Home რუბრიკები საზოგადოება “რაც მოგივა დავითაო…”

“რაც მოგივა დავითაო…”

164
კოაბიტაციის დასაწყისი

ეს ანდაზა, საუკუნეებია, თაობიდან თაობას გადაეცემა. ამის მიუხედავად, ქართველებმა მაინც ვერ გავითავისეთ. ბედისწერაა, ალბათ, ისიც, რომ სხვა ქვეყნის სამსახურში გენიოსები და წარმატებულები ვართ, საკუთარ ქვეყანაში კი _ უჭკუოები და ხელმოცარულები. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის შემქმნელი ქართველი იყო, საკუთარ ქვეყანაში კიტერიტორიების დამკარგავები, მოქიშპეები, შურიანები და…. ოცდახუთსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ქვეყანაში ვერ ვისწავლეთ თანაცხოვრება, ვერ ჩამოვყალიბდით ერად. სიტყვაქართველივერ გახდა კრებსითობის სინონიმი. ცალცალკე ყველა ბრძენია, ერთად კიუმართავი, შეურიგებელი ბრბო?! არადა, მსოფლიო რენესანსის სათავეებთან ვიდექით _ დასტურივეფხისტყაოსანიდა მისი გენიალური ავტორია.

სირცხვილია დღევანდელი საქართველო. ხელისუფლებისთვის ბრძოლამ დაგვავიწყა მთავარი _ სამშობლო, განგების მიერ ბოძებული სამოთხისდარი სიკეთე. ასეთი სიმდიდრის პატრონები მსოფლიოს შარაგზებზე ხელგაწვდილი ვდგავართ და სხვისგან ველოდებით წყალობას. რა გვემართება? რამ დაგვაგლახავა, ვინ წაგვართვა სიბრძნე და გონი, ასეთი წარმატებით ვინ გვებრძვის?! გეტყვით, ბატონებო: უპირველეს ყოვლისა, საკუთარი “მე”, ყველა მცნებაზე მაღლა რომ დაგვიყენებია. ალბათ, ამიტომაც ვერ ვიყენებთ იმ სიკეთეს, რომელიც გვაქვს. მთავარ საქმედ ქართველებმაპოლიტიკოსობაგავიხადეთ, შედეგად კი მივიღეთ უკონტროლო, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული, ოფიციალურად რეგისტრირებული 200-მდე გაერთიანება, რომლებმაც პოლიტიკური სტატუსი მოიპოვეს და, აქედან გამომდინარე, ხელშეუხებლობაც. არავინ იცის მათი რაოდენობა, რა განათლება აქვთ, რა გაუკეთებიათ, რით არსებობენ, რა მიზნით გაერთიანდნენ და, საერთოდ, რას წარმოადგენენ. თვითონ კი კარგად იციან კონსტიტუციით მინიჭებული თავიანთი უკონტროლო უფლებები: რომ შეუძლიათ მიტინგების ჩატარება, გზების გადაკეტვა, სახელისუფლო ობიექტებთან კარვების გაშლა, ტერიტორიის წაბილწვა, ყველაფრის ლაპარაკი _ მათ შორის, ხელისუფლების დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებაც და ამისთვის მათ არავინ დასჯის! პირიქით, პოლიცია დაიცავს, მედიკოსები მობილიზებულნი იქნებიან და ა.შ.

ვინ მისცა მათ ამდენის უფლება? _ კონსტიტუციამ, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ყველაზე ძლიერი დოკუმენტია! და რა არის კონსტიტუცია? _ ადამიანების უფლებების დაცვა, რომელიც გულისხმობს: “ვისაც რა უნდა, ის აკეთოს და ილაპარაკოს”. ამ პრინციპების შესრულებას კი მკაცრად აკონტროლებენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო დონის პოლიტიკური გაერთიანებები, ევროსაბჭო და მისი სტრუქტურები. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი დემოკრატიისთვის მზად არ იყო და ვერ გაითავისა თუნდაც ის, რატომ უნდა უყვარდეს და სცემდეს პატივს გაუკუღმართებული ორიენტაციის ადამიანებს, რატომ უნდა მოითმინოს ქუჩების გადაკეტვადაბინძურება და კიდევ ბევრი რამ. არ მგონია, ვინმეს მოსწონებოდა ის უაზრო და სამარცხვინო კინკლაობა, რომელიც პარლამენტში მელიასა და კვირიკაშვილს შორის მოხდა და რომელსაც საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა. მოაზროვნე ქართველებო, საკუთარი თავის შეგვრცხვა, როდესაც ჩვენი პრემიერი გაბანძებული ვიხილეთ, რომელმაც მხოლოდ ის მოახერხა, რომ “კეთილები” მოუკითხა მელიას. უფრო სამარცხვინო კი ის იყო, რომ ქვეყნის პირველი პირის ირგვლივ მობორიალე მინისტრებს შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც პრემიერს დაიცავდა. გაგვაკვირვა იმანაც, რომ პროკურატურამ თვალი დახუჭა ამ ამაზრზენ და სამარცხვინო ფაქტზე. გათამამებულმა მელიამ (რომელიც საკმაოდ მოტივირებული და მტკიცე ხასიათისაა), როდესაც ხელისუფლების სისუსტე დაინახა, მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა: .. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან თავმოყრილ, კეტებითა და ქვებით შეიარაღებულ მასას წარუძღვა და პარლამენტსაც აიღებდა, რომ არა პოლიციელების სიმტკიცე. სამწუხაროდ, კანონის დამცველებს ხელისუფლებამ თავდადება იმითდაუფასა”, რომ არასამთავრობოების შიშით პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა (როგორი ყოჩაღი ხელისუფლება გვყავს!). საქმე აღიძრა მელიას წინააღმდეგაც, მაგრამ ეს უფრო “მობოდიშებას” ჰგავდა: პროკურატურიდან შინ ეწვივნენ და დიდი მოწიწებით ხელზე სამაჯური დაუმაგრეს, შემდეგ კი მორცხვი ღიმილით დატოვეს მისი სახლი. მელიამ უმნიშვნელო საჯარიმო თანხა გადაიხადა და დემონსტრაციულად დაიწყო პარლამენტის წინ სეირნობა, თან იმუქრებოდა: “გაბედონ და დამიჭირონო”.

შტურმი პარლამენტის შენობაზე
შტურმი პარლამენტის შენობაზე

ვერ გაბედეს. ბუზიც კი ვერ აუფრინეს! გათამამებულმა, ერთ-ერთ მიტინგზე ის სამაჯურიც მოისროლა და დააყოლა: ესენი ჩემი დამპატიმრებლები არ არიანო. სხვათა შორის, ზუსტად გათვალა _ ხელისუფლებიდან ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა. შეეშინდათ და იმიტომ. ვისი? _ არასამთავრობოების. ამ გაუგებრობისა და პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდა. არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა მივიდა. ზომიერი უპირატესობით “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა _ 90 პარლამენტარით. ოპოზიციამ კი, ჯამში, 60 დეპუტატის მანდატი მიიღო (რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში). ხალხი დამშვიდდა, ზოგიერთი გულწრფელად მიესალმა იმას, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია შევიდა, მოაზროვნე ქართველებში კი გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს პარლამენტი ვერ იქნებოდა წარმატებული… ამასობაში, ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ოპოზიცია მზაკვრულ, სამარცხვინო გეგმას ამზადებდა. ოპოზიციონერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ჩატარებული არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, რომ მათ “ხმები მოპარეს” და ამიტომ ისინი მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ და ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებენ. იმავე საღამოს გვარამიას ტელევიზიაში, შესაბამის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. იქიდან პარლამენტის წინ, აბობოქრებულ მასასთან გავიდნენ, სადაც მელიამ იტალიელი დუჩეს მსგავსად ხელი დასავლეთისკენ გაიშვირა და ხალხს მოუწოდა, ცესკოს ოფისის ბლოკირებისკენ. “იმ შენობიდან, არავინ უნდა გამოვიდეს და არავინ უნდა შევიდეს!” _ მრისხანედ ბრძანა მან. გაოცებული ქართველები კი ტელეეკრანზე ვადევნებდით თვალს, როგორ თარეშობდნენ მეამბოხეები საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე, ანგრევდნენ ღობეებს, ისროდნენ ქვებს, მუქარისშემცველ ლოზუნგებს და .. ხელისუფლებას გაუჭირდა ვითარებაში გარკვევა; ოპოზიციის მიერ თავის მართლების მდგომარეობაში ჩაყენებული, ამაოდ ეძებდა გამოსავალს. არცოცნებისწევრები და მომხრეები ჩანდნენ. სამთავრობო ტელევიზიის ეთერში, ძირითადად, ერთი და იგივე დეპუტატები გამოდიოდნენ. მათი გამოსვლები ზოგჯერ კორექტული, ზოგჯერ არგუმენტირებულიც იყო, მაგრამ ამან მათი ამომრჩევლები კიდევ უფრო გააბრაზა. “უნიათოები”, _ ამბობდნენ ადამიანები მათზე, არ მოსწონდათ ის შემრიგებლური პოზიცია, რომელიც აირჩია “ოცნებამ” და, ალბათ, მართლებიც იყვნენ. ბობოქარ ოპოზიციას კი მხარში არასამთავრობოები, ინტრიგებში გამობრძმედილი ჟურნალისტები, განაწყენებული მოქალაქეები, ფულზე გაყიდული მედროვეები და, საზოგადოების გასაკვირად, “ოცნებაზეგანაწყენებულიოცნებისტებიდაუდგნენ. თითქმის ყოველ საღამოს, ტელეეკრანებზე ჩნდებოდა სააკაშვილი, რომელიც თავისი ბუნდოვანი გამოსვლებით ოპოზიციონერებსაც კი აღიზიანებდა. ხალხმა დაივიწყა პანდემია, მთავრობის გადაწყვეტილებებს დემონსტრაციულად არღვევდნენ ოპოზიციონერებიც და ხელისუფლების მომხრეებიც. ქვეყანაში საშიში ვითარება შეიქმნა. ციხიდან მელია იმუქრებოდა, ციხის გარეთ _ მისი მომხრეები. რეალური საფრთხე _ პანდემია, ექიმების გარდა, თითქმის ყველამ მიივიწყა. ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ შეაშფოთა დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები და მოკავშირეები, ევროსაბჭო, რომლის პრეზიდენტი რამდენიმეჯერ ესტუმრა საქართველოს, შეხვდა დაპირისპირებულ მხარეებსდა რისთვის?! იმისთვის, რომ არჩეული დეპუტატები შესულიყვნენ პარლამენტში და შეესრულებინათ ის დავალება, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა. გაჯიუტებული ოპოზიცია მაინც თავისას გაიძახის: “ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!”, “პოლიტპატიმრების განთავისუფლება!”, “ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასჯა!”. ოპოზიციის ემისრები ეწვივნენ ევროკავშირს, იმიტომ, რომ იქ დაემტკიცებინათ თავიანთისიმართლე”. არ გამოუვიდათ. თუკი რამ სიბინძურე არსებობს, ყველაფერი დააბრალეს ივანიშვილს. მათმა ტელევიზიებმა ისეთი სამარცხვინო, მოგონილი სიუჟეტი გაუშვეს, რომ, მისი ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო მართალი, ცივილიზებული სამყარო საქართველოს საერთოდ გარიცხავდა თავისი რიგებიდან. საკითხავია: ნუთუ ასე გაგიწყდათ სინდისის ძარღვი ოპოზიციას, ნუთუ ასე დაგაბრმავათ ქვეყნის სიძულვილმა, რომ ჭკუიდან გადასულები მსოფლიოს საკუთარ ქვეყანას აძულებთ?! ვაი, სირცხვილო! ხელისუფლება კი ისევ მათხოვრის როლშია. ისევ უცხოელებს იხმობს საშველად, ისევ პარალიზებულია.

მელიამ სამაჯური მოისროლა
მელიამ სამაჯური მოისროლა

ყველაფერი 2012 წელს “ოცნების” ისტორიული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, როდესაც მისმა მესვეურებმა კოაბიტაცია და ქართველი ხალხის დაკვეთად “ნაცმოძრაობის” გადარჩენა გამოაცხადეს. ოცნებისხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში ისიც ვერ მოახერხა, რომ ევროკავშირისა და სხვა პარტნიორებისთვის მიეწოდებინა სიმართლე იმაზე, რაცნაცმოძრაობისმმართველობის პერიოდში ხდებოდა საქართველოში. მათ ისიც კი არ გააკეთეს, რომ გამჟღავნებულიყო სააკაშვილის მმართველობის ფაშისტური სტილი თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებს სცოდნოდათ არა მხოლოდ ის, რაც ციხეებში ხდებოდა, არამედ ის, რაც ციხის გარეთ იყო. მხოლოდ პირველი ტალღის დროს რეპრესირებული ადამიანების საქმეების შესწავლა იყო საკმარისი იმისთვის, რომ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მსოფლიოს შეეტყო ის, რაც ჩვენთან ხდებოდა და რა დაგვმართა “ნაცმოძრაობამ”.

ბატონო ბიძინა, ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ბატონები: მერაბ ადეიშვილი (ტრანსპორტის მინისტრი), აკაკი ჩხაიძე (საქართველოს რკინიგზის უფროსი), გია ჯოხთაბერიძე (ბიზნესმენიმეცენატი), ნაპოლეონ ქარქაშაძე (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი), კობა ნარჩემაშვილი (შს მინისტრი), სულხან მოლაშვილი (კონტროლის პალატის თავმჯდომარე), დავით მირცხულავა (ენერგეტიკის მინისტრი), ვლადიმერ კერესელიძე (მრეწველობის მინისტრი) და სხვები მართლა დამნაშავეები და ქვეყნის მტრები იყვნენ?! არა მგონია, ასეთი გულუბრყვილო იყოთ. ერთი მათგანის საქმე მაინც რომ გამოგეძიებიათ, მსოფლიოს დაარწმუნებდით, რომ საქართველოს ბანდიტები მართავდნენ. მე, ნაპოლეონ ქარქაშაძემ, თქვენი ხელისუფლების ხელში ძლივს მივაღწიე იმას, რომ პროკურატურას ჩემი განცხადება, უბრალოდ, მიეღო. ახალგაზრდა გამომძიებელი აღშფოთებული იყო იმ დანაშაულით, რომელიც ჩემი საქმის შესწავლისას გამოვლინდა. დაიწყო გამოძიება და, როდესაც ფინალს მივადექით, მოულოდნელად შეწყდა. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ხელს არ აძლევდათ სააკაშვილის ბანდის ლუსტრაცია.

სწორება შარლ მიშელის ბრძანებაზე
სწორება შარლ მიშელის ბრძანებაზე

ამას წინათ ბატონმა ვლადიმერ კერესელიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალში” დოკუმენტურად გაშიფრა ის სქემა, რომლითაც სააკაშვილმა, ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა მილიონები მიითვისეს. გვეგონა, რომ პროკურატურა ახლა მაინც “გაინძრეოდა”, მაგრამ ამაოდ. ვიღაცის ნებით (თუმცა, ყველამ ვიცით მისი ვინაობა) პროკურატურას ამის უფლება არ მისცეს. რატომ ხდება ეს, რატომ არის დაინტერესებული ხელისუფლება იმით, რომ არ გამჟღავნდეს საუკუნის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა? რატომ ელოლიავებით დამნაშავეებს? _ ეს ის კითხვებია, რომლებსაც აუცილებლად გაეცემა პასუხი, მაგრამ დაზარალებულთა დიდი ნაწილი ვეღარ გაიგებს…

ნაპოლეონ ქარქაშაძე

P.S. თითქოს პრობლემები აკლდა ქვეყანას, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით დაგვატყდა თავს არანაკლები უბედურება _ განხეთქილება სახელისუფლო გუნდში. მოაზროვნე ქართველებმა თავიდანვე ვიცით, რა საფრთხეს მოუტანდა ორხელისუფლებიანობა ქვეყანას: ერთი მხრივ, ახალგაზრდა, განათლებული, ენერგიული პრემიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირია; და, მეორე მხრივ, ასევე ახალგაზრდა, განათლებული, ენერგიული და ამბიციურიოცნებისპარტიის თავმჯდომარე, რომელსაც უზარმაზარი ძალაუფლება აქვს.

შედეგად მივიღეთ ის, რომ პრემიერს დაკომპლექტებული სამთავრობო გუნდი ჩააბარეს ისე, რომ მისთვის აზრიც არავის უკითხავს. ამ დროს ქვეყანაში უმართავი პროცესებია და ყოველივე ეს ულმობელი პანდემიის ფონზე. სიტუაციაზე კი უშუალო პასუხისმგებელი მთავრობაა.

როდესაც პრემიერი, ქვეყნის პირველი პირი, ხელისუფლების ლიდერი უეცრად ტოვებს გუნდს და წასვლის მიზეზსაც არ ასახელებს (ალბათ, მართებულად ფიქრობს, რომ საზოგადოებამ ყველაფერი იცის), ეს უკვე კოლაფსია. “ოცნებამ”, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს ხილულ მოწინააღმდეგეს, თავისი გუნდის ყოფილ ლიდერს ისეთი ბრძოლა გამოუცხადა, რომ ყველაფრის მომსწრე ქართველებიც კი გაგვაოცა. თუ ასეთი ძლიერები ხართ, რატომ დაიჩოქეთ ევროკავშირის და სხვა უცხოელი პარტნიორების წინაშე, რატომ დათანხმდით ძალაუფლების განაწილებას?! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამით ქვეყანას კიდევ უფრო მეტად აზარალებთ?! ნებსით თუ უნებლიეთ, რატომ უწყობთ ხელს ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას?! ნუთუ განსჯის უნარიც დაკარგეთ? რაც შეეხება გახარიას, თუ ის ხმების საჭირო რაოდენობას აიღებს, მაშინ ჩამოიშლებაოცნებაც”, “ნაცმოძრაობაცდა იქნებ საქართველოსაც ეშველოს

ეხ, დავითა, დავითა, რამდენი საუკუნეა, გვაფრთხილებენ ქართველებს იმაზე, რაც მოგვივა, მაგრამ ესმის ვინმეს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here