მთავარი საზოგადოება პოლიტიკური მინიატურები

პოლიტიკური მინიატურები

75
გააზიარეთ

საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კარნახით, მკითხველს განსასჯელად პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ.

განსახილველად გთავაზობთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს: როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 6 წელიწადში ერთხელ ავირჩიოთ. ასეთი პრაქტიკა ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს: პირველი _ მნიშვნელოვნად დავზოგავთ ფულად სახსრებს; მეორე _ უფრო მყარს გავხდით ქვეყნის ცხოვრებას; მესამე _ ხელისუფალთ ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად ხანგრძლივი მშვიდი გარემო ექნებათ და ა.შ. თქვენ რას იტყვით? გთხოვთ გამომეხმაუროთ!

* * *

ლამის 25 წელიწადია, დასავლეთი ნატოს ორგანიზაციაში გასაწევრებელ ასპირანტ ქვეყნად გვთვლის; 2-3-წლიანი ასპირანტურა ცნობილია, მაგრამ 25-წლიანი?! სასაცილოა ეს! როცა ბატონ დავით ზალკალიანს ვხედავ, როგორ ეტრფის და ეთაყვანება წყეულ ნატოს, ირონიულად მეღიმება, რადგან მას ეს ორგანიზაცია ლამაზი ქალწული ჰგონია ქართული სახელით ნატო. უნდა გავაწბილო ბატონი დავითი _ ის ამაოდ ოცნებობს, რადგან ნატოს დე იურე წევრად საქართველოს არასოდეს არ მიიღებენ. ნატოს დე ფაქტო წევრის ამპლუაში კი აშშ საქართველოს, დიდი ხანია, ხმარობს, ოღონდ ცალმხრივად.

* * *

“რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო” _ ეს შეგონება “ქართული ოცნების” პარტიაზეა ზედგამოჭრილი. რატომ? _ იმიტომ, რომ სააკაშვილი და მისი პარტია 2008 წლის სამხედრო ავანტიურისთვის და ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვისთვის არ გაასამართლა და სათანადოდ არ დასაჯა. მაგრამ რა ქნას “ქართულმა ოცნებამ”, თუ ცხინვალის ავანტიურისთვის სააკაშვილის გასამართლება დასავლეთმა კატეგორიულად აუკრძალა? აშშ-მა თავისი “ძაღლიშვილი” სააკაშვილი დაიცვა და დღემდე იცავს.

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here