Home რუბრიკები საზოგადოება თემურ შაშიაშვილი მიგვანიშნებს, ვინ დარეკა საქართველოდან, _ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ არ გადმოასვენოთო

თემურ შაშიაშვილი მიგვანიშნებს, ვინ დარეკა საქართველოდან, _ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ არ გადმოასვენოთო

6766
თემურ შაშიაშვილი

ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, პარტიათეთრებისთავმჯდომარე თემურ შაშიაშვილმასაქართველო და მსოფლიოსთანსაუბარი დაიწყო მადლობის გადახდით გაზეთისა და ჩვენი ვებგვერდის მკითხველებისთვის, რომლებიც გაეცნენ და გამოეხმაურნენ მისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუს (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #12, 4-17 აპრილი, 2018 .). ჩვენს პორტალზე გამოქვეყნებულ ამ მასალას, გასული კვირის მონაცემებით, 28 ათასამდე ინტერნეტმომხმარებელი გაეცნო, “ლაიქებისრაოდენობამ კი 1500- ბევრად გადააჭარბა.

ბატონმა თემურმა განაცხადა:

_ სამომავლოდ უნდა ვეძებოთ ოსებთან და აფხაზებთან ჩვენი ურთიერთობისთვის საჭირო და სასარგებლო, ურთიერთმისაღები შეხების წერტილები, პოზიტიური მომენტები და ნაკლებად ვქექოთ უახლესი წარსულის ნეგატივი, რომელმაც შეიძლება ერთმანეთს უფრო დაგვაშოროს…

გერმანიაში შევხვდი ჩვენებურ ოსებს. და-ძმანი არიან. ექიმები. წარმატებული ადამიანები. საკუთარი კლინიკა აქვთ. 1990-იან წლებში იძულებული შეიქნენ, გახიზნულიყვნენ. შინ ვეწვიე და ვნახე, რომ კარ-მიდამო ზუსტად ისე აქვთ მოწყობილი, როგორც შიდა ქართლში ჰქონდათ. ძასოხაშვილებად იწერებოდნენ ჩვენთან. ძასოხოვები არიან. ძმა, რომელმაც თავისთან მიმიყვანა, საქართველოზე ლაპარაკს რომ იწყებს, ტირის. ამ ადამიანებს ვეძახი ნამდვილ ოსებს, საქართველოს მეგობრებს. ასეთი ბევრია სამაჩაბლოშიც, ჩრდილოეთ ოსეთშიც, ყველგან. საზღვარგარეთ ოსების შეკრებაზე, სადაც მიწვეული ვიყავი და რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყნის დიასპორების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ამაში დავრწმუნდი.

ახლახან, 10 აპრილს, ვლადიკავკაზში, სადაც ბატონ თემურის მეგობარმა ვალერი გერგიევმა გარდაცვლილი მამის 100 წლის იუბილე გადაიხადა, კიდევ ერთხელ საქვეყნოდ გაცხადებულა ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ფეხზე წამოუდგნენ ფორუმის მონაწილენი თემურ შაშიაშვილს, როცა ტრიბუნიდან თქვა: “დღეს ერთდროულად ამაყი ვარ და ვინანიებ; ვინანიებ იმას, რაც ჩვენ შორის მოხდა და ვამაყობ იმით, რაც ჩვენ ისტორიაში გვქონდა და მომავალში გვექნება!”

_ იმ დღეს ვალერის დაარსებული სააღდგომო მუსიკალური ფესტივალის კონცერტი გაიმართა (მისმა ვაჟმა აბესალომმა შესანიშნავად დაუკრა) და მოგვიანებით, ტრადიციისამებრ, წვეულებაც გაიმართა. მოკრძალებული. მეგობრებისთვის. ელიტა შეიკრიბა იმ საღამოს. გერგიევი იჯდა ორ ხელმძღვანელს _ ვიაჩესლავ ბითაროვსა და ლეონიდ თიბილოვს _ შორის, მე _ მათ პირდაპირ.

ოსური სუფრის წესია: თამადად დგება უხუცესი ადამიანი ან იგი ასახელებს თამადას. ამჯერადაც ასე მოხდა და სუფრის გაძღოლა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს დაევალა. ერთ-ერთი თემა იყო საქართველო. კონფერენციასავით წარიმართა სუფრა. საერთო განწყობილების გადმოსაცემად საკმარის იქნება, თუ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს ვალერი გერგიევის ნათქვამს გავუმეორებ.

კავკასიაში ომის გაჩაღების სურვილი აქვს მსოფლიოს უძლიერეს რეაქციულ ძალებს, _ თქვა მან, _ ქართველებისა და ოსების ურთიერთობა განამტკიცებდა კავკასიას. ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ, ოსებს, შეგვიძლია ვიცხოვროთ კავკასიაში ქართველებისა და ოსების ურთიერთობის გარეშე, ის ოცდამეერთე საუკუნეში არ ცხოვრობს”.

ამ სიტყვებს ისმენდნენ იქ მყოფი 15 ქვეყნის წარმომადგენლები. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ გერგიევთან ურთიერთობაში არის ის დიდი პოტენციალი, რომლის დახმარებით შეგვიძლია ურთიერთობა დავალაგოთ ოს ძმებთან.

სიტყვა წარმოთქვა თიბილოვმაც, გულახდილად ილაპარაკა და, მგონი, საყურადღებოა, რაც თქვა. მისი დებულებების საწინააღმდეგო პასუხი, რასაკვირველია, მაქვს, მაგრამ, მოდი, სხვა კუთხითაც შევხედოთ _ რაციონალური კუთხით, საწინააღმდეგოდ ჩვენთან მიღებული პრაქტიკისა, როცა ყველა ცდილობს სხვისი ნათქვამის უარყოფას. საქართველოში არ არიან რაინდი პოლიტიკოსები.

თემურ შაშიაშვილი თავის ამ პოზიციის არგუმენტირებას კიდევ ერთი გადახვევით ცდილობს. “საქართველოში, _ თქვა მან, დღემდე არ არსებობს ანალიტიკური ცენტრი, სადაც შეისწავლიან ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი უზნაძის და, რაღა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას. ხელისუფლებაში კაცს არ მივუშვებდი, პირველ პირებად მაინც, ნიკო ნიკოლაძე რომ არ ჰქონდეს თავიდან ბოლომდე წაკითხული”.

თიბილოვის აზრით, ვლადიკავკაზშიც და ცხინვალშიც უფროსი თაობა არის მთავარი სიტყვის მთქმელი. საქართველოში უფროსი თაობის მიმართ უპატივცემულობის კულტურა ჩამოყალიბდა. ეს ერთი.

მეორე. ქართულ ტელესივრცეში მიდის პროპაგანდა, რომ ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდა თაობა რუსულად არ ლაპარაკობსო. დაიმოწმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ცოლის _ ნათია ფანჯიკიძის (გურამ ფანჯიკიძის შვილის) გამოსვლა. ეს მარაზმია: მომავალში ერთმანეთს ვეღარ დაველაპარაკებითო.

მესამე. რუსეთისადმი ზიზღი, რომელიც საქართველოშია დანერგილი, ჩვენთვის მიუღებელიაო. ეს სამი მომენტი ერთმანეთს უფრო და უფრო გვაცილებსო.

ერთი რამ დასძინა ბოლოს: შევხვდეთო ერთმანეთს, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, შევაჯეროთ პოზიციები. საჭიროა ამის გაკეთება, თორემ იგი თავის აზრზე დარჩება და ირწმუნებს, რომ, რაც თქვა, ერთადერთი სიმართლეა.

მასმედია კი აგრესიის საბურველში გვხვევს.

_ რადგან ამისთვის აფინანსებენ დაინტერესებული ძალები.

_ უკვე იმ ზომამდე მივედით, რომ ქართველი კაცი, რომელსაც ოჯახის გამოკვება უჭირს, მხოლოდ მაშინ იძინებს მშვიდად, როცა საღამოს ტელეგადაცემებში მოისმენს, ვინ ვისზე იძალა, გაარტყა, დაჭრა, მოკლა…

_ ჩვენი ყოფის პარადოქსია: ადამიანი (ხალხი) ამჯობინებს, უცქიროს საშინელებას, თვითონ კი (ადამიანი, ხალხი) ბედნიერ ყოფაზე ოცნებობს.

_ ასეა, სამწუხაროდ. ზნეობა გაითელა. ფულის კულტი დამკვიდრდა. არადა, წმინდანი თამარ მეფე ამბობდა და ისმინონ ხელისუფლებმა ჩვენი დროისა: შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულვების განსვლად ამიერ სოფლის”. ჩვენთან ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშებით მოდიან და სასახლეებიდან მიასვენებენ. ხოლო თქვენ, დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს”.

სწავლა ახსენა პირველად. და ამ ყველაფერს, ასკვნის თამარი, ქვაკუთხედად უნდა დაედვას საქვეყნო სიყვარული”. ამაზე კარგი პროგრამა რა უნდა ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებას?! ჩახედეთ ისტორიას!

_ განათლებული თაობა სჭირდება საქართველოს, ცხადია.

_ სააკაშვილმა დაღუპა თაობა, უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც მიიყვანა ხელისუფლებაში, და რომლებიც ისე წავიდნენ და გაქრნენ, კვალი არ დაუტოვებიათ. ანალოგიური რამ ხდება დღესაც: დღევანდელი პარლამენტარები ხუთი, ათი წლის შემდეგ არავის ეხსომება, იმიტომ, რომ რამე ღირებულის გაკეთება არ შეუძლიათ. ქვეყანა სავსეა გენიალური ადამიანებით.

_ ბატონო თემურ, თქვენს ამასწინანდელ ინტერვიუში მიგვანიშნეთ, რომ მაშინ, როცა ტატუნაშვილის საქართველოში გადმოსვენების საკითხი წყდებოდა, თბილისიდან დარეკეს, _ ჯერ ნუ გადმოასვენებთო. ცხადია, ამ ზარის უკან იდგნენ ისინი, ვინც საქართველოში მდგომარეობის არევას და პოლიტიკურ ამღვრეულობაში დიდი ღლავის დაჭერას ცდილობდნენ.

_ ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე დიდი პოლიტოლოგი, რომელიც რუსეთის უმაღლეს სახელისუფლო წრეებთან არის დაახლოებული, წვრილად მომიყვა, როგორ, ვისი ჩარევითა და დახმარებით, სააკაშვილის თხოვნით, ჩამოვიდა თბილისში პუტინის ნდობით აღჭურვილი პიროვნება და გადასცა მიშას რუსეთის პრეზიდენტის დანაბარები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი არნახული ტემპით წინ წავა, თუ გადადგები და, ვინც გინდა, ის დატოვეო. სააკაშვილმა, იცით, რა უპასუხა? _ მე პუტინი საქართველოს მეგობარი მეგონაო.

_ როგორც ყოველთვის საქართველოსთან გააიგივა საკუთარი თავი?

_ დიახ. და შემდეგ: იმ ჩამოსულ კაცს შესაძლო კანდიდატურები, დედაქალაქის მერი, ხელისუფლებაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფი თანაგუნდელები, მტრისას, როგორ დაუხასიათა: ზოგს ქათამი უწოდა, ზოგს _ რა და ზოგს _ რა! სამნი ვისხედით: გერგიევი, მე და ის კაცი, როცა გვიყვებოდა ამ ამბავს.

ეს არის დიდი გაკვეთილი იმისა, რა სიბნელესთან გვქონდა კავშირი სააკაშვილის სახით. ამ თემაზე შემდეგი შეხვედრისას ვისაუბროთ, გაგანდობთ ამ კაცის გვარსახელსაც და სხვა დეტალებსაც. დღეს კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოსკოვიდან ჩამოსულიდესპანიქართველია. იმასაც გავუმხელ თქვენს მკითხველს, როგორ ცდილობდა ერთი პიროვნება, რომელიც დღესაც დიდ თანამდებობაზეა საქართველოში, გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი კრემლის დახმარებით.

“საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებიდან მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას: თქვენ ხვდებით და ელაპარაკებით ადამიანებს, რომლებსაც არ ასახელებთ. არადა, ისინი პირველები არიან მათ შორის, ვინც რუსეთს ლანძღავენ ზურგს უკან და მოგმართავენ დასახმარებლად საქართველოში ხელისუფლების სადავეების ხელში ჩასაგდებად.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: მაგალითად, გამსახურდიას გარემოცვაში ვინც ყველაზე მეტად ლანძღავდა რუსებს, რუსეთში ბიზნესში არიან მშვენივრად. საშიშია ასეთი ხალხი _ დაფარული, კულუარული კავშირებით მოქმედი ადამიანები.

_ და მაინც: ვინ დარეკა მოსკოვში, რით დავაკმაყოფილო ჩვენი მკითხველების ცნობისმოყვარეობა?

_ ამჯერად თავს შევიკავებ. პირად საუბარში დაგისახელებთ ყველას გვარს და ვიფიქროთ, კორექტული ფორმით როგორ მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებრიობას. არ მინდა, რომ პიროვნებებს შევებრძოლო _ დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას, საქართველოს ინტერესებია დასაცავი.

აი, რა მითხრა ერთმა მაღალი რანგის ხელმძღვანელმა იმ შეხვედრაზე:

“_ ბატონო თემურ, ვერ წარმოიდგენთ, რა ფული იხარჯება ვლადიკავკაზშიც, ცხინვალშიც და საქართველოში თავისთავად, იმისთვის, რომ არ შედგეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. ცხინვალშიც კი იპოვეს ადამიანები, რომლებიც ამ ურთიერთობის ოდნავ დათბობისთანავე საწინააღმდეგო პროცესის აგორებას იწყებენ”.

ის ზარიც, რომელზეც მეკითხებით, დაფინანსებული იყო და იმ გუნდის ორგანიზებულია, რომლის წევრებიც საქართველოში პირველკაცობას აპირებენ.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ნათქვამია: თუ იტყვი ყველაფერს, რაც იცი, დიდი ხნით მოგიწევს გაჩუმება.

1 COMMENT

  1. მე როგორც ქართველი ვიტყვი იმას რომ ცუდი ყველა მხარეზე არის, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთში ისე რომ ცუდი დიდხანს იყოს დაბლოკილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here