მთავარი პოლიტიკა დასავლეთიდან მომდინარე უდიდესი საფრთხე და გადამრჩენელის ისტორიული მისია

დასავლეთიდან მომდინარე უდიდესი საფრთხე და გადამრჩენელის ისტორიული მისია

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

497
გააზიარეთ
დასავლეთიდან მომდინარე უდიდესი საფრთხე და გადამრჩენელის ისტორიული მისია

მეთვრამეტე გამოშვება

როგორც უნდა მოიქცნენ ქორწინების პირველ ღამეს, შედეგი მაინც ერთი და იგივე იქნება!”

პუტინის მიერ მერკელისთვის საჯაროდ ნათქვამი რუსული  (პოლიტიკური) ანდაზა

აშშ დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა მოქმედებდეს, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, იმიტომ, რომ რუსეთი ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ამერიკის დაუოკებელ სწრაფვას ეღობება და აფერხებს.

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკელთა ბრძოლა დაუფარავად აგრესიულია. წინააღმდეგობა ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის სახიფათო ხასიათს იძენს არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ყოველდღიური ესკალაცია მიმდინარეობს, არამედ იმის გამოც, რომ ამ წინააღმდეგობაში ხდება სხვა სახელმწიფოების ჩათრევა. ეს გეოგრაფია კი სულ უფრო ფართოვდება. ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრი სახელმწიფოები დღეს ნატოს წევრები არიან. ნატოს წევრები გახდნენ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები _ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. ნატო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს და მის ირგვლივ რკალს კრავს. ნატოსკენ ისწრაფვიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა სამხედრო საკითხებში _ ბოლტონმა, ამას წინათ ნატოში ბელარუსის მიღების საკითხიც კი წამოჭრა. დანარჩენ მოკავშირე რესპუბლიკებს თავი რომ დავანებოთ, უკრაინისა და ბელარუსის რუსეთთან დაპირისპირების მცდელობა ძმის წინააღმდეგ ძმათა ამხედრებას ნიშნავს. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, უკრაინაში 2014 წელს განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ამ მკრეხელური ჩანაფიქრის განხორციელებას მიაღწიეს. ბელარუსში კი, სანამ ალექსანდრე ლუკაშენკო ხელისუფლების სათავეშია, ამას ვერ ახერხებენ, ამიტომაც არის, რომ ყველაფერზე მიდიან ლუკაშენკოს დასამხობად და ბელარუსში პროდასავლური ხელისუფლების მოსაყვანად. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლეთის ფავორიტმა კანდიდატმა ტიხანოვსკაიამ ხმათა მხოლოდ ათი პროცენტის მოგროვება შეძლო, მაგრამ დასავლეთმა იგი გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა. ბელარუსების უმრავლესობა დასავლეთის მიერ ინსპირირებულ არეულობას არ აჰყვა და პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ქვეყნისთვის ე.წ. ფერადი რევოლუციის თავიდან აცილება და სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა. ამ ფაქტით გამწარებული დასავლეთი ბელარუსში ქაოსის შესაქმნელად და ხელისუფლების დასამხობად ხელის ჩასაჭიდ სიტუაციას ეძებს. ახლა, დასავლეთის აზრით, ასეთი სიტუაცია შეიქმნა.

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით, უკვე ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, როდესაც დისპეტჩერმა თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო. დისპეტჩერმა, კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო ინსტრუქციის შესაბამისად, გასცა ბრძანება, რომ თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. არსებული წესების შესაბამისად, თვითმფრინავი დასაფრენ ზოლამდე მიაცილა ბელარუსის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელმამიგ-29”-. ხუთსაათიანი შემოწმების შემდეგ ავიალაინერს რეისის გაგრძელების უფლება მისცეს, მაგრამ ბორტზე მყოფი მგზავრი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა, დააკავეს. ამ ოპერაციის შედეგად არავის ზიანი არ მიდგომია, თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა მარშრუტით გათვალისწინებულ აეროპორტში. ეს არის მინსკში თვითმფრინავის იძულებითი წესით დასმის ისტორია, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში გაუგონარი ისტერიკა მოჰყვა:

ჩვენ მოვითხოვთ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, _ ნათქვამია აშშის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში. სახელმწიფო მდივნის აზრით, “ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა შოკისმომგვრელმა ფაქტმა 120 მგზავრის, მათ შორის აშშის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ჩვენი პასუხი კოორდინირებული იქნება პარტნიორებთან _ ევროკავშირთან, ლიეტუვისა და საბერძნეთის ოფიციალურ პირებთან”.

* ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თვითმფრინავის იძულებით დაფრენის შესახებ გადაწყვეტილებას “აღმაშფოთებლად უკანონო” უწოდა და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების მიმღებთა დასჯა;

* პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას სახელმწიფო ტერორიზმის აქტი უწოდა;

* ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ “ბელარუსის საჰაერო სივრცე დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს საერთაშორისო ფრენებისთვის”;

* დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი აცხადებს: “ჩვენ ვთანხმდებით მოკავშირეებთან, რომ ლუკაშენკოს ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მისთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება”;

* გაზეთი Times-ი წერს: “შეუძლებელია, წარმოიდგინო სახელმწიფო ტერორიზმის უფრო უგუნური და პროვოკაციული აქტი. ეს ლუკაშენკოს მიერ დასავლეთის სერიოზული გამოწვევაა”.

წარმოდგენილი ციტატები წვეთია ზღვაში. ასეთი ორგანიზებული და კონსოლიდირებული, ასეთი კოლექტიური თავდასხმა ბელარუსსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოზე, როგორიც ამჟამად დასავლეთიდან განხორციელდა, ძნელი წარმოსადგენია. როგორი გასაკვირიც უნდა მოგეჩვენოთ, დასავლეთის არც ერთ წარმომადგენელს არ უხსენებია სიტყვაგამოძიება”; არავის უთქვამს, რომ საკითხი შესასწავლია, გარემოებები გამოსარკვევია, ფაქტები დასადგენი და დასაზუსტებელია. არა, ყოველი მათგანი გაიძახის, რომ ლუკაშენკო უნდა დაისაჯოს, როგორც რუსები იტყვიან, “без суда и следствия”. როგორ, ეს ის დასავლეთია, რომელიც ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირის, სტალინის რეჟიმს განაჩენი სასამართლოს გარეშე გამოჰქონდა, რაც დაუშვებელიაო? რაც სტალინისთვის დაუშვებელი იყო, მათთვის დასაშვებია? ესაა დემოკრატია? ესაა ადამიანის უფლებების დაცვა? ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების საფუძველზე დისპეტჩერმა ხომალდის მეთაურს თვითმფრინავის დასმა შესთავაზა. ასეთი შეტყობინება თუკი არსებობდა, ბელარუსში რა უფლება ჰქონდათ, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ? ვინმეს თუ ეჭვი შეაქვს ბელარუსის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების სისწორეში, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ამას ხომ გამოძიება სჭირდება? სხვა რა გზა არსებობს? ბელარუსის პრეზიდენტს თავი რომ დავანებოთ, მთელი ბელარუსი ხალხი გამოძიების ჩატარებისა და სიმართლის დადგენის გარეშე უნდა დაისაჯოს? მძიმე სანქციების დაწესება მხოლოდ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხომ არ ეხება, ეს ხომ ბელარუსი ხალხისთვის გამოტანილი განაჩენია?! ვის აქვს ამის უფლება ან ვინ არიან ის ადამიანები და ის სახელმწიფოები, რომლებიც ძიებისა და სასამართლოს გარეშე მთელი ბელარუსი ხალხის დასჯას ითხოვენ? როგორი წარმოსადგენია ის ამბავი, რომ ამასდემოკრატიულიდასავლეთი აკეთებს, რომ ამას ადამიანის უფლებების დაცვაზე გაუთავებლად მოლაყბე ამერიკა და ევროპა მოითხოვს?! ერთადერთი, ვინც ოფიციალურად განაცხადა, რომ “ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფოებისა და ოპერატორებისგან ელოდებიან დამატებით ინფორმაციას”, ესაა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ИКАО). კოლექტიურ დასავლეთს კი არაფრის გაგონება არ სურს, იგი ბელარუსის დასჯას ითხოვს და არამხოლოდ ითხოვს, პირდაპირ საქმეზე გადადის: “ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს ევროსაბჭოს, ყველა აუცილებელი ღონისძიება გაატაროს იმისთვის, რომ ბელარუსის ავიაკომპანიებს აეკრძალოთ ევროკავშირის საჰაერო სივრცით სარგებლობა”. ათეულობით ავიაკომპანიამ უკვე შეაჩერა ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები. ფრენის უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ (EASA) ევროკავშირის ავიაკომპანიებს რეკომენდაცია გაუწია, საჰაერო მარშრუტები ააგონ ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის გვერდის ავლით. მოკლედ, დასავლეთი, მისი ჭკუით, საბაბი რაკი მოძებნა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბელარუსის მთელი პოლიტიკურეკონომიკური სისტემა მყისიერად დაანგრიოს, რათა ბელარუსის ფაბრიკაქარხნებსა და მთელ სამრეწველო პოტენციალს დასავლური ოლიგარქია დაეპატრონოს, ხალხი კი ცარიელტარიელი დარჩეს.

დასავლეთი მსოფლიოს თვალწინ, დღისით, მზისით, ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს და მის ამ დანაშაულებრივ ქმედებას დემოკრატიით ფუთავს, რითაც სახელს უტეხს არა მხოლოდ დასავლეთს, არამედ დემოკრატიასაც, როგორც მმართველობის ერთ-ერთ პროგრესულ ფორმას. დასავლეთის გაუნელებელი სურვილი და დაუოკებელი წყურვილი ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა აშკარა შიზოფრენიაში გადაიზარდა. დასავლეთმა პოლიტიკურ სცენაზე კიდევ ერთხელ გამოიყვანა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ტიხანოვსკაია, რომელმაც ევროპელების მიერ მისთვის მომზადებული “შპარგალკიდან” დაზეპირებული ეს წინადადება მსოფლიოს ამცნო: “ევროპის საზღვრებთან შესაძლებელია ბელარუსის სახით ახალი ჩრდილოეთი კორეა გაჩნდეს”. გასაგებია, ჩრდილოეთ კორეაში რა იგულისხმება. ეს სახელმწიფო რაკი კომუნისტურია, დასავლეთისთვის იგი ანტიდემოკრატიულობის სიმბოლოა, მაგრამ ნახეთ, როგორ იქცევა პრეზიდენტ ლუკაშენკოს “არადემოკრატიულობით” აღშფოთებული “დემოკრატიული” დასავლეთი: ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დედაქალაქის მერმა ბელარუსის სახელმწიფო დროშა, რომელიც ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის გამო რიგაში იყო აღმართული, ჩამოხსნეს და მის ნაცვლად ის ჭინჭი ააფრიალეს, რომელსაც .. ოპოზიცია, ანუ დასავლეთისმეხუთე კოლონამინსკის ქუჩებში დაარბენინებდა. ეს ხომ სრული სიგიჟეა. არა კონკრეტული პიროვნებების, არამედ მასობრივი და, თუ გნებავთ, სახელმწიფოებრივი სიგიჟე. ლატვიაში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრსა და დედაქალაქის მერს არ ჩაუდენიათ ეს სიშლეგე. აი, რას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი მარტინიშ სტაკისი: “ეს, რა თქმა უნდა, რეაქცია იყო, მაგრამ იგი სპონტანური არ ყოფილა. ჩვენ, როდესაც მივხვდით, რომ უნდა გვემოქმედა, ყველაფერი წინასწარ გავიაზრეთ. ბელარუსის დროშის შეცვლის იდეა როდესაც გაგვიჩნდა, ეს იდეა შინაგან საქმეთა მინისტრთან შევათანხმეთ, შემდეგ კი სისრულეში მოვიყვანეთ. ლუკაშენკოს დროშის ნაცვლად ჩვენ თავისუფალი ბელარუსის დროშა აღვმართეთ”. წარმოგიდგენიათ?! ლატვიელებმა შეცვალეს ბელარუსის სახელმწიფო დროშა. ამაზე მეტი გაგიჟება და გადარევა რა უნდა იყოს?! ევროპა შეირყა და შეიშალა. “დემოკრატიულიევროპა დღეს ისევე მოიცვა რუსოფობიამ, როგორც მეოცე საუკუნეში მოიცვა ფაშისტურმა იდეოლოგიამ, ანტისემიტიზმმა და ანტისლავურმა ციებცხელებამ. ის, რასაც ისინი ამჟამად ბელარუსში სჩადიან, სულაც არ არის მხოლოდ ანტიბელარუსული მოვლენა, ეს, პირველ რიგში, ანტირუსული მოვლენაა; ისევე, როგორც უკრაინის გაჩანაგება არ არის მხოლოდ ანტიუკრაინული მოვლენა და წმინდა წყლის ანტირუსული მოვლენაა; ისევე, როგორც საქართველოს სამ ნაწილად დაშლა არ არის მხოლოდ ანტიქართული მოვლენა და სუფთად ანტირუსული მოვლენაა. ის, რაც ახლა მოგახსენეთ, შესაძლებელია, ძნელად აღსაქმელი და გასაგები იყოს, მაგრამ რეალობაა. ეს სტატია სწორედ ამ სიტყვებით დავიწყე: დასავლეთი, სადაც უნდა მოქმედებდეს, ყველგან რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს-მეთქი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ქმნიდა ისეთ სიტუაციებს, რომ რუსეთი არცთუ იშვიათად იძულებული ხდებოდა, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ ემოქმედა:

2008 წელს სამხრეთ ოსეთში დასავლეთის მიერ სააკაშვილის ხელით განხორციელებული ბინძური პროვოკაციის შემდეგ რუსეთი იძულებული შეიქნა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ეს საშინელი ფაქტი რუსეთისთვისაც დამაზიანებელი იყო. ამ აღიარების შედეგად რუსეთმა საქართველო, როგორც ისტორიული მოკავშირე და როგორც პოტენციური სტრატეგიული პარტნიორი, დაკარგა. ე.ი., რუსეთი აიძულეს, საქართველოში საკუთარი ნების საწინააღმდეგო ქმედება განეხორციელებინა;

სხვა მაგალითიც ვნახოთ:

დასავლეთმა უკრაინაშიც შექმნა ვითარება, რომელმაც რუსეთი აიძულა, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის ნების შესაბამისად, მიეერთებინა ყირიმი და სევასტოპოლი, რომლებიც გაეროს მიერ უკრაინის ფარგლებში იყო აღიარებული. ასეთი ქმედებები ერთი სისხლის, ერთი სულისა და ერთი ისტორიის მქონე ორ ხალხს შორის სიძულვილის გაჩენის საფუძვლად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა უკრაინაშიც მოახერხა ისეთი ვითარების შექმნა, რომ რუსეთი ამ ქვეყანასაც, როგორც ისტორიულ მოკავშირესა და პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორს, კარგავს. რუსეთი უკრაინაშიც აიძულეს თავისივე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგა.

დასავლეთი ახლა ბელარუსს მიადგა, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, ლუკაშენკოს ხელისუფლება დაამხოს და ხელსაყრელი ვითარება შექმნას იმისთვის, რომ ბელარუსშიც ისეთივე ხელისუფლება მოიყვანოს, როგორიც კიევსა და თბილისში ჰყავს და ეგულება _ რუსოფობიური განწყობით გაჟღენთილი, რომლებიც ყველაფერზე წავლენ რუსეთთან შუღლისა და მტრობის გასაღვივებლად, ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ დასავლეთის მხრიდან ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაა, ბელარუსის წინააღმდეგ ბრძოლა კი _ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.

დასავლეთიდან მომდინარე უდიდესი საფრთხე და გადამრჩენელის ისტორიული მისია

დასავლეთის ამ ვერაგული მიზნების სიცხადის მიუხედავად, რუსეთშიც და ბელარუსშიც მოიძებნებიან პროვოკატორები, რომლებიც ცეცხლზე ნავთს დაასხამენ და ვითარების დაძაბვას შეეცდებიან. გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც პროვოკაციაზე წამოეგებიან და ერთმანეთში (რუსები ბელარუსებში და ბელარუსები რუსებში) მოსისხლე მტრებს დაინახავენ. აი, ამ სცენარის განხორციელებას ცდილობს დასავლეთი, რათა მას შემდეგ, რაც რუსეთის ირგვლივ საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ანტირუსულ განწყობებსა და სიტუაციებს, თვითონ რუსეთს მიადგეს და იქაც ისევე არიოს ვითარება, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში არია. ანტირუსული ისტერიკის კიდევ უფრო გაღვივების მცდელობა ჩანდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას იმ პროვოკაციულ განცხადებაში, რომელიც მან საქართველოში სტუმრობისას გააკეთა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ჩამოსული დუდა საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის გავლებული მავთულხლართების დასათვალიერებლად წაიყვანა (ეს ადგილი საქართველოს ხელისუფლებამ ერთგვარ “საექსკურსიო ღირსშესანიშნაობად” აქცია), სადაც სტუმარმა, ყოველგვარი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ეთიკისა და თავშეკავების გარეშე, რუსეთს “არანორმალური სახელმწიფო” უწოდა. საქართველოს ხელისუფლებაში რატომღაც სჯერათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ანტირუსული ისტერიკის სივრცეში დარჩენა პატრიოტული ვალის ღირსეულად მოხდის საუკეთესო საშუალებაა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სრული სისულელეა.

რა გამოსავალი რჩება შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან?

ალექსანდრე ლუკაშენკო აქამდე რუსეთსა და დასავლეთს შორის თუ ლავირებდა და მისთვის დასაყრდენი ბალანსის შექმნას ლამობდა, ამიერიდან მან იცის, რომ ეს ბალანსი დაირღვა და დასავლეთში ფეხის მოსაკიდებელი ადგილი აღარ აქვს. ლუკაშენკოს ერთადერთი გზა რჩება: რუსეთთან ახალი ტიპის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც გაცილებით მაღალი ინტეგრაციული ხასიათის უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. არ მაქვს ინფორმაცია, რა საკითხები განიხილეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ სოჭში გაიმართა, ვინაიდან მედია ძუნწ ცნობებს გვაწვდის. მიუხედავად ამისა, თვალს თუ გადავავლებთ ექსპერტთა ზოგიერთ გამონათქვამს, დავრწმუნდებით, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა იმ მძიმე ფონზე, რომელიც ბელარუსის მიმართ დასავლეთში შექმნეს, გაცილებით საინტერესი იყო, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. მაგალითად, მინსკელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე ალესინი ამბობს: “დღის წესრიგს თუ გადავხედავთ, ნათელი იქნება, რომ საუბარი შეეხებოდა სარაკეტო თავდასხმების გამაფრთხილებელ სისტემებს; აგრეთვე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კოოპერაციასა და თავდაცვის ერთიანი მექანიზმების შემუშავებას”.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომპრეზიდენტების საუბრის დიდი ნაწილი დახურული იყო და არც ერთი მხარე დეტალებს არ ახმაურებს”. ესეც ხაზს უსვამს შეხვედრის უაღრესად დიდ მნიშვნელობას.

ჟურნალისტები წუხან იმის გამოც, რომ აქამდე არ არის გარკვეული, რა იყო ქეისში, რომლითაც ლუკაშენკო შეხვედრაზე გამოცხადდა. მან პუტინს ასე მიმართა: მე გაჩვენებთ დოკუმენტებს, რომ თქვენ მიხვდეთ, რა ხდება…”

გავა გარკვეული დრო და ჩვენ დავინახავთ, რა გეგმები აქვს რუსეთს იმ პროვოკაციების საპასუხოდ, რომელსაც დასავლეთი მის წინააღმდეგ ხლართავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პასუხი სხვადასხვა ვარიანტის სახით უკვე არსებობს იქ, სადაც ჯერ არს, რადგან რუსეთი არ მიდის იმ გზით, რომლითაც საბჭოთა კავშირი მიდიოდა:

* რუსეთი მიუხედავად ისტორიული ზიგზაგებისა, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების გზით მიდის;

* რუსეთი, მიუხედავად უმძიმესი განსაცდელებისა, სულიერების შენარჩუნების გზით მიემართება;

* რუსეთი, მიუხედავად მძიმე კატაკლიზმებისა, უნაკალური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების გზას ადგას;

* რუსეთი, მიუხედავად ვერაგი და მრავალრიცხოვანი მტრის გარემოცვაში ყოფნისა, უძლეველობის გვირგვინს არ თმობს;

* რუსეთი, მიუხედავად კაპიტალისტური სისტემის უსამართლო მარწუხებში ყოფნისა, არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვათა გადამრჩენელის ისტორიულ გზას არ ღალატობს.

დიახ, რუსეთს არ დაუკარგავს ერების, ხალხებისა და, თუ გნებავთ, კაცობრიობის მხსნელისა და გადამრჩენელის ისტორიული მისია. პირიქით, მისი ეს მისია მსოფლიო კრიზისის ვითარებაში სულ უფრო იკვეთება, რომლის გამოც მსოფლიოს ხალხთა მზერა დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, მისკენაა მიმართული.

რუსეთს სჭირდება ყველა ის ხალხი, რომლისთვისაც უცხოა ფაშისტური განწყობილებები და რუსეთი სჭირდება ყველა იმ ხალხს, რომელსაც დასავლური ლიბერალიზმის გულისამრევ ჭაობში ნიველირებას საკუთარი იდენტობის შენარჩუნება ურჩევნია.

დასავლეთის თავხედური გეგმა და დამოკიდებულება რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ საბჭოთა პერიოდში გაჩენილ ცენტრიდანულ ძალებს თანდათანობით მიმართულებას უცვლის და ცენტრისკენულ მიზიდულობებს წარმოშობს. ეს ვინმეს სუბიექტურ განწყობებზე დამოკიდებული პროცესი კი არ არის, ობიექტური და კანონზომიერი რეალობაა, რომლის შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

როგორც უნდა სცადონ ამერიკის უზნეო და თანაც უნიჭო პოლიტიკის მესვეურებმა რუსეთის ფაქტორის განეიტრალება, მათი მონდომება მხოლოდ იმ შედეგს მოიტანს, რომ რუსეთის ირგვლივ აუცილებლად შეიკვრებიან ის სახელმწიფოები, რომლებსაც ერების დასავლურ გლობალისტურ ნაგვის ურნაში აღმოჩენის გონივრულ ალტერნატივად ჯანსაღ ინტერნაციონალურ კავშირში გაერთიანება ესახებათ, სადაც უცხო და მიუღებელი იქნება დღეს მომძლავრებული ნაციონალისტური და ფაშისტური ტენდენციები, რომლებიც ასე შეუბრალებლად ანგრევს და აცამტვერებს ერებს, ხალხებს, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავებული გეგმის შესაბამისად საბჭოთა კავშირის ორმოცდაათ ქალაქზე ბირთვული შეტევა რომ განეხორციელებინა, საბჭოთა ხალხს იმდენ ზიანს ვერ მიაყენებდა, რამდენიც გორბაჩოვისა და ელცინის ჯაშუშური საქმიანობის შედეგად საბჭოთა კავშირის დაშლით მიადგა. ამიტომ უნდა შესრულდეს საბჭოთა ხალხის მიერ 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმში გამოხატული მტკიცე ნება კავშირის შენარჩუნების შესახებ.

ეს ახალი გაერთიანება რუსეთისა და ბელარუსის ბაზაზე უნდა დაიწყოს, რადგან ყოფილ საბჭოეთში უკვე აცნობიერებენ, რომ კოლექტიური დასავლეთი მათთვის იმ საფრთხედ იქცა, რომლის განეიტრალება ეგზისტენციურ აუცილებლობას წარმოადგენს. დასავლეთსაც მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ, როგორც უნდა მოიქცეს რუსეთთან დაპირისპირებაში, მისთვის ყოველთვის ის შედეგი დადგება, როგორიც მეორე მსოფლიო ომში დადგა. ეს ის რეალობაა, რომელიც შესანიშნავი ალეგორიულობით აისახა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის წლების წინ საჯაროდ ნათქვამ ანდაზაში: “Как бы не действовать в первой брачной ночи, результат должен быть один и тот же!”

ვალერი კვარცხელია

P.S. ვლადიმერ პუტინისა და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრამდე, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს, პროექტჩრდილოეთის ნაკადი 2-ისმშენებლობის დასრულებას, რომლის საშუალებითაც რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უნდა მიეწოდოს, აშშის პრეზიდენტმა მწვანე შუქი აუნთო. ეს მხოლოდ კეთილი ნების ჟესტი არ ყოფილა. ამაში უეჭველად არის ამერიკის აგრესიული და დამპყრობლური პოლიტიკის კაპიტულაციის ნიშნები რუსეთის თანამიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკისა და მისი გადამრჩენელი ისტორიული მისიის წინაშე.

..

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here