მთავარი ეკონომიკა მარტში ფულადი გზავნილები 49,5%-ით გაიზარდა – დონორი ქვეყნების რეიტინგში ისევ რუსეთი ლიდერობს

მარტში ფულადი გზავნილები 49,5%-ით გაიზარდა – დონორი ქვეყნების რეიტინგში ისევ რუსეთი ლიდერობს

83
გააზიარეთ
მარტში ფულადი გზავნილები 49,5%-ით გაიზარდა - დონორი ქვეყნების რეიტინგში ისევ რუსეთი ლიდერობს

2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188,171 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125,865 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში კი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 388,825 მლნ დოლარი იყო, წელს 3 თვეში კი 499,306 მლნ დოლარი.

ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა – 32,192 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30,508 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ბიზნესპრესნიუსიგთავაზობთ 10 ქვეყანას, საიდანაც მარტში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია – 32,192 მლნ დოლარი
  • იტალია – 30,508 მლნ დოლარი
  • აშშ – 24,124 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი – 20,671 მლნ დოლარი
  • ისრაელი – 15,624 მლნ დოლარი
  • თურქეთი – 9.512 მლნ დოლარი
  • უკრაინა – 8,854 მლნ დოლარი
  • გერმანია – 8,406 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 7,333 მლნ დოლარი
  • ესპანეთი – 4,461 მლნ დოლარი

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here