Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: იციან, რომ, თუ საქართველო მათ ვალებში არ იქნება ჩამხრჩვალი, ვერ...

ნანა კაკაბაძე: იციან, რომ, თუ საქართველო მათ ვალებში არ იქნება ჩამხრჩვალი, ვერ გვიბრძანებენ, როგორი სასამართლო გვქონდეს, ვის რამდენი პროცენტი დავუწეროთ არჩევნებზე, რა კანონები მივიღოთ და ა.შ.

მოძალადე ევროკავშირი და მსხვერპლად ქცეული საქართველო

207

საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის მორიგ მრავალმილიონიან სესხზე უარის თქმის გამო, რომელიც ქვეყნისთვის ეროვნულ ინტერესებთან შეუთავსებელ მთელ რიგ ვალდებულებებს გულისხმობდა, ლიბერალურ პოლიტიკურ სპექტრში ისტერიკული შფოთვა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 15 .. პროდასავლურიგეი პარტია და მათთან ერთად უცხოეთიდან დაფინანსებული მესამე სექტორიც მმართველ გუნდს ისევ და ისევ ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევაში, კრემლის ინტერესების მსახურებასა და ქვეყნისბნელ საბჭოთა წარსულშიდაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს, რომელიც თავისთავად არახალი ბრალდებაა. მეტიც, ბრალდებები ისმის თვითონ ევროკავშირის მხრიდანაც, რომლის ლიდერებიცოცნებასნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათ შორის, ისმის ბრალდებები იმის თაობაზეც, რომ, თურმე, “ოცნებამიზანმიმართულად ამწვავებს ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობებს, აძლიერებს ძალადობრივ ჯგუფებს და აქეზებს აგრესიას, თუმცა დასავლეთის ამ ბრალდებებსა და მუქარებზე პრემიერმა განაცხადა, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტარი არ არის, მისი უფროსი ქართველი ხალხია: “ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხიარ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

რატომ თქვა საქართველოს მთავრობამ უარი 75-მილიონიან სესხზე და რატომ აღმოჩნდა მმართველი გუნდის ეს პოზიცია გამაღიზიანებელი დასავლეთისთვის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, მთავრობის მიერ ევროკავშირისგან ფულის სესხებაზე და საგარეო ვალის კიდევ უფრო გაზრდაზე უარის თქმა ერთობ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, როგორც .. პროდასავლური ოპოზიციისთვის, ისე თვითონ დასავლეთისთვისაც. ისმის ბრალდებები, რომ, თურმე, ამით საქართველომ საბოლოოდ გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან, რომ მან უარი თქვაისტორიულ არჩევანზედა .. როგორ შეაფასებთ მთავრობის პოზიციას და იმ რეაქციებს, რომლებიც მას მოჰყვა დასავლეთიდან?

_ დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე კარგი, რაც კოვიდპანდემიით გამოწვეული უმძიმესი კრიზისისა და დაძაბულობის ფონზე ხდება ქვეყანაში, არის სრული ლუსტრაცია. მიმდინარეობს ერთგვარი გაშიფრვა და გაშიშვლება პოლიტიკური პროცესების, რომელთა შედეგადაც შუა მართლაც გაიკრიფა და ერთმნიშვნელოვნად დარჩა თეთრი და შავი. მნიშვნელოვანია ისიც და ეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ კიდევ ერთხელ მოხდა თვით პოლიტიკური კურსის, ორიენტირების ლუსტრაცია. ის, რომ, თურმე, ჩვენ ვართ პროდასავლურები, რომ დასავლეთი ჩვენი პარტნიორი და მეგობარია, რომ ევროკავშირი ისტორიული არჩევანია და .., აღმოჩნდა, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგი, რომლის მიღმაც არათუ ჩვენთვის სასიკეთო და საკეთილდღეო რამე არ არის, არამედ ჩვეულებრივი აფერაა. წარმოიდგინეთ, შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ უარი ვთქვით სესხზე. როგორ გავბედეთ ესე იგი, ეს უკვე აღარ არის არანაირი სესხი და დახმარება, ეს არის რაღაც სხვა…

_ რას გულისხმობთ?

_ სესხი და დახმარება მე ვიცი ნებაყოფლობითი _ ერთი მხარე სთხოვს, მეორე _ ეხმარება. შენ როდესაც მოდიხარ და მეუბნები, რომ გინდა-არ გინდა, აიღე ვალი და, თუ უარს ამბობ, ე.ი., ანტიდასავლურ კურსს ატარებო, ეს უკვე ყოველგვარი შეფარვისა და ქვეტექსტების გარეშე გამოხატული ღია პოლიტიკური ექსპანსიაა. შესაბამისად, ავტომატურად ჩნდება შეკითხვა _ რატომ უნდათ მათ ვალებში ჩამხრჩვალი საქართველო? რატომ უნდათ, რომ ჩვენი საგარეო ვალი, რომელიც ისედაც კატასტროფულ ნიშნულამდეა ასული, კიდევ უფრო გაიზარდოს?!

_ თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზანი?

_ მიზანიც და ყველაფერი გასაგებია _ მათ არ სურთ ისეთი საქართველო, რომლის პოლიტიკური, ეკონომიკური და, საერთოდ, რამენაირი დამოუკიდებლობის ხარისხი ცოტათი მაინც მაღალი იქნება. რატომ? _ ერთადერთი რამის გამო: მათ იციან, რომ, თუ საქართველო ვალებში არ იქნება ჩამხრჩვალი და წელში გაიმართება, ვერ გვიბრძანებენ, როგორი სასამართლო გვქონდეს, ვის რამდენი პროცენტი დავუწეროთ არჩევნებზე, რა კანონები მივიღოთ, ვინ დავიჭიროთ და გავასამართლოთ, ვის ვაგებინოთ პასუხიაი ეს არის, ანუ დამონებული, დაკაბალებული ქვეყანა უფრო იოლი გასაკონტროლებელი და გამოსაყენებელია. რაც შეეხება ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციას, რომელიც ასევე ძალიან შეაშფოთა და გააღიზიანა ხელისუფლების უარმა ვალის აღებაზე, ლუსტრაცია, რომელიც მე ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ამ კონტექსტში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, მათი სახელმწიფოებრივი აზროვნება რა პოსტულატებს ეფუძნება. მათი ამოსავალი წერტილი არის არა ის, რომ ქვეყანა, როგორც ყველა ნორმალური სახელმწიფო, რეალურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ესწრაფვოდეს, არამედ მათი მთავარი პოლიტიკური კრედოა, საქართველო იყოს დასავლეთის პოლიტიკური დანამატი. ესენი თავიანთი იდეითა თუ მრწამსით მოწოდებულნი არიან, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად მოექცეს დასავლეთის კოლონიურ მარწუხებში. მე ვიცი, რატომ არის ეს მდგომარეობა მათთვის ესოდენ მიმზიდველი….

_ რატომ?

_ გადავხედოთ ბოლო 10-11 წლის მოვლენების ქრონოლოგიას. შეიცვალა 2012 წელს ხელისუფლება და ყველა ელოდა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყებოდა, მაგრამ დასავლეთმა კბილებით დაიცვა “ნაციონალური მოძრაობა”, დაიწყო გახმაურებული საქმეების გამოძიება და გაჩნდა მოლოდინი, სააკაშვილს დაიჭერდნენ, მაგრამ უკრაინამ, ამერიკის კარნახით, მოქალაქეობა მისცა მას, რაც, პრაქტიკულად, პოლიტიკური თავშესაფარი იყო; შემდეგ მოაწყვეს შტურმი პარლამენტზე და სცადეს გადატრიალება, არაფერი, ჩვეულებრივად შერჩათ. პირიქით, ხელისუფლება იქით ჩააყენეს თავის მართლების რეჟიმში, რომ მისი მხრიდან ძალის გადამეტება არ ყოფილა… აი, ეს (და არა მხოლოდ) ცხადყოფს, რომ დასავლეთის იდეოლოგიური თუ პოლიტიკური დომინაცია აქ ნაცებისთვის სასათბურე პირობებია… რა თქმა უნდა, ნაცებისა და მათი განაყოფებისთვის შოკია დასავლეთის მონობიდან ქვეყნის გამოყვანა, ვინაიდან მათ იციან, რომ დასავლეთის მონობაში ყველაფერი გაუვათ, მათ შორის ძალადობაც, ქურდობაც, მკვლელობაც და .. ბოლოს და ბოლოს, გაუვიდათ ის, რომ ბიუჯეტის ქურდი უგულავა გარეთაა, ხოლო პარლამენტზე შტურმის მომწყობ მელიას პროკურატურა თვეობით ეხვეწებოდა, _ გადაიხადე გირაო, ციხიდან გამოდიო

_ მთავრობის პოზიციაზეც შეგეკითხებით. პრემიერმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფოკ კრამონის განცხადების პასუხად მედიასთან განაცხადა, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტარი არ არის, მისი უფროსი ქართველი ხალხია. ადრე ასეთ განცხადებას ვერც ღარიბაშვილისგან და ვერც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან ვერავინ გაიგონებდა. რა შეიცვალა, რატომ აქამდე ვერ ახერხებდა ხელისუფლება ამ ტონით საუბარს დასავლეთთან?

_ სიმართლე გითხრათ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთი ტონით თუ რიტორიკით საუბრის იდეა დამოუკიდებლად გაჩნდა პრემიერის ან სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის თავში. არ მაქვს, სამწუხაროდ, ასეთი დიდი წარმოდგენა მათზე. ეს, ალბათ, უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა და გადაწყდა იმიტომ, რომ ამის დრო დადგა. როგორც ჩანს, “ოცნებაშიმივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პირადად მათთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, დამღუპველია მკვდარი თევზივით დინების მიყოლა. მიხვდნენ, რომ ამით ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ კარგავენ სადავეებს და მზადდება ძალიან ცუდი, საშიში პროცესებიალბათ, ამიტომ გადაწყდა იქ, სადაც უნდა გადამწყდარიყო, ეს საკითხი, რომ დროა, ხელისუფლება ყველაფრის ამტანი, “დამჯერი ბავშვისმდგომარეობიდან გამოვიდეს და ბრჭყალები გამოაჩინოს. სხვათა შორის, ის, რომ ხელისუფლებას რაღაც უნდა შეეცვალა დასავლეთთან ურთიერთობაში და, უწინარესად, ეს სწორედ რიტორიკაში უნდა ასახულიყო, ყველაზე ნათლად, მე ვიტყოდი, საგანგაშოდ გამოჩნდა სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართ ევროკავშირის მოთხოვნებში. არაფერს ვამბობ შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რომელიც ხელისუფლების სათავეში “ნაცმოძრაობის” დაბრუნების გეგმა იყო და, მადლობა ღმერთს, ხელისუფლებამ დროულად დატოვა ეს შეთანხმება. რაც შეეხება ისევ ევროკავშირისგან დაძალებულ 75-მილიონიან სესხს და მასზე უარის თქმას, ზოგიერთი ვაიექსპერტი ამ დღეებში ბევრს საუბრობდა იმაზე, რომ თურმე ამით დიდი შეცდომა დავუშვით, რომ როგორ შეიძლებოდა, ევროკავშირის ასე განაწყენება და ა.შ. დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს ოდესმე ექნება საშუალება, ჰყავდეს საქართველოსა და ქართველ ხალხზე ორიენტირებული, პატრიოტული ხელისუფლება, ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაც გაცილებით მარტივად გამოჩნდება. ეს ერთი და მეორე _ დავინახავთ, რომ მართლაც შესაძლებელია, ქვეყანამ არათუ ვალების და ამ ვალების სანაცვლოდ აღებული უმძიმესი ვალდებულებების გარეშე იარსებოს, არამედ განვითარდეს და წინ წავიდეს

_ დღეს ხედავთ იმის წინაპირობებს, რომ ხელისუფლების სათავეში ასეთი ძალა მოვიდეს?

_ მწამს და მჯერა, რომ გარე ძალების გარდა, რომლებიც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე, არსებობს ზეციური ძალებიც, რომლებიც იმ გარე ძალებზე გაცილებით ძლიერი და სამართლიანია. აი, სწორედ ამ ძალების იმედი მაქვს, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, ჰყავდეს ღირსეული ხალხი სათავეში; და არა ისეთი სულგაყიდული, ნამუსგარეცხილი ხელისუფლება, როგორიც აქამდე არაერთი ვიხილეთ. ვიღაცას ამაზე შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე ამის მჯერა, თუმცა უფლის იმედად ყოფნა არ ნიშნავს გულხელდაკრეფილ ჯდომას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ უნდა დავანახვოთ ყველას ბრძოლითა და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით, რომ საქართველომ დაიმსახურა ნორმალური ხელისუფლება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

რედაქციისგან: “მზრუნველიევროპაამერიკის მიერ თავსმოხვეული კრედიტების მარტო პროცენტის გადასახდელად მხოლოდ გასულ წელს საქართველომ 700 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა საზღვარგარეთ. აი, ამ უთოფო ძარცვაგლეჯას ეძახიან დახმარებასჩვენი დასავლელი პარტნიორებიდა ჩვენს პოზიციაოპოზიციაში მოკალათებული მოღალატეები. ახლა მაინც ხვდები, ძვირფასო მკითხველო, რატომ ძვირდება ყოველდღიურად ყველაფერი და რატომ უარესდება ცხოვრება მუდმივად?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here