Home რუბრიკები პოლიტიკა როდემდე უნდა გვეხვეწოთ, რომ კიდევ ერთხელ მოგცეთ ხმა? მეუფე ყანდურებს მაინც მიხედეთ,...

როდემდე უნდა გვეხვეწოთ, რომ კიდევ ერთხელ მოგცეთ ხმა? მეუფე ყანდურებს მაინც მიხედეთ, თუ მეტის თავი არ გაქვთ!

273

ჩემი ბოლოავი მუსაიფისპოსტკრიპტუმში მკითხველს პირობა მივეცი, რომ მორიგი წერილის მთავარი თემა .. შემოქმედებითი ინტელიგენცია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იქნებოდა. “შემოქმედებითი ინტელიგენციისა და იმ მეუფე ყანდურებისთვის მოვიცლი, რომლებიც მიშას გათავისუფლებას მოითხოვენ”, _ ამ ფრაზით მთავრდება გაზეთის 37- ნომერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით: “ყველაფერი შენი ბრალია, ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ”.

წერილის სათაურის მთავარი პერსონაჟი ბიძინა ივანიშვილი რომ არის, ამის მიხვედრას, აბა, რა დიდი ჭკუა სჭირდება, მაგრამ წინამდებარე წერილში იმის ხაზგასმაც მინდა, რომ მართალია, ყველაფერი ბიძინას ბრალია, მაგრამ ის “ყველაფერში დამნაშავის” საპატიო ტიტულს ვერ მოიპოვებდა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის უპირობო მხარდაჭერისა და საქართველოს დედაეკლესიაში სხვადასხვა პერიოდში ჩანერგილი ე.წ. გავლენის აგენტების, მეუფე ყანდურების, “კურთხევის” გარეშე. ასე რომ, ბატონი ბიძინა იმით მინდა ვანუგეშო, რომ დაშვებულ შეცდომებსა თუ ჩადენლ დანაშაულებში იგი მარტო არ არის, თავიანთი წილი პასუხისმგებლობისა საქართველოს .. შემოქმედებითი ინტელიგენციის უმრავლესობასა და მეუფე ყანდურებსაც ეკუთვნით. “მეუფე ყანდური” _ ეს ტერმინი პირველად მე გამოვიყენე ქართულ ჟურნალისტიკაში 9 წლის წინათ, 2012 წლის 19 სექტემბერს, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით მეუფე ყანდური”, რომელსაც ასეთი ქვესათაური ჰქონდა: გიგლა ბერბიჭაშვილმა ილია ჭავჭავაძეს ტყვია დაახალა, ხოლომეუფე ყანდური” (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) ილია მეორეს უთხრის ორმოს”. ვისაც სურვილი გაუჩნდება, ამ სტატიას ადვილად იპოვის “დალოცვილ” ინტერნეტში. ახლა კი აღნიშნული მასალიდან მხოლოდ რამდენიმე “უმნიშვნელო” ფაქტს გავიხსენებ იმ მკითხველის საყურადღებოდ, რომელიც ინტერნეტში “ქექვას” არ აპირებს.

პირველი და უმთავრესი _ მეუფე ყანდური და თქვენი მონამორჩილი ბავშვობაში კლასელები ვიყავით და ამიტომ კარგად ვიცი, რას ვწერ და ვისზე. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, სახარე ხბოს სასკორეზე ეტყობაო, “სახელოვან, საამაყო გვარიშვილს” თვალებში (კოჭებშიც) ეტყობოდა, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. თუმცა, რა შუაშია თვალები, ბერბიჭაშვილები ადამის მოდგმის იმ მცირერიცხოვან კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც, მუდამ თავდახრილთ, რომ იტყვიან, “თვალი თვალში ვერავისთვის გაუყრიათ” და თვალებში ვინ რას შეატყობდა?! მოკლედ, თვალებით იყო თუ სასკორეთი, გურამ ბერბიჭაშვილმა საეკლესიო იერარქიაში პატრიარქის შემდეგ უმაღლეს საფეხურს მიაღწია და, აჰა, ბატონო, ნაცების ყურმოჭრილი მონა, მეუფე გრიგოლი (წაიკითხე, ყანდური), ერთ-ერთი პირველია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციაზე ხელმომწერ მეუფე ყანდურთა შორის. ამ პასაჟის ბოლოს ცოტა წატრაბახების უფლებას მივცემ თავს: მოხარული ვარ, რომ ჩემ მიერ ნათქვამი “მეუფე ყანდური” ისეთი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ 9 წლის შემდეგაც ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი მეუფე ყანდური ყველა ცრუ სასულიერო დაბალ-მაღალი იერარქის სინონიმია. ამ “სახელს”, რომელიც (ყალბი თავმდაბლობის გარეშე) ქართულ მედიაში თქვენი მონა-მორჩილის დამკვიდრებულია, ხშირად იყენებენ პრესასა თუ ტელევიზიებში პირველწყაროს მინიშნება-მითითების გარეშე, მაგრამ საავტორო უფლების დარღვევის გამო სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებ. თუმცა,რა დროს ხუმრობაა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი სავსეა მეუფე ყანდურებით, რომლებიც ძირს უთხრიან არა მხოლოდ პატრიარქს, არამედ ახლა მის თანამოსაყდრე მეუფე შიოსაც და საქართველოს დედაეკლესიას, რომელიც მის გარშემო გავრცელებული ათასი ჭორ-მართლისა, გნებავთ, ატეხილი ე.წ.საინფორმაციო ომისა, ერთადერთი მებრძოლი ინსტიტუტია ყოველივე ქათულის, ზნეობის, ტრადიციების, საზოგადოებრივი მორალის, ბოლოს და ბოლოს, ელემენტარული ადამიანობის შესანარჩუნებლად…

მეუფეები მელქისედეკი და ნიკოლოზი

სწორედ ამის გამო მიიტანეს მეუფე ყანდურებმა ტელეშეტევა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოზე. ტელეკომპანია “მთავარის” თოქშოუ “მთავარ აქცენტებში” ამ თემის სიუჟეტის “თეოლოგად” ცნობილი “ქათამი” ნიკა გვარამია მოგვევლინა. გვარამიამ სააკაშვილის ადვოკატობა იკისრა და, ალბათ, იმიტომ, რომ ახალ “თანამდებობას” მისი ცნობილი “შარვალ-ფოხანი” აშკარად არ შეესაბამებოდა, ვიღაცის რჩევით, ეს აშკარად ლგბტ-პედერასტული სამოსი დროებით “ნაფტალინში” შეინახა და მეუფე შიოს მიერ სახარების ინტერპრეტაციასა და ეგზარქოსსზე სჯა-ბაასში ისე არ გამოიყურებოდა, ნორმალურ ადამიანს მისი უმიზეზოდ ცემა მოგდომებოდა… 1986 წლის 24 მაისს თბილისის სემინარიის იმჟამინდელი რექტორი პავლე ჩუდედცკი ამავე სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით აკუწა. სემინარიის რექტორის დაკრძალვაზე ქართველთმოძულე ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა, რაც პირადად მისთვის გაგზავნილ წერილში გააპროტესტა დიმიტრი ყიფიანმა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია _ დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და გაურკვეველ ვითარებაში ვერაგულად მოკლეს (მეფის ოხრანკამ თუ სოცდეკებმა). იმხანად ქართველი საზოგადოების აზრი ლაღიაშვილის მხარეს იყოო, _ “ამერიკა აღმოაჩინა” გვარამიამ და შენც რუსეთის მიერ დანიშნული ეგზარქოსი ხარო, ჰკადრა ამ “ქათამმა” საქართველოს ეკლესიის სინოდში მეუფე ყანდურებით ალყაშემორტყმულ მეუფე შიოს. ის კი არ გაიხსენა მეუფე ყანდურთა ამხანაგმა ნიკა გვარამიამ, რა წერილი მისწერა დიდმა ილიამ ზემოთ მოთხრობილი ამბებიდან 10 წლის შემდეგ თბილისის სემინარიის იმჟამინდელ რექტორს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

 “რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა ილია თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან. .. დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”.

“დიმიტრი იყო ჩვენი ხუროთმოძღვარი, ჩვენ კი _ მისი კალატოზები”, _ იტყვის დიდი ილია დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვაზე… ახლა კი ისეთ ამონარიდს გაგაცნობთ ნიკა გვარამიას იმღამინდელი “შემოქმედებიდან”, მეშინია, გული არ გაგისკდეთ, ყოველი შემთხვევისთვის ენის ქვეშ ვალიდოლი ამოიდეთ: ისტორიულ ჭრილში მიხეილ სააკაშვილი თუ უფრო მეტი არა, არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა ქვეყნის ისტორიისთვის, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი იყო!”

დავით მხეიძე

P.S. ჰოდა, იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობის “კრიმინალურ რეჟიმს თავის დროზე პასუხი არ აგებინეთ და მისი წევრები, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულები, ახლა ხელისუფლების სათავეში დაბრუნებითა და შურისძიებით გვემუქრებიან, “ქართულ ოცნებას” ვეკითხები: როდემდე უნდა გვეხვეწოთ, კიდევ ერთხელ მოგვეცით ხმაო? მეუფე ყანდურებს მაინც მიხედეთ, თუ მეტის თავი არ გაქვთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here