Home რუბრიკები ეკონომიკა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და სინგაპური თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ....

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და სინგაპური თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. რიგი ეგვიპტესა და ინდოეთზეა

9476
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და სინგაპური თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. რიგი ეგვიპტესა და ინდოეთზეა

1 ოქტომბერს ერევანში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური  კავშირის (ეაეკ) ლიდერების სამიტი, რომელზეც ხელი მოაწერეს ამ კავშირის ქვეყნებსა და სინგაპურს შორის ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის პაკეტის პირველ ნაწილს. ეაეკის შემადგენლობაში შედიან სომხეთი, ბელარუსი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. ღონისძიებაში მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და სინგაპურს შორის მოლაპარაკება უნიკალური მოვლენაა, რომელშიც გაერთიანებულია შვიდი ხელშეკრულების პაკეტი. პირველი ხელშეკრულება სინგაპურთან გაფორმდება ეაეკ-ის სახელით და შეეხება მხოლოდ საქონლით ვაჭრობას. დამატებით ხელმოწერილია კიდევ ხუთი ორმხრივი ხელშეკრულება ეაეკ-ის თითოეული ქვეყნის მიერ მომსახურებისა და ინვესტიციებით ვაჭრობის შესახებ.

დასასრულ, მესამე ჩარჩო ხელშეკრულება აერთიანებს ყველა ამ ხელშეკრულებას ერთიან პაკეტში.

გარკვეული შედეგებია მიღწეული ეაეკ-სა და ეგვიპტეს შორის.

შეთანხმებას ხელი შეიძლება გაისად მოაწერონ. მომავალ წელსვე იგეგმება მოლაპარაკება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ.

P.S.1 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი, რომელშიც მოლდოვის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, სომხეთის, ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობდა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომელიც სპეციალურად იყო მიწვეული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here