Home რუბრიკები პოლიტიკა “ენ-დი-აი”-ს გამოკითხვებში ყველაფერი ზუსტად ისეთი “გათვლით” არის აწყობილი, გიგა ბოკერიასა და მის...

“ენ-დი-აი”-ს გამოკითხვებში ყველაფერი ზუსტად ისეთი “გათვლით” არის აწყობილი, გიგა ბოკერიასა და მის გუნდს რომ აძლევთ ხელს

5486
თამარ ჩერგოლეიშვილი და ლორა ტორნტონი

ქართული პოლიტიკური ველი კიდევ ერთხელ შეძრა ნაცნობმა ქარიშხალმა სახელადენდიაი”. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში მიღებულია ქარიშხლების, შტორმების, ცუნამებისა და სხვა სტიქიური უბედურებისთვის სახელის დარქმევა. გვსმენია ქარიშხალალისაზე”, შტორმბილზე”, ცუნამმარგარიტაზედა .., რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა დოზით დააზიანა ჩამოთვლილი ქვეყნების საოკეანო სანაპიროები. აი, ჩვენში კი სულაც არ არის ახალახალი სახელების მოფიქრება აუცილებელი _ ერთადერთცუნამს”, რომელიც თავს დაგვატყდება ხოლმე ლამის ყოველ ორ თვეში ერთხელ, სახელად სწორედენდიაიჰქვია და, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ წინასწარ ვიცით, რა შედეგებსაც მოგვიტანს, იგი მაინც მძლავრად და კარგა ხნით აფორიაქებს ქართველ საზოგადოებას. მართალია, არსებობს მეორე სტიქიური უბედურებაც _ “აიარაი” (ხალხი რომმოფერებით” “აირაისუწოდებს), მაგრამ ეგენდიაი”- ცუნამთან შედარებით მხოლოდ მცირე ზომის გრიგალია და მეტი არაფერი.

“ენ-დი-აი”-ს მიერ ატეხილი ქარიშხალი, შტორმი და ცუნამი ერთად სულ სხვა განზომილებისაა, თუმცა ამ სტატიის მიზანი “ენ-დი-აი”-სა და მისი “გამოკვლევების” კრიტიკა იმდენად არ არის, რამდენადაც, უბრალოდ, გვსურს, თქვენი ყურადრება მივაპყროთ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ვითომდა აღშფოთებას “ენ-დი-აის” ამ სრულიად იდიოტურ გამოკითხვათა მიმართ, სინამდვილეში კი მათ არც ისე უკმაყოფილო სახეებსა და რეალურ ქმედებებს.

თუ კარგად დავუფიქრდებით, “ენ-დი-აი”-ს ეს სამარცხვინო გამოხდომები ყველაზე მეტად სწორედ “ქართულ ოცნებას” აძლევს ხელს და მოდი, გულახდილად ვთქვათ რატომაც: ნაცვლად რეალური პრობლემებისა, ნაცვლად ხალხის გასაჭირზე მსჯელობისა, ნაცვლად იმისა, რომ ვინმემ პასუხი მოსთხოვოს ამ მართლაც უნიათო ხელისუფლებას იმ ურთულესი ვითარების გამო, რომელიც ქვეყანაშია, ყურადღება გადადის იმაზე, კახა კალაძე უფრო დადებითი იმიჯით სარგებლობს თუ ბიძინა ივანიშვილი. დავით ბაქარაძეს უფრო ენდობა საქართველოს მოსახლეობა თუ გიორგი გახარიას; ირაკლი ღარიბაშვილი უფრო კოლორიტული პერსონაა თუ ზვიად კუპრავა; ნინო ბურჯანაძე უფრო ქალია თუ ელენე ხოშტარია უფრო კაცია და სხვა მსგავსი სულელური თემები იწევს წინ.

კახა კალაძე
კახა კალაძე

“ენ-დი-აი”-ს ბოლო გამოკითხვის ერთგვარი “სპოილერი” სწორედ კახა კალაძე იყო და მოდით, ნუ დავუკარგავთ მათ ამ ღვაწლს. კახა კალაძის თემა აშკარად განგებ არის ჩადებული ამ გამოკვლევაში და “კალას” უსაზღვროდ გაზრდილი რეიტინგი, ექსპერტების აზრით, ერთგვარი შეშფოთების საფუძველს უნდა აძლევდეს პირადად ბიძინა ივანიშვილსაც და, როგორც ამბობენ, “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებსაც, რომლებსაც ან ახლა უჭირავთ მაღალი თანამდებობა, ან სამომავლოდ აპირებენ თბილი სკამების დაკავებას.

“კალას” პერსონა, როგორც ამბობენ, საფრთხეს ქმნის. იმასაც ამტკიცებენ მავანნი, რომ “ქართულ ოცნებას” მთლიანობაში საკმაოდ ააკან-კალა, როდესაც დედაქალაქის მერის რეიტინგის ასეთი მატების შესახებ შეიტყო…

ეს რეალობაა თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ “ენ-დი-აი”-ს ამჯერად ძალიან საეჭვოდ შეუყვარდა დავით ბაქარაძე და კახა კალაძე. მთელი კვლევა მიმართულია იქით, რომ, უბრალოდ, ძალიან არ დაწყვიტონ გული ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს, თორემ ისე, კვლევის მთავარი გმირები სწორედ ბაქრაძე და კალაძე გახლავან.

სულაც არ არის გამორიცხული, რომ კახა კალაძეს გარკვეული თანხაც ჰქონდეს გადახდილი მისი სახელისა და გვარის “ენ-დი-აი”-ს კვლევებში ამოსატივტივებლად.

ან ვინმე სხვას აქვს ლორა ტორნტონის (ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ოჯახური წყვილის ახლო მეგობარი და “ენ-დი-აი”-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი) გული და ჯიბე მოგებული საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ერთ-ერთ ყველაზე მყარ დასაყრდენ კალაძეს შორის შავ კატას გაარბენინოს?

ცნობილია, უხსოვარი დროიდან მბრძანებლები ყოველთვის მეტად მტკივნეულად განიცდიდნენ ხოლმე რომელიმე ვეზირის მეტისმეტად აღზევებასა და ხალხის თვალში მისი ავტორიტეტის გაზრდას. მოგეხსენებათ, არც ბიძინა განსხვავდება დიდად “აღმოსავლეთის მბრძანებლების” ტიპაჟისგან და იქნებ, ვიღაცას იმედი აქვს, თუკი მას შეუქმნის განცდას, რომ “კალას” ავტორიტეტი განუზომლად იზრდება, ეს აუცილებლად გამოიწვევს “მბრძანებლის” მხრიდან შესაბამის რეაქციას. აკი, არაერთხელ დაგორებულა “ბრწყინვალე ვეზირთა” თავები ამა თუ იმ შაჰის კარზე სწორედ ერთადერთი მიზეზით _ შაჰი შურითა და მრისხანებით აღავსო ვაზირის მზარდმა გავლენამ და ავტორიტეტმა.

საბოლოოდ, მართლა ააკან-კალა თუ არა ბიძინას “ენ-დი-აი”-ს კვლევების გაცნობის გამო, ეს მალე გამოჩნდება. მინიმალური შედეგი, რომელიც მმართველ გუნდს ამ კვლევებმა მოუტანა, არის სწორედ ის, რომ ყველა ტელევიზიისა და საინფორმაციო საშუალების განხილვის უმთავრესი საგანი, მთელი კვირაა, სწორედ “ენდიაი”-ს კვლევები და მისი საოცარი შედეგებია.

საოცარია ისიც, რომ, ამ კვლევების მიხედვით, მკვეთრად დაეცა საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის რეიტინგიც _ კვლევებიდან ისე ჩანს, თითქოს პატრიარქზე მეტად ხალხი ელენე ხოშტარიასაც კი ენდობა და პატივს სცემს.

ხატოვნად შეგვიძლია ვთქვათ: თვალშისაცემია ლორა ტორნტონზე ბოკერიების ოჯახში ჩერგოლეიშვილის ხელით მირთმეული ძვირფასი კონიაკის გავლენა.

“ენ-დი-აი”-ს გამოკითხვებში ყველაფერი ზუსტად ისეთი “გათვლით” არის აწყობილი, როგორიც ყველაზე მეტად სწორედ გიგა ბოკერიასა და მის გუნდს აძლევთ ხელს:

  1. კახა კალაძის ავტორიტეტისსაშიშადწარმოჩენა, რამაც, მათი ვარაუდით, ბიძინაკალას სამკვდროსასიცოცხლო კონფლიქტი უნდა გამოიწვიოს;
  2. პატრიარქისა და საპატრიარქოსდაკნინებულორგანიზაციად ჩვენება, ანუ პრევენცია საიმისოდ, რომ ხალხმა აღარ ისურვოს საპატრიარქოს დაძახილზე ქუჩაში გამოსვლა;
  3. დავით ბაქრაძისა და მისი სახით პარტიაევროპული საქართველოსწონიან პოლიტიკურ ორგანიზაციად წარმოჩენა.

აქ ე.წ. ორმაგი მიზნებიც შეგვიძლია დავინახოთ _ დიდი ხანია, ისედაც საუბრობენ, რომ “ევროპულ საქართველოს” პრეტენზია აქვს, ჩაანაცვლოს “ნაციონალური მოძრაობა” და 2020-ის არჩევნების შემდეგ საქართველოს მოევლინოს “მეორე პოლიტიკურ ძალად”, ანუ ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალად. არცთუ უსაფუძვლოდ, იმასაც ამბობენ, რომ გიგა ბოკერიას ამ თემაზე “დაკერილი” ჰყავს თვითონ ბიძინა ივანიშვილი და ყოველივე სწორედ მათი ფარული შეთანხმებით ხდება. სხვათა შორის, თუ ამ თვალით და ამ ჭრილიდან შევხედავთ “ენ-დი-აი”-ს ბოლო კვლევებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ნათელია და მართლაც ზუსტად თავის ადგილზეა.

მათ შორის კალაძის თემაც _ აკი, თუკი კალაძემ დააპირა “ქართული ოცნებიდან” გასვლა და ცალკე პოლიტიკური პარტიის შექმნა, მას მართლა ყველაზე დიდი შანსი აქვს, კონკურენცია გაუწიოს გიგა ბოკერიასა და მის “ევროპულ საქართველოს”. კახა კალაძეს, დღევანდელი მდგომარეობით, მართლაც ექნება პოტენცია, ჩამოაყალიბოს “მთავარი ოპოზიციური ძალა”, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, მატერიალურადაც მყარად იდგება ფეხზე, და მოიპოვოს ადგილების სოლიდური რაოდენობა 2020-ის ფორმაციის პარლამენტში.

აქვე ისიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ კალაძე ძალიან ფრთხილობს…

სამაგიეროდ, არ ფრთხილობს და თავის სათქმელს, როგორც ყოველთვის, პირდაპირ და ხმამაღლა ამბობს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კერძოდ, ირმა ინაშვილი.

აქამდე არ გვიხსნებია და მოდი, ესეც ვთქვათ: “ლორას კვლევებში” ირმას მოკრძალებულად ხსენება, უფრო ხშირად კი – საერთოდ არხსენება, ბოკერია-ივანიშვილის “რასკლადის” გააზრებით, ყველაზე მარტივად აიხსნება. კერძოდ, ბოკერიას სურს, კალაძით დააშინოს ივანიშვილი, პარალელურად დაანახვოს, როგორი რეიტინგულია ბაქრაძე, მაგრამ ვერ ხვდება, რა მოუხერხოს ინაშვილს, რომელიც რეალურად მართლაც არის რეიტინგული პოლიტიკოსი, ამიტომაქრობსმასლორას კვლევებიდან”, თითქოს არცპატრიოტთა ალიანსიდა არც ირმა ინაშვილი არ არსებობენ

სხვანაირად წარმოუდგენელია, აიხსნას ფაქტი, რატომ არის “ენ-დი-აი”-სთვის საინტერესო ვინმე ელენე ხოშტარიას პიროვნება, რომელიც კვლევების ოთხ თუ ხუთ სხვადასხვა გამოკითხვაშია ნახსენები, და რატომ არ იწვევს ინტერესს პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედი მოადგილის რეიტინგები თუნდაც პოპულარობის, თუნდაც ნდობის ან სხვა მიმართულების გამოკითხვებში.

საბოლოოდ, თუკი ყოველივეს კარგად “დავალაგებთ”, ნათელი გახდება, რომ ენდიაი”- კვლევების გარშემო ატეხილი ხმაური სინამდვილეში მხოლოდ სხვა თემების გადასაფარავად დადგმული სპექტაკლია. ისევე, როგორც, ძალიან საეჭვოა ბოლო დღეებში გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტიდან გადაყენების (ან თუნდაც გადადგომის) შესახებ გააქტიურებული საუბრები მედიაში. პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელისუფლებას არ ელევა საკუთარი თავის ვითომდასაწინააღმდეგოთემები, რომლებითაც ეფექტიანად იფარება ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც რეალურად მიუთითებსქართული ოცნებისმთავრობის, ასე ვთქვათ, “მოფამფალებაზედა იმაზე, რომ ქვეყანა მართლაც კატასტროფის პირას არის.

ივანიშვილი და კომპანია დიდი მონდომებით ცდილობენ, არ მისცენ საზოგადოებას საშუალება ამ კატასტროფის დანახვისა და გააზრებისა. თუმცა, მეტი კატასტროფა რაღა გინდათ, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად, კატასტროფის გადაფარვაზე ხმაშეწყობილად მუშაობს სისხლიანი ცხრა წლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიგა ბოკერია?!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here