Home რუბრიკები სპორტი საჯარიმო დარტყმა, როგორც პენალტი

საჯარიმო დარტყმა, როგორც პენალტი

მესიმ საჯარიმო დარტყმებით იმაზე მეტი ბურთი გაიტანა, ვიდრე “იუვენტუსმა” და “რეალმა”

1436
ლიონელ მესი

ფეხბურთის არგენტინელმა ჯადოქარმა ლიონელ მესიმ 9 ნოემბერს ვიგოსსელტასთანმატჩში ჰეთთრიკი შეასრულა (სულ 34-) და 3 გოლით გაამდიდრა თავისი მონაგარი. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მესიმ 3-დან 2 ბურთიშედევრი საჯარიმო დარტყმებით (ორივე დაახლოებით 23 მეტრიდან) გაიტანა. მესის ანგარიშზებარსელონისმაისურით ამჟამად სულ 608 გოლია, მათგან 52 საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

“ლეო მესისთვის საჯარიმო დარტყმები პენალტივით არის”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ბრაზილიის ნაკრებისა და ლივერპულის “ლივერპულის” მეკარე ალისონმა, რომელსაც მესიმ მე-600 გოლი გაუტანა “ბარსელონის” მაისურით.

ბრაზილია-არგენტინა. დანი ალვეში ღმერთს სთხოვს, მესის დარტყმა არ გამოუვიდეს
ბრაზილია-არგენტინა. დანი ალვეში ღმერთს სთხოვს, მესის დარტყმა არ გამოუვიდეს

“განცვიფრებული ვარ _ მესისთვის საჯარიმოს დარტყმა, პრაქტიკულად, პენალტია… საჯარიმოს წინ მას 10 ბურთი რომ მისცე და დაარტყმევინო, 11-ს გაიტანს”, _ ეს განცხადება კი “ლეგანესის” მწვრთნელ ხავიერ აგირეს ეკუთვნის.

დღეს ეს შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ კარიერის სტარტზე მესის საჯარიმო დარტყმის შესრულებას არ ანდობდნენ. 2004-დან 2008 წლამდე, როდესაც ლეომ მე-19 ნომერი მე-10-ზე გაცვალა და ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა, მის მიერ გატანილი 42 ბურთიდან არც ერთი არ გაუტანია საჯარიმო დარტყმით. სტანდარტების შესრულების ოსტატები იმხანად იყვნენ, რა თქმა უნდა, რონალდინიო და ჩავი.

სწორედ ამასთან არის დაკავშირებული 2005 წლის ისტორია: იმხანად “ბარსელონის” საფეხბურთო აკადემია “ლა მასიის” ახალგაზრდა ფეხბურთელებს იღებდნენ სარეკლამო რგოლში და თითოეულს უნდა წარმოეთქვა ფრაზა დაიმახსოვრეთ ჩემი სახელი”,  შემდეგ კი შეესრულებინა რამე დასამახსოვრებელი. ლეო იყო ბოლო და ყველაზე სტატუსიანი გმირი. საზოგადოებას მან სთხოვა თავისი სახელის დამახსოვრება და საჯარიმო ზუსტად “9-იანში” დაარტყა. ეს გაუკვირდა ბევრ მწვრთნელს, რომლებიც მესის ავარჯიშებდნენ.

მარადონას მასტერკლასი
მარადონას მასტერკლასი

“ლა მასიაში” მას ასეთი დარტყმები არ შეუსრულებია, _ იხსენებდა ლეოს პარტნიორი აკადემიაში _ როჟერ ჟირომი. _ ხშირად ურტყამდნენ ვიქტორ ვასკესი და ხუანხო კლაუსი, მესი _ არასოდეს” (კლაუსი ამჟამად ესპანეთის მეოთხე დივიზიონში თამაშობს, ვასკესი _ ყატარის “ალ-არაბიში”).

მესის საჯარიმოს დარტყმას ასწავლიდა თვით დიეგო მარადონა. მან მოულოდნელი მასტერ-კლასი ჩაუტარა 2009 წლის თებერვალში მარსელში, როცა არგენტინის ნაკრები თამაშობდა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ (2:0). წინასამატჩო შეკრებაზე მესი ხვეწდა საჯარიმო დარტყმას და იმედგაცრუებული იყო, რადგან მიზანს ვერ არტყამდა. “დიეგო მივიდა მასთან, მხარზე ხელი გადაჰხვია და უთხრა: “ლეო, ძვირფასო, ლეო! სცადე კიდევ ერთხელ”, მომისმინე, ბურთს ფეხი სწრაფად არ მოაშორო, თორემ ის ვერ გაიგებს, რა გსურს, _ იხსენებდა არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ფერნანდო სინიორინი, _   ამის შემდეგ დიეგომ ბურთი ზუსტად გაგზავნა კარის კუთხეში. მესი აღტაცებული იყო”.

ფეხბურთის ბევრი სპეციალისტის აზრით, მესის დაეხმარა მსაჯების მიერ თეთრი ქაფის გამოყენება ე.წ. ცოცხალი კედლის აღმართვისას _ ახლა მან ყოველთვის იცის მანძილი კედლამდე. ამას გარდა, ადრე საჯარიმოს დარტყმისას მესი სრულიად არ დგამდა საყრდენ ფეხს მინდორზე _ მხოლოდ მის გარე ნაწილს.

ამის გამო ის შედარებით ნაკლებად აკონტროლებდა სხეულის მოძრაობას. ახლა კი ის ფეხს მთლიანად დგამს გაზონზე, სანამ დაარტყამს, ამას გარდა დარტყმის შესრულების წინ მას მხარი მიაქვს წინ.

თვითონ მესი ამბობდა, რომ პენალტზე იოლია საჯარიმოს დარტყმა, რადგან ასეთ შემთხვევაში გოლს მაინცდამაინც არავინ ელის. “საჯარიმოს შესრულებისას გოლს იშვიათად ელიან, იმიტომ, რომ შეიძლება გავიდეს, შეიძლება _ არა!”

ახლა კი მისგან გოლს ნამდვილად ყველა ელის.

* 2006-07 წლების სეზონის შემდეგ საჯარიმო დარტყმებით მესიზე მეტი (33) ბურთი არავის გაუტანია, არც კრიშტიანო რონალდუს (29), არც ანდრეა პირლოს (16). ამ პერიოდში მესიმ გოლად აქცია საჯარიმო დარტყმების 10% (35 გოლი 347 დარტყმიდან), რონალდუს სიზუსტე 6,4%-ია.

* ამჟამად მესის დარტყმების სიზუსტე 50%-ია, 3 გოლი 6 დარტყმიდან.

* ბოლო 8 სეზონში მესიმ უამრავი გოლი გაიტანა. მსოფლიოს 5 საუკეთესო კლუბზე მეტი:

მესი _ 29 გოლი

იუვენტუსი” _ 27

რეალი” _ 23

ლიონი” _ 21

რომა” _ 21

პსჟ” _ 20.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here