მთავარი პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ნატო ვერ ჩაებმება რუსეთთან ღია ომში, ამიტომ აუცილებლად გამოიყენებს მესამე...

გურამ ნიკოლაიშვილი: ნატო ვერ ჩაებმება რუსეთთან ღია ომში, ამიტომ აუცილებლად გამოიყენებს მესამე სახელმწიფოს, რომლის ნანგრევებზეც მერე ტრადიციულად შეშფოთდება

305
გააზიარეთ
გურამ ნიკოლაიშვილი

8 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა 4-წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ წარმოადგინეს დაზვერვის ეროვნული საბჭოს მოხსენება, რომელშიც მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ამ კუთხითცივილიზებული სამყაროსთვისუმთავრეს პრობლემას რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ. ანგარიშის თანახმად, რომლის სახელწოდებააგლობალური ტენდენციები 2040”, ორივე სახელმწიფო, განსაკუთრებით რუსეთი, შეფასებულია მზარდ რევანშისტულ ძალად, რომელიცმოძრაობს ტრადიციული ფასეულობების გზითდა ცდილობს, არსებულიმსოფლიო წესრიგის ნგრევას”, თავის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას და თავისიპროტექტორატისდამყარებას ევრაზიული სივრცის დიდ ნაწილზე…”

ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ “დემოკრატიულმა სამყარომ” არ უნდა დაუშვას მსგავსი ტენდენციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნამდვილ ადამიანურ ფასეულობებს. მეტიც, ამისთვის ერთობლივად უნდა იმოქმედონ ვაშინგტონმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება, “კრემლის ზრახვებს წინ აღუდგეს დემოკრატიული სამყარო…”

ცნობისთვის: ამ დღეებში ცნობილი შეიქნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავდაცვის სამინისტროსთვის 715 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს.

რას ნიშნავს ამერიკის სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ ანგარიშში ხაზგასმული ფრაზა, რომმოსკოვი მოძრაობს ტრადიციული ფასეულობების გზითდა რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბაიდენის ადმინისტრაციამ თავის სატელიტ სახელმწიფოებზე დაყრდნობით ამ პროცესის საპასუხოდ, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ამას წინათ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში, სახელწოდებითგლობალური ტენდენციები 2024”, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, აღნიშნულია, რომმოსკოვი მოძრაობს ტრადიციული ფასეულობების გზით და ცდილობს, მიაღწიოს თავის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას…” იქ ასევე საუბარია ჩინეთზე. რას ნიშნავს ეს შეფასება და რატომ არის ვაშინტონისთვის რომელიმე სახელმწიფოს მხრიდანტრადიციული ფასეულობების გზით სიარულიესოდენ შემაშფოთებელი?

_ დავიწყოთ იმით, რაც, საზოგადოდ, ბოლო პერიოდში ხდება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის მცდელობებმა კრახი განიცადა სირიაში და პირდაპირ პროპორციულად გაზარდა კრემლის, როგორც გლობალური მოთამაშის, ავტორიტეტი, საერთაშორისო ასპარეზზე, ისედაც დარღვეული და დასასრულისკენ მიმავალი ერთპოლუსიანი სამყაროს იდეა კიდევ ერთხელ დასამარდა. “თეთრი სახლი” დაემშვიდობა იმ ფუფუნებას, რომელიც მას, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ პრივილეგიებს ანიჭებდა მსოფლიო დღის წესრიგის განსაზღვრაში. სამყარო შეიცვალა და შეიცვალა პრაქტიკა. ამან რეალობად აქცია შესაძლებლობა, რომ ერთმა რომელიმე ვექტორმა კი არ დაადგინოს თამაშის წესები, ამ შემთხვევაში ვაშინგტონმა, არამედ ეს ვექტორი შეიძლება, იყოს მოსკოვიც ან თუნდაც პეკინი. ამით საგანგაშო მოცემულობა შეიქმნა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, თუმცა გეოპოლიტიკური კრახი მათთვის, ცხადია, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება…

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ სირიამდე ამერიკელებმა კრახი განიცადეს უკრაინაშიც, რომელმაც ვითომ არჩევანი გააკეთა და “ბნელ საბჭოთა წარსულს” “ნათელი ნატო თუ ევროკავშირი” ამჯობინა; ბოლოს კრახი განიცადეს სამხრეთ კავკასიაშიც. სომხეთი, მოგეხსენებათ, თითქმის სამი ათეული წელი ფლობდა მთიან ყარაბაღს, რისი წყალობითაც გამარჯვებულის ამპლუაში იყო, მაგრამ, როგორც კი გაჩნდა ნიშნები, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ ორიენტირები შეიცვალა საგარეო კურსში, ის დაუცველი აღმოჩნდა. რა გამოვიდა _ მიზანს, რუსეთის გარშემო, დასავლეთით და სამხრეთით, რკალი შეეკრათ, ვერ მიაღწიეს, ხოლო საქართველომ, სომხეთმა და უკრაინამ, რომლებიც, ფაქტობრივად, ბრმა იარაღად გამოიყენეს ამ პროცესში, დაკარგეს ტერიტორიები. სხვათა შორის, უკრაინამ არა მხოლოდ ტერიტორიები დაკარგა, არამედ დაკარგა მრეწველობაც. მოგეხსენებათ, ეს იყო ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა ძლიერი ჯარი, საუკეთესო ოფიცრები და გენერალიტეტი… ყველა დაითხოვეს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უმაღლეს დონეზე ჰქონდათ სამხედრო ინდუსტრია და არა მხოლოდ. ვინც არ იცის, უკრაინელებს ორი სატანკო ქარხანა აქვთ: ერთი _ სარემონტო ლვოვში და მეორე _ ძირითადი ხარკოვში. ის კი არა, საბჭოთა კავშირის პერიოდში და მერეც ისეთი დონისა და ხარისხის სარაკეტო ძრავებს აკეთებდნენ, რომლებიც მსოფლიოში წამყვანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მქონე ქვეყნებსაც კი შეშურდებოდათ. იცით, რა ბედი ეწია ამ ყველაფერს? ამერიკამ გაზიდა. ამასთანავე, უკრაინამ გაყიდა თავისი ბოლომდე აუშენებელი სამხედრო გემები და თითქმის მთელი ავიაცია… 600 თვითმფრინავი ჰყავდათ და ახლა ჰყავთ 200.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი “ტრადიციული ფასეულობების გზით მოძრაობს”, დიახ, რუსეთისთვის ტრადიციული ფასეულობაა სტრატეგიული კონტროლი და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეა, ასევე კონტროლი უკრაინაში, ბელარუსში, შავ ზღვაზე თუმცა გარდა გეოპოლიტიკური გაგებისა, აქ ასევე მნიშვნელოვანია იდეოლოგიური ნაწილიც, ანუ რას ვგულისხმობ: ვგულისხმობ იმას, რომ ბაიდენის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მუდამ იყო და დღესაცაა მსოფლიოში ნეოლიბერალური დღის წესრიგის დამყარება. მოგეხსენებათ, მათ შორის ეს ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების გაზრდას, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას, გეიაღლუმებსა და მსგავს რაღაცებს გულისხმობს. აი, ამ ნაწილშიც რუსეთი, რა თქმა უნდა, მათი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, იმიტომ, რომ რუსეთს, მოგეხსენებათ, თავისი კონსერვატული დისკურსით, სერიოზული დისონანსი შეაქვს მსოფლიოლიბერალურდღის წესრიგში. სხვათა შორის, ამიტომ არის დიდწილად რუსული ოკუპაციაც მიუღებელი ქართველი .. ლიბერალებისთვის, რომლებიც პატრიოტებად ასაღებენ თავს და არა იმიტომ, რომ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული

_ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშითეთრი სახლისგანკონკრეტულად რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ რუსეთის, როგორც ტრადიციული ფასეულობების გზით მავალი სახელმწიფოს, წინააღმდეგ? ეს ერთი. და მეორე _ საქართველო რა ფორმით შეიძლება ამ პროცესში კიდევ ერთხელ იქნეს გამოყენებული ბრმა გეოპოლიტიკურ იარაღად?

_ სანამ საქართველოზე ვისაუბრებთ, მინდა, ისევ ვაშინგტონის შფოთის რეალურ მიზეზებზე ვთქვა მოკლედ. ბაიდენის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, ნათლად ხედავს, რომ, მიუხედავად დასავლეთის აქტიური წინააღმდეგობისა, რუსეთმა, ფაქტობრივად, სამკუთხედი შეკრა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ზონაში. ვგულისხმობ იმას, რომ მას სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია და ბაზა აქვს ყარაბაღშიც. ჯერჯერობით რვა ათასი კაცია იქ, მაგრამ სულ მალე 16 ათასი იქნება. გარდა ამისა, საქართველოში ორი ბაზა აქვს: ერთი _ ცხინვალში და მეორე _ სოხუმში. სხვათა შორის, სოხუმის ბაზა ძალიან მალე გაორმაგდება, მიდის უკვე ამაზე საუბარი. ასევე გაძლიერდება ცხინვალის ბაზაც, იქ ორი ბრიგადა განთავსდება, უფრო ზუსტად, ერთი ტაქტიკური ბრიგადა. ეს ნიშნავს, რომ მას დაემატება ისეთი ქვედანაყოფები, რომლებიც ბრიგადის შემადგენლობაში არ შედიან და სხვა ბრიგადებიდან იქნება, ვთქვათ, საზენიტო ბრიგადებიდან, სატანკოდან და ა.შ. რაც შეეხება შეკითხვას, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დასავლეთის მხრიდან კრემლის მოქმედების საპასუხოდ და რა ფორმით შეიძლება, ამ შემთხვევაში გამოგვიყენონ ბრმა იარაღად, ვფიქრობ, რიგში პირველი უკრაინაა და, როგორც ჩანს, უკრაინას ბოლომდე გაწირავენ. ამას ცხადყოფს ის, რომ დასავლელი მაღალჩინოსნების მხრიდან ისმის არა მშვიდობაზე ორიენტირებული რიტორიკა, რომელიც მხარეებს მოლაპარაკებისკენ უბიძგებს, არამედ ლაპარაკი სამხედრო დახმარებაზე, ფინანსურ, პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და .. თუმცა, არ მგონია, რომ უკრაინას დიდ დახმარებებს გამოუყოფენ. უკრაინას დაეხმარებიან იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება დაძაბულობის მათთვის სასურველ ვადებში შესანარჩუნებლად. მორჩა, ამის შემდეგ უკვე რა იქნება და რა დარჩება ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნისგან, რომლის მოსახლეობასაც ნამდვილად არ უნდა ეს ომი, აღარ აინტერესებთ. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველო, ყველამ ვიცით, რომ უკვე აღარც აღიქმება სახელმწიფოდ ამერიკელების თვალში და ყველაფერს, ფაქტობრივად, წყვეტს ელჩი. გამომდინარე აქედან, ხვალზეგ რა მოხდება, არ ვიცით, მაგრამ, თუ მათი სტრატეგიული ინტერესი იქნება, ცხადია, საქართველოსაც ჩართავენ ანტირუსულ კამპანიაში და მოლდოვასაც. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ და ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება: ნატო ვერანაირი ფორმით ვერ ჩაებმება რუსეთთან ღია ომში, ამიტომ ის აუცილებლად გამოიყენებს მესამე სახელმწიფოს, რომლის ნანგრევებზეც მერე ტრადიციულად შეშფოთდება.

ისე, ერთი რამ მაინტერესებს _ ჩვენთვის რანაირად შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი იყოს ქვეყანა, რომელსაც ვინმეს ტრადიციული ფასეულობები აშფოთებს?! ეს შეკითხვა ხომ ბუნებრივად ჩნდება? რუსეთის ტრადიციული ფასეულობები თუ მიუღებელია მათთვის და თანაც იმ დონეზე, რომ უკვე იარაღს აჟღარუნებენ, ჩვენ მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები დავიცვათ?!

_ ჩვენი მხრიდან რა პოლიტიკის გატარება იქნება ყვლაზე მართებული და ადეკვატური იმისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე არ აღმოვჩნდეთ დიდ სახელმწიფოთა შეჯახების ეპიცენტრში?

_ ჯერ მოდი, დავფიქრდეთ, დაახლოებით რა დრო დასჭირდებათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ, ერთი მხრივ, გიუმრის ბაზიდან წამოვიდნენ, მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან და ცხინვალთან შეხვდნენ? რა დრო დასჭირდება იმას, რომ მთლიანად ჩვენი ზღვისპირა ზოლი დაიკავონ? ეს რამდენიმე საათის ამბავია.

რაც შეეხება სწორ და ადეკვატურ პოლიტიკას, ვფიქრობ, იმ პირობებში, როცა ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს პირზე აკერია ოკუპაცია და ამ ოკუპაციას ძალიან უცნაური მეთოდებით “ებრძვის”, ხან საზღვართან შარვლის ჩახდით და უკანალების ჩვენებით, ხან პოზნერის გაძევებით და მერე ტრაბახით, ლუკმა გავაგდებინეთო, ადეკვატურობაზე საუბარი ნაადრევია. ეს არის ზუსტად ის, რაც ტრადიციულ ფასეულობებზე აცრილ ვითომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს საშუალებას აძლევს, ბრმა იარაღად გამოგვიყენოს. და ეს არის ის, რაც კაცმა არ იცის, ხვალზეგ კიდევ რამდენს დაგვაკარგვინებს

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here