Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ ერევიან ვაშინგტონი და ფენერი მართლმადიდებელი ეკლესიების საქმეებში

როგორ ერევიან ვაშინგტონი და ფენერი მართლმადიდებელი ეკლესიების საქმეებში

ფენერს სურს, “მართლმადიდებლობის ვატიკანად” იქცეს

196

დღეს საიდუმლო არავისთვის აღარ არის, რომ ფენერის (სტამბოლის ამ რაიონში მდებარეობს კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენცია) ქმედებების კოორდინატორი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის დროზე განაცხადა: “აშშ მეთაურობს ჩარევას ეკლესიის საქმეებში და დაუფარავად ცდილობს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩვასჩვენ გვესმის, რომ ქმედებებს კონსტანტინოპოლისა, რომელთა მანიპულაციაც პირდაპირ ვაშინგტონიდან ხდება, საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლობის იდეალებთან, იმ ტრადიციებთან, რომლებზეც დაფუძნებულია ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობები”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის, აგრეთვე, ეს სიტყვები: “ჩვენ, ყველამ, მშვენივრად ვიცით, როგორ იქმნებოდა უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არ არის კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეს, ინიციატივა _ ის ნაკარნახევია აშშ-დან, რასაც ამერიკელები მაინცდამაინც არც მალავენ. აშშის წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული რწმენის თავისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მის მანდატს: ხელს უშლიდა რწმენის თავისუფლებას და ადგილობრივ ეკლესიებს თავს ახვევდა ორგანიზაციულ პარამეტრებს (ბიუროკრატიული ენით), არღვევდა რუსი და უკრაინელი მართლმადიდებლების ერთიანობას, ასევე, არღვევდა ანტიოქიის ეკლესიის ერთიანობას, როცა ცდილობდა მისგან ლიბანელი მართლმადიდებლების გამოყოფას. ანალოგიური რამ ხდება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე”.

10 სექტემბერს სოჭში გამართულ ჟურნალისტთა ფორუმზე სერგეი ლავროვმა კვლავ წამოწია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ცხოვრებაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩარევის თემა:

“ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს “ხელებს უგრეხენ”, რათა მათ აღიარონ მეთაური მართლმადიდებელი ეკლესიისა უკრაინაში… ამ საკითხზე ბერძნული ეკლესია კომპრომისზე წავიდა თავის სინდისთან… იყო მცდელობა, დაეყოლიებინათ იერუსალიმის პატრიარქი და რუმინეთის, ბულგარეთისა და ალბანეთის ეკლესიების მეთაურები. ძალიან აქტიურად მუშაობენ და აღნიშნული მღვდელმსახურები ძლიერ წნეხში ჰყავთ მოქცეული. იქ, სადაც ერევა ფენერი, იწყება განხეთქილება, მტრობა. განხეთქილების შემომტანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტები იმას, რაც უკრაინაში ხდება “ჰიბრიდულ საეკლესიო ომს” უწოდებენ. რეგულარულად ქვეყნდება სიები იმ ადგილობრივი ეკლესიებისა, რომლებიც თითქოს მალე აღიარებენ უკრაინის “რასკოლნიკურ” მართლმადიდებელ ეკლესიას. ესენია რუმინეთისა და ბულგარეთის საპატრიარქოები, საქართველოსა და ალბანეთის ეკლესიები, მაგრამ დრო გადის და აღიარებაზე არაფერი ისმის.

საქართველოში „საეკლესიო მაიდანის“ მოწყობის მცდელობის უკან ფენერი დგას

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე უკომპრომისოდ უჭერს მხარს მიტროპოლიტ ონოფრესა და მისი ხელმძღვანელობით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. თეოფილე გამოდის მოწოდებით, გაგრძელდეს დიალოგი “ამანის ფორმატში”, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექსპანსიის საწინააღმდეგოდ შეიკრიბა; იმედოვნებს, რომ ამ ფორმატში მომდევნო შეხვედრა წლეულს გაიმართება.

არა მხოლოდ ვაშინგტონის, არამედ ბრიუსელის გამუდმებულ წნეხშია მოქცეული ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია. მისგან უკრაინისრასკოლნიკურიმართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას მოითხოვენ. უკვე გადასადგომად ემზადება ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, სლივენსკის მიტროპოლიტი  იოანიკი, რომელმაც 2019 წელს გამოსცა განკარგულება, რომლითაც აკრძალა უკრაინის მართლმადიდებელირასკოლნიკურიეკლესიის წევრების ევქარტია. გადადგომის ოფიციალური მიზეზი ჯანმთელობის მდგომარეობა და ხანდაზმულობაა. მიტროპოლიტის გადადგომამ შეიძლება შეცვალოს ძალთა თანაფარდობა უკრაინის მართლმადიდებელი “რასკოლნიკური” ეკლესიის აღიარების მომავალ კენჭისყრაზე.

ფენერი თავისი მეთოდების გამოყენებას არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ერიდება, რომელიც უარს ამბობს უკრაინელი “რასკოლნიკების” აღიარებაზე. საქართველოს ჭყონდიდის ეპარქიაში იყო “საეკლესიო მაიდანის” მცდელობა სალხინოს მონასტრის ხელში ჩაგდებით. ამ განხეთქილებას მეთაურობს ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი “რასკოლნიკური” ეკლესიის აღიარებას. ახლახან საქართველოში ატყდა სკანდალი სახელმწიფო უშიშროებიდან მონაცემების გაჟონვის გამო, რომელშიც არის ფაილები საერთო სახელწოდებით “კომპრომატები საპატრიარქოს წინააღმდეგ”. მწვავეა ვითარება კვიპროსის ეკლესიაშიც, რომლის არქიეპისკოპოსი ქსიზოსთომოსი მანამდე ამბობდა უარს უკრაინის მართლმადიდებელი “რასკოლნიკური” ეკლესიის აღიარებაზე, სანამ არ გამოუქვეყნეს კომპრომატი, რომ არქიეპისკოპოსი ე.წ. ოქროს პასპორტების გაცემაში მონაწილეობდა (ე.წ. ოქროს პასპორტები უკანონოდ გაიცემოდა იმ პირებზე, რომლებიც კვიპროსის მოქალაქეობის სანაცვლოდ ინვესტიციებს განახორციელებდნენ ქვეყანაში. _ ნ.კ.). კვიპროსზე სკანდალი გამოიწვია განზრახვამ, სასამართლოში გამოიძახონ მღვდელმსახურები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის მართლმადიდებელი “რასკოლნიკური” ეკლესიის აღიარებაზე. სასამართლო ემუქრება მორფუს მიტროპოლიტ ნეოფიტს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის სასტიკი წინააღმდეგია. ის ამბობს: “ვაქცინაცია მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მეთოდია სიკვდილითა და ახალგაზრდების სტერილიზაციის გზით”. ანალოგიური სცენარით _ იერარქების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყების დამუქრებით იძულებითი ვაქცინაციის მიმართ უარყოფითი პოზიციის გამო ვითარდება პროცესი ელადის ეკლესიაშიც.

მიტროპოლიტ ათანასეს „აღმოსავლეთის პაპიზმის“ გაკრიტიკების გამო კათედრა ჩამოართვეს

სიმშვიდე არ არის თვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშიც. იქ მნიშვნელობით მეორე, ჰალვიდონის კათედრაზე დანიშნეს მიტროპოლიტი ემანუილი (ადამაკისი), რომელიც პატრიარქ ბართლომეს მემკვიდრედ ითვლება. მანამდე “ანტიკანონიკური მოღვაწეობისა” და პატრიარქ ბართლომესა და სინოდის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის გამო აღნიშნული კათედრიდან დაითხოვეს მიტროპოლიტი ათანასე (პაპასი), რომელმაც თავს უფლება მისცა, გაეკრიტიკებინა ფენერის პოლიტიკა უკრაინაში, აგრეთვე, “აღმოსავლური პაპიზმი”. მიტროპოლიტ ათანასეს კათედრა ჩამოართვეს ფორმულირებით “მიეკუთვნება იმ იერარქებს, რომლებიც აღარ ემსახურებიან მსოფლიო მართლმადიდებლობის ტახტს”.

აღსანიშნავია, რომ ეს მცდელობები, აიძულონ ადგილობრივი ეკლესიები, აღიარონ უკრაინის მართლმადიდებელირასკოლნიკურიეკლესია, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე თითქმის არ მოქმედებს. უკრაინელი ხალხი უარყოფითად არის განწყობილიპატრიოტი ეკლესიისადმი”. “რასკოლნიკებისმიერ მიტაცებული ტაძრები თითქმის ცარიელია _ “ღვთის მსახურებასერთეულები ესწრებიან. ფენერის ინტრიგის ჩაფლავებას უკრაინის მართლმადიდებელი “რასკოლნიკური” ეკლესიის პროპაგანდისტებიც კი აღიარებენ: “ტომოსს უკრაინელთა დიდი ნაწილი არც კი ახსენებს”.

უკრაინის მართლმადიდებელი “რასკოლნიკური” ეკლესიის აღიარება-არაღიარება დღეს თვით ადგილობრივი ეკლესიებისთვის არის მნიშვნელოვანი _ ეს არის მაჩვენებელი მათი ერთგულებისა ქრისტეს ეკლესიისადმი, რომლის შეცვლასაც ცდილობს ფენერი _ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here