მთავარი პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: მიმიფურთხებია სტრასბურგის სასამართლოსთვისაც, იმ მოსამართლისთვისაც, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმ...

ლევან ჩაჩუა: მიმიფურთხებია სტრასბურგის სასამართლოსთვისაც, იმ მოსამართლისთვისაც, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმ ფულის მონებისთვისაც, რომლებიც სტრასბურგში “აიისას” იცავდნენ

1115
გააზიარეთ

პრეზერვატივების მწარმოებელიაიისასდამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძისთვის ეს ქართული ბრენდი ერთდროულად ბიზნესიცაა და სოციალური მოძრაობაც, რომელიც, მისი აზრით, აკრძალვებს ებრძვის. პრეზერვატივების შეფუთვებზე პროვოკაციული გამოსახულებების დატანამ, მათ შორის თამარ მეფის გამოსახულების, წარწერითმაკურთხებელი მარჯვენა”, ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ არაეთიკურობისთვის კომპანიააიისა” 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე დიზაინის პრეზერვატივის გაყიდვა აუკრძალა.

პოლიტიკურმა გაერთიანება “ქართულმა იდეამ” “აიისას” სასამართლოში უჩივლა. ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო “აიისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე იმხანად პოლიტიკური გაერთიანების წევრებს დაემუქრა და უთხრა, რომ სტრასბურგში სასამართლოს მოიგებდა.

ამა წლის 22 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძის მიერ გამოშვებულ პრეზერვატივებზე ქართველთა წმინდანისა და უდიდესი მეფის, თამარის, გამოსახულების დატანა გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია, არ ჩათვალა მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების შებღალვად და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

“ყურადღებამისაქცევია, რომ ამ “აიისას” საქმეში თავის დროზე ფიგურირებდნენ სწორედ გურამ ფალავანდიშვილი და სხვები, რომლებიც, ვიცით, რომ წელს 5 ივლისის ჰომოფობიური აქციისას განვითარებულ პროცესებში მონაწილეობდნენ და ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევიან. მათი მიზანიც თავის დროზე იყო სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომაც დაინახა ეს ამბავი და პირდაპირ მიუთითა, რომ ეროვნული მოსამართლეები, ფაქტობრივად, იყვნენ მძევლები გაბატონებული რელიგიური შეხედულებებისა”, _ ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გვესაუბრება პოლიტიკური გაერთიანებაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ საქართველო იყო ერთ-ერთი გოდოლი, რომელზეც ილეწებოდნენ მუსლიმანთა ურდოები და ევროპამდე ვერ აღწევდნენ. ჩვენთან, საქართველოში, იმტვრევდნენ ცხვირს, კარგავდნენ ძალას და ევროპას ვეღარ აპარტახებდნენ. იმის ნაცვლად, რომ ევროპელებმა ჩვენი ღვაწლი დააფასონ, ჩვენი ეროვნული პრინციპების, ჩვენი თვითმყოფადობის განადგურებას ცდილობენ, გვიბილწავენ ეკლესიასა და წმინდანებს.

არსებობს ევროპა, რომელიც მართლა ორიენტირებულია ოჯახის გაძლიერებაზე, ეროვნული ცნობიერების დაცვაზე და ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი, სადაც კანონით აკრძალეს ლგბტ პროპაგანდა ბავშვებსა და მოზარდებში. მილიონიანი გამოსვლები იყო საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

ევროპელებსაც მმართველი პოლიტიკური ელიტა აზის თავზე, როგორც ჩვენთან ხდება. ამ .. პოლიტიკური ელიტების ხელში გმინავს მოსახლეობა.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევძელით და წინ აღვუდექით ლგბტ პირების თარეშს, მაგრამ ის, რაც რამდენიმე დღის წინათ მოხდა სტრასბურგის სასამართლოში, როცა თამარ მეფისგამოსახულებიანი პრეზერვატივის წარმოება გაამართლეს, კიდევ ერთი, დიდი გამოწვევაა ქართველი ხალხისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ ამ უმსგავსობას!

სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, “ქართულმა იდეამ” გააპროტესტა “აიისას” მიერ წარმოებული პრეზერვატივების გამოჩენა ბაზარზე. ჩვენ ეს ამბავი გვიან შევიტყვეთ, მას შემდეგ, რაც წარმოებაში ჩაუშვეს და მაშინვე მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურს. მერიის სარეკლამო სამსახურია პასუხისმგებელი მსგავს საკითხებზე, ეს უმსგავსობა მათ უნდა აღეკვეთათ. მერე ვიჩივლეთ საქალაქო სასამართლოში დააიისადაჯარიმდა. მათ დაევალათ წარმოებიდან ე.წ. პროდუქციის ამოღებაც და აეკრძალათ საქმიანობაც. მახსოვს, როგორ წიოდნენ და კიოდნენ ლგბტ დამცველები და არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ უმსგავსობის დანერგვას ამ ქვეყანაში. მაშინვე დაგვემუქრნენ, რომ საქმეს სტრასბურგში წაიღებდნენ და მოიგებდნენ კიდეც სასამართლო პროცესს. ემუქრებოდნენ მოსამართლესაც, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

_ მათ მართლაც გაიმარჯვეს, მათი მუქარა გამართლდა

_ დიახ, სამწუხაროდ, შეასრულეს თავიანთი მუქარა, მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფომ საკუთარი ინტერესები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა უნდა დააყენოს და არ მისცესაიისასუფლება, თავისი გაიტანოს. თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში არ მაქვს იმედი, რომ ასეც მოხდება, მიხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის 99 პროცენტი წინააღმდეგია პრეზერვატივზე წმინდანი მეფის სახე იყოს გამოსახული.

_ სტრასბურგის სასამართლომ, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა ჩვენი თავმოყვარეობა და ეროვნული ღირსება, როდესაც აღნიშნულ საქმეზეაიისასგამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. არადა, ევროპამ ლამის გადაგვიარა, როდესაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა ხალხმა რუსთაველის გამზირზე

_ სტრასბურგის სასამართლო, ეს ე.წ. ფასილიტატორები, დიპკორპუსი დაუკრეფავში გადადიან და თავს სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებენ, ამერიკის ელჩს საქართველოში კვერცხი ესროლეს, რადგან კვერცხია თვითონაც. ეს სოციალურ ქსელშიც დავწერე და დამბლოკეს.

საქართველოში მყარდება ცისფერი დიქტატურა, რომელსაც ხელს უწყობს მთავრობაც. თუ ჩვენი სახელმწიფო აიღებს და აიღო კიდეც დასავლური კურსი, რომელსაც, 30 წელიწადია, მიყვება, ქართველებმა უარი უნდა ვთქვათ საკუთარ ღირსებაზე, სიწმინდეზე და, პრეზერვატივზე რასაც დაგვიხატავენ და ვისაც დაგვიხატავენ, მშვიდად უნდა ვუყუროთ, რადგან ეს თურმე გამოხატვის თავისუფლებაა.

ასეთი ევროპა არ მინდა, ასეთი ევროპა არავის უნდა ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩამოვხსენით ევროკავშირის დროშა და დავკიდეთ ქართული დროშა, აღვმართეთ ჯვარი.

_ თუკი მაინც შესრულდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პრეზერვატივი წარმოებაში ჩაუშვეს, როგორ მოიქცევით?

_ ვერ გაბედავენ ამის გაკეთებას. პირობას გაძლევთ, მაგ პრეზერვატივებს თავზე ჩამოვაცვამთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გაბედავენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

_ სტრასბრურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებიდან არც ერთი არ აღასრულა ჩვენმა ხელისუფლებამ. ვგულისხმობ, გირგვლიანის საქმეს, სულხან მოლაშვილის საქმეს და .. დამნაშავეები დასჯილნი არ არიან დღემდე. იქნებ, არც ეს განაჩენი არ შესრულდეს?

_ დიახ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თქვენ მიერ ნახსენებ საქმეებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ეს გადაწყვეტილებები ფეხებზე დაიკიდა ჩვენმა ხელისუფლებამ, რადგან ის მხოლოდ ფარატინა ქაღალდი იყო, მაგრამ აი, ნახავთ, ეს გადაწყვეტილება პრეზერვატივზე როგორი მუყაოს ქაღალდი აღმოჩნდება და რა დირექტივები მოჰყვება, როგორ დაიწყებენ იძულებას ხელისუფლებისას, რომ განაჩენი აღასრულონ. როცა საჭიროა, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ფარატინა ქაღალდი და, როდესაც საქმე ეხება იდეოლოგიას, მაშინ აუცილებლად შესასრულებელია. ეს არის ორმაგი სტანდარტი.

მიმიფურთხებია სტრასბურგის სასამართლოსთვისაც, იმ მოსამართლისთვისაც, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო; მათთვისაც, იმ ფულის მონებისთვისაც, რომლებიც სტრასბურგშიაიისასიცავდნენ. ყველასთვის მიმიფურთხებია, ვინც ორი კაპიკისთვის თამარ მეფის სახეს დაახატავს პრეზერვატივს, მაგრამ, სამწუხაროდ, ესენი, თამარ მეფეს კი არა, საკუთარ დედებსაც, ცოლებსაც და ქალიშვილებსაც დაახატავენ პრეზერვატივებს, ოღონდ ფული დაინახონ.

თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვუთვლი ყველას, ვინც ამ საქმეში, რომ თამარ მეფე ეხატოს პრეზერვატივს რაიმე წვლილი შეიტანა, ჯერ სახეში მიმიფურთხებია ყველასთვის და მერე, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის ფარატინა ფურცელია, რომ ვერასდროს ვერც ერთი კომპანია ვერ მოახდეს ამ სიბილწის ტირაჟირებას, ე.წ. პროდუქციის გამოშვებას. ორი წლის წინათ ეს ჩუმად გააკეთეს და, როგორც კი შევიტყვეთ, მაშინვე აღვკვეთეთ, მაგრამ ქსელში უკვე გასული იყო. ხელისუფლებას და ევროპელ ფასილიტატორებს, ელჩებს, თუ 5-6-მა ივლისმა ვერაფერი დაანახვა, ძალიან ცუდია.

მინდა, .. ევროპელ პარტნიორებს ვუთხრა, რომ სწორედ მათი ასეთი ქმედებები, ჩვენთტვის თავზე გადავლის მცდელობა, ბინძური იდეოლოგიის თავსმოხვევა, ჩვენი სიწმინდეების წაბილწვის მცდელობაა მიზეზი იმისა, რომ ქართველ ხალხს სძულს ევროპა. თვითონ აყენებენ ყველაზე დიდი ზიანს საქართველოს .. ევროპულ კურსს. ანტიდასავლური განწყობები ჩვენს საზოგადოებაშიქართულმა იდეამდა საპატრიარქომ კი არ გააღვივეს, პირიქით, თვითონ ევროპელებმა გაიტეხეს სახელი, სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილებებმა, ელჩების დირექტივებმა, ევროპარლამენტარების რჩევებმა მიგვიყვანა აქამდე და ევროპა შეგვაძულა.

დასავლეთში საქართველოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას უყურებენ, როგორც მონებს, რომლებსაც შეუძლიათ, შეულახო ღირსება, წაუბილწონ ეკლესია და წმინდანები. ეს კი თვალნათელი მაგალითია ჩვენი საზოგადეობისთვის, რომ ვიცოდეთ, საით არ უნდა წავიდეთ, ვინ უნდა გვძულდეს.

დროშა ევროკავშირისა, რომელიც ქართველს სულში ჩააფურთხებს, ყოველთვის დაიხევა, ყოველთვის ჩამოიხსნება, დაიწვება და აღიმართება ჯვარი და ქართული დროშა, ნიშნად იმისა, რომ ქართული, ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სტრასბურგის პედარასტი მოსამართლის გადაწყვეტილება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here