Home რუბრიკები პოლიტიკა კუ-პრავამ ფეხი გამოყო: სისტემა დამანგრევინეთო

კუ-პრავამ ფეხი გამოყო: სისტემა დამანგრევინეთო

3734
ზვიად კუპრავა

11 ივნისის შემდეგ ცნებაარაპოლიტიკური აქციაგაურკვეველი ცნებების კატეგორიაში გადავიდა. მას შემდეგ, რაც მოზარდებს შორის მომხდარი გარჩევისას ერთერთი მოკლულის მამამ თითქმის ორი კვირა იძახა: “მე პოლიტიკაში არ ვერევი და ჩვენი აქცია არაპოლიტიკურიაო”, სინამდვილეში კი ყველა მოთხოვნა პოლიტიკური იყო _ შვილმოკლულ მამას არ აკმაყოფილებდა არც გენერალური პროკურორის გადადგომა, არც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, მის მიერ დასახელებული პირების პატიმრობაში აყვანა და ყოველდღე ახალახალ მოთხოვნებს აყენებდა ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის თუ მინისტრის გადადგომის შესახებ, უკვე მართლა გაურკვეველია, პოლიტიკური აქცია რაღაა?!

პირდაპირ ვთქვათ: ნაციონალების უღირსი და გარეწრული გათვლა, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ შვილმოკლულ მამას ამოფარებულები გამოსულიყვნენ, მოსალოდნელზე უფრო სამარცხვინოდ ჩაფლავდა. აქვე ვიტყვი: წინამდებარე სტატიის მიზანი არ არის ამ ტრაგიკომიკური მოვლენების სერიოზული ანალიზი. ყურადღებას უფრო იმ წმინდა ფსიქიატრიულ გამოვლინებებს მივაქცევ, რომლებიც ამ აქციების პერიოდში ყველამ თვანლათლივ დაინახა, მაგრამ, სანამ ამაზე გადავიდოდე, მინდა, მცირე შესავალი გავაკეთო.

საზოგადოდ, ძალიან რთულია ასეთ მძიმე მოვლენებზე ირონიული ტონით წერა და ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია: ბოლო პერიოდია, სოციალური ქსელის ასიათასობით მომხმარებელი უკვე დაუფარავადღადაობსკუპრავასარალიძის დუეტზე და მათ უახლოეს გარემოცვაში მყოფსისტემის დამანგრეველებზე”. ყველაზე ტრაგიკომიკური ისაა, რომ ამის მიზეზსა და საბაბს ნამდვილად იძლევა შვილმოკლული მამა. ისევე, როგორც უკვე ის არის სავსებით ნათელი, რომ ზაზა სარალიძე არანაირიჩათრეულიარ არის, იგი თხემით ტერფამდე ნაცია და თავისი ტრაგედიის ასე უღირსად გამოყენების ნება თვითონვე დართო ნაცებს.

ცოტას წავიტრაბახებ და, მთელი ეს სურათი ამ აქციების დაწყების პირველ დღესვე დავინახე, თუმცა ჩემი მოსაზრებები იმდენად “ნაჩქარევი” ჩანდა, რომ რედაქციამაც თავი შეიკავა ამ თემაზე დაწერილი ჩემი პირველი სტატიის გამოქვეყნებისგან. ახლა უკვე მართლაც ყველასთვის ნათელია, რეალურად რა მიზნებიც ამოძრავებთ პატივცემულ “არაპოლიტიკურებს”, ამიტომ შეგვიძლია უფრო გაბედულად ვისაუბროთ. იქ, სადაც შვილმოკლული მამა თვითონ არ ფიქრობს, რა უფრო შეურაცხმყოფელია მისი მოკლული არასრულწლოვანი შვილის ხსოვნისთვის _ ღირსეული საქციელი თუ გარეწრებისთვის მისი სიკვდილის თემის უღირსად გამოყენების საშუალების მიცემა _ მცირე “გათავხდება” ეგებ ჩვენც მოგვეტევოს, მით უფრო, რომ საქმე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას ეხება.

როგორც შეგპირდით, ამ “ლეგენდარული” საპროტესტო აქციების მიზნებისა და ამოცანების გაანალიზებას შევწყვეტ და მხოლოდ იმაზე ვილაპარაკებ, რატომ იყო ეს აქციები ასეთი “ლეგენდარული”.

უწინარესად, იმით, რომ აშკარა იყო “ფსიქიატრიული საქართველო”. ვერ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაგროვილმა ბოღმამ ქნა ეს თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია: ამ .. არაპოლიტიკურ აქციაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე მოქალაქეთა ლამის სრული სპექტრი შეიკრიბა.

შვილმოკლული მამის მხარდასაჭერი “არაპოლიტიკური” აქცია უამრავი კომიკური მოთხოვნის მქონე ინდივიდების ასპარეზად გადაიქცა და ყოველივე 10 ივნისს ახალგამომცხვარი “ეროვნული ლიდერის” _ ზვიად კუპრავას მიერ მიტინგზე წაკითხულმა “დეპეშებმა” დააგვირგვინა: ზუგდიდელმა სვეტა დეიდამ დამაბარა, გადადგნენ ესენიო!”, “ბათუმელმა თალიკო დეიდამ დამაბარა, წაეთრიოს ივანიშვილის რეჟიმიო!” _ ისეთი დაძაბული და საინტერესო გამომეტყველებით გაიძახოდა კუპრავა, რომელიმე ახალბედაავლიპ ზურაბაშვილისთვისფსიქიატრიული პრაქტიკის დასაწყებად ნაღდად სანატრელი ეგზემპლარი იყო.

და მაინც, ყველაზე მთავარი “ნოუ-ჰაუ” ამ აქციებისა იყო საყოველთაო-საჯარო და ტექნიკურად კარგად გახმოვანებული დედის გინებების კორიანტელი!

30 წლის განმავლობაში გამართული უამრავი მიტინგი და მანიფესტაცია მახსოვს, მაგრამ ვინმეს ასეთი უხამსობები ეყვიროს მიკროფონში და ასე უმაღლეს დონეზე მომუშავე “დინამიკებში”, რომელთა ხმა ლამის მთელ რუსთაველზე ისმოდა, მსგავს რამეს, დარწმუნებული ვარ, მრავალ ჭირნახული ქართველი საზოგადოება ვერ გაიხსენებს.

ფაქტობრივად, მიკროფონთან ყოველი მესამე გამომსვლელი ან ვიღაცას აგინებდა დედას, ან ვიღაცასბოზობასაბრალებდა და დეტალურად ყვებოდა, სად, რა ვითარებაში და ვისთანურობსმის მიერ გალანძღული ესა თუ ის ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონი.

მოკლედ, ეს იყო უმაღლესი დონის “საუნდით” გახმოვანებული საჯარო ჭორაობა და დედის გინება, რაც ისევ და ისევ ქართული პოლიტიკის უნიკალურმა მოვლენამ, ზვიად კუპრავამ, დააგვირგვინა, როდესაც წარმოთქვა ფრაზა: ოხერია ეს დედაული ბიძინა!” და თქვენ წარმოიდგინეთ, გაიმეორა კიდეც.

ის, რაც გვარამიამ ჩაატარა პროკურატურასთან, რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია _ შუა მიტინგში ჯერ პროკურატურას აგინა უხამსად და უშვერად, შემდეგ კი ვიღაც ქალბატონს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა (მგონი, შეეხო კიდეც).

როგორც ჩანს, ჩვენს ტელემედიას მხოლოდ კორკოტას მიერ წარმოთქმული გინება ესმის, თუნდაც სუფრასთან, ძმაკაცებს შორის წამოცდენილიდა ყველა ქართული ტელევიზიის ეთერში ტრიალებდა დღეში ოცდაათჯერ, “აღშფოთებული” “ინგაგრიგოლიებიკი ეკრანებიდან ძვრებოდნენ: ასეთ ხალხს ქვეყანა როგორ უნდა ვანდოთო?!

გვარამიას გინება კი მხოლოდ ერთხელ გავიდა ეთერში, ისიც “აუცილებელი რეპორტაჟის” ფარგლებში, კუპრავას გინება მხოლოდ “ლაივში” მოხვდა და არავის აღარ გაუმეორებია, ხოლო ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარებზე საერთოდ სიტყვაც არ თქმულა… კორკოტას ხუმრობა სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მისამართით _ “ამას ჯგუფური სექსი ესიამოვნებაო,” ჩვენმა “მგრძნობიარე” ტელემედიამ მსწრაფლ აღიქვა “ჯგუფური გაუპატიურების მუქარად” და ლამის ერთხმად მოითხოვდა კორკოტას უმძიმესი მუხლებით გასამართლებას… კუპრავას, კილაძისა და გვარამიას მუქარას კი, ალბათ, არანაირი ფასი არ აქვს. როგორც ჩანს, ტელემედიამ იცის მათიკეთილი გულისამბავი და დარწმუნებულია, მუქარას არ შეასრულებენ, ამიტომ არიან მშვიდად. აი, ბოროტი კორკოტა, მეგობრებთან ერთად, აუცილებლად გააუპატიურებდა ჯგუფურად თათია დოლიძეს, “ინგაგრიგოლიებსრომ არ ევაჟკაცათ და დროზე არ აღეკვეთათ ეს მზაკვრული ჩანაფიქრი.

სწორედ ის დროა, შევძახოთ _ “კაა!” და გავიხსენოთ ამ აქციების კიდევ ერთი ლეგენდალური სახე, მსახიობი ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც ტელესერიალებში თამაშით ვერ მოიპოვა ისეთი პოპულარობა, როგორც ამ ერთი სიტყვის წამოძახებით მიტინგზე. ეს კაცი უდავოდ დაამშვენებდა “ფსიქიატრიული საქართველოს” ნებისმიერ პალატას.

და არ უნდა გამოგვრჩეს ქალბატონი, რომელმაც პარლამენტარების _ ეკა ბესელიასა და გუგული მაღრაძის საოცარ “თავგადასავლებზე” უამბო მიტინგზე დამსწრე საზოგადოებას. თანაც ისეთი დეტალებით, რომ, სულ ცოტა, თეთრეულის მრეცხავად მაინც მუშაობს “გოგისვანიძეებში”, ანუ იმ სასტუმრო-რესტორანში, რომელშიც თურმე ჩვენი პარლამენტარი ქალბატონები “დატ**აურობენ”, როგორც ეს ზუსტად ამ სიტყვებით გვითხრა მომიტინგე ქალბატონმა.

უნდა ითქვას, რომ ასეთი სტილის მიტინგებს, რომლებზეც გამომსვლელები მიკროფონებში უშვერად იგინებიან, ამას წინათ რუსთაველზე გამართულმა ნარკომანების აქციამ ჩაუყარა საფუძველი, სადაც პირველად გაისმა “მოდით, მოვუტ*ათ დედის ტ*კი ამ ბნელებს!” (დავით კოვზირიძე, მძიმე კაცი) “მოგიტ*ანთ სალი კლდეები და სახელოვანი წარსული” (ანა სუბელიანი) “მოდით, ბევრი ვიყოთ, რომ მოეტ*ნათ ამათ კარგის ტ*კები” (ხათუნა გოგებაშვილი) “ვიღაც ყ*ე სამართლამდცველები” (მათე ხიდაშელი) და სხვ.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ნარკომანების აქციაზე 40 წლამდე თაობა მაინც იდგა და შეიძლება ითქვას, ახალგაზრდულ ემოციებს ვერ აკონტროლებდა. შვილმოკლული მამის აქციაზე კი 50-60 წელს მიტანებულმა ხალხმა დაიწყო დედის გინება საჯაროდ და მიკროფონით.

ერთი რამ მახსენდება: 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: “მიყვარს ადამიანების თავის ნებაზე მიშვება და მათზე დაკვირვება”. შეიძლება მაშინ ამას ბევრმა არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ მე, როგორც ძირითადი პროფესიით ფსიქოლოგს, ეს ყურში მომხვდა და მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მოვლენებს სულ ამ პრიზმიდან ვუყურებ და ვაფასებ…

სხვა საკითხია, რის ფასად უჯდება ეს სახელმწიფოსა და ქვეყანას, როგორი უზნეობის დანერგვას უწყობს ხელს ასეთი მეთოდები საზოგადოებაში, რა უბედურებას მოგვიტანს ყოველივე ეს შორეულ პერსპქტივაში, როგორ უმორალო და საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელ თაობებს მივიღებთ? _ ამის ჩამოყალიბებას, ერთი გვერდი კი არა, მთელი გაზეთი არ ეყოფა…

ისე კი, როგორც მისი ჰობის აღსრულებისა და შესრულების მასტერკლასი, აქედან პირადი სარგებლის მიღების კოეფიციენტი, შეფასება მხოლოდ ერთია _ ბრავო, ბიძინა!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here