Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): არ შეიძლება, უფლება ეწოდოს შიშველი მამაკაცების ტანტალსა და ხვევნა-კოცნას!

მამა გიორგი (რაზმაძე): არ შეიძლება, უფლება ეწოდოს შიშველი მამაკაცების ტანტალსა და ხვევნა-კოცნას!

“უშუალოდ ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ საქართველოში ეს ორგია ჩატარდება”

6592
მამა გიორგი (რაზმაძე)

19 თებერვალს საქართველოში მოქმედმა (უცხოეთიდან დაფინანსებულმა) სხვადასხვა ლგბტ ორგანიზაციამ და მათმა აქტივისტებმა (რომელთასექსუალური იდენტობისაღმნიშვნელ უცხოურ აბრევიატურას ლათინური ანბანის კიდევ ორი ასო QI დაემატა და ოთხის ნაცვლად აწ უკვე ექვსნიშნა გახდა), მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისის მასშტაბით LGBT +QI პრაიდის საზეიმო კვირეული დააანონსეს. შესაბამის განცხადებაში, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფებმა მედიის გარდა სოციალურ ქსელებშიც ელვისებურად გაავრცელეს, ნათქვამია, რომ კვირეული 18-დან 23 ივნისამდე გაიმართება. მათივე ცნობით, დაგეგმილ ღონისძიებებს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი აქტივისტები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან (როგორც ჩანს, ძირითადად, “დამკვირვებლისდაშემფასებლისსტატუსით, რათამშენებარე ქართულ დემოკრატიასთმის ღერიც არ ჩამოუვარდეს).

განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ, “რადგან ეს კავკასიაში პრაიდის ჩატარების პირველი მცდელობაა, ორგანიზატორებს სურთ, საქართველოში უმასპინძლონ ლგბტ ადამიანებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც” (თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის გეიაქტივს ვიხილავთ იმ დღეს თბილისში აღნიშნული ქვეყნებიდან). მოკლედ, “ღონისძიება”, როგორც ჩანს, ერთობ პომპეზური იქნება, კვირეულის დასასრულს კი ქუჩაში დემონსტრაციული მსვლელობა, ე.წ. ღირსების მარში მოეწყობა. რაც შეეხება უშუალოდ მსვლელობის კონკრეტულ ადგილს, “ღონისძიების” ორგანიზატორები ჯერჯერობით ვერ თუ არ ასახელებენ ქუჩას ან უბანს, სადაც ეს მსვევლობა უნდა გაიმართოს, მაგრამ პერიფერია მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მედიასთან განმარტა, მსვლელობა კვირეულის მთავარი ნაწილია, ამიტომ მისი ცენტრიდან შორს გამართვა და აქტივობა პოლიციის კორდონს მიღმა ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად…

რას ემსახურება გეიაღლუმის ჩატარების მცდელობა თბილისში და რა პროცესები შეიძლება ამას მოჰყვეს ქვეყანაში, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, 18-23 ივნისს თბილისში გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ლგბტ ღონისძიებების კვირეულია დაგეგმილი. კვირეული .. ღირსების მარშით, ანუ გეიაღლუმით უნდა დასრულდეს. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ ფიქრობთ, რაზეა რეალურად ეს მცდელობა გათვლილი და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, გარდა უშუალოდ ორგანიზატორებისა?

_ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ხელისუფლებაა ამაში ჩართული. მათი ნებართვითა და ხელშეწყობით ხდება ყველაფერი, რაც, ფაქტობრივად, საზოგადოების დაცინვაა. რაც შეეხება შეკითხვას, რაზე შეიძლება ეს ყველაფერი გათვლილი იყოს, პოლიტიკურად გაკოტრებულ “ოცნებას” თავის დასავლელი მამა-მარჩენლების წინაშე ტესტის ჩაბარება უწევს. ჩააბარებენ, მიიღებენ რაღაც დივიდენდებს და ამით ცოტა ხნით გაიხანგრძლივებენ არსებობას. ვერ ჩააბარებენ? _ აგერ “ნაცმოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები ძალაუფლების რიგში დგანან. ორივე შემთხვევაში ქვეყანას დიდი გამოცდა ელის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის და მათ შორის სერიოზული რეპრესიებისთვის იმ ხალხის მიმართ, რომელიც რამე ფორმით წინ აღუდგება ამ პროცესებს.

აქცია

_ დივიდენდები ახსენეთ, “დემოკრატიზაციისპროცესის ეფექტიანად წარმართვით ხელისუფლებამ შეიძლება დასავლეთის კეთილგანწყობა მოიპოვოს, მაგრამ საზოგადოების ნდობას ხომ უფრო მეტად დაკარგავს?

_ საქმეც ის არის, რომ, თუ სააკაშვილი რაღაც ზღაპრებს მაინც ყვებოდა და ასე ცდილობდა მხარდაჭერის შენარჩუნებას, ამ ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების განწყობა. ამათ სწორება დასავლეთისკენ აქვთ. ახლა რით არის ეს განპირობებული: პირველი _ ამ ხელისუფლების თავკაცის _ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი იდეალია ფული. ივანიშვილის ფინანსებისა და კაპიტალის მნივნელოვანი ნაწილი კი, მოგეხსენებათ, დასავლეთშია…

მეორე _ ის, როგორც ჩანს, საერთოდ ვერ გრძნობს საზოგადოების კონტროლს და გამქრალი აქვს განცდა, რომ საზოგადოებას რამე შეუძლია. არჩევნების პერიოდში ყოველი შემთხვევისთვის მას მომარჯვებული აქვს თანხები, რათა მყისიერად მოიპოვოს საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერა და სასურველი შედეგი მიიღოს. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფულს პროპაგანდაში ან პიარში კი არ ხარჯავს, პირდაპირ უყრიან ადამიანებს, როგორც მათხოვრებს. დამოკიდებულებაა თვითონ მაჩვენებელი იმის, რომ ამ ადამიანს ქართველი ხალხი უღირსებო ბრბოდ მიაჩნია. საერთოდ, ოლიგარქებისთვის დამახასიათებელია, როგორც ჩანს, ის, რომ ჰგონიათ, ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ამიტომ არ იწუხებენ ხოლმე თავს ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებით. დასჭირდები _ მოგაშავებს ფულს და მოგიპოვებს. რეალურად რას ფიქრობ და რა აზრი გაქვს, არ აინტერესებს. აი, ამ პრინციპით იმართება დღეს საქართველო და არ არის გასაკვირი, რომ ყველაფერი საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ კეთდება. ისე, მე ხელისუფლების წარმომადგენლებს მინდა ვკითხო, განსაკუთრებით პარლამენტარებს _ ვისი მხარდაჭერით მოხვედით თავის დროზე ქვეყნის სათავეში: ლგბტების თუ ქართველი ხალხის? ვინ იყო თქვენი ამომრჩეველი? რაც შეეხება დაანონსებულ ლგბტ კვირეულს, რომელიც უკვე ძალიან ცუდად მოქმედებს საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხისმგებელია “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი. სხვათა შორის, მისმა შვილმაც ჩაწერა ამასწინათ რაღაც კლიპი ე.წ. ტრანსგენდერებთან და მერე ინტერნეტში ატრიალეს… ცხადია, ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. ეს ერთი და მეორე _ კლიპის გადაღება, მოგეხსენებათ, სერიოზული თანხა ჯდება. თუ ამდენი ფული აქვს ამ დალოცვილს, რომ არ ენაღვლება წყალში გადასაყრელად, “ტრანსგენდერებთანდა სოდომგომორული ცოდვით შეპყრობილ ადამიანებთან რომ არ იხტუნაოს, გაჭირვებულების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე?!

_ თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა საზოგადოების მასობრივი პროტესტი, რომ გადაგვარებულთა აღლუმი არ ჩატარდეს?

_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ყველა ვემიჯნებით ძალადობას. არავინ არავის დევნისა და დაჩაგვრის მომხრე არ არის, მაგრამ ერთია უფლებები და მეორეა, რას დავარქმევთ ამ უფლებას. მე ადრეც არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არ შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება ეწოდოს, როცა კაცი თავს ქალად ასაღებს და კაბაში გამოწყობილი ქუჩაში ზეიმს აწყობს; არ შეიძლება, უფლება ეწოდოს შიშველი მამაკაცების მსვლელობასა და ხვევნაკოცნას; ასეთი ადამიანები ქუჩაში მსვლელობას კი არ უნდა აწყობდნენ, საავადმყოფოში ან ფსიქიატრიულში უნდა მკურნალობდნენ. როცა ადამიანი ამბობს, რომ ის ნაპოლეონ ბონაპარტეა, მაშინვე გაამწესებენ ფსიქიატრიულში და, როცა კაცი ამბობს, რომ ქალია, მისი ადგილი სად არის?!

_ თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს მსვლელობა არ იქნება საზეიმო. მათი თქმით, ლგბტებს დღეს არ ეზეიმებათ.

_ დღეს არ ეზეიმებათ, მაგრამ იბრძვიან იმისთვის, რომ ხვალ ეზეიმებოდეთ. რასაც ნიშნავს მათთვის საზეიმო განწყობა, ყველამ ვიცით _ როცა მათი “ყველა უფლება დაცულია”, როცა ერთმანეთზე ქორწინება შეუძლიათ, როცა შვილის აყვანის უფლება აქვთ, როცა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში თვითონ შეუძლიათ სქესის განსაზღვრა და ა.შ. აი, ამ ყველაფერს რომ მიაღწევენ, მერე იქნება ზეიმიც _ ტანგიანი კაცების კარნავალი და ხტუნაობა ქუჩაში.

რაც შეეხება საზოგადოებას, ვინც როგორც უნდა, ისე გაიგოს და აღიქვას, რასაც ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას გარყვნილების პროპაგანდის ასე ღიად გამოტანა ქუჩაში. ამაზე თითოეული ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელი. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ისევ აქტიურად მიდის სკოლებში ე.წ. სექსუალური განათლების შემოღებაზე საუბარი, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ მომავალ თაობებს მიაწოდონ გარკვეული პროპაგანდით გაჟღენთილი “განათლება”. რასაც გულისხმობს თანამედროვე “ლიბერალური” გაგებით განათლება, ყველამ ვიცით. ყველაფერი ცუდი და ამორალური, რაც დღეს მიუღებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, სურთ, ნორმად დაინერგოს, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუღებლობა თურმე არის სიბნელე და ჩამორჩენილობა

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალოვანი სტრუქტურების გასაგონად ვთქვა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო უწყება, ფინანსდება ქართველი ხალხის ჯიბიდან, ამიტომ თითოეული უწყება უნდა ემსახურებოდეს ხალხს. უნდა შეიგნოს და გააცნობიეროს ბატონმა გახარიამ, რომ ხალხია მისი ლეგიტიმატორი და არა ერთი მუჭა ამორალური ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სურს, უზნეობის ზეიმი ქუჩაში მოაწყოს. კიდევ ვიმეორებ: უშუალოდ ივანიშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა იქნება, თუ ეს ორგია ჩატარდა საქართველოში. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ ვინმეს დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ ამის გაპროტესტებისთვის. ეს უკვე საბოლოოდ დაამიწებს და დაასამარებს ხელისუფლებას.

_ ეკლესიის პოზიციაზეც ვისაუბროთ. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ?

_ ხმა უნდა აღიმაღლოს. ეს საკითხავია?! შემირცხვენია მე ის სასულიერო პირი, ვინც ამაზე ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს არ იტყვის… რაც შეეხება ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციეს: ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის აღსასრული დაიწყო მაშინ, როცა მოაწყვეს 7 ნოემბერი. იგივე ბედი არ გაიზიარონ ამათაც და სამარცხვინოდ არ მიჰყვნენ წინამორბედს

_ ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც გკითხავთ: რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ უკრაინაში გახშირდა მრევლს შორის ეკლესიების კუთვნილებიდან გამომდინარე კონფლიქტი. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია მსგავს ფაქტებზე?

_ დიდი ხანია, იქ ეს დაპირისპირება მიდის და ჩვენ ამაზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ტომოსის გადაცემამ, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა. შედეგად, იქ ახლა უკვე მასობრივად ხდება სასულიერო პირების დაპატიმრება, დაბარებები დაკითხვაზე, გაძევება და სხვადასხვა სახის ზეწოლა, რაც კონკრეტული ფაქტებით მტკიცდება… სხვათა შორის, ტომოსის გადაცემის შემდეგ ბართოლომეოსის ხელდასხმულ ეპისკოპოსებს მითითება ჰქონდათ, რომ ჩასულიყვნენ საბერძნეთში და ათონის მთაზე ჩაეტარებინათ ღვთისმსახურება, მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე მონასტერი აღმოჩნდა, რომლეშიც ისინი შეუშვეს. დანარჩენებმა, მაგალითად ფილოთეოსის მონასტერმა, კარი დაუკეტა, ასე მოიქცნენ სხვებიც.

რატომ ვყვები ამას და რისთვის მომყავს ათონის მთის მაგალითი: ბართოლომეოსმა, ფაქტობრივად, გააკეთა ის, რომ მონასტრებს, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე, დაუგზავნა აგენტები. ეს კი პირდაპირ თუ ირიბად უკვე არის იმის მცდელობა, რომ მან და მისმა გარემოცვამ მოკავშირეები გაიჩინოს ამ მონასტრებში. შეიძლება ითქვას, უკვე ღიად მიდის კონკრეტულ ეკლესიებში დაპირისპირებისა და განხეთქილების პროვოცირება. მათ შორის პრობლემებია ათონის მთის ვატოპედიის მონასტერში, რომელიც დაახლოებით ათმა მონაზონმა დატოვა და პანტელეიმონის რუსულ მონა?ტერში გადავიდა.

მოკლედ, რღვევა და განხეთქილება, რომელიც მსოფლიო საპატრიარქომ დათესა სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში, ახალი არ არის. უბრალოდ, უკრაინა ახლა გარკვეულწილად ეპიცენტრია ამ მოვლენების და მწვავედ იგრძნობა იქ ეს ყველაფერი. აღსანიშნავია ისიც, რომ სულ ორ პროცენტს შეადგენენ უკრაინის მოსახლეობისა ის ადამიანები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან და, ნებსით თუ უნებლიეთ, მსოფლიო პატრიარქის ბრმა იარაღს წარმოადგენენ. დანარჩენი უკრაინა, რა თქმა უნდა, რჩება კანონიკური ეკლესიის მხარდამჭერად და რა პროპაგანდაც უნდა მიდიოდეს მედიით, სქიზმატურ ეკლესიას არ ემხრობა… აქვე მინდა შევეხო საქართველოში მიმდინარე ე.წ. მოსამართლეთა პროცესს, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი მითქმა-მოთქმა და დაპირისპირება გამოიწვია. რამდენიმე დღის წინათ პირადად ვიხილე თეა თუთბერიძის ძუძუთი ნაკვები უგვანი მუწუკი ერეკლე დეისაძე ეთერში, რომელიც ამაყად გვიყვებოდა, როგორები უნდა იყვნენ თანამედროვე მოსამართლეები. აქ კომენტარიც ზედმეტია… ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ. ჩვენი ერის დაცემაზე მიუთითებს ის, რომ ნებისმიერი პროპაგანდის საშუალება (ტელევიზია, პრესა) ასრულებს ცისფერი კომისრების დავალებას. მინდა, ვურჩიო ამერიკელ და ევროპელ “პარტნიორებს”, თუ ძალიან უნდათ ჩვენი დახმარება, პედერასტები კი არ გამოგვიგზავნონ საქართველოში, არამედ ჩადონ თავიანთი ინვესტიციები ქარხნების, სხვადასხვა ისტიტუტისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჩვენ კი ჩვენს ლგბტ-ს თვითონ მივხედავთ. ბატონ ბიძინასა და გახარიას კი ერთ კონკრეტულ რჩევას მივცემ: ივანიშვილმა შუშის სასახლეში მიიწვიოს მთელი “შპანა”, გახარიამ კი გარედან უყარაულოს, ხელი რომ არ შეეშალოთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. გაიხარეთ მამაო, სრული სიმართლეა, გმირობის ტოლფასია სიმართლის თქმა(თუნდაც მეათედი სიმართლეც რომ თქვა) რადგან იდევნება ყველანაირი მარწუხებით სიმართლე… ვაი ყურებო რა გესმით და ვაი თვალებო რას ხედავთ… რას მოვესწარით. აი ფანტასტიკის დონეზეც კი არ შემეძლო იმის დაჯერება რაც ბიბლიაშია აღწერილი და აჰა, სიტყვა სიტყვით სრულდება.. როგორ მეშინია და მეცოდება ხალხი.. მაგრამ არ მეცოდებიან უღირსები… ადამიანები ვინც კარტოფილზე და ერთ ,,მეშოკ” შაქარზე ყიდიან მომავალს. რომ არ იციან არაფერი ასეთი ხალხი არ მეცოდება, დაე დაიტანჯეთ თქვე უკბილოებო.. უმაქნისებო.. ადამიანს თუ არ გააჩნია სიყვარული, რწმენა და ღირსება იმ ადამიანისთვის თუ გინდა ხვალევე მოუჭრიათ თავი, მმართლა არაა საჭირო დედამიწას ამძიმებდნენ ასეთები. მადლობა ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის, ესეც გმირობის ტოლფასია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here