Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერალური უკუღმართობისგან თავის დაღწევის რეალური გზა

ლიბერალური უკუღმართობისგან თავის დაღწევის რეალური გზა

323

საქართველოში თანამედროვე პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა პარტიული სისტემის ორპულუსიანი სტრუქტურა, რომელშიც პოლიტიკური სივრცე მთლიანად გაიყო ორმა ლიბერალურ-კაპიტალისტურმა პოლიტიკურმა პარტიამ _ “ქართულმა ოცნებამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. ამ მოდელით სისტემა მთლიანად დაიხურა ალტერნატიული იდეოლოგიური პლატფორმის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის და პოლიტიკური სისტემის ეს სტრუქტურა დღემდე შენარჩუნებულია.

ირაკლი უბილავა

ასევე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური სისტემის გახსნას “ქართულმა ოცნებამ” შეუწყო ხელი. პოლიტიკური პროცესებისადმი მმართველი პარტიის ამ მიდგომამ საშუალება მისცა სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფს, მეტად გააქტიურებულიყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რამაც დიდად შეაშფოთა საქართველოს ამერიკელი და, საზოგადოდ, დასავლელი კურატორები. სწორედ ამას ვუკავშირებ ჩვენი დასავლელი “მეგობრების” ტაქტიკურად სრულიად გამართლებულ და ლოგიკურ ქცევას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის საკითხის მიმართ. ასეთი პოლიტიკური ქცევის მიზნად შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ-პოლიტიკური სისტემის კვლავ დახურვის სურვილი და ორ ლიბერალურ პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის ურთიერთანტაგონიზმზე აგებული პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება.

ვინაიდანქართული ოცნებისავტორიტეტი და მხარდაჭერა საზოგადოებაში ყოველდღიურად კლებულობს, დიდი ალბათობით, მმართველ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ასეთ ვითარებაში, ახალი, ძლიერი ანტილიბერალური პოლიტიკური ორგანიზაციის წარმოქმნის შემთხვევაში, ჩნდებაოცნებისადა მისი დასავლელი კურატორების მიერ ჩამოყალიბებული და მართული ლიბერალური სოციალურპოლიტიკური სისტემის დემონტაჟის შესაძლებლობა. ეს იმ დროს, როცა მათი კარნახით განხორციელებული ლიბერალიზაციის პოლიტიკა სრულიად ჩაფლავდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით: კულტურის სფეროში საზოგადოებრივი ცხოვრების სრულმა დეგრადაციამ, ეკონომიკური დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკამ და ტურისტულ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლამ დიდწილად შეუწყო ხელი ფართო მასების სრულ გაღატაკებას და მატერიალურ სიღარიბეს, გაჭირვებულ და ლუმპენიზებულ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი არმიის ჩამოყალიბებას. ერთი სიტყვით, ქართველი კომპრადორების მოღვაწეობამ ქვეყანა 1950-იანი წლების ბატისტას მმართველობის ხანის კუბას დაამსგავსა.

ასეთ ვითარებაში ამერიკელი კურატორების მთავარი ამოცანაა ლიბერალური ელიტის შედარებით უკონფლიქტოოცნებისეულიფრთის მეორე, “ნაციონალებისაგრესიული ფრთით შეცვლა. შეიძლება ვინმე არ დაეთანხმოს ჩემს არგუმენტებს და მიიჩნიოს, რომ საზოგადოებაში ამჟამად არსებული ნეგატიური განწყობის გამო “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, მაგრამ არსებული სოციალურეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში საგრძნობლად გაიზრდება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც აუცილებლად იქცევიანნაციონალური მოძრაობისსაარჩევნო ბაზის მნიშვნელოვან ნაწილად.

ამასთანავე, საგულისხმოა, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებლად მოქმედი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც და ქვეყნის შიგნითაც იმოქმედებდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ის თითქმის ყველა პარამეტრით განეკუთვნება შეუმდგარი სახელმწიფოების კატეგორიას, სადაც დასავლელიმეგობრებისპოლიტიკური მანიპულაციების დახმარებით ძალიან ადვილია მათთვის საჭირო პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოყვანა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოში არ შეიქმნება პატრიოტულად განწყობილი ჯგუფების გაერთიანებაზე დაფუძნებული ერთიანი ანტილიბერალური და ანტიკაპიტალისტური ფრონტი, რომელიც ითავებს ქვეყნის გადარჩენის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მისიას, მაშინ საქართველო და ქართველი ხალხი განწირულია პოლიტიკური რუკიდან თანდათან გასაქრობად.

საქარტველოში არსებობენ სხვადასხვა იდეოლოგიური მიმდინარეობისა და ღირებულებების მატარებელი პატრიოტი ადამიანები, რომელთა ნაწილი მემარჯვენე კონსერვატორია, ნაწილი კი _ მემარცხენე, სოციალისტური პოლიტიკური შეხედულებების მიმდევარი, მაგრამ მათი საერთო პოზიციაა, რომ მორალური დეგრადაციისა და სოციალურეკონომიკური გაღატაკებისგან საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა, ლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემაზე გამარჯვება შეიძლება მხოლოდ გაერთიანების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პატრიოტული იდეოლოგიური მიდგომების ჰარმონიულ შეთანხმებასა და შერწყმაზე დამყარებული საერთო ბირთვის ჩამოყალიბება, რომელიც გამოკვეთს სტრატეგიასა და ტაქტიკას საერთო მტრის _ ლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის დასამარცხებლად.

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება საქართველოს კულტურული და ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი იდეოლოგიური კონტურები, გაიოლდება ანტილიბერალური საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი მეზობლების, პირველ რიგში, _ რუსეთის, _ ეროვნული ინტერესების პატივისცემისა და დაცვის ჭრილში რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ.

რუსეთსა და საქართველოს შორის ტრადიციულად არსებული ძმური და მოკავშირული ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია მხოლოდ კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებზე ფოკუსირებით. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ მომავალში ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივპოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც იტვირთებს ქვეყნის სოციალურპოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ყველა ანტილიბერალური, ანტიგლობალისტური პოლიტიკური და ინტელექტუალური ძალის მობილიზებისა და კონსოლიდაციის მისიას. როცა გაერთიანების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, მესმის, რამდენად რთულია ამ სოციალურპოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გლობალისტურლიბერალურ ძალებთან ბრძოლაში გაერთიანების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, იმისთვის, რომ გაერთიანება იყოს პროდუქტიული და ეფექტიანი, ის უნდა იყოს კონსოლიდირებული სოციალურპოლიტიკური ძალის ირგვლივ, რომელიც საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით ყველაზე ავტორიტეტული სოციალურპოლიტიკური ძალა იქნება ანტილიბერალურ ფრთაზე. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ძალიან გამოადგება მოძრაობას საქართველოში ლიბერალური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ მივყვებით ამ გზას, არსებული ლიბერალური ელიტების სრული გაკოტრების პირობებში საქართველოს ხელისუფლებაში პატრიოტული ძალების მოსვლა გრძელვადიანი პერსპექტივა არ არის.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი

სახელმწიფო სათათბიროს დსთის კომიტეტის ეგიდით ჩატარებულ რუსულქართულ კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here