მთავარი ეკონომიკა სახელმწიფო საგარეო ვალი 8,016 მლრდ დოლარია

სახელმწიფო საგარეო ვალი 8,016 მლრდ დოლარია

78
გააზიარეთ

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 1,874 მლრდ დოლარით მოიმატა

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,016 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25 334 მლრდ ლარს, გადააჭარბა.

2020 წლის ივნისის მდგომარეობით, ვალის მოცულობა 6,142 მლრდ დოლარი, ანუ იმჟამინდელი კურსით 18,766 მლრდ ლარი იყო. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

IDA-ს მიმართ საქართველოს ვალი 880,2 მლნ დოლარია, IBRD-ის მიმართ _ 1,180 მლრდ დოლარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი 1,760 მლრდ დოლარს აჭარბებს.

bpn.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here