Home რუბრიკები პოლიტიკა როდის არიან ეს ადამიანები გულწრფელი?

როდის არიან ეს ადამიანები გულწრფელი?

2990
როდის არიან ეს ადამიანები გულწრფელი?

შობისა და აღდგომის ღამეს ასეა _ სამებაში, წინა რიგებში, პრაქტიკულად, არ არის დასადგომი ადგილი, რადგან ამ დღეებში ღმერთი ხელისუფლების პირველ პირებსაც ახსენდებათ და ტელეკამერების წინ აუცილებლად უნდა გამოჩდნენ. თანაც ხელში კელაპტარი უნდა ეკავოთ და შთაგონებული სახეები ჰქონდეთ. ამ ყველაფერს ტელევიზიები იღებენ და ხომ უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მორწმუნენი არიან

17 მაისს საქართველოს ეკლესია ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. პარალელურად კი ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის აღიარებული. ალბათ, ქართული პარადოქსია ისიც, რომ ტელევიზიები ამ დღეს აშუქებენ ათამდე ლგბტ თემის წარმომადგენელ აქტივისტს, რომლებიც პლაკატების გაშლას ცდილობენ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და არ აჩვენებენ იმას, როგორ მიდის ასიათასობით მორწმუნე მსვლელობითა და ლოცვით სამების ტაძრისკენ.

მსვლელობა წელსაც დაგეგმილია და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასიათასობით ადამიანი კვლავ დაიძრება ეკლესიისკენ, რათა ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნოს. მსვლელობის ორგანიზატორებმა ისიც დააანონსეს, რომ სამების ეკლესიის ეზოში მსვლელობის დასრულების შემდეგ მრევლისთვის კონცერტიც გაიმართება და კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი “შვიდკაცა”, ანსამბლი ალილო, მომღერლები: თამრიკო ჭოხონელიძე, ნინო ქათამაძე, აჩიკო ნიჯარაძე და სხვები მიიღებდნენ, ანუ გაიმართებოდა კარგი ქართული საღამო ქართული სიმღერებით და მრევლი მათ მოუსმენდა…

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კონცერტში მონაწილეობასალილომიიღებს, “შვიდკაცასადა აჩიკო ნიჟარაძეს კონცერტები ჰქონიათ დაგეგმილი, დანარჩენებმა უარი თქვეს, აქაოდა, ლგბტ თემის წარმომადგენლებს ეწყინებათო. ჰო, ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც უარი თქვეს ადამიანებმა, რომლებიც რწმენაზე თავს დებენ და სატელევიზიო შოუებში პატრიარქს ეთაყვანებიან, რომლის ინიციატივითაც დაწესდა ეს დღე და რომელიც 17 მაისს სამებაში აუცილებლად იქადაგებს.

“კონცერტში მონაწილეობას დავთანხმდი. ვაღიარებ გულწრფელად იმას, რომ, როგორც კი ოჯახზე და მის სიწმინდეზე წავიდა ლაპარაკი (ოჯახების მონაწილეობით გვინდა კონცერტიო), მაშინვე თანხმობა მივეცი. ეს იყო 20-25 დღის წინათ. შესახსენებლად ხომ დამიკავშირდებით-მეთქი, _ ვკითხე. კი, ბატონო, აუცილებლად შეგახსენებთო, მაგრამ ბოლო ორი დღეა, 17 მაისზე მძაფრი ლაპარაკი წავიდა და უარი ვთქვი კონცერტში მონაწილეობაზე. ეს დღე ჩემთვის პირდაპირი მინიშნებაა დაპირისპირებისა. მინდა, ბოდიში მოვუხადო საპატრიარქოს. პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ დაპირებას არ ვასრულებ. ბოდიშს ვიხდი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პირობა დავარღვიე, მაგრამ დავარღვიე იმის გამო, რომ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს ზოგადად დაპირისპირების მიმართ. ქვეყანაში დაპირისპირებებით საშიში მდგომარეობა შეიქმნა. უნდათ დახატონ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. არ არის ასე. უკვე დიდი ხანია, ზიზღის ენით ვსაუბრობთ. მეგონა, შენელდებოდა, მაგრამ უფრო მეტად გამძაფრდა. აქედან გამომდინარე, დაპირისპირებების კიდევ ერთი გამძაფრება სწორად ნამდვილად არ მიმაჩნია. კიდევ ერთხელ ვამბობ: ცოტა გვიან დავფიქრდი, რომ ეს ის 17 მაისია, რომელიც დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. ჩემი უარით ვაპროტესტებ დაპირისპირებას. ჩემთვის ყოველი დღე _ 17 მაისიდან მეორე წლის 17-მდე წმინდაა. მე პატრიარქს ყოველთვის მხარში ვუდგავარ ჩემი ოჯახით. ამას ხედავს საზოგადოება. მომეცით საშუალება, რომ უწმინდესს მოვუბოდიშო. ბევრი რამის თქმა მინდა უწმინდესისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა. მან ყოველთვის იცის, რა დროც უნდა იყოს, მისი სახელით როდესაც მირეკავენ, მთელი ჩემი ოჯახით ფეხზე ვდგავარ. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იქნება, როდესაც მე ბოდიშს მოვუხდი უწმინდესს დანაპირების შეუსრულებლობისთვის”, _ ეს განცხადება თამრიკო ჭოხონელიძემ გააკეთა და ის სრულად ერთადერთი მიზეზის გამო შემოგთავაზეთ _ იცოდეთ, რას ფიქრობს მომღერალი, რომელიც მუდამ ამტკიცებდა, რომ მისთვის პატრიარქი ყველაზე დიდი ავტორიტეტია.

სინამდვილეში კი ქალბატონმა თამრიკომ ვერ გაბედა, ემღერა _ ლგბტ თემის მხარდამჭერთა რეაქციის შეეშინდა; შეეშინდა იმ არასამთავრობოების, რომლებიც მათ პროპაგანდას ეწევიან და არ გარისკა. არც ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ გარისკა, ხმამაღლა ეთქვა: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა და ამ დღეს ხალხის გვერდით ვიქნებიო. საინტერესოა, როდის არიან გულწრფელები პოლიტიკოსები თუ მომღერლები _ მაშინ, როცა სხვა დღესასწაულებზე დიდი სანთლებითა და ნათელი სახეებით ეკლესიაში წინა რიგს იკავებენ და ლოცულობენ, თუ მაშინ, როცა ოჯახის სიწმინდის დღეს ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ლგბტ თემის რამდენიმე ათეულ წარმომადგენელს არ ეწყინოს? რატომ არის, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია ვერ ბედავს იმ არასამთავრობოებისა თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას, რომელსაც საზოგადოების 98% ემიჯნება? რატომ ხდება ისე, რომ მომღერლები ვერ ბედავენ, ოჯახის სიწმინდის დღეს ეკლესიის ეზოში იმღერონ? რისი და ვისი ეშინიათ? თუ მათთვის მისაღებია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, რომლებზეც ასახულია ლგბტ თემის წარმომადგენლები როგორ აგრესიულად ლანძღავენ ერსა და ბერს, ფეხს აბიჯებენ ბიბლიას, დასცინიან რწმენას და ამის გამო არავინ ისჯება?! სამაგიეროდ, საკმარისია, ვინმემ მცირე აგრესია მაინც გამოხატოს ლგბტ თემის რომელიმე წარმომადგენლის მიმართ და მაშინვე კრიტიკის ობიექტი ხდება, რაც მთავარია, ამ კრიტიკას პოლიტელიტაც უერთდება. ის პოლიტელიტა, რომელიც დღესასწაულებზე წინა რიგებში დგას და თავისი სიგრძის სანთელი უჭირავს ხელში. საინტერესოა, როდის არიან ეს ადამიანები გულწრფელი? მაშინ, როცა სურთ, რომ ხალხმა მათი რწმენის იწამოს, თუ მაშინ, როცა იმავე რწმენის ადამიანებს საქციელს უწუნებენ და ეკლესიის მიერ დადგენილ დღეს შიშით ვერ აღნიშნავენ?

ბოლო პერიოდში მუსლიმანური ქვეყნებიდან საქართველოში ლგბტ თემის არაერთი წარმომადგენელი ჩამოვიდა და აქ თავშესაფარს ითხოვს. ეს იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში აღნიშნული ქმედება სიკვდილით ისჯება. ასე იქცა საქართველო სამოთხედ ლგბტ თემის წარმომადგენელთათვის და უკვე იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სახელები ვერ ბედავენ, მხარი დაუჭირონ ერსა და ბერს; ვერ ბედავენ, იმღერონ და მერე სატელევიზიო შოუებში წუწუნებენ, შოუბიზნესი მკვდარია საქართველოში, ხალხი კონცერტებზე არ დადისო. აგვიხსნას ქალბატონმა თამრიკომ, ქალბატონმა ნატომ და ქალბატონმა ნინომ, აგვიხსნას “შვიდკაცამ”, რატომ უნდა მივიდეთ მათ კონცერტზე? იმისთვის, რომ სცენაზე შესრულებული საგალობელი მოვისმინოთ? ამ საგალობლის მოსმენა სწორედ 17 მაისს გვსურს, ეკლესიის ეზოში და, თუ თქვენ არ გინდათ, მაშინ არც ჩვენ გვინდა სხვა დღეს და სხვა დროს ამის გაკეთება. ფარისევლობის სუნი ასდის ამ ყველაფერს და ეს საქმით მტკიცდება. ასე გვგონია, ლგბტ თემის წარმომადგენლები რომ გამოვიდნენ და თქვან, დავითგარეჯა ჩვენი არ არისო, წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, რადგან მათ არ ეწყინოთ, რადგან ევროპისა და ამერიკის თვალში ჰომოფობები არ გამოვჩნდეთ და ადამიანთა მცირე ჯგუფი მთელ ერს რომ ატერორებს, რომ აბულინგებს, ამაზე ხმას არ ვიღებთ. ცნობისათვის: რუსულ არმიაში ლგბტ თემის წარმომადგენლები არ მიჰყავთ და ამის თაობაზე ერთერთმა რუსმა პოლიტიკოსმა იხუმრა: კაცი, რომელიც საკუთარ სხეულს ვერ იცავს, სამშობლოსაც ვერ დაიცავსო. ამ ხუმრობაში სიმართლის უდიდესი მარცვალია.

ჩვენ კი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვცდილობთ, თავზე ხელი გადავუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ერს ებრძვიან, რომლებიც ღიად, სოციალურ ქსელებში ამბობენ, რომ ქართველი ერი უნდა გაწყდეს, რადგან ბნელია და ვერ იტანს, ვერ ახერხებს ლგბტ თემის წარმომადგენელთა გაგებას, მათთვის თავზე ხელის გადასმას. ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს და ირჩევს საკუთარ აწმყოსა თუ მომავალს, საკუთარი ცხოვრების წესს, მაგრამ ამის საჯარო პროპაგანდა დანაშაულად ცხადდება. თურმე დანაშაულია ის, რომ გამოდიხარ ქუჩაში, შვილებთან ერთად ეროვნულ სამოსში მიაბიჯებ ეკლესიისკენ, მაგრამ არ არის დანაშაული კაცების კაბით სირბილი, კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის ქუჩაში ხვევნა-კოცნა და მერე რა, რომ ამას იმ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ბავშვი უყურებს, ვერ ხვდება მომხდარს და ახსნას მშობელს სთხოვს. დანაშაული ყოფილა ის, რომ ასი კაცის წინააღმდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი იმაღლებს ხმას და იმ ას კაცს ყველაფრის უფლება აქვს. ასე არ ხდება, ბატონებო, ასე არ მოხდება და კარგად გაერკვიეთ, სანამ სადღესასწაულო დღეებში ეკლესიაში, წინა რიგებში, თქვენ სიგრძე სანთელს დაანთებთ და შეეცდებით იმის მტკიცებას, რომ მორწმუნეები ხართ. კიდევ გეუბნებით: ფარისევლობის სუნი უდის ამ ყველაფერს და, თუ ეს ასე არ არის, გამოხატეთ თქვენი პოზიცია საჯაროდ, გამოდით 17 მაისს ხალხთან ერთად, ოჯახებით გამოდით და თქვით, რომ ოჯახის სიწმინდეს ემხრობით, რომ მშობლებს პატივს სცემთ და დაგიჯერებთ.

ვერ მოიგებდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები დიდგორს, ვერა!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here