Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერალური სათაგვეთი და გაყიდული საქართველო

ლიბერალური სათაგვეთი და გაყიდული საქართველო

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

333

ოცდამერვე გამოშვება

ორი უსასრულობა ვიცი _ სამყაროსი და ადამიანის უგუნურებისა, თუმცა, პირველის არსებობაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ!”

ალბერტ აინშტაინი

ვაჟაფშაველა თავის შესანიშნავ მოთხრობასათაგურშიწერს: “სათაგვეთის სამეფოში დიდი ჩოჩქოლი ატყდა”. დიდებულია ესსათაგვეთის სამეფო”. თავს პერიფრაზის უფლებას მივცემ და მოგახსენებთ, რომ საქართველოს ლიბერალურ სათაგვეთში დიდი ჩოჩქოლი გამოიწვიაპატრიოტთა ალიანსისმიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილმა წერილმა, რომელსაც ცნობილი ადამიანები აწერენ ხელს. ლიბერალურმა სათაგვეთმა ღრიანცელი მორთო, _ “პატრიოტთა ალიანსიდა მისი მხარდამჭერები რუსეთში გვაბრუნებენოვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ ამ წერილს ხელი მეც მოვაწერე, რის გამოც მსურს, ჩემი ზოგიერთი მოსაზრება გაგიზიაროთ

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა (ვითომ), ჩვენი ქვეყანა სამ ნაწილად დაიშალა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გასულია საქართველოს იურისდიქციიდან და მათი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთს ამ რესპუბლიკებთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზები; დანგრეულია ქვეყნის ეკონომიკური და სამრეწველო პოტენციალი; მოსახლეობა ხუთ-ნახევარი მილიონიდან დავიდა სამ მილიონამდე. ესაა ის ფაქტი, რეალობა და მოცემულობა, რომლის წინაშეც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი ათეული წელიწადის გასვლის შემდეგ ვიმყოფებით. ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია ამ მძიმე რეალობის შეცვლა. ჩნდება შეკითხვა: როგორ?

საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე ამ კონკრეტული შეკითხვის დასმამდე აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი დავსვამთა შეკითხვას, როგორ გამოვიდეთ ამ მძიმე ვითარებიდან და როგორ უნდა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მონასტერი ირევა, აზრები ძირითადად ორ, ურთიერთგამომრიცხავ პოლუსად იყოფა:

1. რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერი და ოკუპანტია, რომელსაც ჩვენი ძლიერი მოკავშირის სახელით უნდა ველაპარაკოთ და წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაც იმ ძლიერი მოკავშირის ხელით უნდა მოხდეს. ესაა აშშ, ევროპა და ნატო;

2. სხვათა იმედით დარჩენა უაზრობაა. აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, ინტერესთა შეჯერება და იმგვარი კომპრომისების გამონახვა, რომ მან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ საქართველოს შემადგენლობაში აღიაროს.

როგორც ხედავთ, ეს ორი თვალსაზრისი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულია. პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა რომელიმე სფეროში განსხვავებული თვალსაზრისი როდესაც ჩნდება, წესით, იწყება კამათი, დისკუსია, პოლემიკა, პაექრობა, დებატები… ათასი ფორმა და საშუალებაა იმისთვის, რომ აზრთა შეჯერება მოხდეს და საზოგადოება საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივიდეს, მაგრამ ჩვენთან ეს კულტურა არ არსებობს და, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ იარსებებს, მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე არის ის, რომ ქართული პოლიტიკა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ერთერთი ფორმა, ხალხს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე წაჰგლიჯეს ხელიდან და ვიწრო წრეებმა მიისაკუთრეს.

დასავლეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მოახდინა იმ ხუთი ბერკეტის უზურპაცია, რომლებზე დაყრდნობითაც სიტუაციას მთლიანად აკონტროლებს: ხელისუფლება, ოპოზიცია, საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სპეცსამსახურები. ყველა ეს ინსტრუმენტი დასავლეთის ხელშია და საზოგადოებაში იმ აზრის დასამკვიდრებლად მუშაობს, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთზეა დამოკიდებული და მისი ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზა აშშისა და ნატოს ხელით რუსეთის დამარცხებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ერთადერთ პერსპექტივად დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოს წევრობაა გამოცხადებული. ამ გზის უტყუარობის მტკიცებასა და ქართველ ხალხში შესაბამისი რწმენის ჩამოყალიბებაში ოცდაათი წელიწადი გავიდა, მაგრამ ვითარება არ იცვლება. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია; ნატოსა და ევროკავშირში არ გვიღებენ; აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი კვლავ დაკარგულია.

დასავლეთს საზოგადოების ზომბირების უმძლავრესი მექანიზმები გააჩნია, მაგრამ როგორი ძალითაც უნდა მუშაობდნენ ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიები, ისინი ხალხის გონების ბოლომდე დახშობას მაინც ვერ ახერხებენ. ერში მუდმივად ფეთქავს ერთი ფხიზელი ნერვი, რომელიც ერთგული გუშაგივით დგას საღი აზრის სადარაჯოზე. ეს ნერვი ქართველ ხალხს გზადაგზა შეახსენებს, რომ ვერ მივდივართ სწორი მიმართულებით. არის სხვა მიმართულება, რომელიც უფრო ლოგიკურია და ისტორიის მიერ გამოცდილი. ეს მიმართულება ჩვენს უზარმაზარ მეზობელთან ინტერესთა შეჯერების საფუძველზე საერთო ენის გამონახვაა. თქვენ გეკითხებით, ძვირფასო მკითხველო: ეს გზა ხელაღებით უარსაყოფია? ამ თვალსაზრისზე დაფიქრებაც კი მიუღებელია? ეს პოზიცია ქართული პოლიტიკური აზროვნების სივრციდან ყოველგვარი განხილვისა და გააზრების გარეშე გასაძევებელია? დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ: საქართველოსთვის რუსეთთან მტრობა მასთან მეგობრობაზე უფრო პერსპექტიული და სიკეთის მომტანი გეჩვენებათ? შესაძლებელია, გეჩვენებათ კიდეც, მაგრამ იმდენად, რომ რუსეთთან პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორც მასთან მტრობის ალტერნატივა და საპირწონე, არც კი განვიხილოთ? არ ვიცი… გენიალურ აინშტაინს თურმე ერთი უცნაური შეკითხვა აწუხებდა: “მე გავგიჟდი თუ ყველა დანარჩენი?” მზის დაბნელებაზეც მაქვს გარკვეული წარმოდგენა და მთვარის დაბნელებაზეც, გონების დაბინდვა-დაბნელებაც გამიგია, მაგრამ ისეთი და იმ მასშტაბის, საქართველოში რომ მოხდა, წარმოუდგენელია. აშშ გვეუბნება, სტრატეგიული პარტნიორები ვართო. რას ნიშნავს პარტნიორობა? აშშ, როდესაც დაგვიძახებს, ჩვენი ჯარისკაცები უნდა ვაახლოთ კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თუ მალის რესპუბლიკაში, მაგრამ ჩვენ სადაც უნდა გვიჭირდეს _ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში თუ სხვაგან, ამერიკელების ლაყე განცხადებებს უნდა დავჯერდეთ მათი შეშფოთებააღშფოთების შესახებ? მათი სტრატეგიული პარტნიორობა თუ ამას ნიშნავს, ასეთი პარტნიორობა მისაღებია? ხელსაყრელია? საიმედოა? საერთოდ, როგორ შეიძლება, პარტნიორობა ეწოდოს იმას, რაც შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია? ეს შეკითხვები ხომ ბუნებრივად ჩნდება? მხოლოდ შეკითხვები კი არა, მათზე პასუხებიც ბუნებრივად ჩნდება. ეს პასუხები ასეთია: აშშის პარტნიორობას ავტომატურად გადავყავართ რუსეთთან მტრობის რეჟიმში, ვინაიდან ამერიკელებს რუსეთი, თავიანთი სამხედრო დოქტრინის დონეზე მტრად ჰყავთ გამოცხადებული. მტრის სტრატეგიული პარტნიორი მტერზე ნაკლები მტერი რომ არ არის, ამას მტკიცება არ სჭირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოსკენ სწრაფვით და აშშის სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენ რუსეთს სამტროდ ვიწვევთ. ასეთ შემთხვევაში, ზევით დასმულ შეკითხვებს ახალი შეკითხვაც ემატება: აშშის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც რეალურად არაფერში არ გვეხმარება და არაფერს არ გვაძლევს, რუსეთთან მტრობად გვიღირს? ამ შეკითხვას სრული კატეგორიულობით შეიძლება ვუპასუხოთ, რომ _ არა! არ გვიღირს, რადგან აშშ რუსეთისგან არათუ ვერ დაგვიცავს, არც შეეცდება ჩვენს დაცვას, ვინაიდან ამერიკისთვის ჩვენ არ ვღირვართ იმდენად, რომ ჩვენ გამო რუსეთთან ომი დაიწყოს. ამერიკას, ისევე, როგორც რუსეთს, გარდა საკუთარი თავისა, არავინ უღირს გლობალური ომის ფასად, რადგან ახალი მსოფლიო ომი, არამხოლოდ ორივე სახელმწიფოსთვის, მთელი პლანეტისთვის გამანადგურებელი იქნება. სტრატეგიულ პარტნიორად კი არა, ღვიძლ შვილადაც რომ გვაღიაროს, აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის არც არაფერს გააკეთებს და ვერც გააკეთებს. ანდერს ფოგ რასმუსენის პირით აკი პირდაპირ გვითხრეს ამის შესახებ: ნატოში იმ პირობით უნდა შემოხვიდეთ, რომ ამ ორგანიზაციის წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას შეეხება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდებაო. ამაზე შეურაცხმყოფელი წინადადება წარმოუდგენელია. “იყავით ნატოს წევრი, თქვენ მიიღეთ ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, მაგრამ თქვენი უსაფრთხოების დაცვაში მონაწილეობას ჩვენ არ მივიღებთ!” _ გვეუბნებიან ისინი. ერთადერთი, რაც შეიძლება მათ გააკეთონ, ესაა საქართველოს საკითხით რუსეთთან ვაჭრობა, მაგრამ ჩვენთვის ეს ვარიანტიც არაფრისმომტანია, ვინაიდან აშშ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანაცვლოდ უფრო ღირებულს ვერაფერს შესთავაზებს, რადგან ერთიც და მეორეც რეგიონში უაღრესად მნიშვნელოვანო სტრატეგიული წერტილია. ასე რომ, მორჩა, ამ გზას საქართველო ჩიხში შეჰყავს, საიდანაც ვერასოდეს გამოვა. პირიქით რომ ვაკეთებდეთ, ანუ ფსონს რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვდებდეთ, ჩვენი საქციელი გაცილებით ლოგიკური და გამართლებული იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში აშშ ღია აგრესიაზე ან ვერ წამოვა, ან თუ წამოვა, რუსეთი ისევე დაგვიცავს მისგან, როგორც სირია და მისი კანონიერი პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი დაიცვა. პოლიტიკაში საკითხი არასდროს დგას ასე _ ვის ვინ უფრო უყვარს. არა, საკითხი ყოველთვის ასე დგას _ ვისი ინტერესები უფრო მეტად ემთხვევა ერთმანეთს. განა დღესავით ნათელი არ არის, რომ უშუალო მეზობელ ზესახელმწიფოსთან უფრო მეტი და უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესთა კვეთა გვექნება, ვიდრე ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე სხვა ზესახელმწიფოსთან?! იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი მისი რელიგიურფილოსოფიურკულტურული შემადგენელით გაცილებით ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე აშშ, საფუძველი რუსეთთან დაახლოებისა და ჩვენი ბედის ამ სახელმწიფოსთან კიდევ ერთხელ დაკავშირებისა, უფრო მტკიცე ხდება. ჩვენ თუ ვაცნობირებთ, რომ პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ და დღევანდელ მსოფლიოში ანგარიშიან მიდგომას ალტერნატივა არა აქვს, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილი პრაგმატიზმი ხომ სწორედ ის მიდგომა იქნება, რომლის შესახებაც ახლა გესაუბრებით?! ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პრაგმატიზმზეა საუბარი და არა პირად პრაგმატიზმზე, რომელიც ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ, ვიგინდარათა ხელის მოთბობისა და გამდიდრების წყაროდ იქცევა. სამწუხაროდ, საქართველოში პრაგმატიზმის მხოლოდ პირადი ფორმა გვხვდება, რომელიც ხალხისა და სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელია. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა სახეს იღებს ეს ყველაფერი, რამდენიმე მასალას მოგაწვდით ირმა ინაშვილის 4 აგვისტოს გადაცემიდან “მერვე სტუდია”:

დასავლეთიდან 2016-2019 წლებში (ყოველწლიურად) რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 28 მილიონი დოლარი შემოდიოდა, რომელიც ჯამში 132 მილიონ დოლარს შეადგენს;

2018 წელს აშშმა არასამხედრო მიზნებისთვის საქართველოს 70 მილიონ 800 ათასი დოლარი გამოუყო, რომელიც, ასევე, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას მოხმარდა;

იმავე 2018 წელს 72-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს 69 მილიონი დოლარი გამოუყო;

2019 წელს აშშმა 309 მილიონი დოლარი გამოყო სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის, ამ თანხიდან 100 მილიონი დოლარი საქართველოს შეხვდა რუსეთის მავნე ზეგავლენებთან საბრძოლველად;

იმავე 2019 წელს აშშის კონგრესმა, იმავე მიზნებისთვის, საქართველოს დამატებით 90 მილიონი დოლარი გამოუყო;

2020 წლისთვის ეს თანხა 132 მილიონამდე გაზარდა;

2021 წელსკრემლიდან მომდინარე გავლენების შესაკავებლადუკვე გამოყოფილია 88 მილიონი დოლარი. აშშის საერთაშორისო დახმარების ფონდის (USAID) განცხადებით, ეს თანხა, შესაძლებელია, გაიზარდოს 330 მილიონ დოლარამდე;

წელსვერუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმაევროპისა და აზიის ქვეყნებს 290 მილიონი დოლარი გამოუყო, საიდანაც საქართველოს 80 მილიონი დოლარი შეხვდება”.

გეკითხებით, ძვირფასო მკითხველო, და სრულიად საქართველოსაც ვეკითხები: რა დგას ამ უზარმაზარი თანხების უკან? რას ემსახურება 1700 (ათას შვიდასი) არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან? თვალებში ნაცრის შეყრაა ის, რომ ეს თანხები თურმე რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად იხარჯება. რა რუსულ პროპაგანდაზე შეიძლება საუბარი საქართველოში? სად გინახავთ საქართველოში რუსული პროპაგანდა? ჩამოვთვალოთ პროპაგანდის მთავარი საშუალებები: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “იმედი”, “რუსთავი 2”, “ტვ პირველი”, “ობიექტივი”, “პოსტვ”, “კავკასია”, “ფორმულა”. რომელია მათგან რუსეთის პროპაგანდისტი? ჩემი გადაცემები, რომლებშიც დასავლეთიდან მომდინარე უარყოფით ტენდენციებსა და რუსეთთან პარტნიორობის აუცილებლობაზე ხშირად ვსაუბრობ, რაკი “ობიექტივზე” გადის, ამის გამო თუნდაც ეს ტელეარხი რუსეთის პროპაგანდისტად ჩაითვლება? ამ არხზე ჩემ გარდა კიდევ არის ვინმე, ვინც რუსეთს თუნდაც დადებით კონტექსტში მოიხსენიებს? “ობიექტივის” ეკრანიდან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები თუ ისმის (ძირითადად, ჩემს გადაცემებში), ეს რუსეთის პროპაგანდისტობას კი არ ნიშნავს, ტელევიზიის ობიექტურობისა და დემოკრატიის შედარებით მაღალ ხარისხზე მეტყველებს, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. საქართველოში მოქმედ ყველა დანარჩენ ტელევიზიაში (რომლებიც დავასახელე და რომლებიც არ დამისახელებია) რუსეთის ლანძღვისა და წყევლა-კრულვის გარდა სხვა რამ მოგისმენიათ? ხომ არ ვაბუქებ სიტუაციას, ეს ხომ ნანდვილად ასეა?! ასეთ შემთხვევაში ხომ ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: რატომ ხარჯავს დასავლეთი ასეულ მილიონებსა და მილიარდებს საქართველოში არარსებული რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად? არა, ასე ადვილად ნუ მოვტყუვდებით. ეს თანხები რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად კი არ იხარჯება (როგორ უნდა გაანეიტრალო ის, რაც არ არსებობს?!), იგი ანტირუსული პროპაგანდის საწარმოებლად და ანტირუსული ისტერიკის გასაღვივებლად იხარჯება, იმ ანტირუსული წივილ-კივილის ასატეხად იხარჯება, რომელიც ყოველდღიურად გვესმის ზემოთ ჩამოთვლილი თუ ჩამოუთვლელი ტელეარხებიდან. ამ თანხებით დასავლეთმა საქართველო იყიდა ლიბერალური სათაგვეთისგან. მერე რა, თუ საქართველო ლიბერალური სათაგვეთის საკუთრება არ არის და არც არასოდეს ყოფილა. ყიდვა-გაყიდვის აქტი გაფორმებული და “ნოტარიუსის” (დასავლეთის) მიერ დამოწმებულია. წადით და, სადაც გენებოთ, იქ უჩივლეთ, ყველა სასამართლო მათ ეკუთნით… როგორ შეიძლება საქართველოში მოქმედი ეს ქართულენოვანი, მაგრამ სულისკვეთებით ამერიკული ტელეარხები საკუთარ თავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უწოდებდნენ, როდესაც სრულიად საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებენ, ანუ დეზინფორმაციის ერთიან მანქანას წარმოადგენენ და ერებსა და სახელმწიფოებს შორის შუღლისა და მტრობის გაღვივებას ემსახურებიან?! “პატრიოტთა ალიანსმა” სამხედრო მიუმხრობლობის იდეა რომ წამოაყენა, დასავლეთის “მეხუთე კოლონამ”, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ, ერთხმად იყვირა: ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი პრორუსული ორიენტაციააო; იტყვის ვინმე მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავ სიტყვას და… ესეც პრორუსული ორიენტაციააო; წამოსცდება ვინმეს ქართული ტრადიციების სასარგებლო რამე და… ესეც პრორუსული ორიენტაციააო; გამოვა ვინმე არატრადიციული სქესობრივი კავშირების პროპაგანდის წინააღმდეგ და… ესეც პრორუსული ორიენტაციააო. დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ ამ მიმართულებებს და ამ დამოკიდებულებებს ერი და სახელმწიფო სადაც აჰყვება, იქ საქმე ვერ წავა კარგად. აქა-იქ შეცდომის დაშვების უფლება ცალკეულ ადამიანებსაც აქვთ და, ალბათ, მთელ ერსაც, მაგრამ მუდმივად შეცდომების გზით სიარულის უფლება უზენაესს არავისთვის მიუცია. რა სახელი მოვუძებნოთ იმას, რომ ქვეყანა ათეული წლების განმავლობაში ჯიუტად ადგას მცდარ გზას, რომელიც, ხედავს, რომ ანგრევს, მაგრამ ამ გზიდან გადახვევას ჯიუტად არ აპირებს?! ამას სახელიც ერთი აქვს და ახსნაც: ეს სამშობლოს ბედის პირადული ინტერესების სამსხვერპლოზე მიტანაა; ეს დასავლურ ფულსა და მათ მიერ გადმოგდებულ თანამდებობებს დახარბებაა. უბედურება ამგვარი ადამიანების სახიფათო მომრავლებასა და მომძლავრებაშია.

ეს ადამიანები პროფესიული კამათისა და საკითხის კვალიფიციური განხილვისთვის მზად არ არიან. ისინი გვლანძღავენ, გვემუქრებიან, ღალატში გვადანაშაულებენ, ტალახში გვსვრიან. ისე იქცევიან, თითქოს ბაჯაღლო ისტორიული სიმართლე ხელში ეჭიროთ, უმაღლესი ინსტანციის ჭეშმარიტებას ექსკლუზიურად ფლობდნენ და სხვები ხმის ამოღების იურიდიულ და მორალურ უფლებას მოკლებულნი იყვნენ. მართალია, ამით მხოლოდ საკუთარ სისუსტეს ავლენენ, მაგრამ უკიდურესი აგრესიის გადმონთხევით ცდილობენ, ეს სისუსტე სიძლიერედ აქციონ. ნაწილობრივ გამოსდით კიდეც, რადგან დასავლეთი უშურველად აწვდის ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც ჯამში მილიარდებში გადადის. მათ ვერ მოაქვთ არგუმენტი, არ გააჩნიათ ლოგიკა, უბრალოდ, არ აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ დეფიციტის შევსებას გაუთავებელი ჩხუბითა და ცილისწამებით, აურზაურითა და აყალმაყალით ცდილობენ. ერთადერთი უპირატესობა, როგორც ამ სტატიის შესავალში მოგახსენეთ, ისაა, რომ დასავლეთს ხელში უპყრია საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების ბერკეტები და ხელისუფლებას, ოპოზიციას, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სპეცსამსახურებს შეხმატკბილებულად ამუშავებს ქართველი ხალხისა და მისი სასიცოცხლო ინტერესების გამომხატველი ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის წინააღმდეგ. მათ მიერ დაქირავებულ-დაგეშილი ჟურნალისტები შეკითხვებს კი არ სვამენ, რას ნიშნავს ესა თუ ის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინიციატივა, არამედ ხულიგნურად ესხმიან თავს სამშობლოს ბედ-იღბალზე დაფიქრებულ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დასავლეთიდან მოწოდებული შაბლონებით გათვალისწინებული დებულებებისგან განსხვავებული თვალსაზრისი აღმოაჩნდება. _ პუტინს რატომ მისწერეთ წერილი? _ ბოღმისგან იხრჩობიან და ხრიალებენ ისინი. _ დიახ, ბატონებო, რუსეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ვლადიმერ პუტინს მივწერეთ წერილი. აბა, ვისთვის მიგვეწერა, იმ ქვეყნის პრეზიდენტს მივწერეთ, რომელთანაც ლიბერალურმა სათაგვეთმა (თქვენი სახით) უზარმაზარი პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ პრეზიდენტი პუტინი, რომ საქართველო მხოლოდ ლიბერალური სათაგვეთისგან არ შედგება; რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მიუხედავად ოცდაათწლიანი ძალადობისა ცნობიერებასა და ფსიქიკაზე, განსჯის უნარი არ დაუკარგავს, მტერმოყვარე ერთმანეთში არ არევია, მართლმადიდებელი სული არ უარუყვია, ისტორია არ შეუბღალავს და ღირებულებები არ გადაუფასებია; პრეზიდენტ პუტინს ვუთხარით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის ამერიკელი და ევროპელი შუამავლებისა და ფსევდოკეთილისმსურველების გარეშე. დიახ, ქართველი ხალხის უმრავლესობა მზად არის რუსეთთან ყველა მტკივნეული საკითხის განსახილველად და ორ ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. რაო? მიმართვა, _ თქვენო აღმატებულებავ, _ რატომ გამოიყენეთო? როგორც არის მიღებული კულტურულ საზოგადოებაში, ისე მივმართეთ. თქვენ რას გვირჩევთ, პრეზიდენტისთვის იმ ენაზე მიგვემართა, რომელ ენაზეც თქვენ საუბრობთ ერთმანეთთან? ლიბერალური სათაგვეთის მეგავარსკვლავებისგან _ გვარამიასა და გაბუნიასგან ხომ არ აგვეღო მაგალითი? მეტყველებისა და მიმართვის კულტურა მათგან ხომ არ გვესწავლა?ვაი, თქვენს პატრონს, ლაჩრებო და უგვანებო, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის უბედურების მოტანის ფასად გულადებო და ვაჟკაცებო, რეგვნული პატრიოტიზმის რაინდებო, მსოფლიო სიბრიყვის ორდენის კავალრებო, უვიცობის დაუღლელო მქადაგებლებო, დეზინფორმაციისა და გარყვნილების მსახურნო, ერთ მშვენიერ დღეს დაიხურება ნაძარცვი და ნაქურდალი კაპიტალით დაფინანსებული თქვენი ტელებოსელები, თქვენი შეფები ციხეში აღმოჩნდებიან, თქვენთვის კი საპყრობილეც დაუმსახურებელ პატივისცემად ჩაითვლება, ვინაიდან თქვენი ადგილი სანაგვეში უფროა, ვიდრე სადმე სხვაგან

ჯერჯერობით ეს მცირეოდენი ლირიკული გადახვევა იკმარეთ, რადგან თქვენნაირებისთვის სიმართლის პირში მიხლაც კი, თუნდაც ყველაზე არაკორექტული ფორმით, ზედმეტი ყურადღება და პატივია.

თქვენ სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან სათაგვეთის მკვიდრნი იქნებით, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენნაირების მიერ ნამუსახდილ საქართველოს ძველი დიდება დავუბრუნოთ და ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვაყალიბოთ.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here