მთავარი დაიჯესტი ვის გაამწესებს ვაშინგტონი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე

ვის გაამწესებს ვაშინგტონი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე

81 წლის ბართლომეს შემცვლელად “ცსს-ს რაფინირებულ აგენტსა” და მართლმადიდებლობაში განხეთქილების ორგანიზატორს ამზადებენ

175
გააზიარეთ

მართლმადიდებლური ინფორმაციის ვებგვერდი Romfea იუწყება, რომ 19 ნოემბერს ეკუმენისტ პატრიარქ ბართლომეს რეზიდენციაში (სტამბოლის რაიონი ფენერი) ეწვია აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კარენ დონფრიდი, რომელიც პასუხისმგებელია ევროპულ და ევრაზიულ საქმეებზე. შეხვედრისას ბართლომემ გაიხსენა თავისი ცოტა ხნისწინანდელი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კმაყოფილება გამოხატა თბილი მიღებისა და კონტაქტებისთვის, რომლებიც იქ ჰქონდა.

ბერძნული მედიასაშუალებები ამჟამად განიხილავენ 81 წლის ბართლომეს გადადგომის საკითხს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ეკუმენისტური ეკლესიის საპატრიარქოს მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კარგი ნამდვილად არ არის, რაზეც მიუთითებს მისი უეცარი ჰოსპიტალიზაცია ოკეანისგაღმა მოგზაურობისას.

აშშში ჩასვლისთანავე ბართლომე ვაშინგტონის ერთერთ საავადმყოფოში აღმოჩნდა. 26 ოქტომბერს მან ცოტა ხნით დატოვა საავადმყოფო აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის მიზნით. 3 ნოემბერს კი ბართლომე კვლავ აღმოჩნდა ავადმყოფის საწოლზე, ამჯერად გულზე ოპერაციის გასაკეთებლად. მას ჩაუტარდა სტენტირება, შემდეგ კი სტამბოლში დაბრუნდა.

მსოფლიო პატრიარქმა ამერიკაში ვიზიტისას ორჯერ გაიმეორა, რომ “მუდამ ახსოვს შესაძლო გადადგომა”, მაგრამ 12 ნოემბერს ვებგვერდმა “ფენერის შუქმა” გამოაქვეყნა ერთწინადადებიანი შენიშვნა: “მსოფლიო პატრიარქი ბართლომე არ გადადგება”. მალე თვითონ ბართლომემ უარყო ხმა მისი გადადგომის შესახებ. აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქიეპისკოპიის მეთაურმა კი განაცხადა, რომ ბართლომე ღმერთმა ჩაიყვანა აშშ-ში, რათა მსოფლიო საპატრიარქო მართოს… კიდევ 30 წლის განმავლობაში, ანუ სანამ 111 წელს მიაღწევს.

ასეა თუ ისე, დღეს უკვე ბევრი ლაპარაკობს იმის თაობაზე, ვინ დაიკავებს ბართლომეს ადგილს. ისიც აღსანიშნავია, რომ ეკუმენისტური ეკლესიის პატრიარქს თავისი მემკვიდრის დამოუკიდებლად არჩევის შანსი არ აქვს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კარენ დონდრიფი და ბართლომე

ექსპერტთა აზრით, ბართლომე აშშ-ში ჩავიდა იმისთვის, რომ შეეთანხმებინა ესა თუ ის კანდიდატურა თავის პოსტზე. ეკუმენისტური ეკლესიის მეთაურის პოსტის დაკავების დიდი შანსი აქვს ეკუმენისტური ეკლესიის ამერიკის არქიეპისკოპოს ელპიდიფორს (ერისკაცობაში იოანის ლამბრინიადისს), სტამბოლის 54 წლის მკვიდრს, რომელსაცაშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რაფინირებულ აგენტსადამტკიცე პანთურქისტსუწოდებენ. ის, ისევე, როგორც ბართლომე, თურქეთის არმიაში მსახურობდა; 1995 წლის დეკემბერში დანიშნეს წმინდა სინოდის უმცროს მდივნად; შემდეგ კი სწრაფად გაიკეთა საეკლესიო კარიერა, როცა პატრიარქის რწმუნებლის სტატუსი მოიპოვა. 2011 წლის სექტემბერში მიტროპოლიტად აკურთხეს და კუნძულ ჰალკიზე წმინდა სამების ეკლესიის წინამძღვარი გახდა. 2019 წელს დანიშნეს ამერიკის არქიეპისკოპიის მეთაურად.

“თეთრი სახლი ელპიდიფორის (ლამბრინიადისის) მხარესაა, _ წერს ინტერნეტგაზეთი “რუსული ათენი”. ამ იერარქს უშუალო კავშირი აქვს ამერიკის მთავრობის უმაღლეს წრეებთან. თავისი კავშირების წყალობით, მოაწყო საბერძნეთის პრეზიდენტისა და პატრიარქ ბართლომეს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ამას გარდა, დიდი ხანია, ვრცელდება ხმა, რომ ამერიკის მთავრობა ელპიდიფორს ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის იყენებს”. ცოტა ხნის წინათ ლამბრინიადისმა ერდოღანსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (არც ერთი სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული, თურქეთის გარდა) მეთაურ ერსინ თათართან ერთად წითელი ლენტი გაჭრა ნიუ-იორკში “თეთრი სახლის” გახსნისას.

ელპიდიფორი (ლამბრინიადისი) ოვალურ კაბინეტში

ელპიდიფორი ეკუმენისტური საპატრიარქოს საკვანძო ფიგურა იყო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის საქმეში. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ მიმართულებით და ხელსაყრელ მომენტში უბიძგა პეტრე პოროშენკოსუკრაინის ავტოკეფალიისკენ”. მანამდე, 2008 წელს, ელპიდიფორი უკრაინის უმაღლესი ჯილდოთი _ თავად იაროსლავ მუდრის მეხუთე ხარისხის ორდენით _ დააჯილდოვა პრეზიდენტმა იუშჩენკომ, ხოლო 2019 წელს, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის დასრულების შემდეგ, ელპიდიფორს იგივე ორდენი, ოღონდ IV ხარისხის, პოროშენკომ უბოძა. ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი მარტინ ბენქსი თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელსაც უწოდავაშინგტონი თურქეთში თავისი სულიერი წარმომადგენლის მემკვიდრეს ამზადებს”, წერდა:

“…მისტერ ლამბრინიადისი არაერთხელ დასწრებია პატრიარქ ბართლომესა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრებსთვითონ ელპიდიფორს ეწვია აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში _ ფილიპ გორდონი, ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია აშშის სპეცსამსახურებთან”.

თუმცა, ელპიდიფორის გარდა, არის კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოსტის კიდევ ერთი პრეტენდენტი _ ემანუილ ადამაკისი, 2021 წლიდან ქალკედონის (მნიშვნელობით მეორე კათედრა ეკუმენისტურ საპატრიარქოში) მიტროპოლიტი. მას, აგრეთვე, უწოდებენ ფენერის “საგარეო საქმეთა მინისტრს”. ადამაკისი კუნძულ კრეტაზე დაბადებული ბერძენია (განსხვავებით ლამბრინიადისისაგან, რომელიც ეთნიკური ქურთია), 1985 წლიდან არის სასულიერო პირი, 1996 წლიდან _ ეპისკოპოსი.

ამ ორი სასულიერო პირიდან რომელიც უნდა აირჩიონ ვაშინგტონში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ (და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართაც _ ნ.კ.) არ გაუმჯობესდება. რუსული მასმედია წერს, რომ პატრიარქ ბართლომეს შეცვლის კიდევ უფრო ანტირუსულად განწყობილი პირი.

ადამაკისი და პოროშენკო

ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო სიტყვას, ვინ შეცვლის ბართლომეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე, იტყვიან აშშ-ში.

ასეთია, სამწუხაროდ, ვითარება მართლმადიდებელ სამყაროში.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here