მთავარი პოლიტიკა გუბერნატორის როლში შეჭრილი დეგნანი და დრო, როცა ხელისუფლებამ გაბზარულს გატეხილი უნდა ამჯობინოს

გუბერნატორის როლში შეჭრილი დეგნანი და დრო, როცა ხელისუფლებამ გაბზარულს გატეხილი უნდა ამჯობინოს

187
გააზიარეთ

გაგიკვირდებათ და, როგორც იქნა, მმართველმა გუნდმა არცთუ ორაზროვნად მიანიშნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, აქაური ელჩი ტყუილ ინფორმაციას გაწვდითო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა გააძლიერა და აქედან წასული ინფორმაციის საფუძველზე ლამის ქვა ქვაზე არ დატოვა.

“ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს”, _ ეს იყო ძირითადი შინაარსი გზავნილისა, რომელიც “ოცნების” მაღალჩინოსნებმა გავრცელეს. ამავე გზავნილში გასაგებად ეწერა, რომ თავის დროზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკრიტიკებდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს იმიტომ, რომ იმჟამინდელი მაღალჩინოსნები სიმართლეს მალავდნენ.

ისე როგორ იქნებოდა, კელი დეგნანი ვერ მიმხვდარიყო, რომ საუბარი სწორედ მას შეეხებოდა, მაგრამ მაინც მოითხოვა, _ დააკონკრეტეთ, “ცალკეულ ჩინოსნებში” ვის გულისხმობთო. “ოცნებამ” არ დააკონკრეტა, მაგრამ საქმე ლამის “ქურდულ გარჩევამდეა” მისული და ამ ყველაფერში აუცილებლად ჩაერთვება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მანამდე კი კოლეგის დაცვა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში _ იან კელიმ სცადა. სწორედ კელი იყო “მაშინდელი მაღალჩინოსანი” და როგორც ჩანს, მის ბოსტანში ნასროლი ქვა არ მოეწონა.

კელი დეგნანი

“ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადახედეთ ადამიანის უფლებათა ანგარიშს _ ყოველთვის იყო კრიტიკა “ნაციონალური მოძრაობის” ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2011 წელი: “ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, “მთავრობის ოფიციალური პირების მიერ პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობა”, “სასამართლოს წარმომადგენლები განაგრძობდნენ მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, _ დაწერა კელიმ სოციალურ ქსელში.

ამაზე უკეთეს აღიარებას კელი ვერც კი მოიფიქრებდა. მან პირადად დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა 2011 წელს დაიწყო, მაშინ, როცა ასპარეზზე “ქართული ოცნება” გამოჩნდა და როცა ცხადი შეიქნა, რომ ნაციონალები ხელისუფლებას ვერანაირად ვერ შეინარჩუნებდნენ. ე.ი., ამერიკამ თავი დაიზღვია და ერთი წლით ადრე დაიწყო იმ ძალის კრიტიკა, რომელიც ოპოზიციაში წასასვლელად იყო განწირული. ამით მან ხალხის გული მოიგო, მაგრამ ანალოგიურმა პროცესმა ახლა არ გაამართლა _ 2019 წელსოცნებაზემიტანილი დასავლური იერიშისა და რუსული ძალის ძახილის მიუხედავად, მოსახლეობამ არჩევანი კვლავ იმ გუნდზე გააკეთა, რომელმაც ნაციონალები გაისტუმრა.

დღეს ტაქტიკა შეიცვალა _ დასავლეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ ვერცნაციონალური მოძრაობადა ვერც სხვა პარტიები ამ ეტაპზე ხელისუფლებას ვერ დაამარცხებენ და ამიტომ მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება _ აქამდე არც ერთ, ვიმეორებთ, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ ერთი არჩევნების შედეგების გამო წინა არჩევნების ლეგიტიმაცია დამდგარიყო ეჭვქვეშ. დასავლეთი, რომელმაც აღიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ახლა ცდილობს, თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს, ოღონდ შეცვალოს ისე, რომ ხელები ამომრჩეველს შეაწმინდოს _ აქაოდა, ვადამდელი არჩევნები თუ არ გინდოდათ, “ოცნებისთვის” 43%-იანი მხარდაჭერა გამოგეცხადებინათო.

მმართველი ძალის კრიტიკის პარალელურად, ტელეჟურნალისტების დიდმა ნაწილმა, დეგნანს ტაში დაუკრა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ 5 ივლისს მომხდარი დაგმო და როგორც მედიას, ისე ლგბტ თემს მხარი დაუჭირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი პირდაპირ აღიარა, რომ სქესობრივ უმცირესობებს ისინი აფინანსებენ და სურთ, ეს ფლანგი საქართველოში ძალიან ძლიერი იყოს.

სიმართლე გითხრათ, რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოში ლგბტ თემს წარმოადგენენ, იმდენად მცირეა, რომ ამერიკელებს მარტივად შეუძლიათ, წაიყვანონ და იქვე არჩინონ, გაცილებით იაფი დაუჯდებათ და პრობლემაც მოგვარდება, მაგრამ მერე ხომ ვერ მოახერხებენ ეკლესიის გაშავებას, ვერ მოახერხებენ ნებისმიერ დროს ქუჩაში უკმაყოფილო ადამიანების მობილიზებას, ამიტომ ურჩევნიათ, აქ გამოგზავნონ ფული და 100-მდე ადამიანის გამო ქვეყანა არიონ.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში არ გვახსენდება არც ერთი ხელისუფლების მიერ ამერიკის ელჩის წინააღმდეგ ასეთი გალაშქრება. თუ იმას არ ჩავთვლით, ახალდანიშნულ დეგნანს ნიკა გვარამიამ ბიძინას მონა რომ უწოდა. თუმცა, დეგნანმა სახე მალე გამოაჩინა და დაამტკიცა, რომ საკუთარი წინამორბედებისგან არაფრით განსხვავდებოდა. უფრო მეტიც, დეგნანი დონალდ ტრამპის ანტილიბერალურ პოლიტიკასაც კი ეწინააღმდეგებოდა აქედან და, როცა პრეზიდენტად ბაიდენი აირჩიეს, ყველაზე მეტად მას გაუხარდა, რადგან ბოლომდე გაშალა ფრთები. სამაგიეროდ, პოლიტიკური სპექტრის კრიტიკამ დასავლეთი ისე დააფრთხო, იან კელის ვინ ჩივის, შარლ მიშელი სასწრაფოდ ჩამოვიდა საქართველოში. მიშელმა ევროპიდან უკვე დაგმო ქართველების უკმაყოფილება პრაიდის მიმართ, სულ თითი გვიქნია და ახლა ამ თითს ხელისუფლებას დაუქნევს.

შარლ მიშელი

მოქმედი ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს დასავლური მარწუხებიდან გათავისუფლებას, ხვდება იმასაც, რომ ევროპა-ამერიკის მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა დიდწილად არ შველის ქვეყანას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც უკვე ხბოს აღტკინებით აღარ უკრავს ტაშს დასავლეთის გაგონებაზე. ქუჩაში გამოსული ხალხის მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას უსიტყვო რეფერენდუმი დავარქვით და დასავლეთი ამ ნაბიჯმაც ძალიან შეაშფოთა. თუ პირველ ჯერზე ჩამოხსნილი დროშა ვიღაცის ცხელ თავს დაბრალდა, მეორედ ჩამოხსნა უკვე კანონზომიერების ფარგლებში მოექცა, უკვე ცხადია, რომ ერთი და ორი ადამიანი არ ფიქრობს ასე.

საქართველოს ხელიდან გაშვება დასავლეთისთვის ფინანსურად მომგებიანი უნდა იყოს, შეწყდება ის გრანტები და სუბსიდიები, რომლებიც რეალურად რამდენიმე ადამიანის ჯიბესა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტში მიდის, მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველო ერთადერთი (ჰო, ერთადერთი) ქვეყანაა ამიერკავკასიაში, რომელიც პირველივე დაძახილზე რუსეთსა და მის პირველ პირს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს. თანაც, ლანძღავს ომახიანად, გამოთქმით და, რაც მთავარია, უმაღლესი ტრიბუნებიდან. სწორედ რუსეთის სალანძღავად სჭირდებათ საქართველო, თორემ, დიდი ხანია, ჩვენი ქვეყანა დასავლეთისთვის მომგებიანი ბიზნესი აღარაა.

ახლა ის დროა, ხელისუფლებამ გაბზარული გატეხოს და შარლ მიშელს უთხრას, რომ მონობასა და დასავლეთის მითითებების უსიტყვოდ შესრულებას აღარ აპირებს. დროა, კელი დეგნანსაც ამოსდონ ლაგამი და მას მხოლოდ ელჩის მოვალეობის შესრულება სთხოვონ და არა ისე მოქცევა, თითქოს კოლონიის გუბერნატორია.

სწორედ კოლონიად არის ქცეული საქართველო და ამას ერი და ბერი ხვდება. დასავლეთისგან მხოლოდ კარგი რომ ავიღოთ, არ გვანებებენ. უნდათ, ისეთი წესებითა და კანონებით ვიცხოვროთ, როგორიც მათ მიაჩნიათ სწორად. მერე რა, რომ იმავე ლგბტ თემის წინააღმდეგ ევროპის შუაგულში, პარიზში, მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა?! საფრანგეთი დიდი ქვეყანაა, განვითარებულია და ემანუელ მაკრონს ყური ვერ აუწიეს. არც ის მილიონი ფრანგი გაუკრიტიკებიათ სადმე, _ როგორ გაბედეთ და ლგბტ თემზე ხმა აღიმაღლეთო. იციან, საფრანგეთის ცეცხლის ალში გახვევა შეუძლიათ მომიტინგეებს, არაერთხელ გაუკეთებიათ, როცა რამე არ მოსწონებიათ და ამიტომ დუმილი ამჯობინეს. ჩვენ კიჩვენ პაიკებიც აღარ ვართ საჭადრაკო დაფაზე, ჩვენი მდგომარეობა უფროდურაკასთამაშს ჰგავს, როცა ყველაზე დაბალი კარტი ხარ და ვერაფერს წყვეტ.

“დურაკა” ტყუილად არ გვიხსენებია. სწორედ “დურაკას” გვათამაშებენ, ამდენი წელია და თან რუსებისთვის გასაგებ ენაზე, უფრო მწარედ რომ მოხვდეს ჩრდილოელ მეზობელს გულში და ეგებ ისეთი შეცდომა დაგვაშვებინონ, მერე მუხლებზე კი არა, ოთხზე დამდგარი მივადგეთ: ოღონდ გვიშველეთ და თქვენი მონები ვიქნებითო. ეს ყველაფერი ისე გაუსაძლისი გახდა, რომ ხელისუფლებამ, უბრალოდ, ვეღარ მოითმინა და გააპროტესტა. ახლაა გარდამტეხი მომენტი _ ურჩობას მყისვე უპასუხა ამერიკამ და ევროპის პასუხს შარლ მიშელის ვიზიტისას მოვისმენთ. დასავლეთის დღის წესრიგით თუ არ ვიცხოვრებთ, ეგებ ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს, ეგებ გაცილებით წინ წავიწიოთ და ეგებ მართლა ის დრო სჯობდა, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდა. ამიტომ არ შეიძლება ახლა დათმობა და უკან დახევა, ახლა უკან დახევა მონობის გაგრძელებას ნიშნავს, თავისუფლება კი ადამიანებისთვის უმთავრესი მონაპოვარია. თავისუფლება ვიპოვოთ და მერე ყველაფერ დანარჩენს ვიპოვით.

დასასრულ, გახსოვდეთ, ბატონებო, თუ საქართველოში რომელიმე კანონი ან მათ შორის უმთავრესი _ კონსტიტუცია, შეუსაბამოა მართლმადიდებლობასთან, კანონია შესაცვლელი და არა ქრისტიანობა!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here