Home რუბრიკები საზოგადოება მამა ვახტანგი (დავითაშვილი): უნდა შევეწინააღმდეგოთ ქვეყანაში უზნეობისა და სოდომიის გავრცელებას

მამა ვახტანგი (დავითაშვილი): უნდა შევეწინააღმდეგოთ ქვეყანაში უზნეობისა და სოდომიის გავრცელებას

9050
მამა ვახტანგი

ევროკავშირის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი _ ევროკომისია, საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დახვეწისა და მასში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში, რომელიც 20 დეკემბერს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ცვლილებები კანონის უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვისაა საჭირო.

დოკუმენტი ექვსი “რეკომენდაციისგან” შედგება და მათგან ხუთის აუცილებლობა იმავე დოკუმენტში ვრცლადაა განმარტებული. ერთ-ერთი “რეკომენდაცია”, რომლის მიზანიც მოკლე და ზოგადი შეფასებით შემოიფარგლება, ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების აუცილებლობას ეხება. შესაბამისად, უცნობია, რას გულისხმობენ ან შეიძლება გულისხმობდნენ ევროკომისიის ხელმძღვანელები “კანონის უფრო ეფექტიან მოქმედებაში”. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის (და არა მხოლოდ) რიგ ქვეყნებში ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ სწორედ მსგავსი ცვლილებების შედეგად დაკანონდა. ასე მოხდა 2015 წელს საბერძნეთში, როცა, საზოგადოების მძლავრი პროტესტის მიუხედავად, 300-დან 193-მა პარლამენტარმა ლგბტ პირების ქორწინებას მხარი დაუჭირა; ასე მოხდა საფრანგეთში 2013 წელს, როცა პარიზში, სენატის 9 აპრილის გადაწყვეტილებით, უკმაყოფილო მილიონზე მეტი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა. როგორც ჩანს, საქართველოც, ვიზალიბერალიზაციის კვალდაკვალ, ნელ-ნელა იმ გადაწყვეტილებისკენ მიდის, რომ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება ოფიციალურად დაკანონდეს. დიდი ალბათობით, დასავლეთიდან ნაკარნახევი ცვლილებებიც სწორედ ამისთვის ამზადებს საკანონმდებლო ნიადაგს და შემდეგი, უფრო საფუძვლიანი ცვლილებისთვის ქმნის ბაზას.

რა ცვლილებები შეიძლება იგულისხმებოდეს რეალურად ევროკომისიის “რეკომენდაციებში” და რა არის საჭირო, ხელისუფლებამ, განსხვავებით საბერძნეთისა და საფრანგეთისგან, საზოგადოების ნების უგულებელყოფა რომ ვერ მოახერხოს?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თბილისის წმიდა მარკოზ ეფესელის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგი (დავითაშვილი).

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათ ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებასრეკომენდაციითმიმართა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებები შეიტანოს. მათი განმარტებით, ეს ცვლილებები ანტიდისკრიმინაციულ კანონს უფრო ეფექტიანს გახდის. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ ფიქრობთ: რას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს უფრო მეტი ეფექტიანობა იმ კანონისა, რომელიც თავის დროზე მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მიიღეს?

_ მოგესალმებით და მივესალმები თქვენი გაზეთის მკითხველს. გილოცავთ შობის დღესასწაულს. მაცხოვრის შობა არის საფუძველი ჩვენი რწმენისა. მაცხოვრის შობით კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ქვეყნად იშვა ყველა ადამიანის მხსნელი. ღმერთმა ადამიანური ბუნება სამუდამოდ შეიერთა და, ბუნებრივია, ეს მოვლენა დიდი საიდუმლოს მქონეა, ამიტომაც ბრძანებს მაცხოვრის შობის შესახებ წმიდა ათანასე დიდი: “მშობელსა ვხედავ და შობილსა განვიცდი თვალითა, ხოლო სახესა მას შობისასა ვერ ძალმიძს მიწვდომად”.’უფლის შობა არის ჩვენი რწმენის სათავე და ნებისმიერი ქრისტიანისთვის სანუკვარი დღე.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, აქ რამდენიმე კომპონენტი უნდა გამოიყოს. პირველ რიგში, როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რატომ მიიღეს საქართველოში ეს კანონი. ჩვენ, ყველანი, ვთანხმდებით, რომ საქართველოში არასდროს არავის ჩაგრავდნენ სქესის, რასის, შეზღუდული შესაძლებლობის თუ სხვა გარემოებების გამო, მაგრამ ამ კანონმა ყველაფერი ყირამალა დააყენა. კერძოდ, რას ვგულისხმობ: ჩვენ პარლამენტარებს შთავაგონებდით, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ აუცილებლად დაიწყებოდა უზნეობისა და გარყვნილების საჯაროდ დემონსტრირება, რადგან ეს ცვლილება, ძირითადად, გათვლილი იყო ლგბტ თემის დაცვაზე. ეს ერთი. ახლა მკითხველს ორიოდე სიტყვით შევახსენებ, რა მოსდევს ამ ცოდვას _ სოდომიას: პირველი წარღვნა დედამიწაზე უზნეობამ და გარყვნილებამ გამოიწვია და უფლის რისხვას მხოლოდ 8 ადამიანი გადაურჩა. სოდომი და გომორა ცეცხლში დაიწვა და, სხვათა შორის, ამ ადგილებს დღემდე ასდის დამწვარი გოგირდის სუნი. თევზი, თუ ის შემთხვევით მკვდარ ზღვაში მდინარე იორდანეს ჩამოჰყვება, მაშინვე კვდება. ასე მძიმე და საზარელია მამათმავლობა, თუმცა დღეს გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები კი არ სცოდავენ, არამედ ბუნებრივად აქვთ ასეთი მოთხოვნილება და ეს ცოდვა არ არის. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მამათმავლობა, ლესბოსელობა და სხვა მსგავსი უზნეობა არის გადამდები სენი, ამაში ვგულისხმობთ ცოდვის გავრცელების საფრთხეს. არავინ ამბობს, რომ სოდომია ვინმეს გრიპის ვირუსივით გადაედება, მაგრამ მიმბაძველობითა და ეშმაკის ცდუნებით მოხდება მისი გავრცელება. როგორ ფიქრობთ, სოდომსა და გომორაში ვინც ცხოვრობდა, დაბადებიდანვე ჰქონდათ თავიანთი სქესის ადამიანებისადმი ლტოლვა? _ რა თქმა უნდა, არა, მაგრამ პატარა ბავშვები ხედავდნენ უფროსების უზნეობას, მათ არავინ არიგებდა, არავინ ასწავლიდა სიწმინდეს და ისინიც მამათმავლობას ბუნებრივ მდგომარეობად აღიქვამდნენ. “მოხუცები ურცხვად სცოდავდნენ. ახალგაზრდები მათ ბაძავდნენ და იმავეს აკეთებდნენ, რასაც მათი მამები. ჰოი, რარიგ დამღუპველია ახალგაზრდის სულისთვის მხცოვანთაგან მიცემული მაცდუნებელი მაგალითი! ვაი, ჭაბუკთა მაცდუნებელ მოხუცთ!” _ ბრძანებს წმიდა დიმიტრი როსტოველი. ძველი ქართული ანდაზაა: ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.’წმიდა ეკლესია ასწავლის, რომ, თუ არ მოხდება ცოდვის მხილება, იგი, როგორც სარეველა ბალახი, გარემოს მოედება, ამიტომ ცოდვის მხილება აუცილებელია. სწორედ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს ჩვენს მთავარ მოვალეობას, რომ კაცობრიობას სიმართლე ვუქადაგოთ. აი, რა იყო თავიდანვე ჩვენი შეშფოთების მიზეზი. ამ ეშმაკური კანონით ადამიანს ეკრძალება სიმართლის თქმა, რომ სოდომია ცოდვაა და, თუ ადამიანმა არ შეინანა, ღვთისგან სასჯელს დაიტეხს თავზე.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ, თუ პარლამენტი ან, თუნდაც უზენაესი სასამართლო მიიღებს ღვთის მცნების საწინაღმდეგო კანონს და საზოგადოება ამ მოვლენას დუმილით შეხვდება, ეს ცოდვა ერს დანაშაულად შეერაცხება, რადგანაც საზოგადოებამ თავისი სიჩუმით უფლის წინააღმდეგ გაილაშქრა. “დუმილით გაიცემა ქრისტე”, _ ბრძანებს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

 _ მიუხედავად საზოგადოებისა და სამღვდელოების უკმაყოფილებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომუმცირესობის”, ანულიბერალებისპროპაგანდისტული ზეწოლის შედეგად .. მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანის, დეკრიმინალიზაცია მოახდინა და ამით, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ნარკომანიას. თქვენი აზრით, რას მოგვიტანს ეს ცვლილება და როგორ აისახება იგი მომავალ თაობაზე?

_ წმიდა მოციქული პავლე თავისი ეპისტოლეთი ქრისტიანებს მიმართვს და ბრძანებს, რომ ადამიანი არ უნდა თვრებოდეს ღვინით, რომლისგანაც წარმოიშობა სიბილწე, არამედ უნდა აღივსოს სულიწმიდის მადლით. კანაფის, იმავე მარიხუანის, მოხმარება _ ეს არის ადამიანის არაფხიზელ, გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფნა. სხვათა შორის, ერთ-ერთი საეკლესიო მოღვაწე, წმიდა ბასილი დიდი გასაოცარ სიტყვებს ბრძანებს მემთვრალე ადამიანზე: არც ერთი თავმოყვარე ადამიანი მემთვრალე კაცს სახლში არ შეუშვებს და, მით უფრო, ღმერთი არ შეუშვებს მას ცათა სასუფეველშიო. იგივე პავლე მოციქული, როცა უმძიმეს ცოდვებს ჩამოთვლის, რომლებიც ადამიანს განაყენებს ცათა სასუფევლისგან, მემთვრალეობასაც ასახელებს; ხოლო წმიდა იოანე ოქროპირი მას ეშმაკეულს უწოდებს. ანუ, ეკლესია ასწავლის, რომ არათუ მარიხუანით თრობა, არამედ ღვინით თრობაც კი მიუღებელია და ადამიანი ამ ცოდვით სულს ვერ იცხონებს. რამდენი ადამიანი გვინახავს, რომელიც ნარკოტიკმა დაღუპა, რამდენი ოჯახი დანგრეულა ამ ცოდვის გამო, ნუთუ ეს საკმარისი არ არის? ნარკოტიკი აკრძალული იყო და მაინც რამდენი მომხმარებელი ჰყავდა მას და, როცა ლეგალიზებული იქნება, ვინ გააკონტროლებს ჩვენი მომავალი თაობის მდგომარეობას? აბა, დააკვირდით: უმეტესობა, ვისაც მარიხუანის დაკანონება უნდა, მისი მოხმარებელია. რა გამოდის? იმის გამო, რომ მანდაბოლილმამშვიდად იაროს ქალაქში, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა შიშის ქვეშ უნდა გვყავდეს? შეხედეთ რა დღეში არიან ჩვენი შვილები, მათ სიწმინდის მასწავლებელი აღარავინ დარჩათ. ბავშვებს სკოლებში გამუდმებით ელაპარაკებიან უფლებებზე მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები… მოზარდს ამით ხომ ცნობიერება უზიანდება. ერთადერთი ეკლესია ასწავლის ბავშვების ზნეობრივ აღზრდას, თუმცა, სამწუხაროდ, ეკლესიის წევრებს უფლება არ ეძლევათ სკოლებში ბავშვებთან ურთიერთობისა, რაც, ძალზე სამწუხაროა. კიდევ ვიმეორებ: თუ მოზარდი თაობისთვის ნარკოტიკი ხელმისაწვდომი იქნება და, რადგან ბავშვები მშობლებისგან, სამწუხაროდ, უკონტროლო მდგომარეობაში არიან, ბუნებრივია, მათ უმეტესობას მოუნდება ნარკოტიკის გასინჯვა. ზოგი ამ ნარკოტიკს დაეჩვევა, ზოგს სწავლა აღარ მოუნდება, ზოგი ნარკოტიკის შესაძენად თანხის მოძიებას დაიწებს, ალბათ, არაკანონიერი გზით და რა იქნება ამ ყოველივეს შედეგი? ჩვენი მომავალი თაობა უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 _ კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ დღის წესრიგში ნარკოტიკების ლეგალიზების საკითხი დადგება. რა გზა რჩება საზოგადოებას ან თუნდაც სამღვდელოებას იმისთვის, რომ რამენაირად წინ აღუდგეს ამ პროცესს და არ მისცეს გარედან მართულ ხელისუფლებას თავისუფლად მოქმედების საშუალება?

_ რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. ამას არც მალავენ დეკრიმინალიზაციის მომხრეები, მაგრამ თქვენი ყურადღება ერთ ფაქტს მინდა მივაპყრო: რამდენიმე დღის წინათ რესპუბლიკის მოედანზე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეების კონცერტი გაიმართა და იქ ითქვა, რომ, ვინც ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა, პატიმრებზე ზრუნავს. პატიმრებს მხარში, პირველ რიგში, სასულიერო პირები უდგანან. ჩვენ მათთან შევდივართ საპატიმროში და აღსარებას ვიბარებთ, ვაზიარებთ, ვაძლევთ სულიერ რჩევას და ვცდილობთ, მათ გამოსწორებას. ბევრმა მათგანმა ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი განაცხადა და დაუბრუნდა ცხოვრების ნორმალურ წესს. ჩვენი ოპონენტები კი საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ჩვენ ვინმეს დაპატიმრების ან “გაკულაკების” მომხრეები ვიყოთ. შეიძლება სპეციალისტებმა იმსჯელონ, ნარკოტიკის მოხმარებისთვის შეფარდებული სასჯელი შესაბამისია თუ არა ან საჭიროა თუ არა პატიმრობის წლების შემცირება, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაცია ყოვლად დაუშვებელია. საზოგადოებამ ამის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს, ხოლო სამღვდელოების მთავარი იარაღი ლოცვა და ქადაგებაა. აუცილებელია, ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება, გავაგებინოთ საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთვის ტელევიზიები და გაზეთებიც კი ხელმიუწვდომელია. მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ მოინდომებს ინტერვიუს ჩაწერას. თითქმის აღარ გვრჩება საზოგადოებასთნ ურთიერთობის არეალი. თქვენ კი მადლობა ამ საკითხების გაშუქებისთვის.

_ რა გზა რჩება საზოგადოებასა და სამღვდელოებასმეთქი, იმიტომ გეკითხებით, რომ ადრე ერთიცა და მეორეც უფრო მეტად აქტიურობდა, როცა მიუღებელ კანონს იღებდა პარლამენტი. მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონი გავიხსენოთ ან თუნდაც მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის შესახებ მიღებული ცვლილებებიდღეს მოსახლეობა სრულიად ინერტულია, არანაირი მასობრივი პროტესტი, არანაირი გამოსვლები ან უკმაყოფილება იმის გამო, რომ ნარკომანია კანონდება და სოდომია ლამის ეროვნულ ფასეულობად გამოცხადდეს. თქვენი აზრით, რით არის ეს განპირობებული? რა იწვევს ხალხის გულგრილობას მსგავსი საკითხებისადმი?

_ სამღვდელოება ყოველთვის ცდილობს უფლისგან მონიჭებული ქადაგების უფლების აღსრულებას. ასე რომ, ჩვენი ბრძოლის მეთოდი უცვლელია: მხილება და კეთილი რჩევა. რაც შეეხება საზოგადოებას, მას მართლაც ეტყობა ინერტულობა. საერთოდ, ნელთბილობა, ეკლესიური გაგებით, არის მძიმე ცოდვა. გამოცხადებაში უფალი ლაოდიკიის ეკლესიას მიმართავს: “ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ, რაკი ნელთბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.’ანუ ნელთბილობა უფრო ცუდია, ვიდრე ცივად ყოფნა. ხშირად დუმილი ღალატის ტოლფასია. როდესაც, მაცხოვარს ებრაელები ჯვარზე აკრავდნენ და ხალხმა მის ნაცვლად ბარაბა გამოითხოვა, ბევრი არ ეთანხმებოდა პილატეს გადაწყვეტილებას, მაგრამ ზოგმა შიშის გამო, ზოგმა თანამდებობის დაკარვის გამო, ზოგმაც ქონების დატევების გამო, ხმა ვერ ამოიღო და დუმილით უფალი გასცეს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, რომელიც მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას მეთაურობდა, კრების მამები სამ ნაწილად დაყო. პირველი – მართლმადიდებლები, მეორე _ არიოზის მიმდევრები და მესამე _ წყეულები, რომლებსაც თავიანთი პოზიცია არ ჰქონდათ და უყურებდნენ კრების მსვლელობას: რომელიც მოიპოვებდა გამარჯვებას, მათ მხარეზე რომ გადასულიყვნენ. ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ ახალგამოგონილ კანონებს და უნდა შევეწინააღმდეგოთ ქვეყანაში უზნეობისა და სოდომიის გავრცელებას ან ნარკოტიკების მოხმარების დაკანონებას. ჩვენც, მოციქულების მსგავსად, უნდა მივუგოთამა ქვეყნის მთავართ”: “ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს. ადამიანის შიში ღმერთზე მეტად, ეს კაცთმოთნეობის ცოდვაა.

_ საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ კურსზეც გკითხავთ: ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, აქტიურად ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ თანამედროვე ევროპა, რომელმაც სოდომია, ინცესტი და სხვა მსგავსი ამორალური მოვლენები ნორმად აღიარა, თავისი მენტალობითა და კულტურული ფასეულობებით, ჩვენი ისტორიული არჩევანია. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე, არის თუ არა დღევანდელი დასავლეთი ჩვენი არჩევანი, ჩვენი მხსნელი და უსაფრთხოების გარანტი?

_ ჩვენი მხსნელი და უსაფრთხოების გარანტი ღმერთი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია. ქართველი კაცი, როცა გაუჭირდებოდა, ყოველთვის უფალს სთხოვდა დახმარებას და ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ. ბიზანტიის იმპერიის ბოლო წლებში უკიდურესად შევიწროებული იმპერატორები შემწეობას რომის პაპსა და დასავლეთს სთხოვდნენ, მაგრამ ამით რას მიაღწიეს? რომის პაპზე მსასოებელი კონსტანტინოპოლი სტამბულად იქცა, თუმცა, ვფიქრობ, ევროპა მხოლოდ სოდომია ან ინცესტი არ არის, იქაც არის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელიც ამ პროცესებს (სოდომიას და სხვ.) ეწინააღმდეგება, არის კარგიც და ჩვენც ზუსტად ეს კარგი უნდა გადმოვიღოთ. ცუდი ჩვენთანაც ბევრია, სხვისი არ გვჭირდება. ისტორიულ არჩევანს რაც შეეხება, ევროკავშირმა, თავისი სატანური კანონებით, დღეს სულ სხვა დატვირთვა მიიღო. ის თითქოს ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა, ამიტომაცაა მათი კანონები და რჩევები ჩვენთვის სრულიად მიუღებელი.

_ პატრიარქის მიერ თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელებას უცნაური და საინტერესო პროცესები მოჰყვაგაკეთდა უამრავი განცხადება, იყო ვიზიტები საზღვარგარეთ და პასუხგაუცემელი შეკითხვები. საუბრობენ იმაზეც, რომლიბერალურიელიტა ცდილობს, მომავალი პატრიარქი მათი ინტერესების გამტარებელი სასულიერო პირი გახდეს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ, სულ ცოტა, ამის მცდელობა მაინც იქნება. რას უნდა ველოდოთ? რა საფრთხეები არსებობს და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, მათ შორის, ეკლესიის წიაღში მყოფებსაც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად პატრიარქის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან შეიძლება მოქმედებდნენ?

_ პატრიარქის თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელებაში განსაკუთრებული არაფერია. ეს უწმინდესის გადაწყვეტილებაა და ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ. რაც შეეხება ეკლესიის წიაღში რაღაც შეთქმულების თეორიების ძიებას, ამას საფუძველი არ აქვს. ადამიანის თავიდან უფლის განგების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოვარდება და, მით უმეტეს, “შემთხვევით” ან ვიღაცის ჩარევით პატრიარქის არჩევა არ მოხდება. ვილოცოთ და უფალს მშვიდობა ვთხოვოთ, რაც დღეს ყველა ჩვენგანს გვაკლია. უწმინდესსა და უნეტარესს _ ილია მეორეს კი ვულოცავთ აღსაყდრების 40 წლისთავს და დიდხანს ჯანმრთელად ცხოვრებას ვუსურვებთ.

_ შეძლებისდაგვარად შევაჯამოთ ეს წელიწადი. იყო რამდენიმე მოვლენა, რომელთა გარშემოც ხმაური და მითქმამოთქმა დღემდე არ წყდება, პირველ რიგში კი, “ციანიდის საქმეუნდა გამოვყოთ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა რეალურად და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს? მთლიანად 2017 წელს როგორ შეაფასებთ?

_ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, “ციანიდის საქმეს” არ ვიცნობ, ამიტომ ამ თემაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება განვლილი წლის შეფასებას, ისევ დაპირისპირება, ისევ შუღლი, გინება, გადაბრალება, დაყოფა, დაქუცმაცება… არსად სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, მოთმინება ან დათმობა. სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ, თუ ოჯახის წევრებს ერთმანეთში არ აქვთ თანხმობა და ორი აღდგება მესამის წინააღმდეგ ან პირიქით, ასეთი სახლი ვერ დამტკიცდება. ასევე, თუ ქვეყანაში არ არის თანხმობა და ერთი პირი, ის ქვეყანა ვერ გაძლიერდება. არ შეიძლება ქვეყანაში იყოს შერჩევითი სამართალი. თუ ადამიანი იტყვის რამეს ლგბტ თემზე, არ შეიძლება, ეს მას აგრესიად ჩაუთვალო და სასწავლებლიდან გარიცხო, ხოლო სალანძღავი ქმედება ან ღვარძლიანი ნათქვამები ეკლესიაზე, სარწმუნოებაზე ან პატრიარქზე აზრის გამოთქმის უფლებად და დემოკრატიად შერაცხო. მე ასე ვფიქრობ და ამის საჯაროდ გამოხატვას არასდროს მოვერიდები. მინდა, საუბარი ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებით დავასრულო: “ვაი ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდა ისრაილისა, და უცხო იქმნენით და განსდექით… ქვეყანა თქვენი ოხერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლითა მომწვარ, სოფელსა თქვენსა თქვენს წინაშე უცხონი მოჭამენ… ოდეს განიპყრათ ხელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქციო თვალნი ჩემნი თქვენგან და უკეთუ გაამრავლოთ ვედრება არა ვისმინო თქვენი, რამეთუ ხელნი თქვენნი ცოდვითა სავსე. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოისპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა… დასცხერით ბოროტისაგან. ისწავეთ კეთილის ქმნა… და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო, რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამას”. უფალმა მოგვცეს ძალა საკუთარი ცოდვების შეცნობისა. მშვიდობიანი შობა-ახალი წელი დაუყენოს უფალმა ჩვენს საქართველოს!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here