მთავარი პოლიტიკა ერმა _ ბერი, ბერმა _ ერი, ორივემ კი საქართველო უნდა დავიცვათ!

ერმა _ ბერი, ბერმა _ ერი, ორივემ კი საქართველო უნდა დავიცვათ!

273
გააზიარეთ
ერმა _ ბერი, ბერმა _ ერი, ორივემ კი საქართველო უნდა დავიცვათ!

მომავალ წერილში განსახილველი თემის შერჩევისას გაზეთის რედაქციასთან კონსულტაციამსჯელობა ჩვეულებრივი, რომ იტყვიან, დაუწერელი კანონია. ასევე იყო ამის წინა წერილშიც, ოღონდ მსოფლიო გეოპოლიტიკაში მომხდარი, მიმდინარე თუ  მოსალოდნელი მრავალფეროვანი პროცესების ფონზე (პროცესების, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მაინტერესებს, რომ მათი შესაძლო ნეგატიური შედეგები შეიძლება მრავალტანჯულ საქართველოსაც შეეხოს) სტატიისთვის ერთი მთავარი თემის შერჩევა გაგვიჭირდა.

არადა, ყველა თემაზე (ნატოს მომავალი სამიტი; აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა; საქართველოს დედაეკლესიაზე ე.წ. ენჯეოების გადამწყვეტი შეტევა, რომელსაც საქართველოს ე.წ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეთაურობს; საქართველოში არნახული მასშტაბის ლგბტ აღლუმის ჩატარებისთვის დაუფარავი თავხედური მზადება; ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით „ენ-ჯე-ოებისა“ და ნეოლიბერალური ტელევიზია-„ჟურნალისტების“ მიერ ახალქალაქის ბავშვთა სახლის გარშემო აშკარად ხელოვნური და კარგად ორგანიზებული, რბილად რომ ვთქვათ, სკანდალი და ა.შ.) ცოტ-ცოტა საუბარი არაფრის თქმას ნიშნავს. ამიტომ გადავწყვიტე, მავანთა მიერ საქართველოს დედაეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა იყოს წინამდებარე წერილის მთავარი თემა და, თუ მთავარ თემაზე საუბარი, ნებსით თუ უნებლიეთ, რომელიმე სხვა, ზემოთ ჩამოთვლილ თემებსაც შეეხება, მცირე ადგილს არც მათ დავამადლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის პროცესი არც გუშინ დაწყებულა და არც ე.წ. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას დაუწყია.

ეს ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მიერ ორგანიზებული პროცესი ახალქალაქის ინციდენტამდე კარგა ხნით ადრე, მიშარასტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ნაცების რუპორი, დღეს ყველასგან მივიწყებული (სოროსის ნაჩუქარი ფულით, ალბათ, სადღაც ნებივრობს) თეა თუთბერიძე იყო, რომელმაც ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქი კა-გე-ბე-ს აგენტობაში ამხილა, რის გამოც თქვენმა მონა-მორჩილმა “საქართველოსა და მსოფლიოში” გამოვაქვეყნე წერა-კითხვის უცოდინარი ილიაუნის პროფესორის მამხილებელ-გამქიქებელი კრიტიკული სტატია მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი, სათაურით „ბუდარიხა“. მას შემდეგ დაიწყო უთანასწორო ბრძოლა, ჩემსა და ე.წ. „ადამიანის უფლებათა დამცველ“, გაქსუებულ სოროსისტ ხლისტებთან იმ დღიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში იმდენი კრიტიკული წერილი გამოვაქვეყნე „თავისუფლების ინსტიტუტის“ გველის წიწილების წინააღმდეგ, რომ მხოლოდ მათი სათაურების ჩამონათვალი გაავსებს ჩემი საავტორო გვერდისთვის გამოყოფილ საგაზეთო ფართობს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საეტაპო (თუ ასე თქმა უპრიანია) წერილის სათაურს მაინც შევახსენებ მკითხველს: ხლისტები _ თავისუფლების ინსტიტუტის შესახებ; მეუფე ყანდური _ მიშარასტ მეუფე გრიგოლზე; ნეოლიბერალთა ორკესტრირებული შეტევა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქზე; როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურნი პატრიარქის სიკვდილს და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სხვა მრავალის გახსენებაც შეიძლება, მაგრამ უკვე ნათქვამს ერთ რამეს დავუმატებ:  „ხლისტები“, „ბუდარიხა“ და „ყანდური“ _ ეს თიკუნები თქვენი მონა-მორჩილის დამკვიდრებულია ქართულ ბეჭდვით მედიაში და მიხარია, როდესაც მავანი თავის სტატიებში იყენებს ჩემს მიგნებებს. რაც შეეხება, ბოლო წერილს, ღმერთმა დიდი დღენი მისცეს ჩვენს პატრიარქს, მაგრამ აფთრების შესახებ ჩემი წერილი, ერთგვარი „წინასწარმეტყველება“ აღმოჩნდა _ ის ე.წ. ციანიდის საქმემდე, სულ რაღაც, 2-3 კვირით ადრე გამოქვეყნდა. მერე იყო და ევროსაბჭომ თუ კავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ჩვენი სასიქადულო პატრიარქი .. სიძულვილის ენით საუბარში იყო დადანაშაულებული მხოლოდ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ გაბედა და მამათმავლობას ავადმყოფობა უწოდა. რაც საქართველოს აშშის მარიონეტმა ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, გაატარა.

ჰოდა, შარშანწინ, 13 აპრილს, ფილარმონიის სცენაზე, სადაც „დაიცავი საქართველოს“ სიაფანდი ყრილობა მიმდინარეობდა, ძალით ავიჭერი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და იმ ფარისევლებს, რომლებიც აღდგომის უდიდეს დღესასწაულზე ხელში  ანთებული კელაპტრებით უწმინდესსა და უნეტარესთან რაც შეიძლება ახლოს მიტმასნვას ცდილობენ ხოლმე, დარბაზში მყოფ ქოც-ნაცთა ხელისუფლების წარმომადგენლებს პირდაპირ მივახალე: რატომ დატოვეთ უპასუხოდ დასავლეთის მიერ ჩვენი სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქის ბინძური შეურაცხყოფა?

ყოველივე ზემოთქმული მავანმა შეიძლება იაფფასიან ტრაბახად ჩამითვალოს, მაგრამ, ვისაც რა უნდა, ის იფიქროს ჩემზე; ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ, რაც ვთქვი, იაფფასიანი პოპულიზმი კი არა, შეულამაზებელი ისტორიაა მარტოკაცის ბრძოლისა დედაეკლესიის დასაცავად. თუმცა, არც ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს დავკლებივარ და იქაც მითქვამს სათქმელი, მაგრამ რაღა დროს ლაპარაკია, როდესაც, უკაცრავად და, „მეუფე“ პეტრემ პატრიარქს ისეთი რამ უწოდა, რასაც ვერ გავიმეორებ. ის მიკვირს, რომ საქართველოში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც საკადრის პასუხს (და არა მხოლოდ სიტყვიერს) გასცემდა ამ იქედნეს ნაშობს. 65 წლის ვარ, 4-ჯერ შუნტირებული გულით და ის ჯან-ღონე აღარ მომდევს, თორემ…

თუმცა დავუბრუნდეთ მთავარ თემას,… რა უბედურებაც გვჭირს და არა მხოლოდ ეკლესიაში, იმის ბრალია, რომ ნაცებმა, პირველ რიგში, განათლების სისტემა დაანგრიეს _ როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი. სკოლებში ასწავლიან, რომ მშობლებს არ უნდა დაუჯერონ, რადგან, თუ მამა შვილს ეტყვის, _ იმეცადინეო,  მა კი არ უნდა, ეს ბავშვზე ძალადობად ითვლება. ყურს აუწევ და, ბავშვთა უფლებების კოდექსის ძალით, შეიძლება დაგაპატიმრონ _ 112 და მისი ჯანი. „საბედნიეროდ“, ყველა ბავშვს აქვს სმარტფონი თუ აიფონი… აქედან გამომდინარე, უფროსის, მოხუცის მიმართ პატივისცემა, ისტორიის ცოდნა, წინაპართა საფლავები და ა.შ. _ რასაც “საზიზღარი” კომუნისტების პერიოდის სკოლებში გვასწავლიდნენ, ანომალიად არის დღეს მიჩნეული.

პატრიოიზმი, სამშობლო შეცვალა ეგოიზმმა _ ოღონდ მე ვიყო კარგად.

ჩვენი საამაყო ისტორიული გმირები _ აღმაშენებელი, სააკაძე, თამარ მეფე, ერეკლე მეორე და სხვები _ უარყოფით კონტექსტში არიან წარმოჩენილნი და წმინდანები ხომ, საერთოდ, გაუგებარი ცნებებია ახალგაზრდობის უმრავლესობისთვის.

საბედნიეროდ, არსებობს მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ეროვნული ცნობიერების სკოლები, რომლებსაც მიეკუთვნებოდა ნინოწმინდის პანსიონი, რომელშიც ბავშვებს, ე.წ. ბავშვთა უფლებების კოდექსის კი არა, მართლმადიდებული კოდექსის მიხედვით ასწავლიდნენ და ზრდიდნენ. სწორედ ეს ვერ აიტანეს ჩვენმა დასავლელმა „მეგობრებმა“ და ნინო ლომჯარიასა და ე.წ. ჟურნალისტების დესანტის გადასხმა სცადეს. 8 ივნისს კი სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა  ლომჯარიას, ამ ლიბერასტი ქალბატონის, გადადგომის მოთხოვნით.

სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! მათი ქმედება არის ღალატის ყველაზე უფრო მძიმე და ამაზრზენი სახე!” _ დაწერა მეუფე სპირიდონმა სოციალურ ქსელში იმ 15 პოლიტიკურ პარტიაზე, რომლებმაც ლგბტქ+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ლგბტ პირების დამცველი ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” ინიციატივით, ისინი შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ ლგბტქ + ადამიანების უფლებებს. აი ეს პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი მეტი თავისუფლება”, რესპუბლიკური პარტია, კანონი და სამართალი, სტრატეგია აღმაშენებელი, “ლელო”, “რეფორმერი”, მოძრაობადროა”, “სამართლიანობისთვის”,  “ერთიანი საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები”, “პროგრესი და თავისუფლება”, “გამარჯვებული საქართველო”.

მეუფე სპირიდონის ეს შეჩვენება იყო მიზეზი მის მიმართ და მასთან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დევნისა.

დავიცვათ ეკლესიაო! კი, ბატონო, მაგრამ ეკლესიამაც უნდა დაიცვას მრევლი და ქვეყნის პატრიოტი ყველა ადამიანი, თანაც არა მხოლოდ ლგბტ აღლუმის წინ, არამედ ხელისუფლების მიერ ყველა ანტიქართული, ანტიეროვნული კანონის მიღების ან ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში. ეს უნდა გააკეთონ არა მხოლოდ მაღალმა იერარქებმა, არამედ ყველა პატიოსანმა სასულიერმა პირმა ქადაგებებში ან, თუ ამბიონი არ აქვთ, საიდანაც საშუალება ექნებათ, იქიდან უნდა შეაჩვენონ და დაწყევლონ ერის ყველა მოღალატე.

სწორედ ეს მარტივი თეზა ჩავდე წინამდებარე წერილის სათაურში: ერმა _ ბერი, ბერმა _ ერი, ორივემ კი საქართველო უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ლგბტ-თა აღლუმს, სამწუხაროდ, ამჟამად ჩატარდება, რადგანაც რუსთაველზე, ტერიტორიებდაკარგული ქვეყნის „უძლეველი არმიის“ ჯარისკაცები ჩამორიგდებიან და გეებისა და ლესბოსელების აღლუმის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ, ქართველ ვაჟკაცებს კი ახლოსაც  არ მიუშვებენ გარყვნილებთან და შორიდან მოუწევთ ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთების გამო კაცური ცრემლების ყლაპვა.

დავით მხეიძე

P.S. მივმართავ სამღვდელოებას: მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში ჩანერგილი ლიბერასტი მეუფეების მავნებლური საქმიანობის გამო ეკლესიის დისკრედიტაცია გარკვეულწილად მოხერხდა, მაგრამ არა ისე, როგორც დასავლეთს სურდა, ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტი კვლავ დედაეკლესიაა. ამიტომ დაგვიძახეთ და გამოვალთ! ოღონდ ერთი პირობით: ფილოსოფიით _ხიდან ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდა და მინა არ ჩამტვრეულა”, დავიღუპებით

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here