Home რუბრიკები საზოგადოება გულახდილი საუბარი

გულახდილი საუბარი

ფიქრები აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე

105

ფიქრი ადამიანის მუდმივი თანამგზავრია. წესით, გაფიქრებაგააზრების გარეშე ადამიანმა ნაბიჯი არ უნდა გადადგას. ქართული სიბრძნეანდაზაც ამას გვასწავლის: ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. .., სანამ ასჯერ არ გათვლი მოსალოდნელ შედეგს, ისე არაფერი არ მოიმოქმედოო. ჩვენი დღევანდელი ყოფა რომ გონებით გათვლილგააზრებული ქმედების შედეგი არ არის, ეს უდავო ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ, ბოლო 30 წელია, ყოველი მომდევნო დღე, თვე თუ წელი წინაზე უარესია და დაღმავალი სპირალით ვეშვებით ისეთ უფსკრულში, რომლის სიღრმე და ფსკერის რაობა არც ერთ ჩვენგანს გააზრებული არ გვაქვს.

დღეს რეალობა ასეთია: აწმყო გვზარავს, წარსულით ამაყნი ვართ, მომავალი კი ისე გვაშინებს, რომ წინ გახედვაც არ გვინდა. ასე ხედავს რეალობას ერის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც ქვეყანა დღემდე მოიყვანა და დღესაც მათ მხრებზე დგას. არის კუჭით მოაზროვნე მოხელეთა მცირე ნაწილიც, რომლებიც თავიანთი ყოფით კმაყოფილნი (და არა ბედნიერნი; ბედნიერება ადამიანური განცდაა) არიან. ისინი არ დამეთანხმებიან ჩემს შეფასებაში, მაგრამ, თუ საღად განსჯიან მდგომარეობას, მიხვდებიან, რომ მათი ყოფა-მირაჟი მალე გაქრება.

ყოველთვის, როდესაც აზრის გამოთქმის საშუალება მეძლევა, რაიმე შეხვედრა იქნება თუ საგაზეთო პუბლიკაცია ავტორის თუ რესპონდენტის რანგში, ხაზგასმით გამოვხატავ, რომ ქვეყანაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენების აღწერა და მუქ ფერებში ტირაჟირება ყვითელი პრესის ხელწერაა. იგი ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და იწვევს საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩვა-დანაწევრებას.

ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება-გაანალიზება აუცილებელი პირობაა. მინდა, მივმართო ყველა ავტორსა თუ რესპონდენტს: რაიმე უარყოფითი მოვლენის მიმართ თავიანთი თვალსაზრისის გამოხტვისას აუცილებლად გამოთქვან აზრი ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზებზე. ეს დიდად დაგვეხმარება როგორც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, ასევე ავტორისა თუ რესპონდენტის მსოფლმხედველობისა და, საზოგადოდ, ხედვის შეცნობაში.

დღეს საინფორმაციო საშუალებათა 99% მონოპოლიზებულია მორიგი მმართველი პარტიის, მისი ძირითადი ოპონენტიოპოზიციურიპარტიისა და მათი სატელიტების მიერ. დემაგოგიური განცხადებებით ისინი ქმნიან ქვეყანაში დემოკრატიულობის ილუზიას, ფაქტობრივად, კი ერთი პოლიტიკური ძალის მსახურნი არიან. მათი დეზინფორმაციული მოღვაწეობის შედეგია ის, რომ დღეს ერთი ოჯახის წევრებსაც კი (საზოგადოებას კი არა) არ გააჩნიათ საერთო აზრი ერთი შეხედვით ისეთ უმარტივეს კითხვებზეც კი, როგორიცაა: საიდან მოდის ჩვენს თავს დატეხილი უბედურება? ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე? და .. ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად შეუძლებელია გამოსავლის პოვნა.

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ქვეყანაში საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველო ამაზე მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილა, მაგრამ მაინც გადავრჩენილვართ. ვერ დავეთანხმები. ადრე მტერი ღიად, ძალით მოდიოდა გაცხადებული მიზნით. ჩვენი წინაპრებიც ღიად, კაცურად ხვდებოდნენ, ებრძოდნენ და უმეტესად ამარცხებდნენ. ასე განვვლეთ საუკუნენი. დღეს კი მტერმა მოყვრის ნიღაბი ჩამოიფარა და მორალურზნეობრივსულიერი დამდაბლებადაცემის გზით აპირებს ჩვენს დამორჩილებას. სავალალოდ, მათ მხარს უჭერენ და აქტიურად ეხმარებიან როგორც ქვეყანაში მოქმედი .. საზოგადოებრივპოლიტიკური ორგანიზაციები, ასევე სამთავრობო წრეების გავლენიანი წარმომადგენლებიც.

დღეს ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დემაგოგიის პარალელურად ყველაფერი კეთდება, რათა ადამიანი ისე დაეცეს, რომ პროტესტი ყველაფრის მიმართ გაუქრეს. საზოგადოებაში ნიჰილიზმმა დაისადგურა, ადამიანებმა დაკარგეს მომავლის იმედი და რწმენა. უმრავლესისთვის ყოველდღიური პურის საყიდელი ფულის შოვნაა სანატრელი და საოცნებო. უმცირესობას ჯერჯერობით ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ უმრავლესობის რიგებში რომ არ გადაინაცვლოს, ისიც ფულზე ფიქრობს და ყველაფერს აკეთებს სტატუსის შესანარჩუნებლად. ფაქტობრივად, გვყავს საზოგადოება, რომლის თიითქმის ყველა წევრი მარტო ფულზე ფიქრობს. იქ, სადაც უმრავლესობა ფულზე ფიქრობს, იგი ხდება უმთავრესი ღირებულება _ კერპი; უფასურდება და იკარგება ყველა ზოგადსაკაცობრიო, ადამიანური ღირებულებები. შედეგად ქრება თვით საზოგადოებაც და მის ადგილს იკავებს საკუთარი მე-ს ხმას აყოლილ, გადაგვარებულ ინდივიდთა კრებული. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ვფიქრობ, აუცილებლად საჭიროებს ფსიქოლოგთა და სოციოლოგთა კომპენეტნურ კომენტარს. მე ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას მაძლევს ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის განვითარების დინამიკა.

პრობლემების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ეს პრობლემები ამით არ გადაიჭრება. მათ გადასაჭრელად უპირველესი ნაბიჯია მისი წარმომშობი მიზეზის პოვნა და მათზე საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი აზრის ჩამოყალიბება. ამ მიზნით მინდა, რამდენიმე საკითხი დავსვა, რომლებიც, ჩემი აზრით, დიდწილად განაპირობებს საზოგადოებრივი აზრის დაყოფას, და წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა ამ საკითხებზე:

* საქართველო ევროპაა! _ ვაცხადებთ და ვართ ღამურას როლში. ვერაფრით ამიხსნია, ვის და რისთვის სჭირდება ეს ახირება. შედეგი _ ევროპელები არ გვიღებენ და არც მიგვიღებენ, რადგან იციან, რომ ეს აბსურდია. აზიელები დაგვცინიან (როდის მერე გაგვიხდით ევროპელებიო). არადა, საუკუნეებია, ევროპისა და აზიის საზღვარი ასეა განსაზღვრული: ურალის ქედი, მდინარე ურალი, კასპიის ზღვა, კავკასიონის მთავარი ქედი, შავი ზღვა, ბოსფორის სრუტე, ხმელთაშუა ზღვა, სუეცის არხი, წითელი ზღვა. ნუ ავურევთ გეოგრაფიასა და გეოპოლიტიკას. გეოგრაფია უცვლელია, გეოპოლიტიკა _ ცვალებადი.

* ნატო. ეს უკვე კომიკური თემაა კარზე კაკუნითა და მიღება-არ მიღებით. ზოგისთვის სოლიდური ეკონომიური დივიდენდების მომცემია და ამიტომაც დაჟინებით გვმოძღვრავენ ნატოს ქოლგის ქვეშ არსებული სავანის მომხიბვლელობით. საქმის არსში გაურკვეველი უმრავლესობისთვის კი პრესტიჟის და თავმოყვარეობის შელახვის საკითხია _ რას მიქვია, სტანდატს ვერ ვაკმაყოფილებთ და ამიტომ არ გვიღებენო. ისინიც აკრძალული ხილის პრინციპით, გაუაზრებლად მიილტვიან ნატოში. თუ დავფიქრდებით და გავაანალიზებთ, ჩვენი ყველაზე მწვავე და მტკივნეული პრობლემები სწორედ ნატოს კარზე კაკუნის შედეგად გაჩნდა. რა არის ნატო? _ ეს კითხვა თავიდანვე რომ დაგვესვა, შეგვესწავლა და სათანადო დასკვნა გამოგვეტანა, ემოციებს აღარ ავყვებოდით და ბევრ პრობლემას ავიცილებდით. ნატო არის აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ემსახურება იმპერიალისტთა ვიწრო წრის ინტერესებს და ამდენად, საქართველოს ამ გაერთიანებაში არაფერი ესაქმება.

* რუსული აგრესია. დღეს ეს საკითხი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ნომერ პირველი საკითხია. ათასობით კილომეტრიდან მოჰყავთ სამხედრო შენაერთები რუსეთის საზღვრებთან და ეს ვითომ არაფერი, ამასთანავე, რუსეთის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილებას მუქარად და აგრესიად ასაღებენ. რუსეთმა ბევრჯერ იხსნა ევროპელი ერები (და არა მხოლოდ ევროპელი) განადგურებაგადაგვარებისგან. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწაზე, რომელსაც კოლონია არ ჰქონია და თვითონაც არ ყოფილა არავის კოლონია. ვერც მის მიერ დაწყებულ აგრესიულდაპყრობით ომს დაასახელებს ვინმე. მოვლენების ანალიზისას ამ ფაქტების გათვალისწინება მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანია.

* ევროპული ცხოვრების დონე და .. სოციალი. ამ საკითხზე მსჯელობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აფრიკის, აზიის, ავსტრალიისა და ამერიკის კონტინენტები საუკუნეების მანძილზე მათი კოლონიები იყო და ბევრი სხვადასხვა ფორმით დღესაც კოლონიად რჩება. ცხოვრების მაღალი დონე მეტწილად კოლონიების ძარცვისა და აბორიგენი მოსახლეობის ექსპლუატაციით არის მიღწეული.

* დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ეს საკმაოდ ტრაგიკომიკური საკითხია იმის გათვალისწინებით, ვინ ასწავლის და ვის ასწავლის. მაინც თემის უკეთ გასაანალიზებლად აღვნიშნავ, რომ რუსეთის იმპერიაში მონის ცნება საერთოდ არ არსებობდა და მონა იქ არავის არასოდეს არ ჰყოლია. მეტიც: 1861 წელს რუსეთის იმპერატორმა ბატონყმობა გააუქმა და ამით მაქსიმალურად შეზღუდა ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია. ამ მოვლენიდან ერთი საუკუნის შემდეგაც კი შეერთებულ შტატებში ზანგს ადამიანად არ თვლიდნენ და კანონით მას არანაირი უფლება არ გააჩნდა. ამაზეც ღირს დაფიქრება.

* რუსეთსაქართველოს ურთიერთობა. ეს მეტად მნიშვნელოვანი, სათუთი და ვრცელი თემაა. მოკლედ ვიტყვი, რომ ამ ურთიერთობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამ ურთიერთობაში ზღვა სიკეთეა დათესილი და მას გაფრთხილება სჭირდება. საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღებისა და კონსოლიდაციის მიზნით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ისეთ საკითხებზე მსჯელობა და პარალელის გავლება, როგორიცაა საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი, ფაშიზმი და კომუნიზმი; თერგდალეულები და ევროპაამერიკაში განსწავლულები და სხვ.

დროა, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ასპარეზზე დომინანტი ლიბერალური პოლიტიკური ძალის საპირწონე, ეროვნულ-ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული მეორე ძალის გამოსვლის გარეშე პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა შეუძლებელია. ასეთი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება კი შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებების ირგვლივ კონსოლიდაციის გზით.

ტარიელ სუხიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here