Home რუბრიკები საზოგადოება ის თანამედროვე ქართული პუბლიცისტიკის ბერმუხა-დიდოსტატია

ის თანამედროვე ქართული პუბლიცისტიკის ბერმუხა-დიდოსტატია

166
ის თანამედროვე ქართული პუბლიცისტიკის ბერმუხა-დიდოსტატია

ნახევარ საუკუნეზე მეტია, მის პუბლიცისტურ შედევრებს მე, 92- წელში გადაბიჯებული ისტორიკოსპოლიტოლოგი, დიდი გულისხმიერებით ვეცნობი.

დღეს ეს პუბლიცისტი ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე ორიგინალურ და სიმართლით გაჟღენთილ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში მოღვაწეობს სხვა ცნობილ პუბლიცისტებთან ერთად, რომელთა პუბლიკაციები ობიექტურობით, მეცნიერული ანალიზით გამოირჩევა.

ბოლო 6 ათეული წლის განმავლობაში საქართველოში ცოტა თუ დარჩა პრესის ორგანო, რომელსაც თავის გვერდებზე ამ დიდებული პუბლიცისტის ნაღვაწი არ უხილავს. მისი წერილები იმითაც გამოირჩევა, რომ მხატვრული შეფერილობითაა შემკობილი და მკითხველში ესთეტიკურ სიამოვნებას იწვევს.

ვგრძნობ, მკითხველი მიბრაზდება _ გვარ-სახელის დასახელებას ითხოვს; დიახ, ეს პუბლიცისტი ბატონი არმაზ სანებლიძე გახლავთ. ბატონი არმაზი ერთნაირი სიძლიერით აშუქებს ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაზე თუ ავბედით პრობლემებზე წამოჭრილ საკითხებს და ყველაფერს თავის ნამდვილ სახელს არქმევს. ამაშია მისი სიძლიერე, სადაც საჭიროა, ბატონი არმაზი, ოსტატურად და შემპარავად, იუმორისა თუ სატირის ხერხებსაც წარმატებით იყენებს. მხატვრულობით შემკობილი მოთხრობები თუ ჩანახატები მას ბევრი სხვა პუბლიცისტისგან განასხვავებს.

“საქართველო და მსოფლიოს” მე-20 ნომერში ბატონი არმაზის ვრცელი, 2-გვერდიანი წერილი გამოქვეყნდა სათაურით  “რეზო გაბრიაძის უკანასკნელი ინტერვიუ”, უკანასკნელი იმიტომ, რომ საყოველთაოდ ცნობილი ეს დიდი ხელოვანი ბატონი არმაზისათვის მიცემული ინტერვიუდან 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

სულით ხორცამდე დამატყვევა ბატონი არმაზის მიერ დიდი ადამიანური სითბოთი გაჟღენთილმა წერილმა, ცრემლიც უხვად მადინა. მწამს, ვინც აქამდე არ გაცნობია ბატონი არმაზის ამ წერილს, ამის შემდეგ აუცილებლად გაეცნობა.

ბატონი არმაზ სანებლიძის შემდგომი გამარჯვებებისა იყოს!

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,  პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here