Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში ვინმეს ოდესმე გაუბედავს, მართლმადიდებლობის გარდა, სხვა რელიგიის დაცინვა? გაბუნიას პირიდან ოდესმე...

საქართველოში ვინმეს ოდესმე გაუბედავს, მართლმადიდებლობის გარდა, სხვა რელიგიის დაცინვა? გაბუნიას პირიდან ოდესმე მოგისმენიათ მუსლიმანების ან იუდეველების მიმართ ქილიკი?

6824
გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია

2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალშარლი ებდოსშეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის, 5 კარიკატურისტი.

მუსლიმანურმა სამყარომშარლი ებდოსმუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება არ აპატია. გამოცემის მთავარ რედაქტორ სტეფან შარბონიეს (ცნობილია ფსევდონიმით შარბი) “ალ ქაიდამანამდეც თვალყურს ადევნებდა, ამიტომ მას სპეციალურად მიჩენილი პოლიციელი იცავდა. სხვათა შორის, ტერაქტამდე შარბი წერდა, რომ მისთვის სულერთია, მოკლავენ თუ არა, და ურჩევნია, მოკვდეს ფეხზე მდგომი, ვიდრე დაჩოქილი. თავდასხმა არც დანარჩენი ოთხი სატირიკოსისთვის _ კაბიუსთვის, ვოლინსკისთვის, ონორესა და ვერლაკისთვის ყოფილა მოულოდნელი. სიკვდილს ისინიც ელოდნენ, ანუ მათ იცოდნენ, რომ თავიანთ ნამოქმედარზე პასუხს მოსთხოვდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, აკეთებდნენ იმას, რასაც საჭიროდ თვლიდნენ. სხვათა შორის, ამის შემდეგშარლი ებდომგამოაქვეყნა 3 წლის სირიელი დამხრჩვალი ბავშვის კარიკატურა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ორი კვირის წინათ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა ან უარესი _ მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად…”

ამის შემდეგ “ქართული მარშის” წევრები პასუხის მოსათხოვად ტელეკომპანიის შესასვლელთან დახვდნენ გაბუნიას, მაგრამ ის ტელევიზიის იურისტის, თამთა მურადაშვილის, ავტომობილში ჩაიკეტა და იქიდან მისი გამოყვანა არ მოხერხდა. დიახ, არ მოხერხდა, რადგან “ვერ” ამ ვითარების შეუსაბამო სიტყვაა. ქართული მარშისწევრებს შეეძლოთ, ავტომობილის მინები ჩაემსხვრიათ, გაბუნია გადმოეთრიათ და გასწორებოდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამის მიუხედავად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულიქართული მარშისექვს წევრს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

“მე არ ვარ კრიმინალი. მე პოლიტიკოსი ვარ. შეიძლება ჩემი გამოსვლები ხისტი იყოს, მაგრამ საფრთხეს არ წარმოვადგენ. ჩემი ქმედება, დგომისა და ფანჯარაზე დაკაკუნების გარდა, არაფერი იყო. “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელიც კი მკრა და ახლა ტვინის შერყევა მაქვს. მე ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე, ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს”, _ განაცხადა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა სასამართლოზე, მაგრამ ბატონმა მოსამართლემ მისი სიტყვები არ გაითვალისწინა და ლადო, ხუთ თანამოაზრესთან ერთად, ციხეში გაისტუმრა. ამის შემდეგ, “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, საპატრიარქოს მიმართა: მართლმადიდებლობის დასაცავად ხმის ამაღლების სანაცვლოდ ბიჭებს ციხეში ალპობენ და ხმა აღიმაღლეთო, მაგრამ საპატრიარქოდან ჯერჯერობით ჩამიჩუმი არ ისმის. სამაგიეროდ, ორმა სასულიერო პირმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა და მიტროპოლიტმა სერაფიმემ შეაჩვენეს და ანათემაზე გადასცეს მართლმადიდებლობის მტრები, რაც პირადად მათი დამოკიდებულებაა მიმდინარე მოვლენებზე.

გიორგი გაბუნია მოწამეობრივ სიკვდილზე რომ არ ფიქრობს, ცხადზე უცხადესია. ის არც სტეფან შარბონიესავით იტყვის: მირჩევნია მოვკვდე ფეხზე მდგომი, ვიდრე დაჩოქილიო. სხვაგვარად რომ იყოს, გაბუნია მურადაშვილის მანქანაში არ ჩაიკეტებოდა, გადმოვიდოდა და თავის ნათქვამზე პასუხს აგებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ის ავტომობილიდან არ გადმოვიდა და ისტერიკულად რეკავდა ხან საპატრულოში, ხან ტელეკომპანიაში _ არიქა, მიშველეთო! ისე, გაბუნიამ ისიც თქვა: ბოდიშს არ მოვიხდიო და დასძინა, ჩემი მეგობრის, თამთა მურადაშვილის, მანქანა დააზიანესო. იმაზე კი არაფერი უთქვამსრუსთავი 2”-ის ვარსკვლავბიჭუნას, მურადაშვილის ავტო შიგნიდანაც რომ დაზიანდა და იქ დაყენებული სუნის გამო ქიმწმენდაშია დღემდე. სუნი ვინც დააყენა, კი მიხვდებით

იცით, რა მაინტერესებს: რატომ არის გაბუნიას გინება დანაშაული, ხოლო მილიონობით მორწმუნის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ნორმა?! რეალურად, გაბუნიამ ხომ სრულიად საქრისტიანო შეურაცხყო, თანაც ისე ცინიკურად, რომ, გინებას კი არა, პანღურსაც იმსახურებდა (ახლა არ თქვათ, ძალადობისკენ მოუწოდებო), მაგრამ არა _ სასამართლომქართული მარშისწევრების გინება გაიგო, გაბუნიას უტიფარი ქილიკი _ ვერა.

გინებას გავყვეთ და მეორე კითხვა დავსვათ: რატომ არის პრემიერმინისტრისგან გინება ნორმა და რიგითი მოქალაქეებისგან დანაშაული? თანაც, თუ გახსოვთ, პრემიერ კვირიკაშვილის გინება ნიკანორ მელიასადმი მუქარის ელემენტებსაც შეიცავდა, ანუ პრემიერი ხომ დასარტყმელად იწევდა (დაცვა აკავებდა) და თან ემუქრებოდა: კეთილებს “მოგიკითხავო”… მაგრამ პრემიერი არავის დაუსჯია, მით უმეტეს, “კეთილებში” ბევრი ადამიანი იგულისხმება. აი, გაბუნიას კი მხოლოდ დედას აგინებდნენ. ანუ პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან ჯგუფურ მუქარაზე კეთდებოდა აქცენტი, აქ კიდევ _ მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, მაგრამ სასამართლომ ესეც არ გაითვალისწინა.

ახლა რაც შეეხება რელიგიურ გრძნობებს. ვინმემ გამახსენებთ, საქართველოში ვინმეს ოდესმე გაუბედავს, რომელიმე რელიგიის წარმომადგენლების გრძნობების დამცირება? საქართველოში ვინმეს ოდესმე გაუბედავს, მართლმადიდებლობის გარდა, სხვა რელიგიის დაცინვა? გაბუნიას პირიდან ოდესმე მოგისმენიათ, მაგალითად, მუსლიმანების ან იუდეველების მიმართ ქილიკი? გაბუნიამაც და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფაზე დაგეშილმა სხვა ადამიანებმაც ზუსტად იციან, რომ, მუსლიმანების ან იუდეველების დაცინვის შემთხვევაში, შეიძლება ვიღაცამ ყელი გამოსჭრას ან უკეთეს შემთხვევაში ვირის აბანოში უკრას თავი. ჰოდა, სადაც გასდით, იქხუმრობენ”.

რა მივიღეთ რეალურად გაბუნიას თავხედობით? არც არაფერი _ საპატრიარქოს განცხადება, რომელმაც დიპლომატიურ სტილში გააპროტესტა მოსმენილი, სოციალურ ქსელებში _ გაბუნიას გინება, მოწოდება იმისკენ, რომ “რუსთავი 2” დასახურია (ესეც სოცქსელებში) და “რუსთავი 2”-ის დირექტორ ნიკა გვარამიას მიერ გაბუნიასთვის გამოცხადებული საყვედური, რომელმაც ამ საყვედურის შემდეგ თავხედურად განაცხადა: ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ საბოდიშო არაფერი მაქვსო, ანუ იმის ვარაუდი, რომ საპროტესტო აქციის შემდეგ გაბუნია რამეს მიხვდა და მოინანია, სისულელეა. პირიქით, მისგან ახალ გამოხდომებს უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მისი სიმშვიდის დარღვევისთვის, ექვსი კაცი 5-წლიანი სასჯელისთვის არის გამზადებული.

“ქართული მარშის” წევრები რომ არ მიიმალებოდნენ, ეს ყველაზე კარგად მოსამართლემ იცოდა. მოსამართლემ ისიც იცოდა, რომ დაკავებულები არ იყვნენ კრიმინალები, მაგრამ მან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამით საზოგადოებას პირდაპირი მესიჯი გაუგზავნა: არაფერი გააპროტესტოთო. ანუ, რეალურად, ამ ნაბიჯით, ხელისუფლებამ საპროტესტო მუხტის ჩაკვლა გადაწყვიტა და ეს არ ეხება მხოლოდ მართლმადიდებლობას. ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არსებობს და, თუ ვინმეს რაიმე სურვილი ჰქონდა, ახლა კარგად დაფიქრდება, სანამ ქუჩაში გამოვა და რამეს გააპროტესტებს. უკვე გაცხადებულია, რომ რადიკალური პროტესტი საქართველოში ისჯება და ისჯება ციხით. და ეს არის ხელისუფლების ნება, იმ ხელისუფლების, რომელიც სათავეში ყვარყვარეს ციხის არსებობის შემდეგ მოვიდა, პატიმრების ხარჯზე მოვიდა, პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა და ახლა იმავე გზით მიდის, რა გზითაც წინამორბედი მთავრობა დაამხო.

ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს საბოლოოდ მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე, მაგრამ რეალურად ეს არც არის მნიშვნელოვანი, მთავარი სახელმწიფოს მიდგომაა იმ პრობლემისადმი, რომელიც რეალურად არსებობს. მართლმადიდებლობა, საქართველოს სახელმწიფო რელიგია, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა. სამაგიეროდ, საკმარისია, ვინმემ ალმაცერად გაიხედოს სხვა ოფიციალური რელიგიისკენ ან არაოფიციალური სექტისკენ, მაშინვე ატყდება ხმაური და ადამიანთა უფლებების დამცველად გვევლინება არასამთავრობო სექტორიც და გაკონტროლებული მედიაც. ახლა კი არასამთავრობოები დუმილს ინარჩუნებენ და, თუ ვინმე რამეს ამბობს, ისევ გაბუნიას დასაცავად: აქაოდა, სიტყვის თავისუფლება უნდა დავიცვათ და ადამიანებს უფლება მივცეთ, რაც სურთ, ის ილაპარაკონო. სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ გაბუნიას გამოხდომა “საინტერესოდ” ახსნა: მთელმა კოლექტივმა ვიცით, რომ გიორგის ხუმრობა არ გამოსდის, არ ეხერხება, იუმორი არ აქვსო. ეგ თუ იცით, რაღა ქრისტიანობაზე აძლევთ ხუმრობის უფლებას?! გვარამიაზე იხუმროს, თუარ  გამოუვა”, ეგებშეუვიდესმაინც?! ახლა არ მითხრათ, რას ამბობ, მაგას როგორ აკადრებ გაბუნიაგვარამიასომერწმუნეთ, ხალხო, რასაც ეგენი აკადრებენ ერთმანეთს, მე იმის მეასედიც არ მიკადრებია

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here