Home რუბრიკები საზოგადოება დილით მოლას კივილი რომ არ გვაღვიძებს, სწორედ 1783 წელს გაფორმებული ტრაქტატის “ბრალია”

დილით მოლას კივილი რომ არ გვაღვიძებს, სწორედ 1783 წელს გაფორმებული ტრაქტატის “ბრალია”

1897
ირფან გურდალი

ბოლო წლებში საქართველოში შემოსული რუსი ბაიკერები არაერთხელ შეურაცხუყვია მოქალაქეთა ჯგუფს, მათთვის ქვეყნის დატოვება მოუთხოვია და ოკუპანტი დაუძახია. ეს მაშინ, როცა, მაგალითად, თურქი, არაბი და ირანელი ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყნის კარი ღიაა და ისინი სასურველ სტუმრებად მიგვაჩნია. ეგ კი არა და, ხელისუფლების წარმომადგენლებს ისიც უთქვამთ, თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო.

სავარაუდოდ, ამ მეგობრობის ხათრით არ გამოაცხადეს დიდგორობა უქმე დღედ. ისიც ვთქვათ, რომ რუს ბაიკერებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ, მაისურებზე გეორგიევსკის ტრაქტატის სიმბოლიკა აქვთ ხოლმე და ეს სიმბოლიკა აგრესიულად განწყობილ ქართულ ჯგუფზე ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი _ ხარზე. და მაინც, იყო თუ არა მაშინ, შორეულ 1783 წელს, გაფორმებული გეორგიევსტის ტრაქტატი გადარჩენის ერთადერთი შანსი?

ირანელი მომღერალი მოჰსენ ნამჯოუ, შეიძლება ითქვას, იქაური ლაშა ბუღაძეა. რატომ ლაშა ბუღაძე? იმიტომ, რომ დაახლოებით ისეთ რაღაცებს წერს, რაც თავის დროზე ბუღაძემ დაწერა, როცა თამარ დედოფლის პირველი ღამე ისე აღწერა, თითქოს ჩირაღდანი ეჭირა ხელში და საძინებელში ფარდის უკან იდგა. რაც შეეხება ნამჯოუს, ის ირანის სახელმწიფომ უხამსი სიმღერების ტექსტისა და კლიპების გამო ქვეყნიდან გააძევა, შემდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ნამჯოუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ამის მიუხედავად, ნამჯოუ მაქსიმალურად ცდილობს, თავისი ქვეყანა არ დაივიწყოს და არც ის ავიწყდება, ვისზე იწევდა მისი სამშობლო ისტორიულად; ისიც ახსოვს, რომ ძლევამოსილ სპარსეთს, თავის დროზე, უდიდესი ტერიტორია ეკავა.

რაც შეეხება ნამჯოუს ახალ კლიპს, ის საქართველოზეა. უფრო ზუსტად კი იმაზე, რისთვის სჭირდებოდა და სჭირდება ირანს საქართველო და როგორ წაართვა რუსეთმა მის ქვეყანას გემრიელი ლუკმა. გაგიკვირდებათ და, სიმღერას “კურტანიძე” ჰქვია. ლუკა კურტანიძე ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავეა, ევროპის ხუთგზისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ლუკამ ერთი კვირის წინათ ვეტერან ძალოვანთა მსოფლიოს პირველობიდანაც ჩამოიტანა ოქროს მედალი. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თავის დროზე კურტანიძის მთავარი მოწინააღმდეგე ირანელი ალი რეზა ჰეიდარი გახლდათ და ფინალებში პრაქტიკულად ოქრო-ვერცხლს წლების განმავლობაში ეს ორი სპორტსმენი ინაწილებდა. ჰოდა, ნამჯოუს, ქართველების შეურაცხყოფის გარდა, სავარაუდოდ, ვერც ის მოუნელებია, მის თანამემამულეს კურტანიძემ მსოფლიოს პირველობის მოგება ორჯერ რომ არ დაანება, ხოლო…

ხოლო რაც შეეხება ქართველ ქალებს, ნამჯოუ თვლის, რომ მის სამშობლოს საქართველო და იქაური მანდილოსნები სათარეშოდ სჭირდებოდა. სწორედ ასე მღერის კიდეც კლიპში და რუსეთს აგინებს, რატომ წამართვი, რუსეთო, საქართველო და გურჯი ხათუნებიო”. კლიპში ჩანს ისტორიული რუკაც, რომლის მიხედვით, საქართველო და სომხეთი ირანის ყოფილა და სწორედ 1783 წლის შემდეგ აუღია საბოლოოდ ხელი მის ქვეყანას საქართველოში თარეშზე, რადგან დიდი რუსეთის შეშინებია.

მოჰსენ ნამჯოუ
მოჰსენ ნამჯოუ

კლიპი, რომელიც რამდენჯერმე გაქრა ინტერნეტსივრციდან უხამსი სიუჟეტის გამო, ახლა კვლავ გამოჩნდა, თუმცა მინიშნებით, რომ კლიპს ასაკობრივი შეზღუდვა აქვს და მას არასრულწლოვნებმა არ უნდა უყურონ. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, მას არასრულწლოვნებმა კი არა, სრულწლოვნებმაც არ უნდა უყურონ. კლიპში არის სექსის სცენები, სადაც ირანული შესახედაობის მამრები ქალებთან სექსით არიან დაკავებული, ნამჯოუ კი ჯიუტად მღერის, რატომ წამართვი, რუსეთო, გურჯი ხათუნებიო.

ზუსტად ვიცი, დაიწყებენ ახლა ლიბერასტები: ხელოვნება არ გესმითო, ოკუპანტებს იცავთო, ნამჯოუ ყველაზე თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობსო დაბოდიში და, რომელია დემოკრატიული ქვეყანა? ის, რომლის პრეზიდენტმაც ახლახან უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა და კიდევ რვა ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა შესვლა თუ ის, რომლის მოქალაქემაც ავტომატის ჯერი გადაატარა კონცერტზე მისულ მოსახლეობას და სამოცამდე ადამიანი მოკლა, 500-ზე მეტი კი დაჭრა?!

კარგი, შევთანხმდეთ, რომ ნამჯოუ ირანელი ბუღაძეა და ჩვენი გინება ეპატიება, მით უმეტეს, ქვეყნიდან გაძევებული კაცისთვის ირანს პასუხს ვერ მოვთხოვთ. სხვათა შორის, ირანის საელჩო თბილისში ჭავჭავაძის გამზირზეა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არის აბას თალიბი ფარი. ეს ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიეთ, თორემ არ მსმენია, ბატონ აბასს, თავისი წინაპარი სეხნიისგან განსხვავებით, რაიმე ისეთი გაეკეთებინოს საქართველოსთვის, რომ დამმახსოვრებოდა. ჰოდა, პატივცემულ ელჩს ყველაზე კარგად ეცოდინება ირფან გურდალის სახელი. გურდალიც ირანელი მომღერალია, მაგრამ, ნამჯოუსგან განსხვავებით, ფოლკლორს “უბერავს” (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და არ მითხრათ ახლა, ირანის სახალხო მომღერალს პატივი ეციო). ჰოდა, ირფან გურდალის კლიპშიც საქართველოზეა საუბარი და მისი შინაარსიც იმას ასახავს, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. გურდალის სიმღერის მიხედვით, თურმე ირანისთვის საქართველო თავის დროზე სათარეშო ადგილი ყოფილა, იქიდან ქალებსა და საქონელს იტაცებდნენ და ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. მისტირის გურდალი იმ დროს და ამბობს, არ იქნება ცუდი, თუ ისტორიული სამართლიანობა აღდგებაო.

ფაქტია, რომ ირანელებს, ქვეყნიდან გაძევებულებსაც და ქვეყანაში პატივით მცხოვრებთაც, ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, რომ საქართველო მათი იყო, მათი საკუთრება და ახლა, როცა დემოკრატიობანას ვთამაშობთ და ქვეყანას, რომელმაც განადგურებისგან გვიხსნა, ოკუპანტს ვეძახით, ცდილობენ, ისევ დაგვიპყრონ, ისევ დაგვიმონონ და ის გურჯი ხათუნები დაიბრუნონ, რომელთა სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის. სამწუხაროდ, ფაქტია ისიც, რომ ირანელების, არაბებისა და თურქების მიერ გახსნილ ბარებში მხოლოდ გურჯ ხათუნებს აძლევენ შესვლის უფლებას და მამაკაცებს არა, რადგან რომელიმე გადარეულმა ქართველმა კაცმა მათ სიამტკბილობა არ დაუშალოს. საქართველოზე გადაღებულ კლიპებს მილიონობით ნახვა და კომენტარი აქვს, ირანელები ეთანხმებიან სიმღერის პათოსს და ხუმრობენ კიდეც, _ უარყოფით კომენტარებს, ალბათ, ქართველები წერენო. და ეს მაშინ, როცა ირანის სახელმწიფო დღეს რწმენაზე დგას და, როგორც ირანელები ამბობენ, მუსლიმანური რელიგიის ლიდერები ქვეყანაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ. შესაბამისად, ირანში ძალიან ბევრი რამაა შეზღუდული და საუბარი არ არის მხოლოდ ეროტიკული შინაარსის შემცველ ფილმებსა თუ კლიპებზე _ ირანში ტურისტებისთვისაც არსებობს დრესკოდი და მოტკეცილი ჯინსებითა თუ თამამი დეკოლტეთი გავლაც კი იკრძალება. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მისცეს ირფან გურდალს ასეთი კლიპის გადაღების უფლება, რატომ ატრიალებენ მას სატელევიზიო ეთერში და რატომ უწევენ პროპაგანდას იმას, რომ საქართველო, მათი ისტორიული ტერიტორია, სამწუხაროდ, რუსებმა წაართვეს. ქვეყნის პოლიტიკა პირდაპირაა მიმართული იქითკენ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღადგინონ, საქართველოდან ტყვედ ასიათასობით ქართველი კი აღარ გაირეკონ, არამედ ადგილზე დაიმონონ და დააბეჩავონ.

სამწუხაროდ, დემოკრატიის სახელით, ამის კეთების შესაძლებლობას ირანელებსაც ვაძლევთ და სხვებსაც. რეალობაა ისიც, რომ, როგორც “დათა თუთაშხიას” ერთ-ერთი პერსონაჟი აღნიშნავს, “ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. ასეთმა ფუნქციამ ძველი, ტრადიციული ზნეობა გადააგვარა და დღეს თუკი ვისმეს თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ღირსებათა შორის. რანი ვართო, რომ ბრძანეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საშოვარს გადაგებული გათითოკაცებული, ყოფილი ერი…”

ეს ყველაზე კარგად სწორედ იმ ისტორიულმა მტრებმა იციან, ისტორიულ მეგობრებს რომ ვეძახით და… სხვა რელიგიებისადმი პატივისცემის მიუხედავად, დილით მოლას კივილი რომ არ გვაღვიძებს, სწორედ 1783 წელს გაფორმებული ტრაქტატისბრალია”.

ბესო ბარბაქაძე

4 COMMENTS

  1. ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ ასე რომ იძახით საჯაროთ.მე ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ.მართლმადიდებელი.მაგრამ დიდ პატივს ვცემ სხვა რელიგიებსაც.
    ეს მოლას ლოცვა აღვიძებს ხალხს და არა კივილი.მარტო წერა-კითხვის ცოდნა არ ნიშნავს იმას,რომ ყველაფერი შეგიძლია წერო და მარტო ჯვრის გულზე ჩამოკიდვა არ ნიშნავს იმას,რომ შეგიძლია სხვისი რელიგია განკიცხო.ცოტა რელიგიური ზრდილობაც უნდა დაატანო…

  2. ირფან გურდალი ირანელი მომღერალი არაა ის არი თურქი და თურქი მომღერალია, მაგრამ თურქიც და ირანელიც ჩვენი მტრები იყვნენ, არიან და იქნებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here