მთავარი პოლიტიკა საქართველოს ძლიერი მფარველი სჭირდება, ძლიერი მოკავშირე კი არა

საქართველოს ძლიერი მფარველი სჭირდება, ძლიერი მოკავშირე კი არა

356
გააზიარეთ
საქართველოს ძლიერი მფარველი სჭირდება, ძლიერი მოკავშირე კი არა

ეკონომიკურპოლიტიკურპანდემიურდემოგრაფიულ, ერთი სიტყვით, რაც კი უბედურება შეიძლება არსებობდეს ქვეყნიერებაზე, ამ უბედურებებით ყველმხრივ მოცულ, დაღუპვის პირას მყოფ საქართველოში არავინ არისხებს განგაშის ზარებს _ არიქა, ხალხო, ვიღუპებით, თუ დროზე არ ვიღონეთ რამე, .. კოლექტიური დასავლეთის იმედით დაკარგულს (სოხუმი, ცხინვალი) დავიბრუნებთ კი არა, იმასაც დავკარგავთ, რაც ჯერ კიდევ ჩვენია _ დავითგარეჯას, ახალქალაქს, მარნეულბოლნისის რაიონებს, ნამოხვანჰესის გამო რიონის ხეობას და .. “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენამჭევრი”…

დავითგარეჯა _ ქართველთა სულიერების წმინდა სავანე დე ფაქტო უკვე დაკარგულია, ხოლო დე იურემდე გადასადგმელია ერთი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი “მოძმე” აზერბაიჯანი ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უეჭველად გადადგამს.

სიტყვამ მოიტანა და, ბარემ აქვე განვაცხადებ: ერთმორწმუნე რუსეთთან ძმური ურთიერთობა (საქართველოს კათალიკოსპატრიარქის სურვილი) რომ გვქონოდა, “მოძმემუსლიმი აზერბაიჯანელები დავიდგარეჯასაგვახევდნენკი არა, ქართული მართლმადიდებლებისა და ერთმორწმუნე რუსებისთვისაც წმინდა ლავრისკენ ირიბად გახედვასაც ვერ გაბედავდნენ.

ახლა მავანი, რომელსაც რუს-ქართველთა ერთმორწმუნეობის ხსენებაზე ლამის კლიმაქსური ალები ეკიდება, “რკინისებური” არგუმენტებით “გამომიხტება” და ჩემს, ერთი შეხედვით, სამართლიანად დამუნათებას შეეცდება: ერთმორწმუნე რუსეთი არ იყო, სოხუმ-ცხინვალი რომ “აგვახია”, ე.ი., რუს-ქართველთა რწმენით ერთობა საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან ასაცილებლადო. რუსოფობთა ამ პრეტენზიას ერთი “უმნიშვნელო” სიტყვა აკლია _ “მხოლოდ”. დიახ, მხოლოდ რჯულით ერთობამ იმხანად ვერ დაგვიცვა და ვერც ხვალ დაგვიცავს, თუ მოცემულ გეოპოლიტიკურ რეალობაში კვლავ ერთი ადგილის უილაჯო თამაშს გავაგრძელებთ…

“ქართლის ჭირსა” მართლაც “ვერვინ მოსთვლის”. ზემოხსენებულ ყველა ჭირს თავი რომ დავანებოთ, ერთი სამარცხვინო პრობლემის იგნორირება უნამუსო ქოცების ხელისუფლებასაც გაუჭირდება _ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშის უერთგულესი მარიონეტია, “ძია სემიარაფერ შუაშია და ყველაფერი ქოცნაცთა ხელისუფლების ბრალია, რადგან დალოცვილ პატარა საქართველოში ყველანაირი კლიმატური ზონაა და, ალბათ, ამიტომაც ვამბობთ ხოლმე ქართველები: უკუღმა ნასროლი თესლი მაინც წაღმა ამოდის და ხარობსო.

“ხალხის რჩეულები” იმის მაგივრად, რომ ამ მიმართულებით იფიქრონ და იმოქმედონ, რამდენიმე თვეა, პოლიტიკურ კლოუნადას გვაყურებინებენ: პარლამენტში შევალ-არშევალ; რას იტყვის შარლ მიშელი, რას ფიქრობს ჯიმ რიში და ა.შ. ყველაზე მთავარი, მიშას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, დღემდე ნაცებისა და ქოცების ხელისუფლებები და მათი მორჩილი ე.წ. ენ-ჯე-ოები, ერთად და ცალ-ცალკე მხოლოდ ერთი მიმართულებით _ კოლექტიური დასავლეთისკენ, ევროკავშირ-ნატოსკენ იმზირებიან. და ისე იმზირებიან, რომ გეგონებათ, კისრის მალები დაუზიანდათ და ამიტომ კორსეტი უკეთიათ, რომლის გამოც თავს თავისუფლად ვერ ატრიალებენ, ვერ ხედავენ, ირგვლივ რა ხდება და “ძია სემს” ყველაფერზე თავს უკანტურებენ, არ სმენიათ დიდი მუხრანის ნათქვამი: სულყველაფერზე თავის კანტური, საქციელია არაქართული!”

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შუალედური რეზიუმეს სახით, ერთ რამეს ვიტყვი, რაც ქვემოთ, წერილის სათაურის “გაშიფვრისას” გამომადგება _ რუსეთთან მხოლოდ რწმენით ერთობა, როგორც ადრე, დღეს აღარ არის საკმარისი მისი მფარველობის მოსაპოვებლად. საქართველოს ძლიერ სახელმწიფოსთან მოკავშირეობა კი არა, მფარველობა სჭირდება, რადგან გინდ სტრატეგიული მოკავშირე დაარქვი და გინდ პარტნიორი, ყველაფერი მითი და ზღაპარია. სუსტის ძლიერთან ურთიერთობა იმთავითვე გამორიცხავს თანასწორობას, რადგან სუსტს სჭირდება ძლიერი და არა პირიქით, ამიტომ “მოკავშირეობის”, მითუმეტეს “სტრატეგიული მოკავშირეობის” თამაშის წესებს, ძლიერი უწესებს სუსტს. დასტურად ზემოთქმულისა გთავაზობთ დიდი ილიას ციტატას წერილიდან, რომელიც მან თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს მისწერა 1898 წელს:

“რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი”.

უვიცთათვის ილიას ციტატას “დავღეჭავ”:

პატარა საქართველოს სჭირდება დიდი რუსეთი და არა პირიქით _ ასე იყო, ასეა და ასე იქნება. ეს რეალობა უნდა გავაცნობიეროთ, თუ არადა, დაღუპვა გველის მსოფლიო გეოპოლიტიკურ ოკეანეში. ალბათ, მიხვდით, საუბარი საით მიმყავს. აშშ-ისა და საქართველოს ე.წ. სტრატეგიული მოკავშირეობა, რომელზე საუბრითაც, რომ იტყვიან, თავი წაგვჭამეს ქოც-ნაცებმა წლების განმავლობაში, ლამაზი ტყუილი, ზღაპარი აღმოჩნდა და სხვა არაფერი, თუმცა, როგორც წესი, ზღაპრის ბოლო ხომ კეთილია?..

რუსეთსაქართველოს ომში უაზროდ ჩახოცილი ქართველი ბიჭები; დე ფაქტოდ ისედაც დაკარგული სოხუმცხინვალის დე იურედაც დაკარგვა; ათიათასობით ახალი დევნილი; “სტრატეგიული მოკავშირისმართლაცსტრატეგიულიდახმარება _ ფოთისა და ბათუმის პორტებში მტკნარი წყლითა და პამპერსებით დატვირთული აშშის კრეისერები; დასავლეთის აღშფოთებული რეზოლუციები და .. ამაზე ლამაზი და კეთილი ზღაპრის ბოლო გაგონილა?!

კიდევ ერთი დაუწერელი კანონის ცოდნა არ გვაწყენდა ქართველებს: ამ გაგანია გეოპოლიტიკური ცივი ომის (საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ცივის) დროს, რომლისგანაც ცხელ (უკრაინის ფაქტორის გამო) ომამდე ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს, უნდა გავაცნობიეროთ: რუსეთმა კი არ “აგვახია”,რუსეთის მტრებისთვის (წაიკითხე, აშშ) ყველაფერზე თავის კანტურმა დაგვაკარგინა სოხუმ-ცხინვალი…

ჰოდა, ფრთხილად, მსოფლიო რუსოფობებო, რადგან “რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! _ ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი”! რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელმა მიმართვამ, რბილად რომ ვთქვათ, ე.წ. კოლექტიური დასავლეთი შეაზანზარა. ვლადიმერ პუტინი, გარდა იმისა, რომ უძლიერესი ბირთვული იმპერიის პრეზიდენტი და მთავარსარდალია, ჩემი აზრით, მსოფლიოში ნომერი პირველი პოლიტიკოს-დიპლომატიცაა. მისი რეფრენადქცეული გამონათქვამები, დღესაც ახსოვთ მის მტერ-მოყვარე კოლეგებს. მაგალითად, “ლენინგრადის ქუჩებში ვისწავლე, თუ ჩხუბი გარდაუვალია, პირველმა უნდა დაარტყა”; ანდა, როდესაც რუსეთში მოქმედ არასამთავრობოებს ბანდერლოგები უწოდა და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლას დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ მის ბოლო გამონათქვამზე შევჩერდები, რომელმაც, რომ იტყვიან, ყველას და ყველაფერს “მოუჯოკრა”.

ზემოთ ცივი ომის მასშტაბურ დაპირისპირებაში გარდაქმნის საფრთხეზე ვისაუბრე და, თუ გადავხედავთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ რუკას, რუსეთი ე.წ. კოლექტიური დასავლეთის (წაიკითხე, აშშ, ნატო) სამხედრო ალყაში იმყოფება. ვლადიმერ პუტინმა ამ ძალების ლიდერი ინგლისელი მწერლის _ კიპლინგის “ჯუნგლების წიგნიდან” ბებერ ვეფხვ შერხანს შეადარა, ხოლო ამ ძალების სატელიტები _ შერხანის გარშემო მოტრიალე მლიქვნელ ტურას _ ტაბაკის. არავის გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ვლადიმერ პუტინმა შერხანად აშშ “მონათლა”, ხოლო ტაბაკებში ნატოს წევრი ან ამ ბლოკში გაწევრების მოსურნე ქვეყნები იგულისხმა. შერხანმა კი როგორც დაამთავრა, ყველამ ვიცით _ მაუგლიმ მისი ტყავი გასაშრობად მზეს მიაფიცხა, მაგრამ კიპლინგის შერხანის ისტორიაზე უფრო მაგარი ვლადიმერ პუტინის აშკარად აგრესიული, მუქარის შემცველი განცხადებები აღმოჩნდა. კერძოდ, მან თქვა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს მკვლელობის მომზადების მცდელობით დასავლეთმა (აშშ) ყველანაირი ზღვარი გადალახა. რუსეთი მისდამი უპატივცემულობას მომავალში აღარ მოითმენს და, თუ ვინმე კვლავ განაგრძობს მსგავს ქმედებებს, პასუხი იქნება ასიმეტრიული, ხისტი და სწრაფი. ამასთანავე, რუსეთი ე.წ. წითელი ხაზების გადალახვას არ დაუშვებს და, რაც მთავარია, სად გადის ეს წითელი ხაზები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვრავს.

შერხანი ამ წლის ბოლოს ე.წ. დემოკრატიის ალიანსის შექმნას აპირებს. მასში მოხვედრას შერხანის ტაბაკები (მათ შორის საქართველოც) დიდ პატივად მიიჩნევენ. წერილზე მუშაობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მისდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სიას ამზადებს. ამ ეტაპზე სიის სრული შემადგენლობა უცნობია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პირველი ნომერი შერხანი (აშშ) იქნება.

იქნება ამ სიაში საქართველო? _ აი, კითხვა, რომელზე პასუხი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

დავით მხეიძე

P.S. სულკურთხეულმა მეფე ერეკლემ 1783 წელს გიორგიევსკის ტრაქტატის სახით რუსეთთან სამოკავშირეო კი არა, მფარველობითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის პირობების ნაწილი, მართალია, რუსეთის იმპერიამ დაარღვია, მაგრამ შეასრულა მთავარი პირობა _ ქართველი ერი ფიზიკური განადგურებისგან იხსნა, ეროვნული თვითმყოფადობა, რჯული შევინარჩუნეთ და სიმწარესთან ერთად ბევრი სიკეთეც ვნახეთ. თუ დღეს ფიზიკურად ვარსებობთ, სწორედ რუსეთის მფარველობის დამსახურებაა. დღეს, აშშის მოკავშირეობის წყალობით, ლამის ფიზიკურად გავნადგურდეთ. რაც შეეხება ზნეობას, რომელ თვითმყოფადობაზეა საუბარი, როდესაც პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, _ ეროვნული ცნობიერება რა არის, არ ვიციო. საქართველოს ცაზე კი დრონებზე დაკიდული ლგბტის დროშები ფრიალებს.

P.P.S. საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვდა. საქართველოსთან ერთად სიაშია: აშშ, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here