Home რუბრიკები პოლიტიკა თუ საქართველოში ყველაფერს აშშ-ის ელჩი, სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისია წყვეტს, რისთვის...

თუ საქართველოში ყველაფერს აშშ-ის ელჩი, სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისია წყვეტს, რისთვის ვუხდით ხელფასს ხელისუფლებას?!

5267
ამერიკის საელჩო

ყოველდი ტოტი და ტოტისტოტი

და ტოტისტოტის ტოტი ყოველი

საქართველოთი თუა სოველი, _

ვინ ეშმაკია თვით სამოელი!”

ეს ლექსი გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა 1975 წელს დაწერა და მასში კარგად ჩანს პოეტის დამოკიდებულება საქართველოსადმი. სწორედ ასეთი განწყობა და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ყველა ქართველს და, უწინარესად, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველივე ანტიქართულის, ანტიმართლმადიდებლურის მიმართ, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ თავს გვახვევსდემოკრატიული დასავლეთი”. მაგრამდამოუკიდებელისაქართველოს ყველა ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გარდა, დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ დგამს, .. სტრატეგიულ მეგობრებს ფინიასავით თვალებში შესციცინებს და მათ ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს.

საქართველოს დამოუკიდებლობა რომ ფიქციაა და ხელისუფლება დამოუკიდებლად, დასავლელი პატრონების დაუკითხავად ნაბიჯსაც რომ ვერ დგამს, დასტურდება იმით, რომ საქართველოს მოსახლეობას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 9 წლის განმავლობაში თავზე აჯდა ჯალათი სააკაშვილი და მისი “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის წარმომადგენლები დასავლეთისგან თავსმოხვეული კოაბიტაციის შედეგად დღესაც უმაღლეს სახელისუფლო სტრუქტურებში არიან მოკალათებულნი; დასტურდება იმით, რომ აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის, მითითებით დაინიშნა თავდაცვის მინისტრად თინათინ ხიდაშელი; დასტურდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (სტრასბურგის) უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, რომელმაც “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

რამდენიმე დღის წინათ კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ წარმოჩნდა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, დასავლეთის მარიონეტია და მასაც და ე.წ. დემოკრატიულ დასავლეთსაც ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხის აზრი, როდესაც დასკვნაში ჩაწერა, რომ ქორწინების შესახებ მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთნაირსქესიანთა შორის პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტაციას.

“ფუნდამენტური უფლებების თავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთნაირსქესიანთა შორის პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტაციას… საქართველო, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს სხვა წევრი ნებისმიერი სახელმწიფო, ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები და უზრუნველყოს იურიდიული აღიარება (მაგალითად, სამოქალაქო კავშირები ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთნაირი სქესის მქონეთათვის”, _ წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ქართველი საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ვენეციის კომისიისთვის არაფერია. ქართველი ხალხის ეს მოთხოვნა რომ არ ანაღვლებს ვენეციის კომისიას, გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას, “ხალხის რჩეულებსაც” რომ ასეთივე დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს, ეს არის სამწუხარო.

საქართველოს “ჩიჩილაკი” თავმჯდომარე, რომელსაც თავი “უშიშროების საბჭო” ჰგონია, მხოლოდ იმაზე დარდობს, რატომ გაჟონა ინფორმაციამ “უმაღლეს დონეზე”, რის გამოც თურმე შეშფოთებულია ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო:

“სამწუხაროდ, მოხდა, რომ გუშინ ინფორმაციამ გაჟონა. სიტყვასიტყვით იყო ციტირებული ჩანაწერები. ეს დოკუმენტი რეალურად ორ სუბიექტს _ პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს ჰქონდა. გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, თუ როგორ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. ლეგიტიმურ ეჭვებს თავისი საფუძველი გააჩნია. ჯანი ბუკიკიო არის შეშფოთებული და ჩვენ ამ შეშფოთებას ვიზიარებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია”, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

აი პატრონყმური დამოკიდებულების ნათელი მაგალითი. ხალხის რჩეულიპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმიტომ კი არ არის შეშფოთებული, რომ მართლმადიდებლური ტრადიციებისა და უძველესი კულტურის ქვეყნის მოსახლეობას აიძულებენ, ვალდებულებას აკისრებენ, ქვეყანაში დააკანონოს მამათმავლობა, არამედ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ბუკიკიოა შეშფოთებული.

ირაკლი კობახიძეს მხარი აუბა, ოღონდ შეშფოთება არ გამოუხატავს, ვენეციის კომისიის დასკვნის მქონე “მეორე სუბიექტის” _ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ (ალბათ, გასაგებია, რატომაც), რომელმაც ასეთი ფრთიანი ფრაზა დაახეთქა: ამ რეკომენდაციებში (ვენეციის კომისიის _ . .) ადეკვატურადაა ასახული ის თემები, რომლებიც ასე აღელვებდა ქართულ საზოგადოებას თვეების განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო კომისია მალავს და რა ცვლილებებზეა საუბარი და, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დროს (სტილი დაცულია).

ანუ, მდიდარი სექსის მქონე პრეზიდენტ მარგველაშვილის აზრით (ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტთან შეუთანხმებლად არაფერს იტყოდა), ქართველ საზოგადოებას თურმე ის აღელვებს, რომ კონსტიტუციაში ერთი და იმავე სქესის პირებისთვის ქორწინების უფლება არ იყო ჩაწერილი.

აი ესეც უსინდისობის მწვერვალი! თუმცა რას მოვითხოვთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე _ თბილ სკამებზე, კარგ ხელფასებსა და პრემიებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უცხოეთში მოგზაურობაზე _ ზრუნავენ. ისინი ხომ არა ხალხის, არამედ უცხო ძალების დაკვეთების შემსრულებელნი არიან?!

მაგრამ ჩნდება კითხვა, კობახიძისა არ იყოს, ლეგიტიმური:

თუ საქართველოში ყველაფერს აშშის ელჩი, სტრასბურგის სასამართლო, ვენეციის კომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, “ენდიაიდააირაიწყვეტს, რისთვის ვმართავთ ფარსს, რომელსაც არჩევნები ჰქვია, რისთვის გვინდა კონსტიტუცია და ხელისუფლება, რისთვის ვუხდით ამდენ ფულს თბილ სავარძლებში მოკალათებულ მაღალჩინოსნებს?

ნიკა კორინთელი

P.S. “საქართველოთი თუა სოველი, _ ვინ ეშმაკია თვით სამოელი!”

2 COMMENTS

  1. მეც ყოველთვის ამას ვამბობ თუ არასამთავროების კითხული და შეთანხმებული უნდა იყოს ყველა საკითხი აქეთ ეს ჩამოთვლილი სუბიექტები რაზე ვხარჯავთ ბიუჯეტის ფულს მთავრობისა და პარლამენტის შენახვაზე? ის ფული ხალხზე და ქვეყნის აღმშენებლობაზე დაიხარჯოს

  2. ეს ყველაფერი საფლავიდან ამოსაგდები შევარდნაძესაგან მოდის; თუ იგი საფლავიდან არ ამოითხარა და არ გადაიგდო მამათში, საქართველოს უცხო ტომელებისაგან მოსვენება არ ექნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here