Home რუბრიკები საზოგადოება ლგბტ პროპაგანდა ტერორში გადაიზარდა

ლგბტ პროპაგანდა ტერორში გადაიზარდა

ანზორ სვიანაძე: ამ ბინძური პროვოკაციით ისე გამტეხეს, თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობ...

1749
ანზორ სვიანაძე

რამდენიმე დღის წინათ ქუთაისში სკანდალური ფაქტი მოხდა: 19 წლის ახალგაზრდა სასწავლებლიდან ფეისბუქსტატუსის გამო გარიცხეს. “საქართველო და მსოფლიოუცვლელად გთავაზობთ სტუდენტ ანზორ სვიანაძის განცხადებას, რომელსაც მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიების გატარება მოჰყვა.

“LGB არ ვიცი შევაქო და ჩემი ფბ თუ ისე მეგობრები გავახარო თუ დავამხო გამზრდელი თავზე? მგონი, შექება ჯობია, მირჩიეთ”. სასწავლებლიდან გარიცხული სვიანაძე საპროტეტო აქციას აანონსებს და ამბობს, რომ იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად: “მე კონკრეტულ ადამიანს არ შევხებივარ. და, რაც მთავარია, ჩემსფეისბუქგვერდზე, რასაც მინდა, იმას დავწერ. მე ჯერ არ ვარ საჯარო პირი და არც ვყოფილვარ. შესაბამისად, არავის ჰქონდა უფლება, უბრალო მოქალაქეს ასე მოქცეოდა. პირველ რიგში, საშინლად დამამცირეს. ქალბატონმა ნატალიამ (სასწავლებლის დირექტორი _ ავტ.) ჩემი ინფორმაციადასქრინადა თავის პირადფეისბუქგვერდზე გადაიტანა. ჯერ ერთი, გარიცხვის შესახებ პირადად არ უთქვას, სოციალური ქსელიდან გავიგე”. “საქართველო და მსოფლიოქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან გარიცხულ სტუდენტს დაუკავშირდა:

ანზორ სვიანაძე: _ ქალბატონი ნატალია პატარიძე, როგორც უნდა, ისე იყენებს სიტყვა ჰომოფობიის მნიშვნელობას. იმ სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში დავწერე, არაფერია ჰომოფობიური. საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, რადგან ნატალია პატარიძემ დაწერა პოლიციაში ჩემზე განცხადება და მე უკვე ვიყავი დაკითხვაზე.

_ რატომ გიჩივლათ ნატალია პატარიძემ?

_ გარიცხვის შემდეგ სასწავლო ცენტრში მივედი. მაინტერესებდა, რომელ პუნქტებზე საუბრობდა პატარიძე და სად იყო ის შიგა განაწესი გამოკრული. როგორც კი ცენტრში შევდგი ფეხი, იქ პოლიციელები დამახვედრა, თითქოს ტერორისტი ვიყავი და ვინმეს თავს ვესხმოდი.

_ ფიქრობთ, რომ ტრადიციული ორიენტაციისა და საკითხისადმი კონსერვატიული დამოკიდებულების გამო ისჯებით?

_ ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო ლგბტ თემის წარმომადგენელი, მას გამოეხატა აზრი ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებზე და სასწავლებლიდან გაერიცხათ, ხომ წარმოგიდგენით, რა მოხდებოდა?! დაირაზმებოდა როგორც არასამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორი და დაიხოკავდნენ ღაწვებს მისი ინტერესების დასაცავად.

_ განაცხადეთ, ისეთ დღეში ვარ, ლამისაა, თვითმკვლელობამდე მიმიყვანონო

_ ასეა, ამ ბინძური პროვოკაციით ისე გამტეხეს, თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობ, ღამეები აღარ მძინავს. მარტო რომ ვარ, სულ ვფიქრობ: რომ მცოდნოდა, იმ ერთ პოსტს ასეთი ამბავი მოჰყვებოდა, ალბათ, არც დავწერდი. გენერალური პროკურორის ყურამდე მივიდა იმ ამაზრზენი ვიდეოს ამბავი, რომელიც ლგბტ თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩემი მისამართით გაავრცელა. ამან სრულიად შეცვალა საქმის ვითარება. როგორც ვიცი, კარგად არავისთვის დამთავრდება ეს ამბავი.

_ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო შეკვეთილი პროვოკაცია იყო?

_ არაფერს არ ვფიქრობ… არ მინდა, სასამართლოზე ჩემ მიერ ნათქვამი თუნდაც ერთი სიტყვა ცუდად დამხვდეს. საზოგადოებამ განსაჯოს, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

სტუდენტის გარიცხვა სასწავლებლის დირექტორმა იმით ახსნა, რომ სასწავლებლის შიგა განაწესი აგებულია ჟურნალისტური ქარტიის პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირება სასწავლებლის თანამშრომლებისა თუ მოსწავლეებისგან მიუღებელია. “ანზორი გაირიცხა სიძულვილის ენის გამო და ეს პირდაპირ დევს ჩვენს დებულებასა და შიგა განაწესში. პირველივე ლექციებიდან იწყება ახსნა, რა არის სიძულვილის ენა და რატომ არ უნდა ისაუბროს ჟურნალისტმა სიძულვილის ენაზე”, _ აღნიშნავს ნატალია პატარიძე და დასძენს: გასულ წელს კედლებზეც კი იყო გაკრული მეშვიდე და მეათე პუნქტი, სადაც პირდაპირ, ნათლად, შავით-თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის ტირაჟირება. აქ მოხდა არასწორი ინტერპრეტაცია, რომ ჩვენ მოსაზრება შევუსწორეთ ანზორს და მოსაზრების გამო გაირიცხა. მოსაზრების გამო არა, სიძულვილის ენის გამო, რომელიც პირდაპირ დევს ჩვენს დებულებაში, პირდაპირ დევს ჩვენს განაწესში და პირველი ლექციებიდანვე ჩვენთან იწყება ახსნა, რას ნიშნავს სიძულვილის ენა. რატომ არ უნდა ისაუბროს ჟურნალისტმა სიძულვილის ენაზე, რა არის ობიექტური ჟურნალისტიკა და ა.შ. გაფრთხილებული არის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა პერიოდში, აუდიტორიაშიც ხშირად ყოფილა ამაზე კამათი, ხშირად ყოფილა მინიშნება და ეს მხოლოდ ერთი სტატუსი იყო ანზორისი ამოღებული. ის ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ტირაჟირებდა სიძულვილის ენაზე. სხვადასხვა ეტაპზე იყო ახსნა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ის რჩებოდა თავის მოსაზრებაზე, ვაგრძელებდით ტრენინგებს, სხვადასხვა აქციებში მის ჩართვას. აქ ჩვენ ვინმეს მხარს კი არ ვუჭერთ, ჩვენ, უბრალოდ, მედიასტანდარტი გვაქვს არაფორმალურ განათლებაში, რომ არ გვინდა ჩვენი სტუდენტი, რომელსაც გავუშვებთ შემდეგ მედიაორგანიზაციებში სტაჟირებაზე, საუბრობდეს სიძულვილის ენით”, _ ასე ხსნის ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი სასწავლებლიდან 19 წლის ახალგაზრდის გაგდებას. ნატალია პატარიძის ნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ სულაც არ ადარდებს პირადი მოსაზრების გამო გაგდებული ახალგაზრდის ბედი. ქალბატონ ნატალიას, რომელსაც მომავალი თაობების პიროვნებად ჩამოყალიბებასა და მათთვის განათლების მიცემაში უხდიან მშობლები ფულს, კერძო სასწავლებელი, როგორც ჩანს, პირადი კომპლექსებისა და ხუშტურების რეალიზაციის არენად აქვს გადაქცეული, რადგან პატარიძე თვლის, რომ სვიანაძე ერთ წელიწადში ვერ გამოზარდა (ჟურნალისტიკის სასწავლო კურსი ერთწლიანია), აკაკი წერეთლის “გამზრდელის” წაკითხვას ვურჩევთ და გამზრდელის სიტყვებს შევახსენებთ: “შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ”… რადგან პატარიძე ამბობს, რომ შარშანაც ასწავლიდნენ რაღაც-რაღაცებს და ვერ ასწავლეს, მიზეზი, სტუდენტში კი არა, საკუთარ თავში უნდა ეძებოს და სასწავლებლიდან სტუდენტის გარიცხვა იმიტომ, რომ მამათმავლობა ნორმად არ მიაჩნია, სხვა რა არის, თუ არა უმცირესობის დიქტატურის დამყარების მორიგი მცდელობა?

ეს საკითხი უკვე გახდა საზოგადოების განსჯის საგანი, მაგრამ მომხდარზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ერთ-ერთი პირველი, ვინც ანზორ სვიანაძის ახალგაზრდული ცენტრიდან გარიცხვას გამოეხმაურა, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა იყო და მან სოციალურ ქსელში ეს განცხადება გამოაქვეყნა:

“2 კითხვა მაქვს: 1. ნუთუ მართლა თვლით, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის სკოლის მოსწავლე უნდა გაირიცხოს სკოლიდან და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მძაფრი იყო მისი აზრი და ამ აზრის გადმოცემის ფორმა?

2.ვუშვებ ასევე იმ აზრს, რომ არ მოგწონთ ის, რაც ხდება, თვლით, რომ არ არის გასაგდები ეს ბიჭი სკოლიდან… მაგრამ რატომ ხართ ჩუმად, ხომ არ გეშინიათ ლგბტ თემის, სამსახურების დაკარგვის ხომ არ გეშინიათ?

სად ხართ, ჟურნალისტებო, უფლებადამცველებო, მინისტრებო და ჩინოვნიკებო? სად ხართ, რიგითო ქართველებო, გორგასლისა და აღმაშენებლის შთამომავლებო? არ არის საგანგაშო, რაც ხდება თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში? თუ ხმას დღეს არ ამოიღებთ, ხვალ თქვენს შვილებს დაჩაგრავენ, თქვენ კი მშობელ #1 ან #2 იარლიყს აგაკრავენ!

მაგრად მკიდია, დამიძახონ ზენასწავლ-განვითარებული საზოგადოების წევრებმა ბნელი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ჰომოფობი!

მე ვიბრძოლებ ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის, თავისუფალი სულის ჩახშობა და ამის წარმატებული კამპანია მიმდინარეობს საქართველოში!” _ წერს ქაცარავა და საზოგადოებას მოუწოდებს:

“გაიღვიძეთ დღეს! ხვალ გვიანი იქნება! დაუდექით ამ ახალგაზრდას გვერდით და ნუ დაღუპავთ ამ ახალგაზრდას! და ის დაიღუპება არა იმიტომ, რომ სკოლიდან გარიცხეს, სხვა, მაგარ სკოლას იპოვის, არამედ იმიტომ, რომ დაინახავს _ ის მიაგდეს, არ დაეხმარნენ და არ დაიცვეს!

ძალა ერთობაშია! მხოლოდ ესე გადავრჩებით!”

რადგან დღეს საქართველოში ვიღაც პატარიძეები ბედავენ, რომ სასწავლებლიდან გარიცხონ ახალგაზრდა პირად სივრცეში თავისი მოსაზრების გამოთქმის გამო, იქნებ უკვე გვიანია?! იქნებ, დაგვიანებულია განგაშის ზარების დარისხება, რადგან გრანტებზე გაყიდული უფლებადამცველებისა და ულტრალიბერალების დიქტატურა საკმაოდ მყარად არის ფესვგადმული სახელმწიფოში და ტოტალიტარიზმის ყველა ნიშანს ატარებს.

მოამზადა ნიკა გელაშვილმა

2 COMMENTS

  1. batono kacarava, aisrules dasavlelma “demokratebma” da daachmores kartveli eri!! tkven da kidev ramodenime atasi tkvennari ar aris sruliad sakartvelo. sakartvelo ada eri aris damonebuli dachokebuli scoredac rom ivanihvilis, kvirikashvilis, da kidev vaxsenot saakashvilis?, da sxva amgvari miliardel milionerebit! mat shedzles , pulze gayidulebma, miecat sadaveebi dasaveleli “partniorebistvis” da ai scored aset ubadruk dgeshi chaegdot eri rom xmis amogebas vegaravin bedavdes samsaxuris tu lukma puris dakargvis shishit. asea es sakartveloshi da asea ik shoreul amerikashic ise cnobistvis.

  2. მიხარია, რომ ლგბტ პროპაგანდა გეი მოწინაამღდეგეთა ტერორში გადაიზარდა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here