Home რუბრიკები პოლიტიკა მეორე მსოფლიო თუ დიდი სამამულო ომი?

მეორე მსოფლიო თუ დიდი სამამულო ომი?

3037
მეორე მსოფლიო თუ დიდი სამამულო ომი?

 მოვიდა კიდევ ერთი 9 მაისი, რიგით 75- მას შემდეგ, რაც დიდი სამეულის (აშშ, ინგლისი, სსრკ) სახელით ცნობილმა ანტიჰიტლერულმა კოალიციამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად კაცობრიობა იხსნა მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი მტრისგან _ გერმანული ფაშიზმისგან.

ეს გამარჯვება მსოფლიოს დაახლოებით 71 მილიონი ადამიანის (სსრკ-მა დაკარგა 28.8 მლნ ადამიანი, აშშ-მა _ 417 ათასი, დიდმა ბრიტანეთმა _ 380 ათასი) სიცოცხლის ფასად დაუჯდა და იქნებ, თუნდაც მხოლოდ ამ მარტივი არითმეტიკიდან გამომდინარე, შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის, დიდი სამეულის (უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, იოსებ სტალინი) გამარჯვების მთავარი აქტორი სსრკ (სტალინი) იყო.

“გენერალისიმუს სტალინის მთავარსარდლობით წითელმა არმიამ ლომის წილი რომ დაიდო, ეს ფაქტი საეჭვოდ არ გაუხდიათ არც თეირანსა თუ იალტაში დიდი სამეულის ისტორიულ შეხვედრებზე და არც მოგვიანებით _ ომის დამთავრებისა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რის დასტურადაც თუნდაც უინსტონ ჩერჩილის სიტყვაც კმარა, რომელიც მან, კომუნიზმის დაუძინებელმა მტერმა და “ცივი ომის” ავტორმა, 1959 წელს ლორდთა პალატის სხდომაზე წარმოთქვა: რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას დიდი განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი _ სტალინისტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. როცა ის იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ თითქოს ბრძანებაზე ვდგებოდით და, რა გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული…”

ახლა კი რას ვხედავთ? _ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ისტორიის უსინდისო გადაწერის მცდელობა. ამ პროცესმა განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიძინა დიდი მასშტაბი _ ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთის ქვეყნების სახელისუფლო სტრუქტურებში უმრავლესობას აგრესიული ნეოლიბერალები წარმოადგენენ და, აქედან გამომდინარე, მივიღეთ პარადოქსული სურათი _ დასავლეთის მოსახლეობის უმრავლესობას, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებზე აღიზარდა, მართავს უზნეო და უღმერთო სატანისტების უმცირესობა, რომლებიც ვიმეორებ, სახელისუფლო წრეებში, სამწუხაროდ, უმრავლესობაა და თავიანთი დაწერილი თუ დაუწერელი კანონების მიხედვით აცხოვრებენ ამა თუ იმ “დემოკრატიული” ქვეყნის საზოგადოებას. დემოკრატია ბრჭყალებში იმიტომ, რომ დარღვეულია დემოკრატიის მთავარი პოსტულატი _ უმრავლესობა უნდა მართავდეს ქვეყანას და არა პირიქით, რასაც მე, თქვენმა მონა-მორჩილმა, ნეოლიბერასტული დიქტატურა ვუწოდე. ამ დიქტატურის შედეგია ლგბტ სექტების არათუ ხელშეუხებლობა, არამედ წახალისება-წაქეზება; იუვენალური იუსტიცია, რომლის შიშით მამას შვილი ვერ დაუტუქსავს, რადგან ე.წ. ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით, მშობელს უფლება არ აქვს, შვილს ნარკოტიკის მოხმარება და პროსტიტუცია დაუშალოს, მსგავსი ქმედება თურმე ბავშვთა უფლებების შელახვა ყოფილა.

ერთი შეხედვით, თითქოს “კალამი გამექცა”, არა? სად ჩერჩილ-სტალინი, მეორე მსოფლიო ომი, ისტორიის გაყალბება და სად ნეოლიბერასტული დიქტატურა ან ლგბტ სექტები და ბავშვთა უფლებები? არა, კალამი არ გამქცევია, ძვირფასო მკითხველო, რადგან ზემოხსენებულ, რბილად რომ ვთქვათ, უზნეო პარადოქსებთან ერთად, ისტორიის გაყალბების სადავეებიც ნეოლიბერასტულ ევრო-ამერიკულ (ევროსაბჭო, ევროკავშირი, ნატო და ა.შ.) სახელისუფლო სტრუქტურებს უჭირავთ ხელში და, აბა, თუ ბიჭი ხარ, მიდი და ეჭიდავე. სწორედ ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ფაშიზმი და კომუნიზმი, ჰიტლერი და სტალინი ერთნაირი ბოროტება ყოფილა. რეზოლუცია, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ლიბერასტული ევროსაბჭოს წევრებმა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ბანდერული (წაიკითხე, ფაშისტური) უკრაინისა და მისი მოკავშირე საქართველოს დეპუტატებიც იყვნენ.

ამ, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისო რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა გლობალური პოლიტიკის მთავარ მოთამაშეთაგან დიდი რუსეთისა და პატარა ისრაელის დეპუტატებმა მისცეს. დიახ, უსინდისობა რბილად არის ნათქვამი, რადგან მანიაკი ადოლფ ჰიტლერისა და მისი საკუთარ ბუნაგში გამანადგურებელი სტალინის ერთ დონეზე დაყენება უსინდიობაზე მეტს ნიშნავს.

შინაური თუ გარეული ლიბერასტების მიერ სტალინის ფიგურის განქიქება ამ ხალხის მიერ მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გაყალბების მრავალი მიმართულების პროცესში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, გნებავთ, საშუალებაა. ცივილიზებულიდასავლეთის (წაიკითხე, აშშ) დაწყებითი სწავლების სკოლებსა თუ კოლეჯებში მიმდინარეობს მოზარდი თაობის მიზანმიმართული გამოთაყვანების პროცესი. ასეთმაგანათლებულებმასაერთოდ არ იციან, მეორე მსოფლიო ომში აშშ მონაწილეობდა თუ არა და, თუ იციან, რომ მონაწილეობდა, ვის ებრძოდა, დარწმუნებით თითქმის არავინ იცის. და, თუ რაიმეიციან”, უკეთეს შემთხვევაში არის ის, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანია აშშმა დაამარცხა _ ამაზე ჰოლივუდში ბლოკბასტერებიც კი გადაიღეს, მაგალითად, “რიგითი რაიანის გადასარჩენად” (ოსკაროსანი ფილმი). და, თუ სსრკ-ც მონაწილეობდა ამ ომში, მხოლოდ “სადღაც იქ, შორს (მოსკოვთან, სტალინგრადისა და კურსკის ბრძოლებში, სადაც ხერხემალში გადატეხეს უძლეველი ვერმახტის ჯარები და მსოფლიოს დაანახვეს, რომ ფაშისტების საბოლოოდ დასამარება მხოლოდ დროის ამბავი იყო) ომობანას თამაშობდნენ”.

რაც შეეხება ისტორიის გამყალბებელ შინაურ ლიბერასტებს, რა თქმა უნდა, ისინი ყოველივე ზემოთქმულს თითქმის სრულად იზიარებენ. თითქმის, რადგან დასავლელი ლიბერასტებივით ბოლომდე ვერ ცინიკოსობენ, სამაგიეროდ სსრკ-ის გამარჯვებას ე.წ. ლენდ-ლიზის ხაზით აშშ-ის სამხედრო თუ სასურსათო დახმარებას უკავშირებენ, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან არა მგონია, რომ ამერიკელების მიერ ლენდ-ლიზით გამოგზავნილი კუს კვერცხის ფხვნილი რომ არა, სტალინგრადსა და კურსკში დავმარცხდებოდით. ისე, ლენდ-ლიზი სულაც არ ყოფილა სსრკ-ის მიმართ უანგარო ქველმოქმედება. უფრო, პირიქით _ სწორედ ლენდ-ლიზის წყალობით ამუშავდა ამერიკის ეკონომიკა და მაშინ, როდესაც საბჭოთა ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, ე.წ. დიდი დეპრესია საბოლოოდ დაიძლია _ ლენდლიზით შემოსული ტანკებისა თუ კუს კვერცხის ფხვნილის საფასურს ომის დამთავრების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ოქროთი იხდიდა სსრკ. .. მეორე ფრონტიც მაშინ გახსნესმოკავშირეებმა”, როდესაც ომის ბედი, ფატობრივად, გადაწყვეტილი იყო, თორემ მანამდე პარტერიდან უყურებდნენ, მოსკოვთან მოიტეხდა კისერს სტალინი თუ სტალინგრადსა და კურსკთან.

ჩვენს ბავშვებს საშუალო სკოლებში, სანამ ლიბერასტების სამჭედლო ილიაუნამდე მივლენ, იმას ასწავლიან, რომ “ის” ომი ჩვენი ომი არ იყო და არც დიდი სამამულო ომი არსებობს. იყო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი, რომლის დამთავრებიდან 75 წლისთავს 8 მაისს ზეიმობს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე დასავლეთი და აქედან გამომდინარე, ჩვენც 8 მაისს უნდა ვიზეიმოთ, თორემ რას იტყვის ევროპა, ხომ მოგვეჭრა თავი?!

ხუტასი არ იყოს “შერეკილებიდან”, თვალი დაუდგა ევროპას და, ქვემოთ, თუ საჭირო შეიქნა, არც რუსეთს მოვერიდები და ერთად ვიმსჯელოთ, ის ომი საბჭოთა საქართველოსთვისაც დიდი სამამულო ომი იყო თუ სხვისი ომი (წაიკითხე, რუსეთის, გნებავთ, კომუნისტების), რომელშიც (როგორც ერთ-ერთ პარლამენტარს უკადრებია) თურმე ცხვრებივით მიერეკებოდნენ ქართველებს.

ზემოთ რიცხვები მოვიყვანე _ მრავალმილიონიანი მოსახლეობის აშშ-მა და ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომში, შესაბამისად, 400 და 380 ათასი კაცი დაკარგეს, ხოლო მრავალეროვანმა საბჭოეთმა _ 28.8 მილიონი. საქართველომ კი, რომლის მოსახლეობა იმხანად 2 მილიონ 200 ათასი იყო, 700 ათასი მებრძოლი გაგზავნა იმ ომში, რომელიც “ჩვენი არ იყო” და მათგან 300 ათასი დაიღუპა.

მხოლოდ ამ მშრალი ციფრების ანალიზი შეგაძრწუნებს კაცს. ანალიზი, რომლის უნარიც, როგორც ჩანს, ლიბერასტებს არ აქვთ _ ოჯახი არ დარჩა ისეთი, რომელსაც ვინმე ახლობელი არ დაღუპვია დიდ სამამულო ომში. ვიცი, დრო-ჟამმა გაცვითა ეს ფრაზა, მაგრამ ქართველი ერის ტრაგიზმს დღესაც ზედმიწევნით გადმოსცემს.

სხვამ თავისი გაიხსენოს, მე კი ჩემსას ვიტყვი _ ჩემი ორი ბაბუა იბრძოდა იმსხვის ომში” _ ერთი ქერჩის კოშმარს გადაურჩა; ხოლო მეორე, ავიაციის ესკადრილიის კაპიტანი, 1944 წლის 4 ნოემბერს გმირულად დაიღუპა და როგორ, ლიბერასტებო, ცხვრები იყვნენ ჩემი მამაპაპანი? მართლა ცხვრებივით რომ მიერეკებიან ჩვენს ტალიკტალიკ ბიჭებს ავღანეთსა თუ მსოფლიოს სხვაცხელ წერტილებში” _ ეს არის სამამულო ომი და ის, სადაც 300 ათასი ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა, სხვისი ომი იყო?

დღესაც არ გამნელებია შარშანდელი 9 მაისის სირცხვილის განცდა, როდესაც არასამთავრობო არაკაცებმა მხცოვან მამა-პაპებს, იმ “სხვისი ომის” ვეტერანებს, სასტვენების წივილითა და დოლის ბრაგა-ბრუგით ჩაამწარეს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან გვირგვინების მიტანა. და რისთვის, რა დანაშაულისთვის _ იმ ომის მოგებისთვის, რომელშიც კაცობრიობის მტრებს რომ სძლიეს და დიდ სამამულო ომად რომ მიაჩნიათ? და დღესაც რომ უყვართ მთავარსარდალი, გენერალისიმუსი იოსებ სტალინი?

შარშან ამ პერიოდში დიდი სამამულო ომის მონაწილეთა რაოდენობა 2 ათასიც აღარ იყო. დღეს, ალბათ, კიდევ უფრო შემცირდა და დარჩენილთ კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75 წლისთავს! მრავალ 9 მაისს დაესწარით!

დავით მხეიძე

P.S. ზემოთ ვთქვი, რომ, თუ დამჭირდა, არც რუსეთს მოვერიდებიმეთქი და მივმართავ პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს: ბატონო პრეზიდენტო! ყოველი წლის 9 მაისს დიდი ზარზეიმით რომ აღნიშნავთ გამარჯვების დღეს, ძალიან კარგია, მაგრამ ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი, გენერალისიმუსი სტალინის ხსენება რატომგავიწყდებათ”? მაგრამ არა უშავს, რაც ოფიციოზს გავიწყდებათ, კარგად ახსოვს რუს ხალხს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 9 მაისს კიდევ ერთხელჩაახრჩობსსტალინის საფლავს ყვავილების ზღვაში.

2 COMMENTS

  1. დიახ,ეს იყო სამამულო ომი,რომელმაც 300000 მეტი ჩვენი თანამემამულე შეიწირა.ეს ომი მოიგო სტალინის გენიამ+საბჭოთა ხალხი.

  2. სტალინმა მიაჭიპონა ანგლო-საქსური სამყარო ამიტომაც შერაცხეს სტალინი დიქტატორად ! მსოფლიოს ყველა ქვეყანას ერთად აღებულს არ ყავს ამდენი მოღალატე რამდენიც ყავს საქართველოს ! მასონებზე მიყიდული !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here