Home რუბრიკები პოლიტიკა “ოცნების” შერჩენითი სამართალი და პოლიტიკური ბოღმების ვულკანი “ოპოზიციაში”

“ოცნების” შერჩენითი სამართალი და პოლიტიკური ბოღმების ვულკანი “ოპოზიციაში”

ნაცების შერჩევითი სამართალი ქოცების შერჩენითმა სამართალმა ჩაანაცვლა

2238
“ოცნების” შერჩენითი სამართალი და პოლიტიკური ბოღმების ვულკანი “ოპოზიციაში”

ქართველ კომიკურრკინის ლედისუკვე აშკარად დაეტყო ფქვილის საფანელი. თუ აქამდე ნინო ბურჯანაძეს მხოლოდ ბოღმა ეწერა სახეზე საჯარო გამოსვლებისას, ახლა ბოღმასთან ერთად ისეთი ტყუილებისა და სისულელეების ბუღს აყენებს გარშემო, ადამიანს მართლაც ეგონება, ცარიელ ტომარაში ჩარჩენილ ფქვილს ბერტყავსო.

არადა, გვახსოვს, 2007 წლის 7 ნოემბრის მომდევნო დღებში ქალბატონ ნინოს ამბიციურ-ამპარტავნულ-ამაყი გამომეტყველება, როცა მიხეილ სააკაშვილმა მას “ქართველი რკინის ლედი” უწოდა, რადგან ბურჯანაძემ 7 ნოემბრის სასტიკი და სრულიად უკანონო დარბევა “გააპრავა” და განაცხადა, _ “დღეს ქართული სახელმწიფო შედგა”-ო.

არ იფიქროთ, ეს სტატია მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს ეძღვნებოდეს, უბრალოდ, ეს ქალბატონი დღეს ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, როგორი უთავმოყვარეო და უპრინციპო შეიძლება იყოს ადამიანი და როგორ შეიძლება პირად ბოღმას ანაცვალოს იმიჯიც, ხალხის ნდობაც და ადამიანობაც.

დღევანდელ საქართველოში ასეთები, სამწუხაროდ, ბევრნი არიან და არც ის გეგონოთ, თითქოს მხოლოდ იმ ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის ქოლგის ქვეშ მდგომ პოლიტიკურ ლიდერებს ვგულისხმობდე. თვითონ ხელისუფლებაშიც, “ქართული ოცნების” რიგებშიც არა ერთი და ორია ისეთი, ვინც ზვიად გამსახურდიას პერიოდში სხვა რამეს გვიმტკიცებდა, ედუარდის პერიოდში _ სხვას, მიშას დროს _ სულ სხვას და ახლა, ბიძინას დროს კი, საერთოდ, სხვა ტალღაზეა გადართული. აღარაფერს ვიტყვი კომუნისტურ, საბჭოთა ეპოქაზე, რომელშიც, რომ ჰკითხოთ, თურმე ყველა კომუნისტებს ებრძოდა და ეომებოდა, ხოლო თვითონ ეს კომუნისტები ვინღა იყვნენ და სად იყვნენ, გაუგებარია.

საოცარი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ საკმაოდ ხმამაღლა საყვედურობდნენ მთავრობას და შერჩევით სამართალში ადანაშაულებდნენ მას, ახლა თავადვე არიან დაპატიმრებულ სისხლის სამართლის დამნაშავე პოლიტიკოსთა პირველი დამცველები.

გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე
გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე

მაგალითად, იგივე ნინო ბურჯანაძე, რომელიც თავის დროზე რიხიანად მოითხოვდა ნაციონალების ლამის მთელი “ლიდერშიფის” დაჭერას და, ალბათ, გაციმბირებასაც, დღეს გიგი უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს და ციხიდან მის გამოშვებას ითხოვს.

არგუმენტები მართლაც ტრაგიკომიკურია:

უგულავამ შეიძლება დააშავა კიდეც, მაგრამ, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად აქტიურია, აკეთებს ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს და მონაწილეობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში, როგორც ერთერთი გამორჩეული ფიგურა, მისი დაკავება არ შეიძლება, რადგან ეს უკვე პოლიტიკური დევნის ელფერს იძენს”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერებში.

ჰოი, საოცრებავ! თურმე, რაც გინდა დააშავე, რაც გინდა მოიპარე, რაც გინდა გააფუჭე, გამოდი მერე და პოლიტიკური განცხადებები აკეთე, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მიეტმასნე, გახდი “ლიდერი” და მორჩა! არავის შენი დაკავების უფლება აღარ აქვს, რადგან ეს პოლიტიკურ დევნად ჩაითვლება უკვე. აი ამაზე იტყვიან: “იგულავე, ოქრო, სხვა რა შეგრჩებაო!”

სხვათა შორის, სიტყვა “შერჩენაზე” გამახსენდა და მართლაც სათქმელია, რომ დღეს საქართველოში არა შერჩეითი სამართალი”, არამედ სწორედ შერჩეითი სამართალი არის გამეფებული.

პირდაპირ ვთქვათ: ბრალდება, თითქოს “ქართული ოცნება” აწარმოებს შერჩევით სამართალს _ ზოგს სჯის ჩადენილი დანაშაულებისთვის, ზოგს კი _ არა, ფაქტობრივად, არასწორია. სინამდვილეში, ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებულნი არიან იმით, ვის როგორ და რა შეარჩინონ და რამენაირად არ მოსთხოვონ პასუხინაციონალური მოძრაობისდამნაშავე ლიდერებს.

საპირისპირო არგუმენტად შეიძლება ვინმემ გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას გასამართლება და პატიმრობა მოიყვანოს, მაგრამ, ჯერ ერთი, ის სასჯელებიც კი, რომლებიც ამ მანიაკებმა მოიხადეს ან ახლა იხიდან, ისედაც შერჩენაა იმის ფონზე, რაც და რამდენიც დააშავეს.

და მთავარი _ ეს ის ხალხია, რომელიც უკვე აღარ შედიოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფეროში. ივანიშვილმა თავის დროზე ყველა მათგანს შესთავაზა “მიშას ბოროტი საქმეების მიტოვება და მასთან გადასვლა”, მაგრამ ვიცით, რომ ამაზე უარი მიიღო.

როგორც ჩანს, ამან ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა მაშინ, ხოლო მოგვიანებით, როდესაც უკვე მილიარდერი ხელისუფლების სათავეში მოექცა და ბობოლა ნაცებთან კოაბიტაციის პროცესი დაიწყო, მერაბიშვილუგულავაადეიშვილახალაიასთან მოლაპარაკებები უკვე ბიძინამ აღარ ისურვა ძველი ბოღმის გამო.

არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მერაბიშვილისგანაც, უგულავასგანაც, ადეიშვილისგანაც და ახალაიასგანაც ივანიშვილმა მიიღო მზადყოფნის სიგნალები თანამშრომლობაზე, მაგრამ თვითონ აღარ მოისურვა მათთან საუბარი და “ჭკუა ასწავლა” ურჩ ნაცებს. მორჩილი და მოსყიდული ნაცები კი, ხედავთ კიდეც, აქტიურად რომ არიან ჩაბმული პოლიტიკურ პროცესებში “ქართული ოცნების” მხარეს და ხშირად აქეთაც გვმოძღვრავენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, ომის მიზანშეუწონლობაზე და სხვ.

ეს _ რაც ხელისუფლებას შეეხება, თუმცა, უფრო მეტად გასაკვირია, რომ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც აქამდე “ოცნებას” ნაცების დანდობაში, მათთვის სამართლებრივად ბევრ რამეზე პასუხის არმოთხოვნასა და კოაბიტაციაში ედავებოდნენ, ახლა, ფაქტობრივად, გამოვიდნენ კოაბიტაციის დამცველნი.

გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი და კიდევ რამდენიმე მათგანი არიან ის ლიდერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ “ქართული ოცნების” ძირითადი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე კოაბიტაცია და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა დაუსჯელობა იყო… ახლა კი, გარდა იმისა, რომ თურმე მიშა სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ყველაზე მაგარი პოლიტიკოსია”, გიგი უგულავა პოლიტპატიმარია, ხოლო ვანო მერაბიშვილი _ გაუტეხელი გმირი.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც “აირია მონასტერი” და, თუკი აქამდე “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობდა ორმაგი სტანდარტებით, ანუ ყოფილი ნაცებიდან, ვინც მათ მიელაქუცებოდა, “სისტემის მსხვერპლი” იყო, ხოლო, ვინც კვლავ წინააღმდეგობის რეჟიმში რჩებოდა, დამნაშავედ ცხადდებოდა, ახლა ზუსტად იმავეს აკეთებს ე.წ. ოპოზიციაც.

ოღონდ მათთვის პირიქით არის _ ნაცები, რომლებიცოცნებასმიეკედლნენ, არიან დამნაშავეები და ისინი უნდა დაისაჯონ! ხოლო ნაცები, რომლებიც ამჯერადივანიშვილის რეჟიმსებრძვიან, კარგი ნაცები, პოლიტპატიმრები და გმირები გამოდიან!

ნუ დავუკარგავთ და, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საღად აფასებს ყოველივეს, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”. სამართლიანობისთვის აღვნიშნავ, რომ არის კიდევ ორიოდე სხვა პარტია, რომლებიც ნაცების მიმართ ანალოგიურ პოზიციებზე დგანან, მაგრამ ეს პარტიები სერიოზული ფინანსური ან ელექტორალური რესურსით არ გამოირჩევიან.

რაც შეეხება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, უნდა ითქვას, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი ჯიუტი კოაბიტაციით და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” (არ ვმიჯნავ “ევრონაცებს” და სხვებს ჩვეულებრივი ნაცებისგან და ერთად მოვიხსენიებ) თავისი სრულიად შტერული (თუ სულაც არაშტერული) ნაბიჯებით სწორედ “პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ იმუშავეს.

ყოველივე ეს უფრო ეფექტურად გამოჩნდა იმ ფონზე, როდესაც ნინო ბურჯანაძემ, შალვა ნათელაშვილმა, გუბაზ სანიკიძემ და სხვებმა საბოლოოდ და შეუქცევადად პოლიტიკურად დაიმარხეს თავი და, ვითომ “ოცნებაზე” კოაბიტაციის გამო განაწყენებულებმა, უცებ თავადვე მოითხოვეს ნაციონალების დამნაშავე ლიდერებისთვის ჩადენილი დანაშაულების შერჩენა.

ფაქტია: ნაცების შერჩევითი სამართალი ქოცების შერჩენითმა სამართალმა ჩაანაცვლა. საბოლოო ვერდიქტს კი, როგორც იტყვიან, თითქმის კარს მომდგარ საარჩევნო შემოდგომაზე მისი უდიდებულესობა ხალხი გამოიტანს.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. Гетанхмебит квелаферши хулоел хасос китхес
    Ромели мтавроба уфро мосацони арис халхиствисо
    Хасом упасуха
    Винц ико винц арис да винц мова
    Квелас моуткан дедао

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here