მთავარი დაიჯესტი კანის კინოფესტივალზე ჯანსაღი არავინ დარჩა

კანის კინოფესტივალზე ჯანსაღი არავინ დარჩა

204
გააზიარეთ

დაავადნენ მაყურებლები ახალი ფილმის ნახვის შემდეგ, იმდენად ძნელი აღსაქმელი გახდა რეჟისორ ჟიული დიუკორნოს ახალი სურათი. რამდენიმე ათეული მაყურებელი ისე ცუდად შეიქნა, რომ საჭირო გახდა სასწრაფო საექიმო დახმარების გამოძახება.

დიუკორნოს ფილმი არის სისხლი, ძალადობა, დაკვეთილი მკვლელობები, ორგიები, რომლებშიც მონაწილეობს მთავარი გმირი მამაკაცი, იგივე ქალი _ ტრანსგენდერი.

მეორე ფილმი “გარდატეხა” საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის კრიზისზეა, რომელიც დაემთხვა იმდროინდელ “ჟაკერიას” _ “ყვითელი ჟილეტების” მანიფესტაციას.

პარიზელი უზრუნველყოფილი ბურჟუების წყვილი, რომელიც მიჩვეული იყო კერძო კლინიკების ხავერდოვან მომსახურებას, პარიზის სახელმწიფო სტაციონარის ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ეს ფილმი ერთი შეხედვით, მორიდებული “სოციალური” სურათია.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

ბურჟუების წყვილი ლესბოსელები არიან. მკურნალი, უფრო ზუსტად _ მედდა, რომელიც ერთ-ერთ ქალს ამქვეყნიური უბედურებიდან გამოათრევს, მოყვარული შავკანიანი მსახიობია, რომელიც ფილმში საკუთარ თავს განასახიერებს.

“სოციალური” ფილმი თუ არ არის, ეგებ, სასიყვარულო ისტორიად შეიძლება გამოდგეს? მაგალითად, როგორც ყველა ფორუმების ფავორიტის _ ჟაკ ოდიარის ფილმი “პარიზი, მე-13 ოლქი”. ქალს უყვარს კაცი (გავიხარეთ!), მაგრამ იმას იგი უყვარს, რადგან უყვარს სხვა (დავიბენით!), და კიდევ, მას უყვარს მესამე იგი (დავითრგუნეთ!). აი, ეს მესამე იგი პირველზეა შეყვარებული.

ოდიარი, რომელიც კინოში სახელგანთქმული მამის, მიშელ ოდიარის, კვალს გამჰყვა, ჯერ რომან ჰოლანსკისთან მემონტაჟედ მუშაობდა, ფილმ “პროფესიონალის” (ბელმონდო რომ მონაწილეობს) სცენარის თანაავტორი იყო, ამჯერად პოლიამორულ (მრავალსქესიან სიყვარულზე) გადაერთო.

ფილმები, რომლებიც ზემოთ დავასახელეთ, ღონისძიების ორგანიზატორების მიერ შერჩეული საუკეთესო სურათებია. მთავარ კონკურსში მონაწილე ფილმი ამა თუ იმ რაკურსით ლგბტ (ამჯერად ანბანის კიდევ რომელიღაც ასო დაუმატეს ამ აბრევიატურას, მგონი “ქ”, მაგრამ რას ნიშნავს, ვერ გეტყვით) თემის ცხოვრებას აღწერს.

ასეთი სურათების რაოდენობა კონკურსში მონაწილე ფილმების ერთი მეოთხედია და პრაქტიკულად მიგვანიშნებს იმ ტენდენციაზე, რომელიც კინემატოგრაფში დღეს არის დამკვიდრებული და რამდენიმე წლის პერსპექტივაშიც უცვლელად დარჩება.

ასეთია სამომავლო ტრენდი: მათ, ვინც ოცნებობს დაგებული წითელი ნოხით აღმასვლას, კარგად იციან, რომ მოქმედი პირების სწორედ ასეთი კრებულით და მსგავსი ფაბულით შეძლებენ გაიკვალონ გზა სახელისა და დიდებისკენ.

დღეს იმის წარმოდგენაც კი ჭირს, რომ 30 წლის წინათ ფორუმი აღმოაჩენდა ახალ სახელებს და მხატვრული (არა სექსოლოგიური) ძიების კამერტონი იყო, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამჟამად “ვარსკვლავურ ბილეთად” წარმოგვიდგება ცხოვრებისეული და ფიზიოლოგიური ისეთი ფაქტორები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში პირადულს არ სცდებოდა. არ იყო გათვალისწინებული სხვისი ყურადღების მისაპყრობად, მით უფრო _ კინომოთხრობისთვის.

“დაბლა სართულზე” სპეციალური და დაჟინებული ჩამოქვეითება ჩვენ თვალწინ მოხდა.

რატომ?

ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

მედიურობის თვალსაზრისით კინოფორუმი რივიერაზე თავისი მნიშვნელობით მესამე მოვლენაა ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

ეს არის _ ათასობით ჟურნალისტი, ასობით მედია, უზარმაზარი პრესცენტრი, რომელშიც უახლესი ორგტექნიკაა თავმოყრილი.

მსახიობ ქალებს, გადაბერებულებს, მანეკენებს “პოდიუმზე” გამოსასვლელად ამზადებენ მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების ოსტატები.

იგივე შეიძლება ითქვას პარიკმახერებზე, ასევე, ცნობილი მარკის წარმომადგენლებზე.

ფესტივალზე ჩამოდის სტილისტების არმია, რომელიც მონაწილეებს ყოველდღიურად ახალი ტანსაცმლით შემოსავს, ასევე _ ძვირფასეულობის გამქირავებელთა დივიზიონი.

ამ ბაზრის მოთამაშეთა კონტრაქტები ფესტივალის მონაწილეებთან პრაქტიკულად ყოველთვის ბარტერულია.

გლობალური კორპორაციები და კომპანიები ეძებენ ნებისმიერ შესაძლებლობას კოლოსალური მოგების მისაღებად.

სწორედ გლობალური ელიტების იდეები და ფასეულობანი უნდა გახდეს საყოველთაოდ მისაღები და დამკვიდრდეს, როგორცახალი ნორმადა საამისოდ არის მოწოდებული კანის კინოფესტივალი.

ვინც არ დაემორჩილება, “რეაქციონერებად” და პროგრესის მტრებად შერაცხავენ, ჯიბის პრესა განახორციელებს რიტუალურ აუტოდაფეს და საქმე გაჩარხულია.

კულტურულმა რევოლუციამ, რომელმაც გადაიგლიჯინა მთელს ევროპაზე ფეხი რუსეთზე წაიტეხა. როგორც, მაგალითად, იგივეპროგრესიზმისთვალსაზრისით, როცა სახელგანთქმული თეატრის სცენაზე რანევსკაიას როლში შეეცადნენ ძალიან ვიწრო წრეში ფართოდ ცნობილ ტრანსგენდერ ნატაშას გამოყვანას. შედეგი შეიძლება მხოლოდ ფიასკო ყოფილიყო და ასეც მოხდა, რადგან საზოგადოებამ იკითხა: “ბოდიშს გიხდით, მაგრამ რატომ გსურთ კლასიკური პიესა თეატრის ოდესღაც წვეროსანი დიაცების ცირკად გადააქციოთ?”

თეატრმა მყისიერად ყველაფერი უარყო _ დეზავუირება მოახდინა.

როცა შაბათ საღამოს ფესტივალების სასახლის სცენაზე მრავალგანზომილებიანი სიყვარულის ტრანსგენდერებისა და სხვა აქტივისტი-ხუნვეიბინების კომპანია გამოვა, რა თქმა უნდა, შეგვეცოდება კოლექტიური ევროპა და, ასევე, “მთელი ცივილიზებული მსოფლიო”. ისევე, როგორც გულდაწყვეტილ თავად ფაბრიციო სალინას ლუკინო ვისკონტის უკვდავი შედევრიდან “ლეოპარდი”.

ზუსტად 58 წლის წინათ იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ეს ქმნილება დაჯილდოვდა “პალმის ოქროს შტოთი”.

“ლეოპარდი” დააჯილდოვეს იმიტომ, რომ ეს დიდი ფილმი იყო.

და არა იმიტომ, რომ ვისკონტი იყო გეი.

სულიერების კიბის იმ საფეხურების დასაძლევად, რომლებიც ნიჭიერებას “ქვემო სართულიდან” გამოყოფს და განასხვავებს ევროპულ კინოს, ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტი დრო დაჭირდა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here