Home რუბრიკები საზოგადოება ეს მთავრობა მათ ვერ იჭერს, ვინც დასაჭერია, სამაგიეროდ, გამოტენა პარლამენტი სამშობლოს მოღალატეებით…

ეს მთავრობა მათ ვერ იჭერს, ვინც დასაჭერია, სამაგიეროდ, გამოტენა პარლამენტი სამშობლოს მოღალატეებით…

148

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციას!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება თბილისში .. 5 ივლისს და შემდგომ დატრიალებული მოვლენების მიმართ. რადგან ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამაზე მეტყველებს თუნდაც პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის არცთუ იშვიათი სტუმრობა პატრიარქთან, ეკლესიაში ლოცვა სანთლებით ხელში (ისევე, როგორც ამას აკეთებს ოპოზიციის ნაწილი). ამის შემხედვარე, თავს უფლებას მივცემ, ვილაპარაკო ჩემი მრწამსის, ქრისტიანობის, პოზიციიდან.

თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქცევა ფარისევლობა არ არის, მაშინ განცვიფრებას იწვევს მათი ერთნაირი მიდგომა ჰომოსექსუალების მარშის გასამართლებლად და ამ “მარშის” მოწინააღმდეგეების ერთმნიშვნელოვნად დასაგმობად. სიტყვიერ დაგმობას ვინღა ჩივის, ქუჩაში გამოსული მოწინააღმდეგეებიდან ათობით ადამიანი ციხეში ჩასვეს. მოკლედ, ეს მთავრობა მათ ვერ იჭერს, ვინც დასაჭერია, სამაგიეროდ, გამოტენა პარლამენტი სამშობლოს მოღალატეებით, სადისტებით, ნარკომანებით, ქურდებით და ა. შ.

ჰომოსექსუალიზმის სოდომ-გომორული ცოდვა ახალი არ არის. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ძველი აღთქმა იუწყება: “ხოლო კაცნი იგი სოდომელნი უკეთურ და ცოდვილ იყვნეს წინაშე უფლისა ფრიად” (დაბადება, 13,13). ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეების ბერძენი პოეტი ქალი საფო, კუნძულ ლესბოსზე მცხოვრები, სიმღერებს აღავლენდა ქალურ ჰომოსექსუალიზმზე, ე. წ. ლესბოსურ სიყვარულზე. “კვლავ მაწვალებს ეროსი მომქანცველი, _ მღეროდა საფო, _ მწარე და ტკბილი, დაუმორჩილებელი გველი”.

ეს გველი მან საუკუნეების სიღრმიდან ქრისტიანობას ესროლა. პავლე მოციქული ბრძანებს: ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმიდისა, რომელიც გაქვთ ღმერთისგან, და არ ეკუთვნით თქვენს თავს?” (I კორინთელთა მიმართ, 6, 19). ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან ქალებმა თავიანთი ბუნების წესი არაბუნებითით შეცვალეს; ასევე კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი, აღერივნენ ერთმანეთს, მამრი მამრთან იქმოდა სარცხვინელს, და თვითონვე იღებდნენ თავიანთი ცდომის საკადრის სასჯელს. და რაკი იუკადრისა გონებით ღმერთის წვდომა, ამიტომაც უჯერო საქმეთა საქმნელად მისცა ღმერთმა ისინი უკუღმართ ვნებასამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან (რომაელთა მიმართ 1, 26-32). გესმით? ცემის კი არა, სიკვდილის ღირსნიო.

ახლა იტყვიან, ჟურნალისტებს რაღას ერჩოდნენო? მაგრამ, რაღაა ის ჟურნალისტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მამათმავლების მხარესაა და წყეული ფულის გამო ყველაფერს კადრულობს? სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ეკლესიაზე თავდასხმები მხოლოდ ამ ხელისუფლების პერიოდში არ მომხდარა. კარგად გვახსოვს, “ეროვნული ხელისუფლების” დროს ხალხს როგორ მოჰქონდა ჯოხარ დუდაევის პორტრეტებთან ერთად ჩვენი პატრიარქის წითლად გადახაზული პორტრეტები.

შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა ააყეფა სოროსული ორგანიზაციები ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიაში ჩანერგა არაერთი უღირსი პირი, რამაც თავი მოგვიანებით იჩინადღევანდელი დღე 30 წლის და თუნდაც 15 წლის წინანდელისგან იმით განსხვავდება, რომ დღეს წარმოუდგენელ წნეხსა და ჩარევას აქვს ადგილი დასავლეთის საელჩოებისა თუ მაღალჩინოსნების მხრიდან, ჰომოსექსუალების აღლუმის გამართვის სასარგებლოდ.

მაგრამ რას წარმოადგენს თანამედროვე დასავლეთი? დასავლეთის სულიერ დაცემას წინასწარმატყველებდნენ სხვადასხვა დროის მოაზროვნეები _ რიუკერტი, დანილევსკი, ლეონტიევი, ფრობენიუსი, გოეთე, ნიცშე; ვრცლად და ჩამოყალიბებული სახით კი იგი მოგვცა ოსვალდ შპენგლერმა თავის ორტომიან ნაშრომში დასავლეთის დაისი (1918-1922 წწ.). დასავლეთის დარჩენილ მომავალს შპენგლერი წარმოგვიდგენს ძალზე შავ-ბნელ სურათებში: კულტურის კვდომის სტადიაში იგი გადაგვარდება ცივილიზაციად, რომელშიც დომინირებს ათეიზმი და მატერიალიზმი. სერგეი ავერინცევის სწორი შენიშვნით, დასავლეთში შემორჩა მხოლოდ “ქრისტიანული ოაზისები”. შპენგლერის წინასწარმეტყველება ახდა: დღეს დასავლეთში ქრისტიანული მრწამსის საპირისპიროდ წახალისებულია ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში ქორწინების ჩათვლით, ამავე დროს კი მიმდინარეობს აზიააფრიკის მოსახლეობის მასობრივი შედინება ევროპის კონტინენტზე, რაც მიანიშნებს, რომ დადგა დასავლეთის კულტურის და, ასევე, მისი ფიზიკური კვდომის სტადია.

საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს რუსეთს საქართველოს მიმართ. ფილოსოფოსი ნიკოლოზ ლოსკი ტერიტორიას სახელმწიფონაციისთვის სხეულის ორგანოებს უტოლებს. სამწუხაროდ, დღეს რუსეთი გვგლეჯს ამ ორგანოებს, მაგრამ გაცილებით დიდ ბოროტებას ჩვენს მიმართ სჩადის დასავლეთი _ იგი პირდაპირ სულში გვირტყამს და ამ პატარა ერს გადაგვარებისკენ მიგვაქანებს, ეს კი ჩვენი მოსპობის ტოლფასია.

მაშინ, როდესაც აშშ და ევროპის დიდი სახელმწიფოები, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთთან მაინც ცდილობენ ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, ყოველ შემთხვევაში, გაურბიან მწვავე (და მით უმეტეს, საომარი) ვითარების შექმნას, საქართველოს ხელს უბიძგებენ რუსეთის წინააღმდეგ.

თითქმის მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვსწავლობ და ვთარგმნი როგორც დასავლელი, ისე რუსი მოაზროვნეების ნაშრომებს, ვიცნობ დასავლეთისა და რუსეთის კულტურას, მწერლობას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, ორივე სამყაროს, ვიცი მათი კარგიც და ცუდიც. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მხოლოდ რუსეთთან მოკავშირეობა გადაგვარჩენს.

ვიქტორ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here