მთავარი დაიჯესტი ზელენსკის ოფისში შოკირებულნი არიან ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ცინიზმითა და ორპირობით

ზელენსკის ოფისში შოკირებულნი არიან ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ცინიზმითა და ორპირობით

817
გააზიარეთ

მთავარი დღის წესრიგი, რომლის თავზე მოხვევასაც ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ხელისუფლებისთვის, არის მინსკის შეთანხმების პოლიტიკური ნაწილისა და საშინაო პოლიტიკაში რიგი მოთხოვნების შესრულება დეესკალაციის აუცილებლობის საბაბით, მაგრამ ზელენსკის ოფისში მყარდება მოსაზრება, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ დასავლეთის მასმედიაში ატეხილი ისტერიკით ამერიკელებს სურთ, უკრაინა აიძულონ, დათანხმდეს ზემოაღწერილ ნაბიჯებზე, რათა შეასრულონ კრემლთან თავიანთი დიდი მოლაპარაკებების პირობები.

მეორდება 2015 წლის თებერვალში შექმნილი ვითარება, როცა დასავლეთმა აიძულა პოროშენკო, წასულიყო მინსკის შეთანხმების გაფორმებაზე და მას შანტაჟი მოუწყო საერთაშორისო სავალუტო ფრონტის კრედიტით, რადგან გრივნა ეცემოდა და უკრაინული ვალუტის ჩამოშლის შეჩერების სხვა გზა არ არსებობდა.

ამ გზით წასვლა არც ზელენსკის სურს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უკრაინაში ეკონომიური ვითარება მძიმეა, ისეთი არ არის, როგორც 2015 წლის თებერვალში იყო, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნებული სტატიების წყალობით ვითარება სწრაფად უარესდება _ უცხოელებს მასობრივად გააქვთ ფული, უარს ამბობენ უკრაინის სახელმწიფო ობლიგაციებზე, შედეგად გრივნა ეცემა.

ამიტომ უკრაინაში სულო უფრო მეტ ადამიანს სჯერა ვერსიის, რომ დასავლურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული წერილების მიზანია, ეკონომიკურად ბოლო მოუღოს უკრაინას და აიძულოს, გააკეთოს ის, რასაც მოითხოვენ ამერიკელები. ზელენსკის ოფისში ამბობენ, რომ შოკში არიან ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ცინიზმითა და ორპირობით.

რაც შეეხება რუსეთთან ომს, უკრაინის ხელისუფლებას არ სჯერა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, ხოლო დონბასში შესაძლო ესკალაციას სულაც არ მიიჩნევენ ისეთ დიდ პრობლემად, რომლის გამოც აშშ-ს უნდა დაუთმონ სარგებლის გარეშე. სხვა საქმეა, თუკი ეს ყველაფერი იმოქმედებს გრივნაზე და მის კრახს გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა მართლაც მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება. ასე რომ, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

strana.ua-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ამერიკას რუსეთის აღმოსავლეთი ნაწილი უნდა, ჩვენ ჩვენ რა გვინდა აღმოსავლეთში ისედაც გვიშვებს და გვეფერება კიდეც რას ატუტუცებს ამერიკა 30 წელია ჩენს მთავრობებს და ეგრეთწოდებულ დავერბოვკებულ ოპოზიციას?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here