვექტორი და ნახიდარზე გაიდოს ხიდი, ხოლო ნატბეულში ჩადგეს წყალი;

6. “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე უნდა განადგურდეს, როგორც კლასი, უნდა მოეწყოს ხალხის სამსჯავრო და ქვეყნის მტრებთან ერთად გასამართლდეს ფაშისტური რეჟიმის გებელსისეული პროპაგანდისტები;

7. ახალარჩეულმა ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ბაზა ახალი საქართველოს აღმშენებლობისთვის. ერთი წლის შემდეგ უნდა გადადგეს ხელისუფლება და შეიქმნას ეროვნული კრება ყველა სოფელში არჩეული ადამიანების შემადგენლობით, რომელიც ჩაატარებს გაუყალბებელ არჩევნებს. ასარჩევ კანდიდატებად არ უნდა წარმოადგინონ ბიზნესის არც ერთი წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრები (მათ ბიზნესი უნდა აკეთონ);

8. ეროვნულმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს პლებისციტი საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ. ასე გაჩნდება სრულიად ახალი და სისხლგამოცვლილი საქართველო და იგი ჩამოირეცხავს ყოველგვარ ჭუჭყსა და სირცხვილს, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში ბედისწერამ არგუნა.

P.S. წერილის დასრულებისთანავე ჩემს მშობლიურ სვანეთში მომიწია გამგზავრება და მომავალ ნომერში საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ საქართველოს ამ თვალწარმტაცი კუთხის კულტურული ძეგლების მდგომარეობაზე, რომელთაც კულტურის სამინისტრომ აუცილებლად უნდა მიაპყროს ყურადღება.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here