Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთში შექმნილი ანტიკორონავირუსული ვაქცინის შესახებ

რუსეთში შექმნილი ანტიკორონავირუსული ვაქცინის შესახებ

ფაქტები, მხოლოდ ფაქტები და არავითარი პოლიტიკა

965
იაკობ კედმი

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში გაგაცანით თვალსაზრისი ცნობილი ისრაელელი ექსპერტის _ იაკობ კედმისა, რომლის წარდგენა ჩვენს განათლებულ მკითხველს არ სჭირდება (“პრობლემა, რომელიც რუსეთსაც აწუხებს და საქართველოსაციხ. #30, 2020). დღეს კვლავ მოვიხმეთ იაკობ კედმი, რადგან ნეიტრალური ექსპერტის პოზიცია ყოველთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე დაპირისპირებულ მხარეთა წარმომადგენლების მიკერძოებული მოსაზრებების მოსმენა. მით უფრო, ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემაა. კერძოდ, პანდემიის პირობებში რუსეთში შექმნილი ანტივირუსული ვაქცინის _ “სპუტნიკ-5”-ის თემაზე.

მსოფლიოში პირველად

იაკობ კედმის ესაუბრება ისრაელის ტელევიზია ITON.TVის მიმომხილველი ალექსანდრე ვალდმანი.

ბევრმა ქვეყანამ აღიარა ეს მიღწევა, მათ შორის არის ისრაელიც, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, დაეჭვდნენ შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და განაცხადეს, რომ ამ პრეპარატის წარდგენა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ საკმარისი არ არის.

_ სანამ რომელიმე პრობლემის შეფასებას შევუდგებით, უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა _ რა შექმნა რუსეთმა? რუსეთმა დაარეგისტრირა ეს ვაქცინა. დაარეგისტრირა იმიტომ, რომ შეუდგა მის წარმოებას. განაცხადეს, რომ ამ პრეპარატმა პირველი ორი აუცილებელი სტადია წარმატებით გაიარა; დაიწყო მესამე _ კლინიკური გამოცდა, როცა პრეპარატს ათასობით ადამიანზე გამოცდიან, ხოლო მოსახლეობის ვაქცინაციას 1 ოქტომბერს დაიწყებენ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური გამოცდა დაადასტურებს მის ეფექტიანობას.

მაგრამ იმის გამო, რომ პრეპარატის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს მისი რეგისტრაციის გარეშე, დაარეგისტრირეს წინასწარ, რათა იმ მომენტისთვის, როცა შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება, ანუ 1 ოქტომბერს ხელთ ჰქონდეთ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. ეს უგნურებაა, თუ კლინიკური გამოცდის შედეგები უარყოფითი იქნება, მაგრამ მიდიან ამ რისკზე, რადგან ეფექტის მიღწევა დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი.

რუსები ხაზგასმით ამბობენ, რომ კლინიკურ გამოცდას, უწინარეს ყოვლისა, ექიმებზე დაიწყებენ, მათზე, ვინც ავადმყოფების მოვლით არიან დაკავებულნი. მეორე ჯგუფში იქნებიან ისინი, ვინც დაავადებულებთან კონტაქტობენ.

პუტინმა ამ გამოცდაში თავისი ქალიშვილის მონაწილეობაც ახსენა, რა თქმა უნდა, კარგია.

ახლა ვაქცინის შესახებ:

იგი შექმნილია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. აკადემიკოსი ვლადიმერ გინზბურგი კი, რომელიც მას სათავეში უდგას, საუკეთესო სპეციალისტთაგანია. ამავე, ნიკოლოზ გამალეის სახელობის ინსტიტუტში გინზბურგის მიერ იყო შექმნილი ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ ვაქცინით იგი ოც წელიწადზე მეტი ხნით არის დაკავებული. ახალი “სპუტნიკ-5”-ც იგივე ვაქცინაა, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით გამოცდა გაიარა. მისი მთავარი ნაწილი, რომელიც ებოლის წინააღმდეგ იყო მიმართული, დღეს ისეა კონსტრუირებული, “კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ საბრძოლველად არის გათვალისწინებული.

დანარჩენი ელემენტები უწინდელია, ყველა გამოცდა წარმატებითაა გავლილი. აქედან გამომდინარე, ყველა მიიჩნევს, რომ კლინიკური გამოცდა წარმატებული იქნება, მაგრამ რუსეთი არ გადაახტა მესამე ეტაპს და ამ საფეხურსაც გაივლის. ამასთანავე, 1 ოქტომბრიდან აცრიან მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მოისურვებენ. აცრა სავალდებულო არ იქნება.

_ რატომ ატეხეს ხმაური?

_ ატეხეს იმ მოტივით, რომ რუსეთში ვაქცინის შექმნა არასაკმარისად გამჭვირვალეა.

რას ნიშნავს არასაკმარისი გამჭვირვალობა? თუ რამე გაუგებარია, ჰკითხონ გინზბურგს. რა განაცხადა რუსეთმა, სხვა დიადი დემოკრატიის ქვეყნისგან განსხვავებით? მან თქვა, რომ შექმნის ვაქცინას რამდენიმე საწარმოს ძალებით. დაიწყეს კიდეც, მაგრამ ეყოფა კი შექმილი პროდუქცია რუსეთის მთელ მოსახლეობას? ამიტომ მზად ვართ, დოკუმენტაცია მივაწოდოთ და დავეხმაროთ წარმოების დაწყებაში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამას მოინდომებს თავისი მიზნებისთვისო.

კი არ მიჰყიდოს, არამედ _ მისცეს მსოფლიოს.

როცა ისინი ამბობენ, რომ რუსეთში პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, ჰკითხეს კი რამე გინზბურგს? მიმართეს მას? ითხოვეს რამე და არ მიუციათ? არა.

დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში მისი წარმოება (ღმერთმა ხელი მოუმართოთ!) უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე რუსეთში?! შეუძლიათ გვითხრან _ რა მისცეს, რა აჩვენეს მთელ მსოფლიოს ისეთი, რაც რუსეთს არ უჩვენებია?

მსგავსი არაფერი ყოფილა.

კიდევ რა პრეტენზია შეიძლება არსებობდეს?

ყველა პროცესი, რომელსაც მედიცინა მოითხოვს, დაცულია: გავლილია პირველი და მეორე ეტაპები. ახლა დაიწყება მესამე. ვაქცინის წარმოება არ დაიწყება, სანამ არ დამთავრდება კლინიკური გამოცდა.

ამაზე არ ლაპარაკობენ. მხოლოდ ამახინჯებენ ფაქტებს.

“ნიუ იორკ თაიმსს” მოჰყავს ვიღაც ასპირანტი და მას იმოწმებს, ასე თქვაო. ვინ არის იგი, რომ დაუპირისპირდეს გინზბურგს, როცა ელემენტარულ ფაქტებსაც არ იცნობს!

_ როცა რუსეთის მიერ შექმნილ ვაქცინაზე ლაპარაკობენ, ცდილობენ, ეს ფაქტი კოსმოსის ათვისებისთვის შეჯიბრებას მიამსგავსონ: ახლაც ეჭვი შეაქვთ რუსეთის უპირატესობაში?

_ არაფერი შეცვლილა: როგორ თუ რაღაცით დაჯაბნეს მოწინავე დასავლური მედიცინა!

როგორც მაშინ შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირთან შეჯიბრება თავისი ქვეყნის პრესტიჟისთვის ბრძოლად მიაჩნდა, ასევე მიაჩნდა საბჭოთა კავშირსაც, რუსეთიც ამ კუთხით უყურებს, მაგრამ რუსეთს ვაქცინა სჭირდება, უწინარეს ყოვლისა, თავისი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის. არავის, არასოდეს არაფერი, არც ერთი მართალი სიტყვა არ დაუწერია იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა და როგორ დაძლია კორონავირუსი რუსეთმა; იმის შესახებაც, რომ რუსეთში თითქმის 32 მილიონი ადამიანი იყო ტესტირებული, ყოველი მეოთხე, თუ ყოველი მეხუთე, _ არაფერი უთქვამთ. რამდენი საავადმყოფო ააშენეს, რამდენი ადგილით _ ესეც ყურადღებიდან გამორჩათ?!

რატომ ხდება ასე?!

შეიძლება მიიწვიონ ვიღაც სკანდალისტი ოკულისტი ქალი, რომელმაც მხოლოდ ის იცის, რომ ირბინოს და მოაწყოს პროვოკაციები. მისი ყოველი მეორე განცხადება სიცრუეა. ამის ჩვენება არ ეზარებათ. თანაც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ჩარჩოებში სამმა ექიმმა თავი მოიკლა.

ამას აკეთებენ. საქმის არსზე არაფერს ამბობენ.

რუსეთში 19 ვაქცინაზე მუშაობენ. ხუთმა უკეთეს შედეგს მიაღწია. მათგანსპუტნიკ-5” საუკეთესო და გამოსაყენებლად ყველაზე კარგი აღმოჩნდა.

ვინმეს ამაზე ხმა ამოუღია?

არა! რა საჭიროა.

ისრაელის ერთი ყოფილი დეპუტატი, რუსეთის საქმეებისდიდი სპეციალისტიამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია, ეს ვაქცინა ბანაკებში მყოფ პატიმრებზე გამოსცადონო. ასეთია დღევანდელი დონე! რუსეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ინგლისელი ფანები ფეხბურთის რუსმა მოყვარულებმა რომ სცემეს, იმავე ყოფილმა დეპუტატმა ამ უკანასკნელებზე თქვა _ ესენი გრუ (მთავარი სადაზვერვო სამმართველოს) აგენტები იყვნენოამ ტვინის პატრონი დღეს აცხადებს, რომ სავსებით დასაშვებია, ვაქცინა ბანაკებში გამოეცადათო.

რა სიმდაბლემდე შეიძლება დაეცე! ან _ ზის ისრაელელი ჟურნალისტი გოგო, რომელსაც ამ ცხოვრების არაფერი გაეგება და შეიცხადებს _ “უყურე შენ!” ამ ყველაფერს ისრაელელი რადიომსმენელები უგდებენ ყურს, ისინი, ვისი შემეცნების დონეც ისეთივეა, როგორიც ამერიკელების, ცრუმორწმუნეობის დონე _ ამერიკელებზე უარესი. ისეთი ცრურწმენები რუსეთის მიმართ, როგორიც არის ისრაელში ან აშშში, მეფისდროინდელ რუსეთში ყველაზე უფრო ხეპრემუჟიკსაცკი არ ჰქონია ებრაელების მიმართ. ჩვენ ვაჯობეთ, უფრო შორს გადავაფურთხეთ!

აი, ამ დონეზე მიმდინარეობს განხილვა და ერთ სიტყვასაც არ ამბობენ საქმის არსზე. ხოლო რაც ითქვა, მას კავშირი არ აქვს სიმართლესთან. ანუ რუსებს არ დაურღვევიათ არც ვაქცინის შექმნის, არც მისი გამოყენების სქემა. ამაზე არავინ საუბრობს. ყველა ჩაციკლულია იმაზე, რომ, რადგან პუტინის ქალიშვილმა აიცრა “სპუტნიკ-5”, პრეზიდენტმაც ამიტომ მისცა უპირატესობა ამ ვაქცინას.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი ვაქცინის ფასი ათ დოლარამდე იქნება. ამერიკის მთავრობა კი სხვადასხვა ფირმასთან დადებულ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვაქცინები მათთან 15-დან 20 დოლარამდე ეღირება. ეგებ ყველაფრის თავიდათავი ფულია?

_ რუსეთში ეს საკითხი არ განიხილება, როგორც გამდიდრების საშუალება. ამერიკის ფარმაცევტიკაში _ პირიქითაა: ამაზე იდგა და დგას. ფასების გაბერვამ შტატებში ყველა დასაშვები ზღვარი გადალახა ასჯერ და უფრო მეტად. ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ კონგრესი და სენატი არ ჩაერია. არა მგონია, რომ რუსეთის ფარმაცევტიკა ამაში გამდიდრების საშუალებას ხედავდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here