Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის უსაგნო დაპირებები და საქართველო

დასავლეთის უსაგნო დაპირებები და საქართველო

90

წლებია, ჩაგვჩიჩინებენ, ევროკავშირი და ნატო საქართველოს არჩევანიაო, მაგრამ, თუ ეს ჩვენი არჩევანია და თანაც ამ ორგანიზაციებისკარი ღიაა”, გაუგებარია, რატომ ვერ შევედით ამ ღია კარში და, დასავლელი პოლიტიკოსების გულუხვი დაპირებების მიუხედავად, ჯერმაპის”, შემდეგმაპზე უკეთესისადა .. ასოცირებული წევრობის გარდა, რატომ ვერ მივიღეთ ის, რაცჩვენია”?

საქართველო-ნატოს ურთიერთობა 1992 წლიდან იწყება, როცა საქართველო შეუერთდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC) და მას შემდეგ ნატოს ე.წ. სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში _ კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში. ამ სამშვიდობო მისიებში, რომლებიც მხოლოდ დასავლეთის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, 40-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა, მაგრამ, მიუხედავად დასავლელი (ნატოელი) მაღალჩინოსნების განცხადებებისა და საქართველოს ხელისუფლების მონური ერთგულებისა ე.წ. დასავლური ფასეულობების მიმართ, საქართველო ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდა ნატოში ინტეგრაციას და ამის არც პერსპექტივა ჩანს. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირში საქართველოს სწრაფვის მიმართაც. საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს მოაწერა ხელი. ამ შეთანხმებით საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვეს, ხოლო დაპირება, რომ ქართული პროდუქტებისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნებოდა, დაპირებად დარჩა _ რა აღარ მოიმიზეზეს, რა ნაკლი არ გამოუძებნეს ქართულ თაფლს, ღვინოს, მინერალურ წყალსა და სხვა პროდუქტებს, რომ ევროპის ბაზარზე არ შესულიყო და ევროპული პროდუქტისთვის კონკურენცია არ გაეწია, ამიტომ ქართველი გლეხი და მეწარმე იძულებული შეიქნა, თავისი პროდუქტი რუსეთში გაეტანა და, რომ არა რუსეთის ბაზარი, არავინ იცის, რა ეშველებოდა საქართველოს ეკონომიკას. დასავლეთი არც საქართველოს ხელისუფლების მოურიდებლად დატუქსვასა და ქვეყნის საშინაო საქმეში უხეშად ჩარევას ერიდება. და ახლა, როცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ უარი განაცხადა დასავლელი “სტრატეგიული მოკავშირეების” აბსურდული მითითებების შესრულებაზე, წამოიწყო “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ იცის, საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას კატეგორიულად არ სურს კრიმინალებისთვის ქვეყნის მართვის სადავეების გადაცემა. ამასთანავე, დასავლეთი, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ყველანაირად ეწინააღმდეგება, საქართველომ თავისი ინტერესების შესაბამისად რომ იმოქმედოს და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით პირდაპირი დიალოგი აწარმოოს რუსეთთან. არადა, გარდა იმისა, რომ ქართული პროდუქტები, ძირითადად, ამ ქვეყანაში გადის, ფულადი გზავნილის მიხედვით ყველაზე მეტი თანხაც ამ ქვეყნიდან შემოდის, ისევე როგორც ტურისტი; ამ ქვეყნიდან შემოგვაქვს, აგრეთვე, ხორბლისა და ფქვილის 99 პროცენტი, ელექტნოერეგია, ბუნებრივი აირი და ა.შ.

აი ამ ქვეანასთან დიალოგს გვიკრძალავს “სტრატეგიული მეგობარი”. არადა, ორიოდე დღის წინათ რუსეთმა განაცხადა, რომ სომხეთის ეკონომიკაში 1 მლრდ დოლარს დააბანდებს…

ჩვენი ხელისუფლება კი კვლავ ხბოს აღტაცებით შესციცინებს დასავლელ პატრონებს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here