მთავარი პოლიტიკა კუდის ქიცინით

კუდის ქიცინით

დასავლელ “სტრატეგიულ” პარტნიორებს კულუარებში მაინც ჰკითხონ _ თქვენ რომ ხვდებით პუტინს და ესაუბრებით პირისპირ, ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის უფლება?

198
გააზიარეთ

გახსოვთ, ალბათ, რა ენთუზიაზმით დაიწყეს ევროპის ქვეყნებმა და, უწინარესად, აშშმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მიზანი: რუსეთი უნდა მოქცეულიყო ეკონომიკურ ბლოკადაში, ხალხი დამშეულიყო, უნდა აჯანყებოდა ქვეყნის ხელისუფლებას, დაწყებულიყომშვიდობიანირევოლუცია და რუსეთის სათავეში მოსულიყო დასავლეთისთვის მისაღები პირი. რუსთა საბედნიეროდ, მოსახლეობა ამას მარტივად მიხვდა, გაჭირვების პირველი ტალღა გადააგორა და

პირადად მაქვს რუსი ტურისტებისგან მოსმენილი წლების წინათ: “კარტოშკუ ბუდემ ჟრატ, ნო პუტინ ნაშ პრეზიდენტ!”. როგორც უნდა მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ რუსეთის პრეზიდენტი, ფაქტია, მოსახლეობას ის არათუ მოსწონს, უყვარს და იცავს კიდეც. სხვაგვარად წარმოუდგენელია ის ერთიანობა, რომელიც რუსეთმა სწორედ ამ ეკონომიკური ბლოკადისას გადაიტანა. ჩვენგან განსხვავებით, რუსეთმა არც ხელი გაიშვირა, არც ვალების დამატება დაიწყო, სოფლის მეურნეობას მიხედა და თანაც როგორ _ რუსული ხორბლის წარმოებამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ, მსოფლიო ბაზარზე ისედაც ერთერთი უდიდესი მოთამაშე, მთავარიგროკადგადაიქცა და ახლა ხორბლის ფასს მსოფლიოს სწორედ რუსეთი კარნახობს.

ეკონომიკური სანქციების დაწესებიდან მალე მოვიდნენ გონს სკანდინავიის ქვეყნები და სანქციები მოხსნეს, რადგან მათი ბაზარი მნიშვნელოვნად დაზარალდა, შემდეგ სხვა ქვეყნებმაც შეასუსტეს სანქციები, თუმცა ამერიკის გავლენით ახალ-ახალ რაღაცებს იგონებდნენ და სერიოზული სახეებით გვამცნობდნენ, _ “რუსეთს ახალი სანქციები დავუწესეთ”-ო. ახლა კი ირკვევა, რომ რუსეთის ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა და სანქციებმა ქვეყანა უფრო გააძლიერა. მეტიც _ კოვიდით გამოწვეულ საყოველთაო კრიზისში რუსებმა ზარალის ნაცვლად მოგება ნახეს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მასშტაბების რეკორდულად მატებამ მოიტანა ის, რასაც არავინ ელოდა _ რუსეთი, შემოტანის ნაცვლად, თავის პროდუქტს მთელ ევროპაში ყიდის. როგორც ჩანს, ამ აღმავლობამ აიძულა ევროკავშირი, რუსეთთან დიალოგზე ეფიქრა და შუამავლად ემანუელ მაკრონი აირჩიეს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ევროპელ ლიდერებს დიდად არ მოსწონებიათ, რადგან სწორედ ამერიკაა რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი, არადა, თვითონ ესაუბრება. ამის მიუხედავად, ამერიკაზე აუგი არავის დასცდენია, თუმცა სწორედ მაკრონი იყო ის ევროპელი ლიდერი, რომელმაც არცთუ ორაზროვანი განცხადება გააკეთა.

რამდენიმე კვირის წინათ პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ვიხილეთ. ევროკავშირის სამიტზე ჩემს მეგობრებს ვუთხარი: ჯო ბაიდენი თქვენი აზრით არ დაინტერესებულა. ისინი იკრიბებიან და ეს თქვენთვის შოკისმომგვრელი არ არის. უცნაურები ვართ. რუსეთთან სამიტის ჩატარებით შეპყრობილი არ ვარ. გულწრფელად გეტყვით, მე არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინის სანახავად. რამდენიმეჯერ შევხვდი მას და კიდევ შევხვდები”, _ განაცხადა მაკრონმა.

შეხვედრის რა გითხრათ, მაგრამ მაკრონმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, განაახლოს ყოვლისმომცველი დიალოგი ევროკავშირთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების ნორმალური და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის დაბრუნება ხელს შეუწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანდაცვა, კლიმატის, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამისთვის მზად არის, თუ ევროკავშირი გამოხატავსნამდვილ საპასუხო ინტერესს”, _ ეს განცხადება კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

რაღა თქმა უნდა, ევროკავშირი მზად არის, რუსეთს ესაუბროს და გვერწმუნეთ, ყველა ქვეყანა მაქსიმალურად შეეცდება, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად აღდგენას (ისე, ამერიკას ძალიან რომ არ ეწყინოს, თორემ ცოტა წყენას აიტანს) და ამ ურთიერთობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას. ხომ ხვდებით, რომელ რუსეთზე გვაქვს საუბრი და ვისთან აპირებენ შეხვედრას ევროპელი ლიდერები? დიქტატორ პუტინთანოღონდ, პუტინი ჩვენთვის არის დიქტატორი, თორემ პირისპირ როცა ხვდებიან, ამას ხმამაღლა ვერავინ ეუბნება, ვერ უბედავს. სამაგიეროდ, ჩვენ გვაბედინებენ, ჩვენ გვაყვირებენ და დაახლოებით ის ვითარებაა, პატარა ბავშვს რომ შეაგდებენ ხოლმე საცეკვაოდ და უფროსები ტაშის კვრით რომ ერთობიან. თუმცა, ამ შემთხვევაში ბავშვი ძალიან საყვარელია, წრეში შეგდებული საქართველო ევროპელი ტაშისმკვრელების ფონზე კი საცოდავად გამოიყურება.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რეალურად რას ფიქრობენ დასავლეთში, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ. ისინი ვერ უბედავენ დასავლელსტრატეგიულპარტნიორებსა დამეგობრებს”, კულუარებში მაინც ჰკითხონ _ თქვენ რომ ხვდებით პუტინს და ესაუბრებით პირისპირ, ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის უფლება?

 მაგრამ მერე ხომ შეიძლება იმ დასავლელმა ლიდერებმა ეს კონკრეტული პიროვნება ქართულ პოლიტიკაში კეთროვნად გამოაცხადონ და მშვიდობით, ძალაუფლებავ, ხალხის ხარჯზე გასქელებულო ჯიბევ და პრივილეგიებო. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსები მზად არიან, ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ამ ყველაფერს შეეგუონ, სირაქლემის პოზა მიიღონ და, ჰაერში აშვერილ უკანალში რომელი ევროპელის ლაკის ფეხსაცმელი მოხვდებათ, მნიშვნელობა არ აქვს.

ყველაფერი ძალიან მარტივია. თუ საქართველო რუსეთს პირისპირ დაუჯდება, შეიძლება პანდორას სკივრი გაიხსნას და იმდენი დამალული ამბავი გაირკვეს, დასავლეთთან მეგობრობა კი არა, იქაურ ელჩებს სანქციები დაუწესონ. 2003-ში ედუარდ შევარდნაძე რომ გავაგდეთ ზარ-ზეიმით, მაშინ არავის გახსენებია, რომ, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, ამბროსიევიჩი უდიდესი გამოცდილების ხარჯზე ახერხებდა ლავირებას და ურთიერთობა ჰქონდა როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. 2003 წლის შემდეგ კი მივიღეთ რადიკალური პოზიცია _ მხოლოდ დასავლეთი და საბოლოოდ მოვედით დღევანდელობამდე _ ოფიციალურად დამონებული ქვეყანა და არანაირი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, რომელზეც თავიდან ბოლომდე ვართ ჩამოკიდებული ეკონომიკურად.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ დასავლეთი შეგნებულად, მიზანმიმართულად არ გვანებებს რუსეთთან პირისპირ ურთიერთობას, მაგრამ, რასაც არ გვანებებს ჩვენ, მაქსიმალურად ცდილობს, თვითონ გააკეთოს, თვითონ “ჩაიგდოს ხელში” პირისპირ სასაუბროდ რუსეთის პრეზიდენტი. როგორ გგონიათ, მაკრონის განცხადების შემდეგ, რამდენი ევროპელი ლიდერი დაიწყებსჩალიჩსპუტინთან შესახვედრად? ეს ხომ, პრაქტიკულად, მწვანე შუქია ევროპელი ლიდერებისთვის საიმისოდ, რომ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად დაზარალებული ეკონომიკა როგორმე გამოასწორონ? რატომ რუსეთი და რატომ რუსეთით? ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მოახერხა და შექმნა არაერთი ვაქცინა და თავისი ვაქცინით ცრის მოსახლეობას, მოახერხა და საყოველთაო კრიზისის ფონზე განავითარა ეკონომიკა, თანაც ეს საკუთარი რესურსით გააკეთა და არა, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვალით, მოახერხა და არ ჩაუვარდა არც ერთი სფერო, რისი ნათელი მაგალითიც საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობაა. რუსი ტურისტების დიდი ნაკადი იმას ნიშნავს, რომ მათ ფინანსური კრიზისი ნაკლებად შეეხოთ, არ ამოწურეს რეზერვები და დასასვენებლად დროსა და სახსრებს არ იშურებენ. ეს მაშინ, როცა ევროპელი ტურისტები, რომელთა რაოდენობაც რუსებთან შედარებით აშკარად მცირე იყო, ახლა, საერთოდ, კანტიკუნტად თუ ჩამოდიან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რუს ტურისტებს ევროპა და ამერიკაც ფართოდ უღებენ კარს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტს სწორედ ისინი ხარჯავენ; და როგორ გგონიათ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმაზე მეტად რომ დაიძაბოს, ვიდრე ახლაა, სად წავლენ რუსი ტურისტები? სწორია _ ევროპაში და ის მილიარდიც, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში რუსი ტურისტებისგან შემოდიოდა, სხვა ქვეყნებში გადაიქაჩება. სასაცილოა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უახლოეს წლებში ტურიზმიდან ქვეყნის მოქმედ ბიუჯეტზე მეტი თანხის მიღებას აპირებს. ხომ ცხადია, რომ მთავარი გათვლა სწორედ რუს ტურისტებზეა, მაგრამ ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, იმიტომ, რომ დასავლელი პარტნიორების ეშინიათ, არადა…

აუცილებლად, მოწმეების გარეშე, პირისპირ შეხვდება ყველა ლიდერი ვლადიმერ პუტინს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვერ მოიცლის, მოსკოვში ჩააკითხავენ, მოეფერებიან, შეეცდებიან, არ გააბრაზრონ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი მართლა არ გაბრაზდეს. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის მოგონილი სანქციები და შეზღუდვები კი ქაღალდზე დარჩება. სამაგიეროდ, როცა ჩვენ გავიწევთ რუსეთთან პირისპირ სასაუბროდ, ამის გამკეთებელს გარკვეული ძალები სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადებენ, პოლიტიკური კოჰორტა ერთ ხმაში დაიწყებს რუსეთის კრიტიკას და ზუსტად ისეთივე კუდის ქიცინით ეახლებიან ქართველი პოლიტიკოსები ევროპელებს, როგორც ევროპელები ხვდებიან პუტინს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სინამდვილე ეს არის.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here